სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ქალი, რომელიც აშშ-ს პირველ ლედის ჩოგბურთს ასწავლიდა - ვინ არის ჯინო დოლინი და რა აკავშირებს ანა დოლიძესთან
ქართველი ქალი, რომელიც აშშ-ს პირველ ლედის ჩოგბურთს ასწავლიდა - ვინ არის ჯინო დოლინი და რა აკავშირებს ანა დოლიძესთან

ჯინო დო­ლი­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი ქარ­თულ ჩოგ­ბურთში და არამ­ხო­ლოდ ჩოგ­ბურთში, კარ­გად იცი­ან - ის 6 წელი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი იყო და დიდი მო­მა­ვა­ლიც ჰქონ­და, თუმ­ცა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ კრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში სპორ­ტს თავი და­ა­ნე­ბა და სა­ზღვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რა.

ჩოგ­ბურ­თი, გა­ყიდ­ვე­ბი, მუ­სი­კა - ეს ის სფე­რო­ე­ბია, სა­დაც სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი უკვე მო­სინ­ჯა, თან წარ­მა­ტე­ბუ­ლად. ახლა კერ­ძო ბიზ­ნეს­შია და კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის პოს­ტი უჭი­რავს. სურ­ვი­ლი აქვს, მსა­ხი­ო­ბო­ბაც სცა­დოს.

ჯინო დო­ლი­ნი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი იუ­რის­ტის, პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნის, უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რის ანა დო­ლი­ძის დაა. ოჯახ­ზე, ამე­რი­კულ ცხოვ­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რა­ზე ჯინო დო­ლი­ნი AMBEBI.GE-ს მკი­თხველს უამ­ბობს.

- თა­ვი­დან­ვე სპორ­ტუ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და დე­დას სურ­და ხეზე ცოც­ვის გარ­და, სხვა­გა­ნაც და­მე­ხარ­ჯა ძა­ლე­ბი - ასე მოვ­ხვდი ჩოგ­ბურთზე. 7 წლის ვი­ყა­ვი რო­დე­საც პირ­ვე­ლად მი­ვე­დი, ორ წე­ლი­წად­ში კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი აღ­მო­მაჩ­ნდა, შე­სა­ბა­მი­სად სპორ­ტს სე­რი­ო­ზუ­ლად მოვ­კი­დე ხელი.

როცა მა­ღალ დო­ნე­ზე გა­და­ვე­დი, არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქი, უნდა ამერ­ჩია ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ჩოგ­ბურ­თი, ან სწავ­ლა. დი­ლის 9 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს რვა სა­ა­თამ­დე მო­ე­დან­ზე ვი­ყა­ვი, ამი­ტომ სპორ­ტულ სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი. იმ პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე ეკო­ნო­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, მაგ­რამ ჩემ­მა ოჯახ­მა ყვე­ლა­ფე­რი ჩადო ჩოგ­ბურთში, მყავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მწვრთნე­ლე­ბიც, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყოფ რენა აბ­ჟან­და­ძეს, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თი რა­ღაც მას­წავ­ლა, რაც შემ­დეგ რო­გორც მწვრთნელ­მა გა­მო­ვი­ყე­ნე. სპორ­ტის გარ­და, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ მომ­ცა ჩოგ­ბურ­თმა და იქ შექ­მნილ­მა გა­რე­მომ.

- რა­ტომ ჩოგ­ბურ­თი?

- ჩოგ­ბურ­თე­ლი არა­ვინ მყო­ლია, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, მამა თა­მა­შობ­და ფეხ­ბურთს, ხოლო დედა ფრენ­ბურ­თე­ლი იყო. ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ სპორ­ტს თავი და­ა­ნე­ბა. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და დე­დას ჩოგ­ბურ­თი, თავი გა­და­დო და ყვე­ლა­ფე­რი ჩადო რომ ჩოგ­ბურ­თე­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია, მი­თუ­მე­ტეს 90-იან წლებ­ში ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ამ ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვა, რო­გორც ყვე­ლას, ჩვენს ოჯახ­საც უჭირ­და. ხში­რად ყო­ფი­ლა კონ­ფლიქ­ტი, რა დროს ჩოგ­ბურ­თია, საჭ­მე­ლი გვჭირ­დე­ბაო, მაგ­რამ დე­და­ჩე­მის და მწვრთნე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ყვე­ლა­ფერს ვა­ხერ­ხებ­დი. 6 წელი ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

