პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინფორმაციას ასაჯაროვებენ თქვენი შვილების შესახებ სკოლებში და ვინ იყენებს ამომრჩეველთა მონაცემებს?
რა ინფორმაციას ასაჯაროვებენ თქვენი შვილების შესახებ სკოლებში და ვინ იყენებს ამომრჩეველთა მონაცემებს?

2018 წელს ინ­სპექ­ტო­რის აპა­რატ­მა შე­ის­წავ­ლა 8 სა­ჯა­რო სკო­ლის მიერ პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა და გა­მოვ­ლინ­და მო­ნა­ცემ­თა კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით და­მუ­შა­ვე­ბის არა­ერ­თი ფაქ­ტი, - ამის შე­სა­ხებ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის 2018 წლის ან­გა­რიშ­შია სა­უ­ბა­რი.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, არას­რულ­წლო­ვან­თა მო­ნა­ცე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბის შეს­წავ­ლა რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­თა მი­მარ­თვის, ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბო­და.

„ერთ-ერ­თმა მშო­ბელ­მა ინ­სპექ­ტორს აც­ნო­ბა, რომ სა­ჯა­რო სკო­ლამ ჟურ­ნა­ლისტს გა­დას­ცა მისი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლის თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავ­და. დად­გინ­და, რომ ჟურ­ნა­ლისტს გან­ცხა­დე­ბა გა­აც­ნო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა და ნება დარ­თო, მის­თვის ფოტო გა­და­ე­ღო, ჟურ­ნა­ლის­ტმა კი მი­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა სტა­ტი­ის სა­ხით გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სკო­ლა ჩა­ით­ვა­ლა სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად, და­ე­კის­რა ჯა­რი­მა და მი­ე­ცა და­ვა­ლე­ბე­ბი შემ­დგომ­ში დარ­ღვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის.

ინ­სპექ­ტო­რის მიერ შეს­წავ­ლი­ლი ერთ-ერთი საქ­მე შე­ე­ხე­ბო­და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ბავ­შვს, რომ­ლის მშო­ბელ­საც დამ­ცა­ვი ორ­დე­რის სა­ფუძ­ველ­ზე აეკ­რძა­ლა ბავ­შვთან კო­მუ­ნი­კა­ცია და მი­ახ­ლო­ე­ბა. არას­რულ­წლო­ვა­ნი მო­ძა­ლა­დე მშობ­ლი­სა­გან დაც­ვის მიზ­ნით, სხვა ქა­ლაქ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მშო­ბელ­მა შე­ი­ტყო მი­სა­მარ­თი და შვილს ახალ სკო­ლაშ მი­ა­კი­თხა.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, სკო­ლამ, სა­დაც თავ­და­პირ­ვე­ლად სწავ­ლობ­და ბავ­შვი, ვერ უზ­რუნ­ველ­ყო მო­ბი­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დაც­ვა. კერ­ძოდ, სკო­ლამ არა­უფ­ლე­ბა­მო­სილ მას­წავ­ლე­ბელს, ფოს­ტის სერ­ვის­ცენ­ტრში ჩა­სა­ბა­რებ­ლად, და­უ­ლუ­ქა­ვი ფორ­მით გა­დას­ცა მოს­წავ­ლის დო­კუ­მენ­ტა­ცია.

მოს­წავ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბამ კი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნა ბავ­შვის ინ­ტე­რე­სე­ბი, საფრ­თხე შე­უქ­მნა მის ფი­ზი­კურ უსაფრ­თხო­ე­ბას.

სკო­ლა ჩა­ით­ვა­ლა სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად და ინ­სპექ­ტო­რის და­ვა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სკო­ლამ მი­ი­ღო სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ-ტექ­ნი­კუ­რი ზო­მე­ბი, კერ­ძოდ: გა­მარ­თა შეხ­ვედ­რა სკო­ლის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელ­თან, მო­ნა­ცემ­თა უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე; გა­ნამ­ტკი­ცა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დაც­ვის პრინ­ცი­პი სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წეს­ში; შე­ი­ძი­ნა შე­სა­ბა­მი­სი კონ­ვერ­ტე­ბი და და­ად­გი­ნა კო­რეს­პონ­დენ­ცი­ის კუ­რი­ე­რის მეშ­ვე­ო­ბით და და­ხუ­რუ­ლი ფორ­მით გაგ­ზავ­ნის პრო­ცე­დუ­რა“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

ინ­სპექ­ტო­რის აპა­რა­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვა­ნი პი­რე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბი­სას ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ არას­რულ­წლოვ­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი და მისი აზრი, ასა­კი­სა და სიმ­წი­ფის შე­სა­ბა­მი­სად;

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა მუდ­მი­ვად უნდა იზ­რუ­ნონ პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ და­საქ­მე­ბულ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე;

არას­რულ­წლოვ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბი­სას დარ­ღვე­ვა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და მო­ნა­ცემ­თა უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ აწარ­მო­ოს მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სის ჯე­რო­ვა­ნი მო­ნი­ტო­რინ­გი და მო­ახ­დი­ნოს ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა გა­მოვ­ლე­ნილ დარ­ღვე­ვებ­ზე.

გარ­და ამი­სა, 2018 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის (ცეს­კო) ვებგ­ვერ­დზე ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ა­ნი სიის მო­ნა­ცე­მებს აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ ე.წ. სეს­ხის ამომ­ღე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და კერ­ძო დე­ტექ­ტი­ვე­ბი.

რო­გორც ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ცეს­კოს ვებგ­ვერ­დზე არ­სე­ბულ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზე­ბის, კერ­ძოდ კი, ფო­ტო­სუ­რა­თის, რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თი­სა და მას­თან ერ­თად ამა­ვე მი­სა­მარ­თზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის სხვა მიზ­ნე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბის არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა.

„აღ­ნიშ­ნულ ბა­ზას მარ­თა­ლია, ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ა­ნი სიის გა­და­მოწ­მე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ გვერ­დზე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ: „ვებგ­ვერ­დი გან­კუთ­ვნი­ლია მხო­ლოდ ამომ­რჩე­ველ­თათ­ვის - სა­კუ­თა­რი და ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად!“, თუმ­ცა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ შე­ი­ცავს დათ­ქმას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­დგო­მი და­მუ­შა­ვე­ბის შე­ზღუდ­ვის თა­ო­ბა­ზე“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ისეთ ვებგ­ვერ­დებ­ზე, რო­გო­რი­ცაა napr.gov.ge; voters.cec.gov.ge; declaration.gov.ge; privatization.ge და სხვა, მო­ნა­ცემ­თა გა­სა­ჯა­რო­ე­ბა და პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ხში­რად გარ­კვე­უ­ლი უხერ­ხუ­ლო­ბის, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში კი, ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტე­ბის­თვის. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ინ­სპექ­ტო­რის აპა­რა­ტი მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნევს, მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის სა­ჯა­როდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მკა­ფი­ოდ გა­ნი­სა­ზღვროს ლე­გი­ტი­მუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­საქ­ვეყ­ნე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­ცუ­ლო­ბა, მათი მო­ძი­ე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, შემ­დგო­მი და­მუ­შა­ვე­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის ვა­დე­ბი. წა­ი­კი­თხეთ მეტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

რა ინფორმაციას ასაჯაროვებენ თქვენი შვილების შესახებ სკოლებში და ვინ იყენებს ამომრჩეველთა მონაცემებს?

რა ინფორმაციას ასაჯაროვებენ თქვენი შვილების შესახებ სკოლებში და ვინ იყენებს ამომრჩეველთა მონაცემებს?

2018 წელს ინსპექტორის აპარატმა შეისწავლა 8 საჯარო სკოლის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება და გამოვლინდა მონაცემთა კანონის დარღვევით დამუშავების არაერთი ფაქტი, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიშშია საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, არასრულწლოვანთა მონაცემებთან დაკავშირებით დარღვევის ფაქტების შესწავლა როგორც მოქალაქეთა მიმართვის, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მომართვის საფუძველზე ხდებოდა.

„ერთ-ერთმა მშობელმა ინსპექტორს აცნობა, რომ საჯარო სკოლამ ჟურნალისტს გადასცა მისი არასრულწლოვანი შვილის პერსონალური მონაცემების შემცველი განცხადება, რომელიც მოსწავლის თანაკლასელებთან კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა. დადგინდა, რომ ჟურნალისტს განცხადება გააცნო სკოლის დირექტორმა და ნება დართო, მისთვის ფოტო გადაეღო, ჟურნალისტმა კი მიღებული მასალა სტატიის სახით გამოაქვეყნა. სკოლა ჩაითვალა სამართალდამრღვევად, დაეკისრა ჯარიმა და მიეცა დავალებები შემდგომში დარღვევების პრევენციისთვის.

ინსპექტორის მიერ შესწავლილი ერთ-ერთი საქმე შეეხებოდა ძალადობის მსხვერპლ ბავშვს, რომლის მშობელსაც დამცავი ორდერის საფუძველზე აეკრძალა ბავშვთან კომუნიკაცია და მიახლოება. არასრულწლოვანი მოძალადე მშობლისაგან დაცვის მიზნით, სხვა ქალაქში გადაიყვანეს. მიუხედავად ამისა, მშობელმა შეიტყო მისამართი და შვილს ახალ სკოლაშ მიაკითხა.

ანგარიშის მიხედვით, სკოლამ, სადაც თავდაპირველად სწავლობდა ბავშვი, ვერ უზრუნველყო მობილობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. კერძოდ, სკოლამ არაუფლებამოსილ მასწავლებელს, ფოსტის სერვისცენტრში ჩასაბარებლად, დაულუქავი ფორმით გადასცა მოსწავლის დოკუმენტაცია.

მოსწავლის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებამ კი მნიშვნელოვნად დააზიანა ბავშვის ინტერესები, საფრთხე შეუქმნა მის ფიზიკურ უსაფრთხოებას.

სკოლა ჩაითვალა სამართალდამრღვევად და ინსპექტორის დავალების საფუძველზე სკოლამ მიიღო სხვადასხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, კერძოდ: გამართა შეხვედრა სკოლის ყველა თანამშრომელთან, მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; განამტკიცა კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპი სკოლის შინაგანაწესში; შეიძინა შესაბამისი კონვერტები და დაადგინა კორესპონდენციის კურიერის მეშვეობით და დახურული ფორმით გაგზავნის პროცედურა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ინსპექტორის აპარატის რეკომენდაციით, არასრულწლოვანი პირების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და მისი აზრი, ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად;

საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მუდმივად უნდა იზრუნონ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებაზე;

არასრულწლოვნის მონაცემების დამუშავებისას დარღვევათა პრევენციისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, ორგანიზაციამ აწარმოოს მონაცემთა დამუშავების პროცესის ჯეროვანი მონიტორინგი და მოახდინოს ადეკვატური რეაგირება გამოვლენილ დარღვევებზე.

გარდა ამისა, 2018 წელს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებგვერდზე ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემებს აქტიურად იყენებენ ე.წ. სესხის ამომღები ორგანიზაციები და კერძო დეტექტივები.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ცესკოს ვებგვერდზე არსებულ მონაცემთა ბაზების, კერძოდ კი, ფოტოსურათის, რეგისტრაციის მისამართისა და მასთან ერთად ამავე მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაციის სხვა მიზნებით გამოყენების არაერთი შემთხვევა ფიქსირდება.

„აღნიშნულ ბაზას მართალია, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადამოწმებისთვის განკუთვნილ გვერდზე მითითებულია, რომ: „ვებგვერდი განკუთვნილია მხოლოდ ამომრჩეველთათვის - საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადასამოწმებლად!“, თუმცა კანონმდებლობა არ შეიცავს დათქმას გამოქვეყნებული მონაცემების შემდგომი დამუშავების შეზღუდვის თაობაზე“,- აღნიშნულია ანგარიშში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის მიხედვით, ისეთ ვებგვერდებზე, როგორიცაა napr.gov.ge; voters.cec.gov.ge; declaration.gov.ge; privatization.ge და სხვა, მონაცემთა გასაჯაროება და პერსონალური მონაცემების ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომობა ხშირად გარკვეული უხერხულობის, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ზიანის მომტანია მონაცემთა სუბიექტებისთვის. ამის გათვალისწინებით, ინსპექტორის აპარატი მიზანშეწონილად მიიჩნევს, მონაცემთა ბაზის საჯაროდ გამოქვეყნების შემთხვევაში კანონმდებლობით მკაფიოდ განისაზღვროს ლეგიტიმური მიზნებისთვის გამოსაქვეყნებელი პერსონალური მონაცემების მოცულობა, მათი მოძიების კრიტერიუმები, შემდგომი დამუშავების მიზნობრიობა და გამოქვეყნების ვადები. წაიკითხეთ მეტი

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს