პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზეა დამოკიდებული თმის სისქე და როდის არის თმის ცვენა საგანგაშო - დაადგინეთ ამ მარტივი ტესტით
რაზეა დამოკიდებული თმის სისქე და როდის არის თმის ცვენა საგანგაშო - დაადგინეთ ამ მარტივი ტესტით

თმა, ფრჩხი­ლე­ბის მსგავ­სად, კა­ნის რქო­ვა­ნი და­ნა­მა­ტია, რო­მელ­საც უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბი საკ­რა­ლურ, კოს­მი­ურ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­დნენ. ბევრ მეც­ნი­ერს მი­აჩ­ნდა, რომ ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი, და­ა­ვა­დე­ბე­ბი სარ­კე­სა­ვით აი­სა­ხე­ბო­და თმა­ზე, მის იერ­სა­ხე­ზე. სა­ხალ­ხო მკურ­ნა­ლე­ბი თმას 30-მდე და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის იყე­ნებ­დნენ. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ პირ­ველ­ყო­ფილ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სხე­უ­ლი მთლი­ა­ნად თმით ჰქონ­და და­ფა­რუ­ლი, თმის ცვე­ნა აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში, ზღვის­პი­რეთ­ში და­სახ­ლე­ბის შემ­დეგ და­ე­წყო - რაც უფრო ნაკ­ლე­ბი თმა ჰქონ­და სხე­ულ­ზე, მით ად­ვი­ლად ცუ­რავ­და და თევ­ზა­ობ­და.

თმა ორ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს - სი­ცი­ვე­ში ხელს უწყობს სით­ბოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, სი­ცხე­ში კი, ოფ­ლი­ა­ნო­ბი­სას, კა­ნი­დან იწოვს ტენს და ამით სხე­ულს აგ­რი­ლებს

მეც­ნი­ე­რე­ბი დღემ­დე ვერ შე­თან­ხმე­ბუ­ლან, სა­შუ­ა­ლოდ რამ­დე­ნი ღერი თმა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ადა­მი­ანს. დად­გე­ნი­ლია სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი რა­სი­სა და კა­ნის ფე­რის მი­ხედ­ვით. თუმ­ცა, რო­გო­რიც არ უნდა იყოს თმის ფერი, სის­ქე და სიგ­რძე, აგე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლა მათ­განს ერ­თნა­ი­რი აქვს.

გა­ი­გე ყვე­ლა­ფე­რი თმის ცვე­ნის მკურ­ნა­ლო­ბი­სა და გა­და­ნერგვის შე­სა­ხებ

ადა­მი­ა­ნის თმას, რო­გორც ხე-მცე­ნა­რეს, ღერო და ფეს­ვი აქვს. თი­თო­ე­უ­ლი თმის ღერი შედ­გე­ბა:

თმის ბოლ­ქვის­გან;

თმის პარ­კის­გან;

ღე­რო­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თმის გამ­მარ­თვე­ლი კუნ­თე­ბის­გან;

ნერ­ვე­ბი­სა და სის­ხლძარ­ღვე­ბის­გან.

თმის ზრდის ფა­ზე­ბი

თი­თო­ე­უ­ლი ფო­ლი­კუ­ლი, და­ბა­დე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, გა­ნუ­წყვეტ­ლივ გა­დის აქ­ტი­უ­რი ზრდი­სა და მოს­ვე­ნე­ბის ფა­ზებს:

ანა­გე­ნი თმის აქ­ტი­უ­რი ზრდის ფა­ზაა;

კა­თა­გე­ნი - გარ­და­მა­ვა­ლი ფაზა;

ტე­ლო­გე­ნი - მოს­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დი.

ანა­გე­ნის ხან­გრძლი­ვო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და მა­საც გე­ნე­ტი­კა გან­სა­ზღვრავს, მა­მა­კა­ცებ­ში ის სა­შუ­ა­ლოდ 3-დან 5 წლამ­დე გრძელ­დე­ბა, ქა­ლებ­ში კი 5-7 წელი. ტე­ლო­გე­ნის ხან­გრძლი­ვო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 100 დღეა. ანა­გე­ნის, ტე­ლო­გე­ნი­სა და კა­თა­გე­ნის სტა­დი­ა­ზე მყო­ფი თმის პრო­ცენ­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თშე­ფარ­დე­ბა ასე­თია 85:14:1. ტე­ლო­გე­ნის ფა­ზა­ში თმა ზრდას წყვეტს და ცვი­ვა, რის შემ­დე­გაც ფო­ლი­კულ­ში თმის ახა­ლი ღე­რის ზრდა იწყე­ბა. ერთი ფო­ლი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლოდ 20-30 თმის ღერს ბა­დებს.

მზარ­დი თმა - ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი­სა და ნა­ერ­თე­ბის რთუ­ლი კოქ­ტე­ი­ლია. ფო­ლი­კულ­ში 7 სხვა­დას­ხვა სა­ხის უჯრე­დე­ბია, რომ­ლე­ბიც პა­სუხს აგე­ბენ, გე­ნე­ტი­კუ­რი პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით რო­მე­ლი ფო­ლი­კუ­ლი­დან რა სიჩ­ქა­რით, რო­დის და რა რა­ო­დე­ნო­ბის თმა უნდა გა­ი­ზარ­დოს. მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ თმის ზრდა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლურ ცი­ლებ­სა და ჰორ­მო­ნებ­ზე, რო­მელ­თა გა­რე­შეც თმა ნა­წი­ლობ­რივ ან სა­ერ­თოდ წყვეტს ზრდას. თმა გა­ნუ­წყვეტ­ლივ იზ­რდე­ბა, თა­ნაც დღი­სით უფრო სწრა­ფად, ვიდ­რე ღა­მით, გა­ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე მეტი ინ­ტენ­სი­ვო­ბით, ვიდ­რე ზა­ფხულ­სა და ზამ­თარ­ში, მა­მა­კა­ცებ­ში უფრო სწრა­ფად, ვიდ­რე ქა­ლებ­ში.

24 სა­ათ­ში თმა 0,3-0,35 მმ-ს იმა­ტებს. ბავ­შვის თმა თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ - 13 მმ-ით, მოზ­რდი­ლე­ბი­სა - 15 მმ-ით, ხან­ში შე­სუ­ლე­ბი­სა კი - 11 მმ-ით იზ­რდე­ბა

თმის ფერი

თმის ფერი რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც მთა­ვა­რია გე­ნე­ტი­კუ­რი და ენ­დოკ­რი­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი. თმის ფერს გან­სა­ზღვრავს თმის ქერ­ქო­ვან შრე­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი პიგმენ­ტი და იმ ჰა­ე­რის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლი­თაც ეს ნა­რე­ვია “გან­ზა­ვე­ბუ­ლი”. თმის ფე­რის გან­მსა­ზღვრე­ლი პიგმენ­ტე­ბია: ეუ­მე­ლა­ნი­ნი (მო­შა­ვო-მო­ყა­ვის­ფრო) და ფე­ო­მე­ლა­ნი­ნი (მოყ­ვი­თა­ლო-მო­წი­თა­ლო), კა­ცობ­რი­ო­ბა სწო­რედ მათ ურ­თი­ერ­თშე­ფარ­დე­ბას უმად­ლის თმის ფერ­თა მთელ გა­მას. თმის ფერ­სა და რა­ო­დე­ნო­ბას შო­რის ერ­თგვა­რი კავ­ში­რი არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ზე მეტი თმის ღერი ქე­რებს აქვთ - 150 ათა­სი, წი­თუ­რებს - 90 ათა­სი, შავგვრემ­ნებს კი - 100-110 ათა­სი. ეუ­მე­ლა­ნინ­სა და ფე­ო­მე­ლა­ნინს სპე­ცი­ა­ლუ­რი უჯრე­დე­ბი - მე­ლა­ნო­ცი­ტე­ბი გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ, რო­მელ­თა აქ­ტი­ვო­ბაც ასაკ­თან ერ­თად, ორ­გა­ნიზ­მის ბი­ო­ლო­გი­უ­რი და­ბე­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ მცირ­დე­ბა და თავ­ზე ჭა­ღა­რა, პიგმენ­ტე­ბით შე­უ­ღე­ბა­ვი თმა ჩნდე­ბა.

თმის სის­ქე და რა­ო­დე­ნო­ბა

ვი­ნა­ი­დან თმა კა­ნის და­ნა­მა­ტია, ამი­ტომ კანი პირ­და­პირ გან­სა­ზღვრავს მათ სის­ქეს, ადა­მი­ა­ნის კანი თუ თხე­ლია, მას თმაც თხე­ლი აქვს და პი­რი­ქით. ყვე­ლა­ზე თხე­ლი ქერა თმაა, ყვე­ლა­ზე სქე­ლი - შავი. თმის რა­ო­დე­ნო­ბა თავ­ზე მერ­ყე­ობს 100-150 ათა­სამ­დე, თმის სა­ფარ­ვე­ლის 1 სმ2 18-დან 320 ათა­სამ­დე თმის ღე­რია. თმის ცვე­ნა ძვე­ლი თმის ახ­ლით შეც­ვლაა.

ნორ­მა­ლუ­რია, როცა და­ვარ­ცხნი­სა და და­ბა­ნი­სას ადა­მი­ა­ნი 50-დან 100-150 ღერ თმას კარ­გავს, ეს ტე­ლო­გე­ნის ფა­ზა­ში მყო­ფი ღე­რე­ბია

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 100-ს არ აღე­მა­ტე­ბო­და, დღეს და­საშ­ვებ­მა ზღვარ­მა რამ­დე­ნად­მე აი­წია, რო­გორც იტყვი­ან, ცხოვ­რე­ბამ ამა­შიც თა­ვი­სი კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ი­ტა­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა თმის სის­ქეს, ცნო­ბი­ლია, რომ ზამ­თარ­ში ქა­ლის თმაა გა­ცი­ლე­ბით სქე­ლი, ზა­ფხულ­ში კი მა­მა­კა­ცი­სა. ასე­ვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ის ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თმის ცვე­ნი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­რალ­დე­ბა.

რო­დის არის თმის ცვე­ნა სა­გან­გა­შო

მა­მა­კა­ცე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით მშვე­ნი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან თმის ცვე­ნა ლო­კა­ლურ ხა­სი­ათს შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად ატა­რებს (მით უფრო, დიდ მას­შტა­ბებ­ზე). რო­გორც წესი, თმის შე­სამ­ჩნე­ვი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­იშ­ვი­ა­თე­ბა ქალ­ბა­ტო­ნებ­თან თა­ვის მთელ ზე­და­პირს მო­ი­ცავს.

თმის ცვე­ნის მი­ზე­ზი სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ორ­გა­ნიზ­მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­რე­მოს მავ­ნე ფაქ­ტორ­თა ზე­მოქ­მე­დე­ბაა (სტრე­სე­ბი, რა­დი­ა­ცი­ის გავ­ლე­ნა, ეკო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი, მკაც­რი დი­ე­ტე­ბი, ამა თუ იმ პრე­პა­რა­ტის უკონ­ტრო­ლო მი­ღე­ბა და სხვა).

მა­ინც რა სი­ტუ­ა­ცი­აა სა­გან­გა­შო?

დღე­ში თმის 150-მდე ღე­რის გაც­ვე­ნა ნორ­მა­ლუ­რად (ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად) ით­ვლე­ბა, თუმ­ცა ამ ოფი­ცი­ა­ლურ მაჩ­ვე­ნე­ბელს ზო­გი­ერ­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი სკეპ­ტი­კუ­რად უდ­გე­ბა და იშ­ვე­ლი­ებს შემ­დეგ არ­გუ­მენტს - ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს თავ­ზე 50 000 ღერი თმა აქვს, ზოგს - 150 ათა­სი, ასე რომ გაც­ვე­ნი­ლი ღე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ­სე­ბუ­ლის შე­სა­ბა­მი­სი უნდა იყოს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ფე­რი ამა თუ იმ გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია! ერ­თის­თვის ნორ­მა, სხვის­თვის - პა­თო­ლო­გი­ად ით­ვლე­ბა და ა.შ.

ყვე­ლა­ზე უტყუ­ა­რი მა­ინც სა­კუ­თა­რი დაკ­ვირ­ვე­ბა და ანა­ლი­ზია. თმის ცვე­ნა გა­გიძ­ლი­ერ­დათ თუ არა, ამას, თქვენ­ზე უკეთ ვე­რა­ვინ შე­ა­ფა­სებს.

სა­ო­რი­ენ­ტა­ცი­ოდ შემ­დე­გი ტეს­ტიც შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ: აი­ღეთ და­ახ­ლო­ე­ბით 15 ღე­რის შემ­ცვე­ლი კუ­ლუ­ლი და ძლი­ე­რად მო­ქა­ჩეთ ძი­რე­ბის არე­ში, თუ ხელ­ში თმის სამ ღერ­ზე მეტი შეგ­რჩათ, ე.ი. თმის ცვე­ნა ნამ­დვი­ლად გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი გაქვთ და აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა - გვაფრ­თხი­ლე­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი!

ჩა­ი­ტა­რეთ თმის ცვე­ნის დი­აგ­ნოს­ტი­კა და გა­ი­გეთ ყვე­ლა­ფე­რი თმის ცვე­ნის მკურ­ნა­ლო­ბის სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბზე, მათ შო­რის მე­დი­კა­მენ­ტუ­რ მკურ­ნა­ლო­ბასა და ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბზე - მე­ზო­თე­რა­პია, პლაზ­მო­თე­რა­პია და ლა­ზე­რუ­ლი თე­რა­პია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

რაზეა დამოკიდებული თმის სისქე და როდის არის თმის ცვენა საგანგაშო - დაადგინეთ ამ მარტივი ტესტით

რაზეა დამოკიდებული თმის სისქე და როდის არის თმის ცვენა საგანგაშო - დაადგინეთ ამ მარტივი ტესტით

თმა, ფრჩხილების მსგავსად, კანის რქოვანი დანამატია, რომელსაც უძველესი ცივილიზაციები საკრალურ, კოსმიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ბევრ მეცნიერს მიაჩნდა, რომ ორგანიზმში მიმდინარე პროცესები, დაავადებები სარკესავით აისახებოდა თმაზე, მის იერსახეზე. სახალხო მკურნალები თმას 30-მდე დაავადების დიაგნოსტიკისთვის იყენებდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ პირველყოფილ ადამიანს, რომელსაც სხეული მთლიანად თმით ჰქონდა დაფარული, თმის ცვენა აკლიმატიზაციის პერიოდში, ზღვისპირეთში დასახლების შემდეგ დაეწყო - რაც უფრო ნაკლები თმა ჰქონდა სხეულზე, მით ადვილად ცურავდა და თევზაობდა.

თმა ორ მნიშვნელოვან როლს ასრულებს - სიცივეში ხელს უწყობს სითბოს შენარჩუნებას, სიცხეში კი, ოფლიანობისას, კანიდან იწოვს ტენს და ამით სხეულს აგრილებს

მეცნიერები დღემდე ვერ შეთანხმებულან, საშუალოდ რამდენი ღერი თმა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. დადგენილია საშუალო მაჩვენებლები რასისა და კანის ფერის მიხედვით. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს თმის ფერი, სისქე და სიგრძე, აგებულება ყველა მათგანს ერთნაირი აქვს.

გაიგე ყველაფერი თმის ცვენის მკურნალობისა და გადანერგვის შესახებ

ადამიანის თმას, როგორც ხე-მცენარეს, ღერო და ფესვი აქვს. თითოეული თმის ღერი შედგება:

თმის ბოლქვისგან;

თმის პარკისგან;

ღეროსა და მასთან დაკავშირებული თმის გამმართველი კუნთებისგან;

ნერვებისა და სისხლძარღვებისგან.

თმის ზრდის ფაზები

თითოეული ფოლიკული, დაბადებიდან მოყოლებული, განუწყვეტლივ გადის აქტიური ზრდისა და მოსვენების ფაზებს:

ანაგენი თმის აქტიური ზრდის ფაზაა;

კათაგენი - გარდამავალი ფაზა;

ტელოგენი - მოსვენების პერიოდი.

ანაგენის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და მასაც გენეტიკა განსაზღვრავს, მამაკაცებში ის საშუალოდ 3-დან 5 წლამდე გრძელდება, ქალებში კი 5-7 წელი. ტელოგენის ხანგრძლივობა დაახლოებით 100 დღეა. ანაგენის, ტელოგენისა და კათაგენის სტადიაზე მყოფი თმის პროცენტული ურთიერთშეფარდება ასეთია 85:14:1. ტელოგენის ფაზაში თმა ზრდას წყვეტს და ცვივა, რის შემდეგაც ფოლიკულში თმის ახალი ღერის ზრდა იწყება. ერთი ფოლიკული საშუალოდ 20-30 თმის ღერს ბადებს.

მზარდი თმა - ქიმიური რეაქციებისა და ნაერთების რთული კოქტეილია. ფოლიკულში 7 სხვადასხვა სახის უჯრედებია, რომლებიც პასუხს აგებენ, გენეტიკური პროგრამების მიხედვით რომელი ფოლიკულიდან რა სიჩქარით, როდის და რა რაოდენობის თმა უნდა გაიზარდოს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თმის ზრდა დამოკიდებულია სპეციალურ ცილებსა და ჰორმონებზე, რომელთა გარეშეც თმა ნაწილობრივ ან საერთოდ წყვეტს ზრდას. თმა განუწყვეტლივ იზრდება, თანაც დღისით უფრო სწრაფად, ვიდრე ღამით, გაზაფხულსა და შემოდგომაზე მეტი ინტენსივობით, ვიდრე ზაფხულსა და ზამთარში, მამაკაცებში უფრო სწრაფად, ვიდრე ქალებში.

24 საათში თმა 0,3-0,35 მმ-ს იმატებს. ბავშვის თმა თვეში საშუალოდ - 13 მმ-ით, მოზრდილებისა - 15 მმ-ით, ხანში შესულებისა კი - 11 მმ-ით იზრდება

თმის ფერი

თმის ფერი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა შორისაც მთავარია გენეტიკური და ენდოკრინული ფაქტორები. თმის ფერს განსაზღვრავს თმის ქერქოვან შრეში მოთავსებული პიგმენტი და იმ ჰაერის რაოდენობა, რომლითაც ეს ნარევია “განზავებული”. თმის ფერის განმსაზღვრელი პიგმენტებია: ეუმელანინი (მოშავო-მოყავისფრო) და ფეომელანინი (მოყვითალო-მოწითალო), კაცობრიობა სწორედ მათ ურთიერთშეფარდებას უმადლის თმის ფერთა მთელ გამას. თმის ფერსა და რაოდენობას შორის ერთგვარი კავშირი არსებობს. ყველაზე მეტი თმის ღერი ქერებს აქვთ - 150 ათასი, წითურებს - 90 ათასი, შავგვრემნებს კი - 100-110 ათასი. ეუმელანინსა და ფეომელანინს სპეციალური უჯრედები - მელანოციტები გამოიმუშავებენ, რომელთა აქტივობაც ასაკთან ერთად, ორგანიზმის ბიოლოგიური დაბერების კვალდაკვალ მცირდება და თავზე ჭაღარა, პიგმენტებით შეუღებავი თმა ჩნდება.

თმის სისქე და რაოდენობა

ვინაიდან თმა კანის დანამატია, ამიტომ კანი პირდაპირ განსაზღვრავს მათ სისქეს, ადამიანის კანი თუ თხელია, მას თმაც თხელი აქვს და პირიქით. ყველაზე თხელი ქერა თმაა, ყველაზე სქელი - შავი. თმის რაოდენობა თავზე მერყეობს 100-150 ათასამდე, თმის საფარველის 1 სმ2 18-დან 320 ათასამდე თმის ღერია. თმის ცვენა ძველი თმის ახლით შეცვლაა.

ნორმალურია, როცა დავარცხნისა და დაბანისას ადამიანი 50-დან 100-150 ღერ თმას კარგავს, ეს ტელოგენის ფაზაში მყოფი ღერებია

რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი 100-ს არ აღემატებოდა, დღეს დასაშვებმა ზღვარმა რამდენადმე აიწია, როგორც იტყვიან, ცხოვრებამ ამაშიც თავისი კორექტივები შეიტანა. რაც შეეხება თმის სისქეს, ცნობილია, რომ ზამთარში ქალის თმაა გაცილებით სქელი, ზაფხულში კი მამაკაცისა. ასევე განსხვავებულია ის ადგილები, რომლებიც თმის ცვენისას განსაკუთრებით ზარალდება.

როდის არის თმის ცვენა საგანგაშო

მამაკაცებისგან განსხვავებით მშვენიერი სქესის წარმომადგენლებთან თმის ცვენა ლოკალურ ხასიათს შედარებით იშვიათად ატარებს (მით უფრო, დიდ მასშტაბებზე). როგორც წესი, თმის შესამჩნევი და მნიშვნელოვანი გაიშვიათება ქალბატონებთან თავის მთელ ზედაპირს მოიცავს.

თმის ცვენის მიზეზი სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გარემოს მავნე ფაქტორთა ზემოქმედებაა (სტრესები, რადიაციის გავლენა, ეკოლოგიური ფაქტორები, მკაცრი დიეტები, ამა თუ იმ პრეპარატის უკონტროლო მიღება და სხვა).

მაინც რა სიტუაციაა საგანგაშო?

დღეში თმის 150-მდე ღერის გაცვენა ნორმალურად (ფიზიოლოგიურად) ითვლება, თუმცა ამ ოფიციალურ მაჩვენებელს ზოგიერთი სპეციალისტი სკეპტიკურად უდგება და იშველიებს შემდეგ არგუმენტს - ზოგიერთ ადამიანს თავზე 50 000 ღერი თმა აქვს, ზოგს - 150 ათასი, ასე რომ გაცვენილი ღერების რაოდენობა არსებულის შესაბამისი უნდა იყოს და აქედან გამომდინარე, ყველაფერი ამა თუ იმ გარემოების გათვალისწინებით ინდივიდუალურია! ერთისთვის ნორმა, სხვისთვის - პათოლოგიად ითვლება და ა.შ.

ყველაზე უტყუარი მაინც საკუთარი დაკვირვება და ანალიზია. თმის ცვენა გაგიძლიერდათ თუ არა, ამას, თქვენზე უკეთ ვერავინ შეაფასებს.

საორიენტაციოდ შემდეგი ტესტიც შეგიძლიათ გამოიყენოთ: აიღეთ დაახლოებით 15 ღერის შემცველი კულული და ძლიერად მოქაჩეთ ძირების არეში, თუ ხელში თმის სამ ღერზე მეტი შეგრჩათ, ე.ი. თმის ცვენა ნამდვილად გაძლიერებული გაქვთ და აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება - გვაფრთხილებენ სპეციალისტები!

ჩაიტარეთ თმის ცვენის დიაგნოსტიკა და გაიგეთ ყველაფერი თმის ცვენის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებზე, მათ შორის მედიკამენტურ მკურნალობასა და ასევე სამედიცინო პროცედურებზე - მეზოთერაპია, პლაზმოთერაპია და ლაზერული თერაპია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი