კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გახდა იმერელი კაცი პირველ მსოფლიო ომში ნიკოლოზ II-ის ძმის მძღოლი - "პირველად რომ მანქანა ნახა, დაიჩოქა და პირჯვრის წერა დაიწყო..."
როგორ გახდა იმერელი კაცი პირველ მსოფლიო ომში ნიკოლოზ II-ის ძმის მძღოლი - "პირველად რომ მანქანა ნახა, დაიჩოქა და პირჯვრის წერა დაიწყო..."

იმე­რუ­ლი სო­ფე­ლი ნა­ბოს­ლე­ვი თით­ქოს არაფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა სხვა ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის­გან, თუმ­ცა, ამ სო­ფელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი კაცი - სპი­რი­დონ ხუ­ჯა­ძე, პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა XX სა­უ­კუ­ნის სა­ზა­რელ პირ­ველ მსოფ­ლიო ომს, ანუ დიდ ომს, რო­გორც მას 1939 წლამ­დე უწო­დებ­დნენ.

გა­ზეთ "კავ­კა­ზის" ცნო­ბით, 1914 წლის ივ­ლის­ში ნალ­ჩიკ­ში ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თის სოფ­ლე­ბი­დან და და­სახ­ლე­ბე­ბი­დან რჩე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ, რომ­ლებ­მაც გა­და­წყვი­ტეს, მო­სახ­ლე­ო­ბის ხარ­ჯზე კავ­კა­სი­ელ ცხე­ნო­სან­თა პოლ­კი შე­ექ­მნათ. იმ­პე­რა­ტორს დე­პე­შით გა­უგ­ზავ­ნეს მო­თხოვ­ნა, მათ­თვის ნება მი­ე­ცათ, რათა ომში გა­ეგ­ზავ­ნათ ოთხი ასე­უ­ლი ცხე­ნო­სა­ნი.

სხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, "ვე­ლუ­რი დი­ვი­ზი­ის" (ასე შე­არ­ქმე­ვენ მუს­ლი­მე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბულ სამ დი­ვი­ზი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ექვს პოლკს - ყა­ბარ­დო­ულს, და­ღეს­ტნურს, თათ­რულს, ჩეჩ­ნურს, ინ­გუ­შურ­სა და ჩერ­ქე­ზულს) შექ­მნის ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი გახ­ლდათ კავ­კა­სი­ის მე­ფის­ნაც­ვა­ლი ილა­რი­ონ ვო­რონ­ცოვ-დაშ­კო­ვი. მე­ფის­ნაც­ვალ­მა ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლი და არა­სა­ი­მე­დო მუს­ლი­მი კავ­კა­სი­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თურ­ქე­თი­სად­მი სიმ­პა­თი­ით იყ­ვნენ გამ­სჭვა­ლუ­ლი, თა­ვი­დან მო­ი­შო­რა და "ვე­ლურ დი­ვი­ზი­ა­ში" გა­ამ­წე­სა.

მე­ო­რე მხრივ, მე­ფის­ნაც­ვალს კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებ­და: მას სურ­და, რა­მით დახ­მა­რე­ბო­და სა­მე­ფო ოჯა­ხის მიერ გა­რი­ყულ ნი­კო­ლოზ II-ის უმ­ცროს ძმას, მი­ხა­ილს, რა­მე­ნა­ი­რად გა­ნე­მუხ­ტა სა­მე­ფო კარ­ზე მის­და­მი არ­სე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მი­ხა­ი­ლი სად­მე გა­ნემ­წე­სე­ბი­ნა, კერ­ძოდ, "ვე­ლუ­რი დი­ვი­ზი­ის" უფ­რო­სად.

დიდი თა­ვა­დი მი­ხა­ილ რო­მა­ნო­ვი (1878-1918)

საქ­მე ის არის, რომ რო­მა­ნო­ვებ­მა მე­ფის უმ­ცროს ძმას ვერ აპა­ტი­ეს, როცა მან გა­ბე­და და ორ­ჯერ გა­ნა­თხო­ვარ, წმინ­და სის­ხლის არმ­ქო­ნე ქალ­ზე - ნა­ტა­ლია ბრა­სო­ვა­ზე იქორ­წი­ნა. ვო­რონ­ცო­ვი მი­ხა­ილს ბავ­შვო­ბი­დან კარ­გად იც­ნობ­და, მისი შვი­ლი, ილა­რი­ო­ნი, ში­ნა­უ­რო­ბა­ში ლარ­კა კი მი­ხა­ი­ლის მე­გო­ბა­რი იყო.

საკ­ვირ­ვე­ლია ნამ­დვი­ლად, რო­გორ მო­ახ­ვედ­რა ავ­ტო­მან­ქა­ნის სიყ­ვა­რულ­მა უბ­რა­ლო იმე­რე­ლი კაცი "ვე­ლურ დი­ვი­ზი­ა­ში", სა­დაც 1914-1916 წლებ­ში ის დიდი მთავ­რის, მი­ხა­ი­ლის მძღო­ლად მსა­ხუ­რობ­და. დიდი მთა­ვა­რი დი­ვი­ზი­ის უფ­რო­სად და­ნიშ­ნეს 1914 წლის 23 აგ­ვის­ტოს, ხოლო სპი­რი­დონ­მა მას­თან სამ­სა­ხუ­რი 10 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო.