12 წლის ასაკ­ში მქონ­და პირ­ვე­ლი დიდი წარ­მა­ტე­ბა. თურ­ქეთ­ში ჩა­ტარ­და ათა­თურ­ქის ფეს­ტი­ვა­ლი, სა­დაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. იქ ავი­ღე პირ­ვე­ლი ად­გი­ლი. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, მაგ­რამ დე­დამ უცხო ქვე­ყა­ნა­ში არ დამ­ტო­ვა. ვერც მივ­ხვდი მა­შინ რამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბა იყო იმ ტურ­ნი­რის მო­გე­ბა, მერე გა­ვი­აზ­რე.

ამის შემ­დეგ წა­ვე­დი მოს­კოვ­ში, იქ ვვარ­ჯი­შობ­დი სა­დაც ანა კურ­ნი­კო­ვა, ის სწო­რედ მა­შინ ხდე­ბო­და ჩოგ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვი და ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო, მას ასე ახ­ლო­დან რომ ვუ­ყუ­რებ­დი. ისე­ვე რო­გორც მე, მა­საც დედა ახ­ლდა მო­ე­დან­ზე. ყო­ველ­თვის ვთვლი­დი, რომ დე­და­ჩე­მი ჩოგ­ბურ­თით ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ანა კურ­ნი­კო­ვას დედა ფე­ნო­მე­ნი იყო.

რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლო­ბებს ვა­ტა­რებ­დი, მაგ­რამ მი­ვე­დი იმ ეტაპ­ზე, როცა ვე­ღარ მივ­დი­ო­დი წინ, სპონ­სო­რი არ მყავ­და, თვე­ში ერთ ტურ­ნირ­ზეც ვერ მივ­დი­ო­დი, ამი­ტომ ჩოგ­ბურთს თავი და­ვა­ნე­ბე. პირ­ვე­ლი სამი თვე ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. არ ვი­ცო­დი რო­გორ უნდა მე­ცხოვ­რა ჩოგ­ბურ­თის გა­რე­შე, გა­რეთ არ გა­მოვ­დი­ო­დი. შემ­დეგ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ლე­ი­ლა მეს­ხის აკა­დე­მი­ა­ში, სა­დაც დიპ­ლო­მა­ტებს ვა­ვარ­ჯი­შებ­დი ჩოგ­ბურთში და სა­ათ­ში 10 დო­ლარს მიხ­დიდ­ნენ. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო.

- ამე­რი­კა­ში რა ასაკ­ში წახ­ვე­დით?

- 18 წლის ვი­ყა­ვი რო­დე­საც ამე­რი­კა­ში წა­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად და თავი ვიგ­რძე­ნი რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში.

ამე­რი­კა­ში ერთ-ერთ VIP კლუბ­ში ვმუ­შა­ობ­დი. უამ­რავ წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ანს ვა­ვარ­ჯი­შებ­დი, ბიზ­ნეს­მე­ნებს, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მაგ­ნა­ტებს და ა.შ. ყვე­ლა­ზე "სე­ლებ­რი­თი" მათ შო­რის მე­ლა­ნია ტრამ­პი იყო. როცა მე­ლა­ნია მო­ვი­და, მე­ნე­ჯერ­მა ჩემი თავი შეს­თა­ვა­ზა ტრე­ნე­რად. და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე იარა ჩემ­თან. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და უშუ­ა­ლო ქა­ლია. სხვა­ნა­ი­რად ჩოგ­ბურთში ვერც იქ­ნე­ბი, დამ­ჯე­რი იყო, რომ ვე­უბ­ნე­ბო­დი იმოძ­რა­ვე, მი­ჯე­რებ­და. ჩოგ­ბურთში ასეა, მწვრთნელს მი­ყავს ყვე­ლა­ფე­რი.

