პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყვნენ და როგორ გამოიყურებოდნენ  ქართული ტელევიზიის პირველი წამყვანები
ვინ იყვნენ და როგორ გამოიყურებოდნენ  ქართული ტელევიზიის პირველი წამყვანები

ყვე­ლა­ფე­რი ასე იწყე­ბო­და - საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თბი­ლის­ში ტე­ლე­ცენ­ტრის აშე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა და 1953 წელს, მთაწ­მინ­დის ზედა პლა­ტო­ზე მისი დაპ­რო­ექ­ტე­ბაც და­ი­წყეს. სსრკ-ში იმ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან­ძის მშე­ნებ­ლო­ბა 1956 წელს დამ­თავ­რდა. იქვე მი­უ­ჩი­ნეს ად­გი­ლი ტე­ლეს­ტუ­დი­ას და 1956 წლის ნო­ემ­ბერ­ში თბი­ლის­ში საც­დე­ლი ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბაც და­ი­წყო.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე თბი­ლის­სა და რუს­თავ­ში 3500 შავ-თეთ­რი ტე­ლე­ვი­ზო­რი გა­ი­ყი­და და თი­თო­ე­უ­ლის ფასი 200 მა­ნე­თი იყო.

საც­დე­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბი­დან რე­ა­ლურ­ზე ტე­ლე­ვი­ზია 1956 წლის 30 დე­კემ­ბერს გა­და­ვი­და და აქე­დან იწყე­ბა ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ის­ტო­რი­აც. პირ­ვე­ლი დიქ­ტო­რე­ბი ალექ­სან­დრა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და ლია მი­ქა­ძე იყ­ვნენ. მა­უ­წყებ­ლო­ბა კვი­რა­ში ექ­ვსი დღე, სა­ღა­მოს 7 სა­ათ­სა და 30 წუ­თი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­ტე­ლე­ვი­ზიო სტუ­დია ერთ პა­ტა­რა ოთახს წარ­მო­ად­გენ­და, რო­მელ­საც ერთი უძ­რა­ვი კა­მე­რა ჰქონ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მა­უ­წყებ­ლო­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

1958 წლი­დან იწყე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მე­ბი. 1968 წლის 1-ელ აპ­რილს გა­იხ­სნა სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა "მო­ამ­ბე". ამ დრო­ის­თვის, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უკვე იზ­რდე­ბო­და ტე­ლე­ვი­ზი­ის დიქ­ტო­რე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა. მათ ცნობ­დნენ ქუ­ჩა­ში და გა­მო­ხა­ტავ­დნენ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას. პო­პუ­ლა­რულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სა­ხე­ე­ბად იქ­ცნენ: და­ვით ძი­გუა, ალექ­სან­დრა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ლია მი­ქა­ძე, ომარ ტი­ვა­ძე, თენ­გიზ ნა­თა­ძე, და­ვით სო­კო­ლო­ვი, ჟა­ნე­ტა არჩვა­ძე, ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე, ნუგ­ზარ ჯუ­ღე­ლი, ნა­თე­ლა ბოლ­ქვა­ძე, ირმა გუ­რი­ე­ლი, ირი­ნა მა­თი­აშ­ვი­ლი, მა­ნა­ნა მა­ჩა­ბე­ლი და სხვ. მწი­რი და ჯერ სრუ­ლი­ად და­უხ­ვე­წა­ვი ტექ­ნი­კის პი­რო­ბებ­ში, ვი­დე­ო­ჩა­წე­რა ვერ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და პირ­და­პირ ეთერ­ში კი ბევ­რი კუ­რი­ო­ზიც ხდე­ბო­და. მა­შინ, რო­დე­საც გა­და­ცე­მე­ბი "ცო­ცხლად" გა­დი­ო­და ეთერ­ში.

