ავტორი:

სასამართლომ ანი ჩირაძე 1200 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ანი ჩირაძე 1200 ლარით დააჯარიმა

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ანი ჩირაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მსახიობი 1 200 ლარით დააჯარიმეს.

თუ კონკრეტულად რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სცნეს ის დამნაშავედ, უცნობია, თუმცა ერთ-ერთი პირის განცხადებით, ჩირაძემ პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი, შეაგინა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვასთან დაკავშირებით, თუ რატომ იმყოფებოდა ის სასამართლოში, თავად მსახიობმა განაცხადა, რომ კომენტარის გაეთება არ სურდა და რომ „მეგობარს მოყვა“.

საქმეზე შსს კომენტარს არ აკეთებს.

"რეჟისორებს ვუთხარი: მინდა სერიალში ქართული ისმოდეს-მეთქი" - როგორ მოხვდა ლევან ხურცია რუსულ მძაფრსიუჟეტიან სერიალში

"დეპრესიაში ვარ, რომ ვიღვიძებ და არსად მეჩქარება" - რა შეცვალა პანდემიამ ნიკა წულუკიძისა და თათული ედიშერაშვილის ცხოვრებაში

"ორივე ფილტვზე მაქვს ანთება" - გოგოლა კალანდაძე კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხს ელოდება