ბევ­რი კარ­გი მოს­წავ­ლე მყავ­და ამე­რი­კა­ში, ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კო­ლე­ჯე­ბის სტი­პენ­დი­ე­ბი მი­ი­ღეს იმის გამო, რომ ჩოგ­ბურთს თა­მა­შობ­დნენ კარ­გად. ბა­ნა­კიც მქონ­და ბრუკ­ლინ­ში, სა­დაც ორ­წლი­ნა­ხევ­რის ბავ­შვე­ბი და­ყავ­დათ მშობ­ლებს, რომ­ლებ­მაც მხო­ლოდ ორი სი­ტყვა იცოდ­ნენ - "ჯინო" და "ტე­ნი­სი".

ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე სხვა სფე­რო­ში მე­ცა­და თავი და გა­ყიდ­ვებ­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ორი წელი ვი­მუ­შა­ვე. თბი­ლის­ში ბე­ბი­ა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ჩა­მო­ვე­დი, ერთი თვე მო­მი­წია აქ დარ­ჩე­ნა და მივ­ხვდი, სხვა ქა­ლა­ქი დავ­ტო­ვე და სხვა ქა­ლა­ქი დამ­ხვდა. ამე­რი­კი­დან უცებ ვერ წა­მო­ვი­დო­დი, ამი­ტომ, დრო­ე­ბით ისევ ჩა­ვე­დი იქ და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი სა­ცხოვ­რებ­ლად.

თბი­ლის­ში და­ვი­წყე კარ­დიო ჩოგ­ბურ­თის ჯგუ­ფე­ბი. ეს არის ფიტ­ნეს-გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც 1 სა­ათ­ში 900 კა­ლო­რი­ას წვავს და პლუს ჩოგ­ბურთს სწავ­ლობ. გა­ვა­კე­თეთ ჯგუ­ფე­ბი, სამი-ოთხი თვე ვმუ­შა­ობ­დით, მაგ­რამ მივ­ხვდი არას­ტა­ბი­ლუ­რი იყო და ამ საქ­მეს შე­ვეშ­ვი. ამის შემ­დეგ, გოლფ-კლუ­ბის და სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯმენ­ტში აღ­მოვ­ჩნდი, ახლა კი კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ. სულ ახალ-ახალ სფე­რო­ებს ვე­ჭი­დე­ბი, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. შავი კარ­კა­სი­დან და­ვი­წყეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი და შარ­შან გავ­ხსე­ნით კომ­პა­ნია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მზარ­დი ბიზ­ნე­სი აღ­მოჩ­ნდა.

- რო­დის გახ­დით ჯინო დო­ლი­ნი?

- ამე­რი­კა­ში როცა ბა­ნაკ­ში წა­ვე­დი, იქ უნდა მქო­ნო­და ზედ­მეტ­სა­ხე­ლი, ავირ­ჩიე ჯინო და შემ­რჩა. ნიუ იორკში როცა გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, ჩეკს მი­წერ­დნენ რო­გორც ჯი­ნოს, როცა ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ვი­ღე, მივ­ხვდი რომ უნდა ამე­ღო ეს სა­ხე­ლი და ასე გავ­ხდი ჯინო დო­ლი­ძე დო­ლი­ნი.

- ყვე­ლა ამ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად, მუ­სი­კა თქვე­ნი მთა­ვა­რი გა­ტა­ცე­ბაა - მუ­სი­კა­ლუ­რი დი­ჯეი ხართ. რო­დის შე­მო­ვი­და მუ­სი­კა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ყო­ველ­თვის მინ­დო­და მე­ცა­და დი­ჯე­ო­ბა, მაგ­რამ მე­ში­ნო­და. ერთ დღე­საც გა­დავ­წყვი­ტე, რა მოხ­და ვცდი, ჩავ­რთე "იუ­თუ­ბი", გა­მო­ვი­წე­რე აპა­რა­ტუ­რა, სახ­ლში დავ­დგი სა­უ­თო­ვე­ბელ­ზე და ვცა­დე. ეს ძა­ლი­ან მე­სი­ა­მოვ­ნა. "ამ­ბა­სა­დო­რი" აღ­ნიშ­ნავ­და თბი­ლი­სო­ბას და ვთქვი, რა­ტო­მაც არა, და­ვუკ­რავ-მეთ­ქი, დაკ­ვრა და­ვი­წყე და და­ახ­ლო­ე­ბით 500 ადა­მი­ა­ნი აცეკვდა. ეს მე­სი­ა­მოვ­ნა, დიდი ენერ­გია მომ­ცა და გა­დავ­წყვი­ტე სიღ­რმი­სე­უ­ლად მეს­წავ­ლა ეს საქ­მე, მეტი პრაქ­ტი­კა გა­მევ­ლო.