მე­რებ თა­ვა­ძე: "ვეჭ­ვობ, დღეს რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ამ შეს­ძლოს ის, რაც მა­შინ, თუნ­დაც 1970-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში ხდე­ბო­და. მარ­ტო ხე­ლით აწყო­ბი­ლი, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი დე­კო­რა­ცი­ე­ბის მა­ყუ­რებ­ლის­გან შე­უმ­ჩნევ­ლად ცვლა რად ღირ­და. ისიც კი მოხ­და, რომ სა­კონ­ცერ­ტო ნომ­რებს შო­რის პა­ვი­ლი­ონ­ში შე­მო­ტა­ნი­ლი "თბი­ლი­სუ­რი აივ­ნი­ა­ნი სახ­ლის" ბო­ლომ­დე კარ­კას­ზე მი­ჭე­დე­ბა ვერ მო­ას­წრეს და რომ არ წაქ­ცე­უ­ლი­ყო, გა­და­ცე­მის დამ­თავ­რე­ბამ­დე ორ მუ­შას ხე­ლით ეჭი­რა თით­ქმის ოთხი მეტ­რის სი­მაღ­ლის "კე­დე­ლი". რე­ჟი­სო­რის თა­ნა­შემ­წი­დან და­წყე­ბუ­ლი, მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა სა­გან­გე­ბო ყუ­რა­დღე­ბით იქ­ცე­ო­და. უმ­ცი­რე­სი შეც­დო­მა მთლი­ა­ნად სა­ე­თე­რო პროგ­რა­მას და­ა­ყე­ნებ­და ყი­რა­ზე. უმ­ძი­მე­სი დატ­ვირ­თვა წამ­ყვა­ნებ­ზე (დიქ­ტო­რებ­ზე) მო­დი­ო­და. ლია მი­ქა­ძე, თენ­გიზ ნა­თა­ძე, შურა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ომარ ტი­ვა­ძე, ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე, ჟა­ნე­ტა არჩვა­ძე, ნა­თე­ლა ბოლ­ქვა­ძე, ირმა გუ­რი­ე­ლი… საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბით ტექ­სტებს მო­კარ­ნა­ხი­სა და "სუფ­ლი­ო­რი მო­ნი­ტო­რე­ბის" გა­რე­შე ზე­პი­რად ამ­ბობ­დნენ. ეს "სი­ა­მოვ­ნე­ბა" მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაჩ­ნდა. ისიც მახ­სოვს, რო­გორ ეჭი­რა ერთ-ერთი დიქ­ტო­რის წინ, აწე­ულ ხე­ლებ­ში სას­წრა­ფოდ შეც­ვლი­ლი და ორი მეტ­რის სიგ­რძის შპა­ლე­რის რუ­ლონ­ზე დიდი ასო­ე­ბით და­წე­რი­ლი ტექ­სტი სკამ­ზე შემ­დგარ "ტელე-რა­დი­ოს" მა­შინ­დელ თავ­მჯდო­მა­რეს - კარ­ლო გარ­და­ფხა­ძეს. საკ­მა­ოდ დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტის მი­უ­ხე­და­ვად, ტე­ლე­ვი­ზია სხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს არ ჰგავ­და".

ქეთი მი­თა­იშ­ვი­ლი

ქეთი მი­თა­იშ­ვი­ლი

კოტე მა­ხა­რა­ძე

ჯამ­ლეტ ხუ­ხაშ­ვი­ლი, კოტე მა­ხა­რა­ძე და ნუგ­ზარ ჯუ­ღე­ლი

მარკ რივ­კი­ნი

და­ვით სო­კო­ლო­ვი

ნუგ­ზარ ჯუ­ღე­ლი

ოთარ სე­ფი­აშ­ვი­ლი

თე­მურ ჯა­ფა­რი­ძე

თა­მარ ბა­ლა­ვა­ძე

თა­მარ ბა­ლა­ვა­ძე და ვლა­დი­მერ გუ­ცა­ე­ვი

ირი­ნა მა­თი­აშ­ვი­ლი

ირი­ნა მა­თი­აშ­ვი­ლი

დო­ნა­რა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი

თენგზ ნა­თა­ძე

ჟა­ნე­ტა არჩვა­ძე

ალექ­სან­დრა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე, ლია მი­ქა­ძე

ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე

ლია მი­ქა­ძე

ლია მი­ქა­ძე სტუ­დი­ა­ში

ალექ­სან­დრა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბი
1

პირადად მე, ყველაზე მეტად ირინა მათიაშვილი მომწონდა.

მერაბი
2

მახსოვს როგორ დაიწყო თამარ ბალავაძემ თავისი კარიერა როგორც სპორტულმა კომენტატორმა. პირველი ქალი სპორტული კომენტატორი. დაწყებაც კარგი ჰქონდა და გაგრძელებაც ღირსეული. ნანდვილი პროფესიონალი. მარტო მისი შექმნილი ფილმები "ათენიდან ათენამდე" -14 სერია და "ერთი ჩემპიონის ისტორია" -34 ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების შესახებ რად ღირს. დღეს კი კომენტატორები დილით ინტერნეტში წაკითხულ ინფორმაციას ჩაგვირაკრაკებენ, გეგონება მათ გარეშე არ ვიცოდეთ ეგ ამბები!

ავტორი:

ვინ იყვნენ და როგორ გამოიყურებოდნენ  ქართული ტელევიზიის პირველი წამყვანები

ვინ იყვნენ და როგორ გამოიყურებოდნენ  ქართული ტელევიზიის პირველი წამყვანები

ყველაფერი ასე იწყებოდა - საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისში ტელეცენტრის აშენება გადაწყვიტა და 1953 წელს, მთაწმინდის ზედა პლატოზე მისი დაპროექტებაც დაიწყეს. სსრკ-ში იმჟამად ყველაზე მაღალი სატელევიზიო ანძის მშენებლობა 1956 წელს დამთავრდა. იქვე მიუჩინეს ადგილი ტელესტუდიას და 1956 წლის ნოემბერში თბილისში საცდელი ტელემაუწყებლობაც დაიწყო.

როგორც ამბობენ, ტელემაუწყებლობის დაწყებამდე თბილისსა და რუსთავში 3500 შავ-თეთრი ტელევიზორი გაიყიდა და თითოეულის ფასი 200 მანეთი იყო.

საცდელი მაუწყებლობიდან რეალურზე ტელევიზია 1956 წლის 30 დეკემბერს გადავიდა და აქედან იწყება ქართული ტელევიზიის ისტორიაც. პირველი დიქტორები ალექსანდრა მაჭავარიანი და ლია მიქაძე იყვნენ. მაუწყებლობა კვირაში ექვსი დღე, საღამოს 7 საათსა და 30 წუთიდან ხორციელდებოდა.

თავდაპირველად, სატელევიზიო სტუდია ერთ პატარა ოთახს წარმოადგენდა, რომელსაც ერთი უძრავი კამერა ჰქონდა. შესაბამისად, მაუწყებლობა პირდაპირ ეთერში ხორციელდებოდა.

1958 წლიდან იწყება საინფორმაციო გადაცემები. 1968 წლის 1-ელ აპრილს გაიხსნა საინფორმაციო გადაცემა "მოამბე". ამ დროისთვის, მოსახლეობაში უკვე იზრდებოდა ტელევიზიის დიქტორების პოპულარობა. მათ ცნობდნენ ქუჩაში და გამოხატავდნენ აღფრთოვანებას. პოპულარულ სატელევიზიო სახეებად იქცნენ: დავით ძიგუა, ალექსანდრა მაჭავარიანი, ლია მიქაძე, ომარ ტივაძე, თენგიზ ნათაძე, დავით სოკოლოვი, ჟანეტა არჩვაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე, ნუგზარ ჯუღელი, ნათელა ბოლქვაძე, ირმა გურიელი, ირინა მათიაშვილი, მანანა მაჩაბელი და სხვ. მწირი და ჯერ სრულიად დაუხვეწავი ტექნიკის პირობებში, ვიდეოჩაწერა ვერ ხორციელდებოდა და პირდაპირ ეთერში კი ბევრი კურიოზიც ხდებოდა. მაშინ, როდესაც გადაცემები "ცოცხლად" გადიოდა ეთერში.

მერებ თავაძე: "ვეჭვობ, დღეს რომელიმე ტელევიზიამ შესძლოს ის, რაც მაშინ, თუნდაც 1970-იანი წლების დასაწყისში, ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ხდებოდა. მარტო ხელით აწყობილი, ძვირადღირებული დეკორაციების მაყურებლისგან შეუმჩნევლად ცვლა რად ღირდა. ისიც კი მოხდა, რომ საკონცერტო ნომრებს შორის პავილიონში შემოტანილი "თბილისური აივნიანი სახლის" ბოლომდე კარკასზე მიჭედება ვერ მოასწრეს და რომ არ წაქცეულიყო, გადაცემის დამთავრებამდე ორ მუშას ხელით ეჭირა თითქმის ოთხი მეტრის სიმაღლის "კედელი". რეჟისორის თანაშემწიდან დაწყებული, მთავარი რედაქტორით დამთავრებული, ყველა საგანგებო ყურადღებით იქცეოდა. უმცირესი შეცდომა მთლიანად საეთერო პროგრამას დააყენებდა ყირაზე. უმძიმესი დატვირთვა წამყვანებზე (დიქტორებზე) მოდიოდა. ლია მიქაძე, თენგიზ ნათაძე, შურა მაჭავარიანი, ომარ ტივაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე, ჟანეტა არჩვაძე, ნათელა ბოლქვაძე, ირმა გურიელი… საკმაოდ მოცულობით ტექსტებს მოკარნახისა და "სუფლიორი მონიტორების" გარეშე ზეპირად ამბობდნენ. ეს "სიამოვნება" მოგვიანებით გაჩნდა. ისიც მახსოვს, როგორ ეჭირა ერთ-ერთი დიქტორის წინ, აწეულ ხელებში სასწრაფოდ შეცვლილი და ორი მეტრის სიგრძის შპალერის რულონზე დიდი ასოებით დაწერილი ტექსტი სკამზე შემდგარ "ტელე-რადიოს" მაშინდელ თავმჯდომარეს - კარლო გარდაფხაძეს. საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მიუხედავად, ტელევიზია სხვა სახელმწიფო უწყებებს არ ჰგავდა".

ქეთი მითაიშვილი

ქეთი მითაიშვილი

კოტე მახარაძე

ჯამლეტ ხუხაშვილი, კოტე მახარაძე და ნუგზარ ჯუღელი

მარკ რივკინი

დავით სოკოლოვი

ნუგზარ ჯუღელი

ოთარ სეფიაშვილი

თემურ ჯაფარიძე

თამარ ბალავაძე

თამარ ბალავაძე და ვლადიმერ გუცაევი

ირინა მათიაშვილი

ირინა მათიაშვილი

დონარა კინწურაშვილი

თენგზ ნათაძე

ჟანეტა არჩვაძე

ალექსანდრა მაჭავარიანი, ჯულიეტა ვაშაყმაძე, ლია მიქაძე

ჯულიეტა ვაშაყმაძე

ლია მიქაძე

ლია მიქაძე სტუდიაში

ალექსანდრა მაჭავარიანი

"გამოვიკეტე კარი... სამსახური არ მაქვს...სასოწარკვეთილების შეგრძნება დამეუფლა" - მაკა ჩიჩუა პანდემიის დროს შექმნილ პრობლემებზე

"1 009 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 441 ხელოვნურ სუნთქვაზეა" - რა დეტალებია ცნობილი კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობის შესახებ

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა