საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხი სულელია, მისი აზრი ჩვენთვის საინტერესო არააო..." - რას წერს ემიგრანტი ავსტრიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ
"ხალხი სულელია, მისი აზრი ჩვენთვის საინტერესო არააო..." - რას წერს ემიგრანტი ავსტრიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ

26 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ავ­სტრი­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რით და­ას­რუ­ლა. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი გა­აც­ნო და არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მი­მო­ი­ხი­ლა.

აი რას წერს ერთ-ერთი ემიგ­რან­ტი, ნანა ცხვი­ტა­რია შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში:

"ჩვენ­მა შეხ­ვედ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან ცოტა უც­ნა­უ­რად ჩა­ი­ა­რა. თა­ვი­დან საკ­მა­ოდ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ჩან­და, დაჯ­დო­მა­ზეც კი უარი გა­ნა­ცხა­და და მთე­ლი შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც და­ახლ. 2 სა­ათს გაგ­რძელ­და, სულ ფეხ­ზე იდგა. ჩვენ ვა­ფა­სებთ ამას, თუმ­ცა მუ­რუ­სი­ძე-ჩინ­ჩა­ლა­ძე-გვრი­ტიშ­ვი­ლის სა­კი­თხზე ისე­თი არ­გუ­მენ­ტე­ბით სა­უ­ბა­რი გვა­კად­რა, ძა­ლი­ან ნა­წყე­ნი დავ­რჩი მეც და და­ნარ­ჩე­ნე­ბიც, რომ­ლებ­მაც პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლა სცა­დეს. ერთ-ერთი ემიგ­რან­ტის კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ ჰკი­თხა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აზრი მო­სახ­ლე­ო­ბას, როცა პრე­ზი­დენ­ტის პირ­და­პი­რი გზით არ­ჩე­ვა გა­ა­უქ­მა, ბა­ტონ­მა კო­ბა­ხი­ძემ პირ­და­პირ უპა­სუ­ხა, რომ "ხალ­ხს ელე­მენ­ტა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არა აქვს და მისი (ხალ­ხის) აზ­რით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა ძა­ლი­ან იო­ლია". მა­გა­ლი­თად მო­იყ­ვა­ნა სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მო­კი­თხვა (სა­ვა­რა­უ­დოდ, ბიგ­ვა­ვას გა­კე­თე­ბუ­ლი), სა­დაც გა­მო­კი­თხულ­თა 75%-მა სპე­ცი­ა­ლუ­რად დას­მულ შე­კი­თხვას აბ­სურ­დუ­ლი პა­სუ­ხი გას­ცა. ანუ, ხალ­ხი სუ­ლე­ლია, მისი აზრი ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არა­აო. ზუს­ტად ასე გვი­თხრა! ჩვენ გვი­თხრა!

ბა­ტო­ნო ელჩო, Dato Dondua პა­ტივ­ცე­მუ­ლო სა­ელ­ჩოვ, Embassy of Georgia to the Republic of Austria შეხ­ვედ­რის დროს ძა­ლი­ან ბევ­რჯერ დაგ­ვაყ­ვედ­რეთ, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ვცი­ტი­რებ - „ამ­ხე­ლა კაცი“, ასე­თი დატ­ვირ­თუ­ლი დღის მერე, რომ გვხვდე­ბა და შე­კი­თხვე­ბით ნუ ვა­წუ­ხებთ. თქვე­ნი ამ შე­ნიშ­ვნე­ბის გამო მეც და იმ მყოფ­მა ბევ­რმა ადა­მი­ან­მა თავი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად ვიგ­რძე­ნით. ჩემი ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე დი­ა­ხაც უნდა შემ­ხვდეს და უპა­სუ­ხოს ჩემს შე­კი­თხვებს, 7 წე­ლი­წად­ში ერთხელ კი არა, უფრო ხში­რად და ინ­ტენ­სი­უ­რად. მე ის ავირ­ჩიე, მე ვარ ხალ­ხის ნა­წი­ლი, მე მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის წყა­რო ვარ და იგი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლია ჩემს წი­ნა­შე. წერ­ტი­ლი!

პ.ს. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე / Irakli Kobakhidze დღეს გა­მოც­და მაქვს, მაგ­რამ გუ­შინ თქვენ­თან შეხ­ვედ­რა­ზე მა­ინც მო­ვე­დი, რად­გან ვგრძნობ ჩემს მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. მე და კი­დევ ჩემი ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჩა­ვა­ბა­რებთ ამ და ბევრ გა­მოც­დას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის არ­ცერ­თმა თავ­მჯდო­მა­რემ არას­დროს არ მოგ­ვა­ხა­ლოს, რომ ხალ­ხი გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლია და მისი აზრი არ აინ­ტე­რე­სებს. ჩვენ სუ­ლე­ლე­ბი არ ვართ და კი­დევ მოვა არ­ჩევ­ნე­ბი!!!

გა­ნახ­ლე­ბა: აქვე და­ვა­მა­ტებ შეხ­ვედ­რის სხვა მო­ნა­წი­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­საც:

Andre Larsson: გუ­შინ შეხ­ვედ­რა­ზე ვი­ყა­ვით პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­თან და თავ­მჯდო­მა­რეს­თან. ძა­ლი­ან კი გვე­ზა­რე­ბო­და ყვე­ლას, წი­ნას­წა­რაც ვი­ცო­დით, რაც იქ მოხ­დე­ბო­და და ვინ რას იტყო­და, თუმ­ცა მა­ინც მი­ვე­დით.

მაგ­რამ, ჰოი საკ­ვირ­ვე­ლე­ბავ: ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე მო­უ­ლოდ­ნე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩა.

1. ბა­ტო­ნი ელ­ჩის თა­მა­დო­ბით, ვი­საც არ ეზა­რე­ბო­და, ყვე­ლამ დაგ­ვა­მად­ლა, დღეს შეხ­ვედ­რე­ბი გვქონ­და და და­ვი­ღა­ლეთ, ძაან არ შეგ­ვა­წუ­ხო­თო. არა­და, ალ­ბათ აუ­დი­ტო­რი­ის 90% იყო დი­ლი­დან სამ­სა­ხურ­ში გა­სუ­ლი, უცხო ქვე­ყა­ნა­ში, და ამ შეხ­ვედ­რის­თვის პირ­და­პირ სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან მო­ვიდ­ნენ.

2. ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი შე­ა­და­რა ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის მარ­ცხის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნილ ფა­შის­ტებს. მოგ­ვიყ­ვა ის­ტო­რია, ფა­შის­ტუ­რი რე­ჟი­მი რომ შე­იც­ვა­ლა, ფა­შის­ტე­ბი რო­გო­რი კარ­გე­ბი გახ­დნენ.

3. თურ­მე მარ­ტო 300 მო­სა­მარ­თლე ყო­ფი­ლა ქვე­ყა­ნა­ში, მი­შას დრო­საც ისი­ნი იყ­ვნენ, ახ­ლაც ისი­ნი არი­ან და მე­რეც ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან (ამო­ცა­ნა გვე­კი­თხე­ბა, სად ქრე­ბი­ან ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ქვე­ყა­ნა ყო­ველ­წლი­უ­რად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უშ­ვებს).

4. რე­ფე­რენ­დუმ­ზე სა­უბ­რი­სას ბრძა­ნა, ეგ ფრი­ად სა­ხი­ფა­თო რა­მეა, ხალ­ხს არ აქვს საკ­მა­რი­სი ცოდ­ნა და მარ­ტი­ვად ტყუვ­დე­ბი­ან, ამი­ტომ რე­ფე­რენ­დუ­მი ქარ­თვე­ლე­ბის საქ­მე არა­აო. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში გვე­უბ­ნე­ბა ქარ­თვე­ლებს, ინ­ტერ­ნე­ტი­ა­ნებს, კომ­პი­უ­ტე­რი­ა­ნებს, რო რამე და რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ვა­ტა­როთ, ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ და­ა­მუ­შა­ვებთ, პა­სუხს სწო­რად ვერ გას­ცემთ და და­ღუ­პავთ ქვე­ყა­ნა­სო. და თუ მა­ინც ასე ფიქ­რობ, პო­ლი­ტი­კო­სის მო­ვა­ლე­ო­ბა სხვა რაა, თუ არა ასე­თი ალ­ბა­თო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამომ­რჩევ­ლის სწო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბა? ან ვინ უნდა შე­იყ­ვა­ნოს მო­სახ­ლე­ო­ბა შეც­დო­მა­ში, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ხარ და ყვე­ლა ბერ­კე­ტი (ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, სხვა რე­სურ­სე­ბი) ხელთ გაქვს?

5. და­ნარ­ჩე­ნი ბო­ბო­ლა პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი ის­ხდნენ გატ­რუ­ნუ­ლე­ბი, ხმა არ ამო­უ­ღი­ათ, არა­და შე­გახ­სე­ნებთ, სი­ტყვა პარ­ლა­მენ­ტი ფრან­გუ­ლი სი­ტყვი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს და ქარ­თუ­ლად ლა­პა­რაკს ნიშ­ნავს.

გა­ი­უს იუ­ლი­უს კე­ის­რის ცნო­ბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის "ვენი, ვიდი, ვიცი" ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ასე გა­იჟ­ღე­რებ­და:

"მი­ვე­დი, მე­გო­ნა გა­ვი­მარ­ჯვე, წა­ვე­დი".

ავტორი:

"ხალხი სულელია, მისი აზრი ჩვენთვის საინტერესო არააო..." - რას წერს ემიგრანტი ავსტრიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ

"ხალხი სულელია, მისი აზრი ჩვენთვის საინტერესო არააო..." - რას წერს ემიგრანტი ავსტრიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ

26 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულა. პარლამენტის თავმჯდომარემ თანამემამულეებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო და არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა.

აი რას წერს ერთ-ერთი ემიგრანტი, ნანა ცხვიტარია შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში:

"ჩვენმა შეხვედრამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ცოტა უცნაურად ჩაიარა. თავიდან საკმაოდ კეთილგანწყობილი ჩანდა, დაჯდომაზეც კი უარი განაცხადა და მთელი შეხვედრა, რომელიც დაახლ. 2 საათს გაგრძელდა, სულ ფეხზე იდგა. ჩვენ ვაფასებთ ამას, თუმცა მურუსიძე-ჩინჩალაძე-გვრიტიშვილის საკითხზე ისეთი არგუმენტებით საუბარი გვაკადრა, ძალიან ნაწყენი დავრჩი მეც და დანარჩენებიც, რომლებმაც პოლემიკაში შესვლა სცადეს. ერთ-ერთი ემიგრანტის კითხვაზე, რატომ არ ჰკითხა ხელისუფლებამ აზრი მოსახლეობას, როცა პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევა გააუქმა, ბატონმა კობახიძემ პირდაპირ უპასუხა, რომ "ხალხს ელემენტარული განათლება არა აქვს და მისი (ხალხის) აზრით მანიპულირება ძალიან იოლია". მაგალითად მოიყვანა სოციოლოგიური გამოკითხვა (სავარაუდოდ, ბიგვავას გაკეთებული), სადაც გამოკითხულთა 75%-მა სპეციალურად დასმულ შეკითხვას აბსურდული პასუხი გასცა. ანუ, ხალხი სულელია, მისი აზრი ჩვენთვის საინტერესო არააო. ზუსტად ასე გვითხრა! ჩვენ გვითხრა!

ბატონო ელჩო, Dato Dondua პატივცემულო საელჩოვ, Embassy of Georgia to the Republic of Austria შეხვედრის დროს ძალიან ბევრჯერ დაგვაყვედრეთ, პარლამენტის თავმჯდომარე, ვციტირებ - „ამხელა კაცი“, ასეთი დატვირთული დღის მერე, რომ გვხვდება და შეკითხვებით ნუ ვაწუხებთ. თქვენი ამ შენიშვნების გამო მეც და იმ მყოფმა ბევრმა ადამიანმა თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენით. ჩემი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე დიახაც უნდა შემხვდეს და უპასუხოს ჩემს შეკითხვებს, 7 წელიწადში ერთხელ კი არა, უფრო ხშირად და ინტენსიურად. მე ის ავირჩიე, მე ვარ ხალხის ნაწილი, მე მისი ხელისუფლებაში ყოფნის წყარო ვარ და იგი ანგარიშვალდებულია ჩემს წინაშე. წერტილი!

პ.ს. ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze დღეს გამოცდა მაქვს, მაგრამ გუშინ თქვენთან შეხვედრაზე მაინც მოვედი, რადგან ვგრძნობ ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებებს. მე და კიდევ ჩემი ბევრი მეგობარი ჩავაბარებთ ამ და ბევრ გამოცდას, რომ საქართველოს პარლამენტის არცერთმა თავმჯდომარემ არასდროს არ მოგვახალოს, რომ ხალხი გაუნათლებელია და მისი აზრი არ აინტერესებს. ჩვენ სულელები არ ვართ და კიდევ მოვა არჩევნები!!!

განახლება: აქვე დავამატებ შეხვედრის სხვა მონაწილის შთაბეჭდილებებსაც:

Andre Larsson: გუშინ შეხვედრაზე ვიყავით პარლამენტის წევრებთან და თავმჯდომარესთან. ძალიან კი გვეზარებოდა ყველას, წინასწარაც ვიცოდით, რაც იქ მოხდებოდა და ვინ რას იტყოდა, თუმცა მაინც მივედით.

მაგრამ, ჰოი საკვირველებავ: ირაკლი კობახიძე მოულოდნელი განცხადებებით გამოირჩა.

1. ბატონი ელჩის თამადობით, ვისაც არ ეზარებოდა, ყველამ დაგვამადლა, დღეს შეხვედრები გვქონდა და დავიღალეთ, ძაან არ შეგვაწუხოთო. არადა, ალბათ აუდიტორიის 90% იყო დილიდან სამსახურში გასული, უცხო ქვეყანაში, და ამ შეხვედრისთვის პირდაპირ სამსახურებიდან მოვიდნენ.

2. ამჟამინდელი მოსამართლეები შეადარა ფაშისტური გერმანიის მარცხის შემდეგ ქვეყანაში დარჩენილ ფაშისტებს. მოგვიყვა ისტორია, ფაშისტური რეჟიმი რომ შეიცვალა, ფაშისტები როგორი კარგები გახდნენ.

3. თურმე მარტო 300 მოსამართლე ყოფილა ქვეყანაში, მიშას დროსაც ისინი იყვნენ, ახლაც ისინი არიან და მერეც ისინი იქნებიან (ამოცანა გვეკითხება, სად ქრებიან ქართული უნივერსიტეტების სამართალმცოდნეობის მიმართულების კურსდამთავრებულები, რომლებსაც ქვეყანა ყოველწლიურად დიდი რაოდენობით უშვებს).

4. რეფერენდუმზე საუბრისას ბრძანა, ეგ ფრიად სახიფათო რამეა, ხალხს არ აქვს საკმარისი ცოდნა და მარტივად ტყუვდებიან, ამიტომ რეფერენდუმი ქართველების საქმე არააო. 21-ე საუკუნეში გვეუბნება ქართველებს, ინტერნეტიანებს, კომპიუტერიანებს, რო რამე და რეფერენდუმი ჩავატაროთ, ინფორმაციას ვერ დაამუშავებთ, პასუხს სწორად ვერ გასცემთ და დაღუპავთ ქვეყანასო. და თუ მაინც ასე ფიქრობ, პოლიტიკოსის მოვალეობა სხვა რაა, თუ არა ასეთი ალბათობის შემთხვევაში ამომრჩევლის სწორად ინფორმირება? ან ვინ უნდა შეიყვანოს მოსახლეობა შეცდომაში, როცა ხელისუფლებაში ხარ და ყველა ბერკეტი (ტელევიზიები, სხვა რესურსები) ხელთ გაქვს?

5. დანარჩენი ბობოლა პარლამენტარები ისხდნენ გატრუნულები, ხმა არ ამოუღიათ, არადა შეგახსენებთ, სიტყვა პარლამენტი ფრანგული სიტყვიდან მომდინარეობს და ქართულად ლაპარაკს ნიშნავს.

გაიუს იულიუს კეისრის ცნობილი სიტყვებისთვის "ვენი, ვიდი, ვიცი" ირაკლი კობახიძეს ინტერპრეტირება რომ გაეკეთებინა, ასე გაიჟღერებდა:

"მივედი, მეგონა გავიმარჯვე, წავედი".

"ხელები გაშავებია და ოთახში წაქცეულა... ნუ მომიკლავთ მამას" - რას წერს გოგი წულაიას შვილი "ფეისბუქზე"?

"ხელისუფლება, რომელმაც ამხილა “მკვლელობის დამკვეთი”, იქვე ხელი მოაწერა კონტრაქტზე იმ ხელისუფლების დაქირავებულ “ქილერთან" -  გია ხუხაშვილი

"ერთი კვირის წინ, ჩემი სამყარო ამოყირავდა!" - სოფო შევარდნაძის პირველი პოსტი მშობიარობის შემდეგ... რას წერს ექსპრეზიდენტის შვილიშვილი?