სპი­რი­დო­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის, თა­მაზ ხუ­ჯა­ძის მო­ნა­ყო­ლით, ბა­ბუა გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, იუ­მო­რით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. ის უმე­ტეს­წი­ლად ღია ფე­რის კი­ტე­ლებს ატა­რებ­და, თავ­ზე გა­ნუყ­რე­ლი შლა­პით. პირ­გა­უ­პარ­სა­ვი არა­სო­დეს გა­მო­ვი­დო­და გა­რეთ. სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა გაწ­კე­პი­ლი ულ­ვა­შე­ბი, მის მო­სავ­ლე­ლად რამ­დე­ნი­მე ცალი შავი ხა­ვერ­დის ასაკ­რა­ვი ჰქონ­და, რომ­ლი­თაც ყო­ველ ღა­მეს ულ­ვაშს შე­მო­იკ­რავ­და. დი­ლა­ო­ბით ულ­ვა­ში ისე ჰქონ­და გაბ­ზე­კი­ლი, ძვე­ლად რომ იტყოდ­ნენ, ულ­ვა­შის წვერ­ზე ბუზი რომ და­აჯ­დეს, ზედ წა­მო­ე­გე­ბაო. სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯაგ­რი­სი ჰქონ­და, რო­მელ­საც მხო­ლოდ ულ­ვა­ში­სა და თმის­თვის ხმა­რობ­და.

სპი­რი­დონ ხუ­ჯა­ძე

სა­ნამ მძღო­ლი გახ­დე­ბო­და, ყმაწ­ვილ­მა სპი­რი­დონ­მა ქუ­თა­ის­ში ზე­ინ­კლო­ბა შე­ის­წავ­ლა - "ია­რა­ღე­ბით რკი­ნებს ვჭრი­დი, ვქლი­ბავ­დი, ვღუ­ნავ­დი, ვას­წო­რებ­დი, ვბურ­ღავ­დი და ვრჩი­ლავ­დიო"... ამ ჭრა-ქლიბ­ვა­ში შე­სა­ნიშ­ნავ ოს­ტა­ტად იქცა, მალე სამ­ხედ­რო ბე­გა­რა მო­ი­ხა­და და კვლავ ზე­ინ­კლო­ბას და­უბ­რუნ­და. ეს საქ­მე ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ში.

1909 წელ­მა გა­და­წყვი­ტა მეტ­წი­ლად მისი ბედი - ამ წელს სპი­რი­დო­ნი ბა­ქო­ში გა­ემ­გზავ­რა ნავ­თის სა­რე­წებ­ზე, რო­მე­ლიც იმ დროს ინ­გლი­სე­ლე­ბის ხელ­ში იყო. იქ სა­ზე­ინ­კლო სა­ამ­ქრო­ში და­ი­წყო თა­ვი­სი ხე­ლო­ბით მუ­შა­ო­ბა. ერთხე­ლაც, ხელ­ფა­სის მი­ღე­ბის შემ­დეგ, კან­ტო­რი­დან გა­მო­სულ­მა შე­ამ­ჩნია, რომ ხალ­ხი რა­ღა­ცას გა­ფა­ცი­ცე­ბით აკ­ვირ­დე­ბო­და. სწო­რედ მა­შინ ნახა სპი­რი­დონ­მა სი­ცო­ცხლე­ში პირ­ვე­ლად ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც და­ქო­ქი­ლი ფრუ­ტუ­ნებ­და... ამ სა­ოც­რე­ბის წი­ნა­შე სპი­რი­დონ­მა და­ი­ჩო­ქა და პირ­ჯვრის წერა და­ი­წყო. თურ­მე მან­ქა­ნას გარს უვ­ლი­და და გა­ი­ძა­ხო­და: ღმერ­თო ისე ნუ მომ­კლავ, ამა­ში ჩაჯ­დო­მა არ მე­ღირ­სო­სო!

მუხ­ლებ­ზე და­ცე­მულ კაცს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია ინ­გლი­სელ­მა მრეწ­ველ­მა იმერ­მა, გა­ი­გო სპი­რი­დო­ნის სურ­ვი­ლი და სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზა. ამ ინ­გლი­სე­ლის წყა­ლო­ბით და თა­ვი­სი ხარ­ჯით, სპი­რი­დონ­მა მან­ქა­ნის მარ­თვის ექ­ვსთვი­ა­ნი კურ­სე­ბი გა­ი­ა­რა, რომ­ლის დრო­საც მას უნარ­ჩუნ­დე­ბო­და ხელ­ფა­სის 50%, ჰქონ­და უფა­სო კვე­ბა და ბინა. ასე და­ი­წყო თა­ვი­სი ახა­ლი პრო­ფე­სი­ით სპი­რი­დონ­მა სამ­სა­ხუ­რი, საკ­მაო თან­ხაც და­აგ­რო­ვა და გროზ­ნო­ში, სა­დაც მისი ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და, ხუ­თო­თა­ხი­ა­ნი ბინა შე­ი­ძი­ნა. ინ­გლი­სე­ლი იმე­რის წყა­ლო­ბით (თა­ვის ერთ შვილს სპი­რი­დონ­მა მის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვა სა­ხე­ლი) ახალ­გა­მომ­ცხვა­რი იმე­რე­ლი მძღო­ლი ორი ნავ­თის სა­რე­წის მფლო­ბე­ლი გახ­და და რომ არა რე­ვო­ლუ­ცია და რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს და­პყრო­ბა, საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი კა­ციც იქ­ნე­ბო­და...

ინ­გლი­სის მთავ­რო­ბამ რუ­სეთს სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი აჩუ­ქა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში მოხ­ვდა. სა­ჭეს­თან: სპი­რი­დონ ხუ­ჯა­ძე

მალე და­ი­წყო პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი, ინ­გლი­სე­ლებ­მა კავ­კა­სია და­ტო­ვეს, ხოლო ხუ­ჯა­ძე ამი­ერ­კავ­კა­სი­ის შტა­ბის ავ­ტო­ნა­წილ­ში გა­იწ­ვი­ეს, რო­მე­ლიც მან­გლის­ში იყო და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი. მა­შინ მთელ ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში სულ 60 მძღო­ლი ირი­ცხე­ბო­და, ამათ­გან ორი ქარ­თვე­ლი იყო (სპი­რი­დო­ნი და ალექ­სი თურ­ქი­აშ­ვი­ლი), ერთი სო­მე­ხი - ავე­ტი­სი­ა­ნი, ერ­თიც დე­დით ქარ­თვე­ლი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი რუ­სე­ბი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და ბე­ლო­რუ­სე­ბი. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი სტა­ჟი - 1911 წლი­დან - ხუ­ჯა­ძეს ჰქონ­და.

და­ახ­ლო­ე­ბით 1914 წელს, სტა­ჟი­სა და დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მძღო­ლებს გა­მოც­და ჩა­უ­ტარ­დათ - ისი­ნი ოთხ გე­ნე­რალ­თან ერ­თად ვლა­დი­კავ­კაზ­ში გა­ემ­გზავრნენ. გზად სა­დღაც უღელ­ტე­ხილ­ზე გა­ჩე­რე­ბუ­ლან და მწვა­დი მი­ურ­თმე­ვი­ათ. გე­ნერ­ლე­ბი ცალ­კე ის­ხდნენ, მძღო­ლე­ბი ცალ­კე. რო­გორც სპი­რი­დო­ნი იხ­სე­ნებს, ერთი გე­ნე­რა­ლი გა­მო­ვი­და სა­სა­დი­ლო­დან და ჩუ­მად გა­და­კე­ტა სპი­რი­დო­ნის მან­ქა­ნა­ში ბენ­ზი­ნის მი­სა­წო­დე­ბე­ლი მილი. რა­ტომ გა­ა­კე­თა ეს - სა­კუ­თა­რი ფა­ვო­რი­ტი რომ გა­ეყ­ვა­ნა თუ მძღო­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის შე­სა­მოწ­მებ­ლად, უც­ნო­ბია. მოკ­ლედ, როცა წას­ვლის დრო დად­გა, ყვე­ლა მან­ქა­ნა და­იძ­რა, სპი­რი­დო­ნის გარ­და. ცო­ტა­ო­დე­ნი ფიქ­რის შემ­დეგ, მძღოლ­მა ახა­და კა­პო­ტი, გა­მო­ას­წო­რა ყვე­ლა­ფე­რი და მალე წინ წა­სუ­ლებ­საც და­ე­წია.

როცა უკან დაბ­რუნ­დნენ და მან­გლის­ში და­ბი­ნავ­დნენ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ღა­მის ორ სა­ათ­ზე კა­პი­ტან ან­ტო­ნოვ­სკის ბრძა­ნე­ბით სპი­რი­დო­ნი გა­აღ­ვი­ძეს და უბ­რძა­ნეს, სას­წრა­ფოდ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო ავ­ტო­ნა­წი­ლის უფ­როს­თან. მო­საც­დელ­ში დახ­ვდნენ ქარ­თვე­ლი თერ­ძე­ბი - ნი­კო­დი­მე კვიმ­სა­ძე და ონი­სი­მე ხუ­ციშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც უნა­გი­რებ­სა და ჩოხა-ახა­ლუხს კე­რავ­დნენ. არც მათ იცოდ­ნენ გა­მო­ძა­ხე­ბის მი­ზე­ზი.

მალე მათ­თან მი­ვი­და სამ­ხედ­რო პირი და თერ­ძებს მოს­თხო­ვა, ხუ­ჯა­ძის­თვის სას­წრა­ფოდ აე­ღოთ ზო­მე­ბი. სპი­რი­დონს ფერი ეც­ვა­ლა - ალ­ბათ რა­ღაც და­ნა­შა­უ­ლი მი­მი­ძღვის, დახ­ვრე­ტას მი­პი­რე­ბენ და კუ­ბოს ზო­მას იღე­ბე­ნო... ასე გა­ი­ა­რა რამ­დე­ნი­მე წუთ­მა, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი სპი­რი­დო­ნის­თვის კი სა­უ­კუ­ნემ და მხო­ლოდ მა­შინ მო­ით­ქვა სული, როცა მას­თან მი­ვი­და შტაბ­სკა­პი­ტა­ნი, ხელი ჩა­მო­არ­თვა, მე­ო­რე ხელი კი ბე­ჭებ­ზე დაჰ­კრა და უთხრა: სპი­რი­დონ, ბედ­ნი­ერ ვარ­სკვლავ­ზე ყო­ფილ­ხარ და­ბა­დე­ბუ­ლი! ხვალ და­ის­ვე­ნე და ზეგ და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის ერთ-ერთ ქა­ლაქ­ში გა­გამ­წე­სეს მა­ღა­ლი ჩი­ნის კაც­თან, ვინ და რა არის, ად­გილ­ზე შე­ი­ტყო­ბო და და­ა­მა­ტა, - მეც ნუ და­მი­ვი­წყე­ბო.

შე­უ­კე­რეს ექ­ვსი სხვა­დას­ხვა ფე­რის ჩოხა-ახა­ლუ­ხი - კი გა­უკ­ვირ­და სპი­რი­დონს, ამ­დე­ნი ჩოხა რად მინ­დაო, მაგ­რამ მი­ზე­ზი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გო - მი­ხა­ილ რო­მა­ნო­ვი, დი­ვი­ზი­ის რო­მელ პოლკ­შიც მი­დი­ო­და, იმ პოლ­კის ჩო­ხას იც­ვამ­და, იმა­ვეს აკე­თებ­და მისი გა­რე­მოც­ვა და სპი­რი­დო­ნიც. სწო­რედ ამი­ტომ იყო შე­კე­რი­ლი "ექ­ვსი ხელი" ჩოხა.