თვე­ში ორ­ჯერ ვუკ­რავ სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე. სულ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი გა­მო­დის, მაგ­რამ მუ­სი­კა, რო­მელ­საც ვუკ­რავ, ღია სივ­რცეს უფრო უხ­დე­ბა.

- ჩოგ­ბურ­თის თა­მაშს ვე­ღარ ახერ­ხებთ?

- მე­სიზ­მრე­ბა რომ ვთა­მა­შობ, მაგ­რამ ვნა­ხე ძვე­ლი კო­ლე­გე­ბი და ვთქვით, რომ კვი­რა­ში ერთხელ ვი­თა­მა­შოთ, მაგ­რამ ჯერ არ შევ­კრე­ბილ­ვართ. მი­კავ­შირ­დე­ბი­ან მშობ­ლე­ბი, სურთ ბავ­შვებს ვას­წვა­ლო, მაგ­რამ ჩოგ­ბურ­თი თა­ვის გა­და­დე­ბას ნიშ­ნავს, როცა სხვა საქ­მე­ებს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან, შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ბავ­შვი ავიყ­ვა­ნო, რო­მელ­შიც იქეთ ჩავ­დებ თუნ­დაც ფი­ნან­სებს.

- მარ­თა­ლია ყო­ველ­თვის ცდი­ლობთ თავი აა­რი­დოთ ანა­ზე სა­უ­ბარს, მაგ­რამ გვერდს ვერ ავუვ­ლით. რას გვე­ტყვით თქვე­ნი დის - ანა დო­ლი­ძის შე­სა­ხებ...

- ანა­ზე ბევ­რს არ ვსა­უბ­რობ. სპორ­ტუ­ლი არ იყო, სულ სწავ­ლობ­და. სხვა­დას­ხვა გზა­ზე წა­ვე­დით ბავ­შვო­ბი­დან - მე სპორ­ტის­კენ, ის სწავ­ლის­კენ. დე­და­ჩე­მი ხში­რად ეჩხუ­ბე­ბო­და ანას, ამ­დენს ნუ სწავ­ლო­ბო. ჩოგ­ბურთზეც იარა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, კარ­გა­დაც გა­მოს­დი­ო­და, მაგ­რამ წიგნს ვერ აგ­დე­ბი­ნებ­დნენ ხე­ლი­დან. ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლი­ან უყ­ვარს ვარ­ჯი­ში.

ბავ­შვო­ბა­ში ძი­რი­თა­დად შო­კო­ლა­დებ­ზე ვჩხუ­ბობ­დით. რა­მეს თუ და­ვა­შა­ვებ­დი, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ ბო­დი­ში მო­მე­ხა­და. რთუ­ლი პე­რი­ო­დის მი­უ­ხე­და­ვად კარ­გი ბავ­შვო­ბა გვქონ­და. ანა ჩემ­ზე ოთხი წლით უფ­რო­სია და სულ მისი ფრთის ქვეშ ვი­ყა­ვი, ყო­ველ­თვის ის მპატ­რო­ნობ­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ეჰ, რა მიმიკები აქვთ ორივე დას 😆

მანანა
2

წარმატებები და წარმატებები!..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ქართველი ქალი, რომელიც აშშ-ს პირველ ლედის ჩოგბურთს ასწავლიდა - ვინ არის ჯინო დოლინი და რა აკავშირებს ანა დოლიძესთან

ქართველი ქალი, რომელიც აშშ-ს პირველ ლედის ჩოგბურთს ასწავლიდა - ვინ არის ჯინო დოლინი და რა აკავშირებს ანა დოლიძესთან

ჯინო დოლინის სახელი და გვარი ქართულ ჩოგბურთში და არამხოლოდ ჩოგბურთში, კარგად იციან - ის 6 წელი საქართველოს პირველი ჩოგანი იყო და დიდი მომავალიც ჰქონდა, თუმცა ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ პერიოდში სპორტს თავი დაანება და საზღვარგარეთ სასწავლებლად გაემგზავრა.

ჩოგბურთი, გაყიდვები, მუსიკა - ეს ის სფეროებია, სადაც საკუთარი ძალები უკვე მოსინჯა, თან წარმატებულად. ახლა კერძო ბიზნესშია და კომპანიის დირექტორის პოსტი უჭირავს. სურვილი აქვს, მსახიობობაც სცადოს.

ჯინო დოლინი ცნობილი ქართველი იურისტის, პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივნის, უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის დაა. ოჯახზე, ამერიკულ ცხოვრებასა და კარიერაზე ჯინო დოლინი AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს.

- თავიდანვე სპორტული ბავშვი ვიყავი და დედას სურდა ხეზე ცოცვის გარდა, სხვაგანაც დამეხარჯა ძალები - ასე მოვხვდი ჩოგბურთზე. 7 წლის ვიყავი როდესაც პირველად მივედი, ორ წელიწადში კარგი მონაცემები აღმომაჩნდა, შესაბამისად სპორტს სერიოზულად მოვკიდე ხელი.

როცა მაღალ დონეზე გადავედი, არჩევანის წინაშე დავდექი, უნდა ამერჩია ან პროფესიონალური ჩოგბურთი, ან სწავლა. დილის 9 საათიდან საღამოს რვა საათამდე მოედანზე ვიყავი, ამიტომ სპორტულ სკოლაში გადავედი. იმ პერიოდში ქვეყანაში მძიმე ეკონომიური მდგომარეობა იყო, მაგრამ ჩემმა ოჯახმა ყველაფერი ჩადო ჩოგბურთში, მყავდა არაჩვეულებრივი მწვრთნელებიც, განსაკუთრებით გამოვყოფ რენა აბჟანდაძეს, რომელმაც ძალიან ბევრი ისეთი რაღაც მასწავლა, რაც შემდეგ როგორც მწვრთნელმა გამოვიყენე. სპორტის გარდა, ბევრი საინტერესო რამ მომცა ჩოგბურთმა და იქ შექმნილმა გარემომ.

- რატომ ჩოგბურთი?

- ჩოგბურთელი არავინ მყოლია, როგორც ყველა ქართველი მამაკაცი, მამა თამაშობდა ფეხბურთს, ხოლო დედა ფრენბურთელი იყო. ოჯახის შექმნის შემდეგ სპორტს თავი დაანება. ძალიან უყვარდა დედას ჩოგბურთი, თავი გადადო და ყველაფერი ჩადო რომ ჩოგბურთელი გავმხდარიყავი. მოგეხსენებათ, სპორტის ეს სახეობა ძვირადღირებულია, მითუმეტეს 90-იან წლებში ძალიან რთული იყო ამ ხარჯების გაწევა, როგორც ყველას, ჩვენს ოჯახსაც უჭირდა. ხშირად ყოფილა კონფლიქტი, რა დროს ჩოგბურთია, საჭმელი გვჭირდებაო, მაგრამ დედაჩემის და მწვრთნელების დახმარებით ყველაფერს ვახერხებდი. 6 წელი ვიყავი პირველი ჩოგანი საქართველოში.

12 წლის ასაკში მქონდა პირველი დიდი წარმატება. თურქეთში ჩატარდა ათათურქის ფესტივალი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ ჩამოსული სპორტის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. იქ ავიღე პირველი ადგილი. სხვადასხვა ქვეყნებიდან მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ დედამ უცხო ქვეყანაში არ დამტოვა. ვერც მივხვდი მაშინ რამხელა წარმატება იყო იმ ტურნირის მოგება, მერე გავიაზრე.

