მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედის ღვიძლით გადარჩენილი შვილის სიცოცხლე - 10-საათიანი ურთულესი ოპერაცია საქართველოში
დედის ღვიძლით გადარჩენილი შვილის სიცოცხლე - 10-საათიანი ურთულესი ოპერაცია საქართველოში

ბა­თუმ­ში, ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც მზეს­თან და დას­ვე­ნე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, სა­დაც თით­ქოს მხო­ლოდ ბედ­ნი­ე­რი ამ­ბე­ბი უნდა ის­მო­დეს, ორი თვის წინ ახალ­გაზ­რდა ქალი შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად იბ­რძო­და... ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი დედა შვი­ლის სიყ­ვით­ლემ შე­ა­ში­ნა. მერე იყო ექიმ­თან ვი­ზი­ტი, გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და თავ­ზარ­დამ­ცე­მი დი­აგ­ნო­ზი...

ხა­თუ­ნა ცე­ცხლა­ძე, 9 წლის თა­მა­რის დედა:

"და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვის წინ სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულს თა­მა­რი შე­უძ­ლოდ დამ­ხვდა. ფე­რიც არ მო­მე­წო­ნა და მე­ო­რე დღეს­ვე ექიმ­თან მი­ვიყ­ვა­ნე. აღე­ბუ­ლი ანა­ლი­ზი გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­აგ­ზავ­ნეს, ერთი კვი­რის შემ­დეგ პა­სუ­ხი მო­ვი­და. როცა დი­აგ­ნო­ზის ფურ­ცე­ლი გად­მომ­ცეს, მი­თხრეს, აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი ჰე­პა­ტი­ტი­აო. ვერ გა­ვი­გე, რას ნიშ­ნავ­და. მერე რომ ამიხ­სნეს ჩემი შვი­ლის დი­აგ­ნო­ზი, ად­გილ­ზე გა­ვი­ყი­ნე.

ღვიძლს ფუნ­ქცია დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ჰქონ­და და ყო­ველ­დღი­უ­რად მწვავ­დე­ბო­და მდგო­მა­რე­ო­ბა... ბავ­შვს თან­და­ყო­ლი­ლი ჰე­პა­ტი­ტი აღ­მო­აჩ­ნდა. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ინ­ტერ­ნეტ­ში და­ვი­წყეთ ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა. რაც უფრო ბევ­რს ვი­გებ­დით, მით უფრო გვი­პყრობ­და შიში. თა­მა­რი თბი­ლის­ში, იაშ­ვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ვაწ­ვი­ნეთ. თუ არ ჩავ­თვლით უბ­რა­ლო გა­ცი­ე­ბას, ამ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია“,- იხ­სე­ნებს თა­მა­რის დედა.

გა­დას­ხმე­ბით აჩე­რებ­დნენ ღვიძ­ლის თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის შე­უქ­ცე­ვად პრო­ცესს, მაგ­რამ დრო არ ით­მენ­და. რა არის გა­მო­სა­ვა­ლი? - პა­ტა­რა თა­მა­რის მშობ­ლე­ბის დას­მულ ამ შე­კი­თხვას მე­დი­კო­სებ­მა კონ­სი­ლი­უ­მის შემ­დეგ უპა­სუ­ხეს: "დო­ნო­რის პოვ­ნა და ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა".

ყო­ვე­ლი დღე გა­დამ­წყვე­ტი იყო, უფრო სწო­რად, ყო­ვე­ლი წამი. სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში ჩა­ვარ­დნილ ოჯახს არც საკ­მა­რი­სი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი ჰქონ­და, რომ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ღვიძ­ლის დო­ნო­რი მო­ე­ძებ­ნათ და არც - დრო. მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კის გა­მოც­დი­ლე­ბით, პირ­ველ რიგ­ში მშობ­ლე­ბი მო­სინ­ჯეს დო­ნო­რე­ბად. დე­დის ანა­ლი­ზე­ბი და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც არ­სე­ბობ­და რის­კი, რომ თე­ო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დო­ნო­რის ღვიძლს ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტის სხე­უ­ლი არ შე­ით­ვი­სებ­და.

"ღვიძ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცია გარ­და­უ­ვა­ლი იყო. იმის გამო, რომ ყო­ველ წამს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რე­ა­ნო­მო­ბი­ლით ჩა­ვიყ­ვა­ნეთ ბავ­შვი. როცა სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში შევ­დი­ო­დი, მე­უღ­ლეს და ოჯა­ხის წევ­რებს ვუ­თხა­რი, თუ სა­ჭი­რო გახ­და მთლი­ა­ნი ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა, არც და­ფიქ­რდეთ, მა­შინ­ვე მი­ე­ცით თან­ხმო­ბა ექი­მებს, მზად ვარ შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად სი­ცო­ცხლე დავ­თმო-მეთ­ქი.

შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, თავ­ში მხო­ლოდ ის მიტ­რი­ა­ლებ­და, რო­გორ­მე შვი­ლი გა­და­მერ­ჩი­ნა. სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში რომ შე­მიყ­ვა­ნეს, მა­შინ მო­ვე­დი გონ­ზე... სა­მე­დი­ცი­ნო ია­რა­ღე­ბი რომ და­ვი­ნა­ხე, გა­მო­ვერ­კვიე და მივ­ხვდი, რა ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­და­სა­ტა­ნი ჩემს გო­გო­ნას“ - გვიყ­ვე­ბა ხა­თუ­ნა ცე­ცხლა­ძე.

ქი­რურგ კახა ქა­ში­ბა­ძეს, რო­მელ­საც ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში მა­ნამ­დე ღვიძ­ლის რამ­დე­ნი­მე ტრან­სპლან­ტა­ცია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, იმ დღეს ას­მა­გად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ოპე­რა­ცია უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. წინა შემ­თხვე­ვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, 9 წლის პა­ცი­ენ­ტის­თვის ღვიძ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად უნდა გა­და­ე­ნერ­გა. ღე­ლავ­და ყვე­ლა, ქი­რურ­გის გარ­და. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ჩვე­ვაა ემო­ცი­ე­ბის გვერ­დზე გა­და­დე­ბა და კონ­ცენ­ტრი­რე­ბა... იმ დღე­საც ასე იყო.

ჯერ დო­ნორს, 31 წლის დე­დას, ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია და მერე მის შვილს, 9 წლის პა­ცი­ენტს. ტრან­სპლან­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი ზუს­ტად 10 სა­ათს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"არ­სე­ბობ­და იმის სა­შიშ­რო­ე­ბაც, რომ ანა­ლი­ზით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დო­ნო­რის ღვიძ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ არ გა­მომ­დგა­რი­ყო პა­ცი­ენ­ტის­თვის. ღმერ­თის წყა­ლო­ბით და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მე­დი­კო­სე­ბის დახ­მა­რე­ბით ტრანპ­ლან­ტა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა.

არ მახ­სოვს, მაგ­რამ ნარ­კო­ზი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა მი­კი­თხავს. სა­ნამ ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო არ მაჩ­ვე­ნეს პა­ლა­ტა­ში მწო­ლი­ა­რე შვი­ლის, მა­ნამ­დე ვერ მო­ვის­ვე­ნე. არ ვიცი რო­გორ და რა გზით, ან თუ ოდეს­მე შევ­ძლებ კახა ქა­ში­ბა­ძი­სა და მისი გუნ­დის მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვას! მათ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს ჩემი შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად და სი­ცო­ცხლე ხელ­მე­ო­რედ აჩუ­ქეს. 25 დე­კემ­ბერს მე და ჩემი შვი­ლი, ორი­ვე, მე­ო­რედ და­ვი­ბა­დეთ!

ბევ­რი რამე შე­იც­ვა­ლა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ. დილა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბით იწყე­ბა და და­ძი­ნე­ბამ­დე ასე გრძელ­დე­ბა. წამ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შემ­ცირ­დე­ბა" - ამ­ბობს თა­მა­რის დედა.

წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ახლა 9 წლის თა­მა­რი და მისი დო­ნო­რი დედა პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სახ­ლში გა­დი­ან. კვი­რა­ში ერთხელ ანა­ლი­ზებს აბა­რე­ბენ და ახალ სხე­ულ­თან ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცესს აკ­ვირ­დე­ბი­ან. ყო­ვე­ლი ანა­ლი­ზის პა­სუ­ხი სულ უფრო და­დე­ბი­თია. გა­და­ნერ­გი­ლი ღვიძ­ლი ფუნ­ქცი­ას წარ­მა­ტე­ბით ას­რუ­ლებს და თა­მა­რის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა. ახლა დედა-შვი­ლი თავს კარ­გად გრძნობს.

მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას თა­მა­რი სულ მალე უბ­რა­ლო ის­ტო­რი­ად გა­იხ­სე­ნებს და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას, თა­ნა­ტო­ლებ­თან ბევ­რს ითა­მა­შებს და როცა დიდი გოგო გა­იზ­რდე­ბა, ეცო­დი­ნე­ბა რომ ქარ­თველ­მა ქი­რურ­გმა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რათა ეცო­ცხლა, ჯან­მრთე­ლი და მებ­რძო­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი!

მანია
0

რა საყვარელი ხარ პატარა ბედნიერი და ჯანმრტელი იყავი დედიკოსტანერტად და კახა ექიმს კი ჩვენი მადლობა და ტავყანსიცემა, ზოგი რა მაგარი ექიმი გვყავს და მატი გავრები ყველამ უნდა გავიგოტ, დიდება მათ!!!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

დედის ღვიძლით გადარჩენილი შვილის სიცოცხლე - 10-საათიანი ურთულესი ოპერაცია საქართველოში

დედის ღვიძლით გადარჩენილი შვილის სიცოცხლე - 10-საათიანი ურთულესი ოპერაცია საქართველოში

ბათუმში, ზღვისპირა ქალაქში, რომელიც მზესთან და დასვენებასთან ასოცირდება, სადაც თითქოს მხოლოდ ბედნიერი ამბები უნდა ისმოდეს, ორი თვის წინ ახალგაზრდა ქალი შვილის გადასარჩენად იბრძოდა... ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამსახურიდან სახლში დაბრუნებული დედა შვილის სიყვითლემ შეაშინა. მერე იყო ექიმთან ვიზიტი, გამოკვლევები და თავზარდამცემი დიაგნოზი...

ხათუნა ცეცხლაძე, 9 წლის თამარის დედა:

"დაახლოებით ორი თვის წინ სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს თამარი შეუძლოდ დამხვდა. ფერიც არ მომეწონა და მეორე დღესვე ექიმთან მივიყვანე. აღებული ანალიზი გერმანიაში გადააგზავნეს, ერთი კვირის შემდეგ პასუხი მოვიდა. როცა დიაგნოზის ფურცელი გადმომცეს, მითხრეს, აუტოიმუნური ჰეპატიტიაო. ვერ გავიგე, რას ნიშნავდა. მერე რომ ამიხსნეს ჩემი შვილის დიაგნოზი, ადგილზე გავიყინე.

ღვიძლს ფუნქცია დაქვეითებული ჰქონდა და ყოველდღიურად მწვავდებოდა მდგომარეობა... ბავშვს თანდაყოლილი ჰეპატიტი აღმოაჩნდა. მე და ჩემმა მეუღლემ ინტერნეტში დავიწყეთ ამ დაავადების შესახებ ინფორმაციის მოძიება. რაც უფრო ბევრს ვიგებდით, მით უფრო გვიპყრობდა შიში. თამარი თბილისში, იაშვილის საავადმყოფოში დავაწვინეთ. თუ არ ჩავთვლით უბრალო გაციებას, ამ 9 წლის განმავლობაში ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია“,- იხსენებს თამარის დედა.

გადასხმებით აჩერებდნენ ღვიძლის თვითგანადგურების შეუქცევად პროცესს, მაგრამ დრო არ ითმენდა. რა არის გამოსავალი? - პატარა თამარის მშობლების დასმულ ამ შეკითხვას მედიკოსებმა კონსილიუმის შემდეგ უპასუხეს: "დონორის პოვნა და ღვიძლის გადანერგვა".

ყოველი დღე გადამწყვეტი იყო, უფრო სწორად, ყოველი წამი. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ოჯახს არც საკმარისი ფინანსური რესურსი ჰქონდა, რომ მსოფლიო მასშტაბით ღვიძლის დონორი მოეძებნათ და არც - დრო. მსოფლიო პრაქტიკის გამოცდილებით, პირველ რიგში მშობლები მოსინჯეს დონორებად. დედის ანალიზები დადებითი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობდა რისკი, რომ თეორიულად დადასტურებული დონორის ღვიძლს ოპერაციის შემდეგ პაციენტის სხეული არ შეითვისებდა.

"ღვიძლის ტრანსპლანტაცია გარდაუვალი იყო. იმის გამო, რომ ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, რეანომობილით ჩავიყვანეთ ბავშვი. როცა საოპერაციოში შევდიოდი, მეუღლეს და ოჯახის წევრებს ვუთხარი, თუ საჭირო გახდა მთლიანი ღვიძლის გადანერგვა, არც დაფიქრდეთ, მაშინვე მიეცით თანხმობა ექიმებს, მზად ვარ შვილის გადასარჩენად სიცოცხლე დავთმო-მეთქი.

შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, როგორმე შვილი გადამერჩინა. საოპერაციოში რომ შემიყვანეს, მაშინ მოვედი გონზე... სამედიცინო იარაღები რომ დავინახე, გამოვერკვიე და მივხვდი, რა ურთულესი ოპერაცია ჰქონდა გადასატანი ჩემს გოგონას“ - გვიყვება ხათუნა ცეცხლაძე.

ქირურგ კახა ქაშიბაძეს, რომელსაც ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მანამდე ღვიძლის რამდენიმე ტრანსპლანტაცია ჰქონდა გაკეთებული, იმ დღეს ასმაგად საპასუხისმგებლო ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, 9 წლის პაციენტისთვის ღვიძლი საქართველოში პირველად უნდა გადაენერგა. ღელავდა ყველა, ქირურგის გარდა. პროფესიონალური ჩვევაა ემოციების გვერდზე გადადება და კონცენტრირება... იმ დღესაც ასე იყო.

ჯერ დონორს, 31 წლის დედას, ჩაუტარდა ოპერაცია და მერე მის შვილს, 9 წლის პაციენტს. ტრანსპლანტაციის პროცესი ზუსტად 10 საათს მიმდინარეობდა.

"არსებობდა იმის საშიშროებაც, რომ ანალიზით დადასტურებული დონორის ღვიძლი ოპერაციის შემდეგ არ გამომდგარიყო პაციენტისთვის. ღმერთის წყალობით და პროფესიონალი მედიკოსების დახმარებით ტრანპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა.

არ მახსოვს, მაგრამ ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ პირველად ბავშვის მდგომარეობა მიკითხავს. სანამ ტელეფონით გადაღებული ვიდეო არ მაჩვენეს პალატაში მწოლიარე შვილის, მანამდე ვერ მოვისვენე. არ ვიცი როგორ და რა გზით, ან თუ ოდესმე შევძლებ კახა ქაშიბაძისა და მისი გუნდის მიმართ მადლიერების გამოხატვას! მათ ყველაფერი გააკეთეს ჩემი შვილის გადასარჩენად და სიცოცხლე ხელმეორედ აჩუქეს. 25 დეკემბერს მე და ჩემი შვილი, ორივე, მეორედ დავიბადეთ!

ბევრი რამე შეიცვალა ოპერაციის შემდეგ. დილა მედიკამენტების მიღებით იწყება და დაძინებამდე ასე გრძელდება. წამლების რაოდენობა დროთა განმავლობაში შემცირდება" - ამბობს თამარის დედა.

წარმატებით დასრულებული ოპერაციის შემდეგ ახლა 9 წლის თამარი და მისი დონორი დედა პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას სახლში გადიან. კვირაში ერთხელ ანალიზებს აბარებენ და ახალ სხეულთან ადაპტაციის პროცესს აკვირდებიან. ყოველი ანალიზის პასუხი სულ უფრო დადებითია. გადანერგილი ღვიძლი ფუნქციას წარმატებით ასრულებს და თამარის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ახლა დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

მძიმე დაავადებას თამარი სულ მალე უბრალო ისტორიად გაიხსენებს და ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებას, თანატოლებთან ბევრს ითამაშებს და როცა დიდი გოგო გაიზრდება, ეცოდინება რომ ქართველმა ქირურგმა ყველაფერი გააკეთა, რათა ეცოცხლა, ჯანმრთელი და მებრძოლი ყოფილიყო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

ხმაური ბათუმში - აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად 10-მდე პირი დააკავეს

გაგრძელდება თუ არა კომუნალურ გადასახადებზე საშეღავათო პერიოდი? - პრემიერის პასუხი

საქართველო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების "პლაქვენილით" მკურნალობას დროებით წყვეტს