ჩო­ხა­ში სპი­რი­დონ ხუ­ჯა­ძე

გა­მო­ემ­შვი­დო­ბა სპი­რი­დო­ნი ოჯახს და ერთ პოდ­პო­რუ­ჩიკ­თან ერ­თად, მან­ქა­ნით გა­უდ­გნენ გზას. ქა­ლაქ ტერ­ნო­პოლ­ში მე­ხუ­თე დღეს ჩა­ვიდ­ნენ. ად­გილ­ზე ჩა­სუ­ლი სპი­რი­დო­ნი "აუთ­ვა­ლი­ერ-ჩა­უთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ათ", სხვა­დას­ხვა პი­რებს დე­ტა­ლუ­რად გა­მო­უ­კი­თხავთ მისი საქ­მი­ა­ნო­ბის, ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. მერე ვი­ღაც პოლ­კოვ­ნიკ­მა, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლად აქ­ცენ­ტით სა­უბ­რობ­და, ინ­სტრუქ­ტა­ჟი ჩა­უ­ტა­რა და მხო­ლოდ შემ­დეგ უთხრა, რომ სპი­რი­დო­ნი იქ­ნე­ბო­და დიდი მთავ­რის, მი­ხა­ილ ალექ­სან­დრო­ვიჩ რო­მა­ნო­ვის, ანუ ნი­კო­ლოზ II-ის უმ­ცრო­სი ძმის პი­რა­დი მძღო­ლი...

ეს რომ გა­ვი­გე, თავი სიზ­მარ­ში მე­გო­ნაო, უყ­ვე­ბო­და სპი­რი­დო­ნი შვი­ლებს, ლა­მის სი­ხა­რუ­ლით ჭკუ­ი­დან შე­ვი­შა­ლეო. აბა, ხუმ­რო­ბა ამ­ბა­ვია, მე­ფის ძმას­თან მძღო­ლად მუ­შა­ო­ბა?

მი­ხა­ილ რო­მა­ნოვს მო­ახ­სე­ნეს ახა­ლი მძღო­ლის ჩა­მოს­ვლა, მა­ნაც მიყ­ვა­ნა ბრძა­ნა. სპი­რი­დო­ნი ეახ­ლა, რო­მა­ნოვ­მა ხელი გა­უ­წო­და და ეტი­კე­ტის თა­ნახ­მად, რო­გორც ას­წავ­ლეს, ხუ­ჯა­ძემ მარ­ჯვე­ნა მუხ­ლზე ჩა­ი­ჩო­ქა და ჩო­ხის კალ­თას ეამ­ბო­რა. შემ­დეგ რო­მა­ნოვ­მა გა­მოჰ­კი­თხა ოჯა­ხის შე­სა­ხებ და მცი­რე სა­უბ­რის შემ­დეგ ისი­ნი პო­ლი­გონ­ზე გა­ვიდ­ნენ. იქ რამ­დე­ნი­მე უცხო­უ­რი მან­ქა­ნა მდგა­რა, სა­ი­და­ნაც ხუთი ცალი უნდა ამო­ერ­ჩია. სპი­რი­დონ­მა სხვა­დას­ხვა ფირ­მის ხუთი მან­ქა­ნა შე­არ­ჩია, რომ­ლე­ბიც სა­ხე­ლოს­ნო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მათ მო­წეს­რი­გე­ბას შე­უდ­გნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გო სპი­რი­დონ­მა, რომ თურ­მე და­სა­წყის­ში რო­მა­ნო­ვის­თვის რუსი მძღო­ლი შე­ურ­ჩე­ვი­ათ, რომ­ლის კან­დი­და­ტუ­რა­ზე მთა­ვარს კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი უთ­ქვამს და მო­უ­თხო­ვია - იქ­ნებ კავ­კა­სი­ა­ში მო­მი­ძებ­ნოთ მძღო­ლი, თა­ნაც არ იყოს ღვი­ნის მსმე­ლი და მწე­ვე­ლიო.

...სპი­რი­დო­ნი გა­ბე­დუ­ლი და უში­შა­რი კაცი იყო, რაც მისი და­ხა­სი­ა­თე­ბი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რო­მე­ლიც 1917 წლის აპ­რილ­ში მის სა­ხელ­ზე გას­ცა დიდ მთა­ვარ მი­ხა­ილ ალექ­სან­დრო­ვი­ჩის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლომ. პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, დიდ­მა მთა­ვარ­მა სპი­რი­დონს ჯი­ბის სა­ა­თიც უსახ­სოვ­რა, რო­მე­ლიც დღემ­დე ინა­ხე­ბა სპი­რი­დო­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის, თა­მაზ ხუ­ჯა­ძის ოჯახ­ში. 1916 წელს პოლ­კის უფ­რო­სის გა­დარ­ჩე­ნის­თვის ის წმინ­და გი­ორ­გის მე­ო­თხე ხა­რის­ხის ჯვრით და­ა­ჯილ­დო­ვეს - კო­ლო­ნის წინა ორი მან­ქა­ნა ხრამ­ში გა­და­ი­ჩე­ხა და რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი რან­გის ოფი­ცე­რი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო პოლ­კის უფ­რო­სი სპი­რი­დონ­მა გა­და­არ­ჩი­ნა.

გად­მო­ცე­მით, 1917 წლის თე­ბერ­ვლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, სა­მე­ფო ოჯა­ხის ცალ­კე­უ­ლი წევ­რე­ბი უცხო­ეთ­ში გა­ხიზ­ვნას აპი­რებ­დნენ. თურ­მე მი­ხა­ილს სპი­რი­დო­ნის ოჯა­ხის­თვის ტან­საც­მე­ლი და სხვა სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ვა­გო­ნი გა­უგ­ზავ­ნია გროზ­ნო­ში, რათა ისი­ნი ამა­ვე ვა­გო­ნით ჩა­სუ­ლიყ­ვნენ პეტ­როგ­რად­ში და შემ­დეგ უცხო­ეთ­ში გა­და­სუ­ლიყ­ვნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი უთხრეს პეტ­როგ­რად­ში მყოფ სპი­რი­დონს. ისიც სულ­მო­უთ­ქმე­ლად ელო­და ოჯა­ხის ჩა­მოს­ვლას.

გა­ვი­და რა­ღაც დრო და ვა­გო­ნი უკან ცა­რი­ე­ლი დაბ­რუნ­და. სპი­რი­დონს ლა­მის ინ­ფარ­ქტმა და­არ­ტყა: თურ­მე მე­უღ­ლეს კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნუ­ცხა­დე­ბია სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა­ზე, ხელი და­უვ­ლია ბავ­შვე­ბის­თვის, სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი შე­უკ­რე­ბია და სა­ქარ­თვე­ლო­ში გაქ­ცე­უ­ლა. ეს სპი­რი­დონ­მა მე­უღ­ლეს სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ვერ აპა­ტია და ხში­რად გულ­მო­სუ­ლი ეტყო­და თურ­მე: ნა­დია, შე ქალო, რო­გორ არ­ჩიე შენი სოფ­ლის პრა­სი პა­რიზ­სო!

სხვა­დას­ხვა თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა და პე­რი­პე­ტი­ე­ბის შემ­დეგ (ხან თეთ­რებ­თან და ხან ბოლ­შე­ვი­კებ­თან) ის სა­ქარ­თვე­ლო­ში 1919 წელს დაბ­რუნ­და და ისევ ზე­ინ­კლად მუ­შა­ობ­და. სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ ხუ­ჯა­ძეს შინ­სა­ხკო­მი არ ას­ვე­ნებ­და, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ჩხრი­კეს მის სახ­ლი, კედ­ლე­ბიც კი და­უნ­გრი­ეს - თურ­მე ოქ­რო­სა და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბებს ეძებ­დნენ.

რო­მა­ნო­ვის ნა­ჩუ­ქა­რი ჯი­ბის სა­ა­თი

მისი შვი­ლი, იმე­რი ხუ­ჯა­ძე იგო­ნებ­და: "ჩვენს ოჯახს ჰქონ­და მი­ხა­ილ რო­მა­ნო­ვის ნა­ჩუ­ქა­რი ბევ­რი ძვირ­ფა­სი ნივ­თი, თუმ­ცა ომი­ა­ნო­ბის შემ­დეგ დედა ოქ­რო­უ­ლო­ბას საჭ­მელ­ზე ცვლი­და და ისე გვზრდი­და ხუთ შვილს... მახ­სოვს, ერთხელ დე­დამ მე­ზო­ბელს ოქ­რო­უ­ლო­ბის აცმა გა­ა­ტა­ნა სურ­სათ­ზე გა­და­საც­ვლე­ლად.... ქუ­თა­ი­სის ცენ­ტრში, ჩემს ბავ­შვო­ბა­ში იყო მა­ღა­ზია, სა­დაც ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ სურ­სათს იძ­ლე­ოდ­ნენ. დე­და­მაც შაქ­რის, კა­რა­ქი­სა და სხვა პრო­დუქ­ტე­ბის მო­სა­ტა­ნად გა­ა­ტა­ნა ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, მე­ზო­ბე­ლი დაბ­რუნ­და და თქვა წა­მარ­თვე­სო, მოკ­ლე ხან­ში კი, სახ­ლი გა­ყი­და და სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გა­და­ვი­და..."

სპი­რი­დო­ნი ჭი­ა­თუ­რის მა­ღა­რო­ში მე­ქა­ნი­კო­სად მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წადს რი­ო­ნ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბი­სას სა­ფი­ჩხი­ა­ზე გან­ლა­გე­ბულ მე­ო­რე დამ­ხმა­რე სა­ამ­ქრო­ში. რი­ო­ნ­ჰე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წყალ­ტუ­ბო­ში მა­ცივ­რე­ბის შემ­კე­თებ­ლად გა­ნაგ­რძო მუ­შა­ო­ბა, პენ­სი­ა­ზე გას­ვლის შემ­დეგ კი ქუ­თა­ის­ში, წე­რეთ­ლის ქუ­ჩა­ზე სა­კუ­თარ კარ-მი­და­მოს უვ­ლი­და. სპი­რი­დონ ხუ­ჯა­ძე სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა რეპ­რე­სი­ებს და 1973 წელს, 92 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა...

ავ­ტო­რი: ირაკ­ლი მა­ხა­რა­ძე

სრუ­ლი ვერ­სია წა­ი­კი­თხეთ ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბით ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ან­ში"

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: სპი­რი­დონ ხუ­ჯა­ძე, მი­ხა­ილ რო­მა­ნოვ­თან და გე­ნე­რალ დი­მიტ­რი ბაგ­რა­ტი­ონ­თან ერ­თად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტალინი
17

შოფრობას და პირად მცველობას, სოფელში ჩემ კარმიდანოს ვუვლიდე ის მირჩევნია. ეგ რა მიღწევა?

დავითთ ცხამელი
0

ეგ ეხლა ბოინგის პილოტობის ტოლფასია.......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

როგორ გახდა იმერელი კაცი პირველ მსოფლიო ომში ნიკოლოზ II-ის ძმის მძღოლი - "პირველად რომ მანქანა ნახა, დაიჩოქა და პირჯვრის წერა დაიწყო..."

როგორ გახდა იმერელი კაცი პირველ მსოფლიო ომში ნიკოლოზ II-ის ძმის მძღოლი - "პირველად რომ მანქანა ნახა, დაიჩოქა და პირჯვრის წერა დაიწყო..."

იმერული სოფელი ნაბოსლევი თითქოს არაფრით გამოირჩევა სხვა ქართული სოფლებისგან, თუმცა, ამ სოფელში დაბადებული კაცი - სპირიდონ ხუჯაძე, პირდაპირ უკავშირდება XX საუკუნის საზარელ პირველ მსოფლიო ომს, ანუ დიდ ომს, როგორც მას 1939 წლამდე უწოდებდნენ.

გაზეთ "კავკაზის" ცნობით, 1914 წლის ივლისში ნალჩიკში ყაბარდო-ბალყარეთის სოფლებიდან და დასახლებებიდან რჩეული წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს, მოსახლეობის ხარჯზე კავკასიელ ცხენოსანთა პოლკი შეექმნათ. იმპერატორს დეპეშით გაუგზავნეს მოთხოვნა, მათთვის ნება მიეცათ, რათა ომში გაეგზავნათ ოთხი ასეული ცხენოსანი.

სხვა მონაცემებით, "ველური დივიზიის" (ასე შეარქმევენ მუსლიმებით დაკომპლექტებულ სამ დივიზიაში გაერთიანებულ ექვს პოლკს - ყაბარდოულს, დაღესტნურს, თათრულს, ჩეჩნურს, ინგუშურსა და ჩერქეზულს) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი გახლდათ კავკასიის მეფისნაცვალი ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი. მეფისნაცვალმა ყველაზე აგრესიული და არასაიმედო მუსლიმი კავკასიელები, რომლებიც თურქეთისადმი სიმპათიით იყვნენ გამსჭვალული, თავიდან მოიშორა და "ველურ დივიზიაში" გაამწესა.

მეორე მხრივ, მეფისნაცვალს კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა: მას სურდა, რამით დახმარებოდა სამეფო ოჯახის მიერ გარიყულ ნიკოლოზ II-ის უმცროს ძმას, მიხაილს, რამენაირად განემუხტა სამეფო კარზე მისდამი არსებული უარყოფითი დამოკიდებულება და მიხაილი სადმე განემწესებინა, კერძოდ, "ველური დივიზიის" უფროსად.

დიდი თავადი მიხაილ რომანოვი (1878-1918)

საქმე ის არის, რომ რომანოვებმა მეფის უმცროს ძმას ვერ აპატიეს, როცა მან გაბედა და ორჯერ განათხოვარ, წმინდა სისხლის არმქონე ქალზე - ნატალია ბრასოვაზე იქორწინა. ვორონცოვი მიხაილს ბავშვობიდან კარგად იცნობდა, მისი შვილი, ილარიონი, შინაურობაში ლარკა კი მიხაილის მეგობარი იყო.

საკვირველია ნამდვილად, როგორ მოახვედრა ავტომანქანის სიყვარულმა უბრალო იმერელი კაცი "ველურ დივიზიაში", სადაც 1914-1916 წლებში ის დიდი მთავრის, მიხაილის მძღოლად მსახურობდა. დიდი მთავარი დივიზიის უფროსად დანიშნეს 1914 წლის 23 აგვისტოს, ხოლო სპირიდონმა მასთან სამსახური 10 სექტემბერს დაიწყო.

სპირიდონის შვილიშვილის, თამაზ ხუჯაძის მონაყოლით, ბაბუა გაწონასწორებული, იუმორით დაჯილდოებული ადამიანი გახლდათ. ის უმეტესწილად ღია ფერის კიტელებს ატარებდა, თავზე განუყრელი შლაპით. პირგაუპარსავი არასოდეს გამოვიდოდა გარეთ. სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა გაწკეპილი ულვაშები, მის მოსავლელად რამდენიმე ცალი შავი ხავერდის ასაკრავი ჰქონდა, რომლითაც ყოველ ღამეს ულვაშს შემოიკრავდა. დილაობით ულვაში ისე ჰქონდა გაბზეკილი, ძველად რომ იტყოდნენ, ულვაშის წვერზე ბუზი რომ დააჯდეს, ზედ წამოეგებაო. სპეციალური ჯაგრისი ჰქონდა, რომელსაც მხოლოდ ულვაშისა და თმისთვის ხმარობდა.

სპირიდონ ხუჯაძე

სანამ მძღოლი გახდებოდა, ყმაწვილმა სპირიდონმა ქუთაისში ზეინკლობა შეისწავლა - "იარაღებით რკინებს ვჭრიდი, ვქლიბავდი, ვღუნავდი, ვასწორებდი, ვბურღავდი და ვრჩილავდიო"... ამ ჭრა-ქლიბვაში შესანიშნავ ოსტატად იქცა, მალე სამხედრო ბეგარა მოიხადა და კვლავ ზეინკლობას დაუბრუნდა. ეს საქმე ძალიან დაეხმარა მომავალ პროფესიაში.

1909 წელმა გადაწყვიტა მეტწილად მისი ბედი - ამ წელს სპირიდონი ბაქოში გაემგზავრა ნავთის სარეწებზე, რომელიც იმ დროს ინგლისელების ხელში იყო. იქ საზეინკლო საამქროში დაიწყო თავისი ხელობით მუშაობა. ერთხელაც, ხელფასის მიღების შემდეგ, კანტორიდან გამოსულმა შეამჩნია, რომ ხალხი რაღაცას გაფაციცებით აკვირდებოდა. სწორედ მაშინ ნახა სპირიდონმა სიცოცხლეში პირველად ავტომობილი, რომელიც დაქოქილი ფრუტუნებდა... ამ საოცრების წინაშე სპირიდონმა დაიჩოქა და პირჯვრის წერა დაიწყო. თურმე მანქანას გარს უვლიდა და გაიძახოდა: ღმერთო ისე ნუ მომკლავ, ამაში ჩაჯდომა არ მეღირსოსო!

მუხლებზე დაცემულ კაცს ყურადღება მიაქცია ინგლისელმა მრეწველმა იმერმა, გაიგო სპირიდონის სურვილი და სამსახური შესთავაზა. ამ ინგლისელის წყალობით და თავისი ხარჯით, სპირიდონმა მანქანის მართვის ექვსთვიანი კურსები გაიარა, რომლის დროსაც მას უნარჩუნდებოდა ხელფასის 50%, ჰქონდა უფასო კვება და ბინა. ასე დაიწყო თავისი ახალი პროფესიით სპირიდონმა სამსახური, საკმაო თანხაც დააგროვა და გროზნოში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, ხუთოთახიანი ბინა შეიძინა. ინგლისელი იმერის წყალობით (თავის ერთ შვილს სპირიდონმა მის პატივსაცემად დაარქვა სახელი) ახალგამომცხვარი იმერელი მძღოლი ორი ნავთის სარეწის მფლობელი გახდა და რომ არა რევოლუცია და რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა, საკმაოდ შეძლებული კაციც იქნებოდა...

ინგლისის მთავრობამ რუსეთს სანიტარიული ავტომობილები აჩუქა, რომლებიც სხვადასხვა სამხედრო ნაწილში მოხვდა. საჭესთან: სპირიდონ ხუჯაძე

მალე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, ინგლისელებმა კავკასია დატოვეს, ხოლო ხუჯაძე ამიერკავკასიის შტაბის ავტონაწილში გაიწვიეს, რომელიც მანგლისში იყო დაბანაკებული. მაშინ მთელ ამიერკავკასიაში სულ 60 მძღოლი ირიცხებოდა, ამათგან ორი ქართველი იყო (სპირიდონი და ალექსი თურქიაშვილი), ერთი სომეხი - ავეტისიანი, ერთიც დედით ქართველი, დანარჩენები კი რუსები, უკრაინელები და ბელორუსები. მათ შორის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟი - 1911 წლიდან - ხუჯაძეს ჰქონდა.

დაახლოებით 1914 წელს, სტაჟისა და დამსახურების მიუხედავად, მძღოლებს გამოცდა ჩაუტარდათ - ისინი ოთხ გენერალთან ერთად ვლადიკავკაზში გაემგზავრნენ. გზად სადღაც უღელტეხილზე გაჩერებულან და მწვადი მიურთმევიათ. გენერლები ცალკე ისხდნენ, მძღოლები ცალკე. როგორც სპირიდონი იხსენებს, ერთი გენერალი გამოვიდა სასადილოდან და ჩუმად გადაკეტა სპირიდონის მანქანაში ბენზინის მისაწოდებელი მილი. რატომ გააკეთა ეს - საკუთარი ფავორიტი რომ გაეყვანა თუ მძღოლის პროფესიონალიზმის შესამოწმებლად, უცნობია. მოკლედ, როცა წასვლის დრო დადგა, ყველა მანქანა დაიძრა, სპირიდონის გარდა. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ, მძღოლმა ახადა კაპოტი, გამოასწორა ყველაფერი და მალე წინ წასულებსაც დაეწია.

როცა უკან დაბრუნდნენ და მანგლისში დაბინავდნენ, მოულოდნელად, ღამის ორ საათზე კაპიტან ანტონოვსკის ბრძანებით სპირიდონი გააღვიძეს და უბრძანეს, სასწრაფოდ გამოცხადებულიყო ავტონაწილის უფროსთან. მოსაცდელში დახვდნენ ქართველი თერძები - ნიკოდიმე კვიმსაძე და ონისიმე ხუციშვილი, რომლებიც უნაგირებსა და ჩოხა-ახალუხს კერავდნენ. არც მათ იცოდნენ გამოძახების მიზეზი.

მალე მათთან მივიდა სამხედრო პირი და თერძებს მოსთხოვა, ხუჯაძისთვის სასწრაფოდ აეღოთ ზომები. სპირიდონს ფერი ეცვალა - ალბათ რაღაც დანაშაული მიმიძღვის, დახვრეტას მიპირებენ და კუბოს ზომას იღებენო... ასე გაიარა რამდენიმე წუთმა, გაოგნებული სპირიდონისთვის კი საუკუნემ და მხოლოდ მაშინ მოითქვა სული, როცა მასთან მივიდა შტაბსკაპიტანი, ხელი ჩამოართვა, მეორე ხელი კი ბეჭებზე დაჰკრა და უთხრა: სპირიდონ, ბედნიერ ვარსკვლავზე ყოფილხარ დაბადებული! ხვალ დაისვენე და ზეგ დასავლეთ უკრაინის ერთ-ერთ ქალაქში გაგამწესეს მაღალი ჩინის კაცთან, ვინ და რა არის, ადგილზე შეიტყობო და დაამატა, - მეც ნუ დამივიწყებო.

შეუკერეს ექვსი სხვადასხვა ფერის ჩოხა-ახალუხი - კი გაუკვირდა სპირიდონს, ამდენი ჩოხა რად მინდაო, მაგრამ მიზეზი მოგვიანებით გაიგო - მიხაილ რომანოვი, დივიზიის რომელ პოლკშიც მიდიოდა, იმ პოლკის ჩოხას იცვამდა, იმავეს აკეთებდა მისი გარემოცვა და სპირიდონიც. სწორედ ამიტომ იყო შეკერილი "ექვსი ხელი" ჩოხა.

ჩოხაში სპირიდონ ხუჯაძე

გამოემშვიდობა სპირიდონი ოჯახს და ერთ პოდპორუჩიკთან ერთად, მანქანით გაუდგნენ გზას. ქალაქ ტერნოპოლში მეხუთე დღეს ჩავიდნენ. ადგილზე ჩასული სპირიდონი "აუთვალიერ-ჩაუთვალიერებიათ", სხვადასხვა პირებს დეტალურად გამოუკითხავთ მისი საქმიანობის, ოჯახური მდგომარეობის შესახებ. მერე ვიღაც პოლკოვნიკმა, რომელიც რუსულად აქცენტით საუბრობდა, ინსტრუქტაჟი ჩაუტარა და მხოლოდ შემდეგ უთხრა, რომ სპირიდონი იქნებოდა დიდი მთავრის, მიხაილ ალექსანდროვიჩ რომანოვის, ანუ ნიკოლოზ II-ის უმცროსი ძმის პირადი მძღოლი...

ეს რომ გავიგე, თავი სიზმარში მეგონაო, უყვებოდა სპირიდონი შვილებს, ლამის სიხარულით ჭკუიდან შევიშალეო. აბა, ხუმრობა ამბავია, მეფის ძმასთან მძღოლად მუშაობა?

მიხაილ რომანოვს მოახსენეს ახალი მძღოლის ჩამოსვლა, მანაც მიყვანა ბრძანა. სპირიდონი ეახლა, რომანოვმა ხელი გაუწოდა და ეტიკეტის თანახმად, როგორც ასწავლეს, ხუჯაძემ მარჯვენა მუხლზე ჩაიჩოქა და ჩოხის კალთას ეამბორა. შემდეგ რომანოვმა გამოჰკითხა ოჯახის შესახებ და მცირე საუბრის შემდეგ ისინი პოლიგონზე გავიდნენ. იქ რამდენიმე უცხოური მანქანა მდგარა, საიდანაც ხუთი ცალი უნდა ამოერჩია. სპირიდონმა სხვადასხვა ფირმის ხუთი მანქანა შეარჩია, რომლებიც სახელოსნოში გადაიყვანეს და მათ მოწესრიგებას შეუდგნენ.

მოგვიანებით გაიგო სპირიდონმა, რომ თურმე დასაწყისში რომანოვისთვის რუსი მძღოლი შეურჩევიათ, რომლის კანდიდატურაზე მთავარს კატეგორიული უარი უთქვამს და მოუთხოვია - იქნებ კავკასიაში მომიძებნოთ მძღოლი, თანაც არ იყოს ღვინის მსმელი და მწეველიო.

...სპირიდონი გაბედული და უშიშარი კაცი იყო, რაც მისი დახასიათებიდანაც ირკვევა, რომელიც 1917 წლის აპრილში მის სახელზე გასცა დიდ მთავარ მიხაილ ალექსანდროვიჩის საქმეთა სამმართველომ. პატივისცემის ნიშნად, დიდმა მთავარმა სპირიდონს ჯიბის საათიც უსახსოვრა, რომელიც დღემდე ინახება სპირიდონის შვილიშვილის, თამაზ ხუჯაძის ოჯახში. 1916 წელს პოლკის უფროსის გადარჩენისთვის ის წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ჯვრით დააჯილდოვეს - კოლონის წინა ორი მანქანა ხრამში გადაიჩეხა და რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერი გარდაიცვალა, ხოლო პოლკის უფროსი სპირიდონმა გადაარჩინა.

გადმოცემით, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, სამეფო ოჯახის ცალკეული წევრები უცხოეთში გახიზვნას აპირებდნენ. თურმე მიხაილს სპირიდონის ოჯახისთვის ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთებით დატვირთული ვაგონი გაუგზავნია გროზნოში, რათა ისინი ამავე ვაგონით ჩასულიყვნენ პეტროგრადში და შემდეგ უცხოეთში გადასულიყვნენ. ეს ყველაფერი უთხრეს პეტროგრადში მყოფ სპირიდონს. ისიც სულმოუთქმელად ელოდა ოჯახის ჩამოსვლას.

გავიდა რაღაც დრო და ვაგონი უკან ცარიელი დაბრუნდა. სპირიდონს ლამის ინფარქტმა დაარტყა: თურმე მეუღლეს კატეგორიული უარი განუცხადებია საზღვარგარეთ წასვლაზე, ხელი დაუვლია ბავშვებისთვის, საჭირო ნივთები შეუკრებია და საქართველოში გაქცეულა. ეს სპირიდონმა მეუღლეს სიცოცხლის ბოლომდე ვერ აპატია და ხშირად გულმოსული ეტყოდა თურმე: ნადია, შე ქალო, როგორ არჩიე შენი სოფლის პრასი პარიზსო!

სხვადასხვა თავგადასავლებისა და პერიპეტიების შემდეგ (ხან თეთრებთან და ხან ბოლშევიკებთან) ის საქართველოში 1919 წელს დაბრუნდა და ისევ ზეინკლად მუშაობდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ხუჯაძეს შინსახკომი არ ასვენებდა, რამდენჯერმე გაჩხრიკეს მის სახლი, კედლებიც კი დაუნგრიეს - თურმე ოქროსა და ძვირფასეულობებს ეძებდნენ.

რომანოვის ნაჩუქარი ჯიბის საათი

მისი შვილი, იმერი ხუჯაძე იგონებდა: "ჩვენს ოჯახს ჰქონდა მიხაილ რომანოვის ნაჩუქარი ბევრი ძვირფასი ნივთი, თუმცა ომიანობის შემდეგ დედა ოქროულობას საჭმელზე ცვლიდა და ისე გვზრდიდა ხუთ შვილს... მახსოვს, ერთხელ დედამ მეზობელს ოქროულობის აცმა გაატანა სურსათზე გადასაცვლელად.... ქუთაისის ცენტრში, ჩემს ბავშვობაში იყო მაღაზია, სადაც ძვირფასეულობის სანაცვლოდ სურსათს იძლეოდნენ. დედამაც შაქრის, კარაქისა და სხვა პროდუქტების მოსატანად გაატანა ძვირფასეულობა, მეზობელი დაბრუნდა და თქვა წამართვესო, მოკლე ხანში კი, სახლი გაყიდა და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა..."

სპირიდონი ჭიათურის მაღაროში მექანიკოსად მუშაობდა, შემდეგ რამდენიმე წელიწადს რიონჰესის მშენებლობისას საფიჩხიაზე განლაგებულ მეორე დამხმარე საამქროში. რიონჰესის დასრულების შემდეგ წყალტუბოში მაცივრების შემკეთებლად განაგრძო მუშაობა, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე საკუთარ კარ-მიდამოს უვლიდა. სპირიდონ ხუჯაძე სასწაულად გადაურჩა რეპრესიებს და 1973 წელს, 92 წლისა გარდაიცვალა...

ავტორი: ირაკლი მახარაძე

სრული ვერსია წაიკითხეთ ისტორიულ-შემეცნებით ჟურნალ "ისტორიანში"

მთავარ ფოტოზე: სპირიდონ ხუჯაძე, მიხაილ რომანოვთან და გენერალ დიმიტრი ბაგრატიონთან ერთად

დანიელმა მამაკაცმა მსოფლიოს 94 ქვეყანაში თვითმფრინავის გარეშე იმოგზაურა - კიდევ 9 სახელმწიფო და უჩვეულო მისიას შეასრულებს

ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო", რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა და რაც დღემდე ამოუხსნელია

როგორ მოხვდა სალომე ზურაბიშვილი ჯენიფერ ენისტონის "ინსტაგრამზე"