ამის შემდეგ წავედი მოსკოვში, იქ ვვარჯიშობდი სადაც ანა კურნიკოვა, ის სწორედ მაშინ ხდებოდა ჩოგბურთის ვარსკვლავი და ჩემთვის დიდი პატივი იყო, მას ასე ახლოდან რომ ვუყურებდი. ისევე როგორც მე, მასაც დედა ახლდა მოედანზე. ყოველთვის ვთვლიდი, რომ დედაჩემი ჩოგბურთით ცხოვრობდა, მაგრამ ანა კურნიკოვას დედა ფენომენი იყო.

რუსეთიდან საქართველოში დავბრუნდი, საქართველოს პირველობებს ვატარებდი, მაგრამ მივედი იმ ეტაპზე, როცა ვეღარ მივდიოდი წინ, სპონსორი არ მყავდა, თვეში ერთ ტურნირზეც ვერ მივდიოდი, ამიტომ ჩოგბურთს თავი დავანებე. პირველი სამი თვე ძალიან რთული იყო. არ ვიცოდი როგორ უნდა მეცხოვრა ჩოგბურთის გარეშე, გარეთ არ გამოვდიოდი. შემდეგ დავიწყე მუშაობა ლეილა მესხის აკადემიაში, სადაც დიპლომატებს ვავარჯიშებდი ჩოგბურთში და საათში 10 დოლარს მიხდიდნენ. ეს ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო.

- ამერიკაში რა ასაკში წახვედით?

- 18 წლის ვიყავი როდესაც ამერიკაში წავედი საცხოვრებლად და თავი ვიგრძენი როგორც საკუთარ სახლში.

ამერიკაში ერთ-ერთ VIP კლუბში ვმუშაობდი. უამრავ წარმატებულ ადამიანს ვავარჯიშებდი, ბიზნესმენებს, უძრავი ქონების მაგნატებს და ა.შ. ყველაზე "სელებრითი" მათ შორის მელანია ტრამპი იყო. როცა მელანია მოვიდა, მენეჯერმა ჩემი თავი შესთავაზა ტრენერად. დაახლოებით 6 თვე იარა ჩემთან. ძალიან სასიამოვნო და უშუალო ქალია. სხვანაირად ჩოგბურთში ვერც იქნები, დამჯერი იყო, რომ ვეუბნებოდი იმოძრავე, მიჯერებდა. ჩოგბურთში ასეა, მწვრთნელს მიყავს ყველაფერი.

ბევრი კარგი მოსწავლე მყავდა ამერიკაში, ჩემმა მოსწავლეებმა მსოფლიოს წამყვანი კოლეჯების სტიპენდიები მიიღეს იმის გამო, რომ ჩოგბურთს თამაშობდნენ კარგად. ბანაკიც მქონდა ბრუკლინში, სადაც ორწლინახევრის ბავშვები დაყავდათ მშობლებს, რომლებმაც მხოლოდ ორი სიტყვა იცოდნენ - "ჯინო" და "ტენისი".

ამის შემდეგ გადავწყვიტე სხვა სფეროში მეცადა თავი და გაყიდვებში დავიწყე მუშაობა, სადაც ორი წელი ვიმუშავე. თბილისში ბებიაჩემის გარდაცვალების გამო ჩამოვედი, ერთი თვე მომიწია აქ დარჩენა და მივხვდი, სხვა ქალაქი დავტოვე და სხვა ქალაქი დამხვდა. ამერიკიდან უცებ ვერ წამოვიდოდი, ამიტომ, დროებით ისევ ჩავედი იქ და საქართველოში დავბრუნდი საცხოვრებლად.

თბილისში დავიწყე კარდიო ჩოგბურთის ჯგუფები. ეს არის ფიტნეს-გაკვეთილი, რომელიც 1 საათში 900 კალორიას წვავს და პლუს ჩოგბურთს სწავლობ. გავაკეთეთ ჯგუფები, სამი-ოთხი თვე ვმუშაობდით, მაგრამ მივხვდი არასტაბილური იყო და ამ საქმეს შევეშვი. ამის შემდეგ, გოლფ-კლუბის და სასტუმროს მენეჯმენტში აღმოვჩნდი, ახლა კი კერძო კომპანიაში ვმუშაობ. სულ ახალ-ახალ სფეროებს ვეჭიდები, რაც სიამოვნებას მანიჭებს. შავი კარკასიდან დავიწყეთ ეს ყველაფერი და შარშან გავხსენით კომპანია, წარმატებული და მზარდი ბიზნესი აღმოჩნდა.

- როდის გახდით ჯინო დოლინი?

- ამერიკაში როცა ბანაკში წავედი, იქ უნდა მქონოდა ზედმეტსახელი, ავირჩიე ჯინო და შემრჩა. ნიუ იორკში როცა გადავედი საცხოვრებლად, ჩეკს მიწერდნენ როგორც ჯინოს, როცა ამერიკის მოქალაქეობა მივიღე, მივხვდი რომ უნდა ამეღო ეს სახელი და ასე გავხდი ჯინო დოლიძე დოლინი.

- ყველა ამ საქმიანობასთან ერთად, მუსიკა თქვენი მთავარი გატაცებაა - მუსიკალური დიჯეი ხართ. როდის შემოვიდა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში?

- ყოველთვის მინდოდა მეცადა დიჯეობა, მაგრამ მეშინოდა. ერთ დღესაც გადავწყვიტე, რა მოხდა ვცდი, ჩავრთე "იუთუბი", გამოვიწერე აპარატურა, სახლში დავდგი საუთოვებელზე და ვცადე. ეს ძალიან მესიამოვნა. "ამბასადორი" აღნიშნავდა თბილისობას და ვთქვი, რატომაც არა, დავუკრავ-მეთქი, დაკვრა დავიწყე და დაახლოებით 500 ადამიანი აცეკვდა. ეს მესიამოვნა, დიდი ენერგია მომცა და გადავწყვიტე სიღრმისეულად მესწავლა ეს საქმე, მეტი პრაქტიკა გამევლო.

თვეში ორჯერ ვუკრავ სხვადასხვა ადგილზე. სულ წარმატებული საღამოები გამოდის, მაგრამ მუსიკა, რომელსაც ვუკრავ, ღია სივრცეს უფრო უხდება.

- ჩოგბურთის თამაშს ვეღარ ახერხებთ?

- მესიზმრება რომ ვთამაშობ, მაგრამ ვნახე ძველი კოლეგები და ვთქვით, რომ კვირაში ერთხელ ვითამაშოთ, მაგრამ ჯერ არ შევკრებილვართ. მიკავშირდებიან მშობლები, სურთ ბავშვებს ვასწვალო, მაგრამ ჩოგბურთი თავის გადადებას ნიშნავს, როცა სხვა საქმეებს ბოლომდე მივიყვან, შეიძლება ისეთი ბავშვი ავიყვანო, რომელშიც იქეთ ჩავდებ თუნდაც ფინანსებს.

- მართალია ყოველთვის ცდილობთ თავი აარიდოთ ანაზე საუბარს, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით. რას გვეტყვით თქვენი დის - ანა დოლიძის შესახებ...

- ანაზე ბევრს არ ვსაუბრობ. სპორტული არ იყო, სულ სწავლობდა. სხვადასხვა გზაზე წავედით ბავშვობიდან - მე სპორტისკენ, ის სწავლისკენ. დედაჩემი ხშირად ეჩხუბებოდა ანას, ამდენს ნუ სწავლობო. ჩოგბურთზეც იარა გარკვეული პერიოდი, კარგადაც გამოსდიოდა, მაგრამ წიგნს ვერ აგდებინებდნენ ხელიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად ძალიან უყვარს ვარჯიში.

ბავშვობაში ძირითადად შოკოლადებზე ვჩხუბობდით. რამეს თუ დავაშავებდი, ყველაფერს აკეთებდა, რომ ბოდიში მომეხადა. რთული პერიოდის მიუხედავად კარგი ბავშვობა გვქონდა. ანა ჩემზე ოთხი წლით უფროსია და სულ მისი ფრთის ქვეშ ვიყავი, ყოველთვის ის მპატრონობდა.