საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგული 100 კედარი და გამწვანების სხვა აქციები, რომლებიც დღეს თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგული 100 კედარი და გამწვანების სხვა აქციები, რომლებიც დღეს თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

თბი­ლის­ში, სა­დაც ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მაქ­სი­მუმს აღ­წევს, გა­რე­მოს გამ­წვე­ნე­ბის აქ­ცი­ე­ბი მე­ტად ღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფოს აქ­ტი­ვო­ბა, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ სა­ჭი­როა კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ მო­წყო­ბი­ლი გამ­წვა­ნე­ბის აქ­ცი­ე­ბი, რაც მათ მა­ღალ სო­ცი­ა­ლურ კორ­პო­რა­ცი­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

არ­სე­ბო­ბენ კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ და გამ­წვა­ნე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მა­გა­ლი­თად, გა­სულ კვი­რას "ნე­ო­გა­ზი" ჩა­ერ­თო აქ­ცი­ა­ში „გა­ამ­წვა­ნე ვარ­კე­თი­ლი“. გამ­წვა­ნე­ბის აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში 100 ძირი კედ­რის ხე ვარ­კე­თი­ლის მე-2 მ/რ-ში მდე­ბა­რე N23-ე კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ირ­გო.

„ნე­ო­გა­ზის“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის სა­ლო­მე ას­ლა­ნი­კაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ხე­ე­ბის დარ­გვა მოხ­და ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად სკო­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი ბავ­შვე­ბი გა­დი­ან.

„აღ­ნიშ­ნულ გზა­ზე სი­ა­რუ­ლი ხში­რად უწევთ ბავ­შვებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს ტე­რი­ტო­რია მთე­ლი ვარ­კე­თი­ლის­თვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მო­სას­ვე­ნე­ბელ ზო­ნად იქ­ცე­ვა. სწო­რედ ამი­ტომ, სივ­რცის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იგეგ­მე­ბა. აქ­ცია „გა­ამ­წვა­ნე ვარ­კე­თი­ლი“ ტარ­დე­ბა ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს ინი­ცი­ა­ტი­ვით. „ნე­ო­გაზ­მა“ საკ­რე­ბუ­ლოს სა­ჩუქ­რად 100 ძირი კე­და­რი გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით და­ირ­გო. დარ­გვის პრო­ცეს­ში ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი. დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ხე­ე­ბის ჯი­შის შერ­ჩე­ვა­საც. სხვა წიწ­ვო­ვა­ნი ხე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით კე­და­რი ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლი გა­სა­ხა­რე­ბე­ლია. ამავდრო­უ­ლად, ის ბევრ ჟანგბადს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს და ქა­რის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფუნ­ქცი­აც აქვს,“ - გან­მარ­ტავს სა­ლო­მე ას­ლა­ნი­კაშ­ვი­ლი.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ იყო, როცა „ნე­ო­გა­ზი“ გამ­წვა­ნე­ბის აქ­ცი­ა­ში ჩა­ერ­თო. რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ისი­ნი ბუ­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვას სა­კუ­თარ სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბად აღიქ­ვა­მენ. სლო­გა­ნით “მწვა­ნე ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნია“ კომ­პა­ნია აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ბორ­ჯო­მის ტყის აღ­დგე­ნის კამ­პა­ნი­ა­ში. უკვე მე­ო­რე წე­ლია, „ნე­ო­გა­ზის“ მიერ მრა­ვა­ლი ასე­უ­ლი ხე და­ირ­გა ბორ­ჯო­მის ტყე­ში და პრო­ცე­სი აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა მო­მა­ვა­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც. ამ აქ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, დე­და­მი­წის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მომ­ხმა­რე­ბელ­საც მი­ე­ცა შან­სი, სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა ბორ­ჯო­მის ტყის აღ­დგე­ნის პრო­ცეს­ში. „ნე­ო­გაზ­მა“ მომ­ხმა­რებ­ლებს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა სა­სა­ჩუქ­რე ბა­რა­თე­ბი, რომ­ლი­თაც მათი სა­ხე­ლით ბორ­ჯო­მის ტყე­ში და­ირ­გო და ირ­გვე­ბა ხე­ე­ბი.

კომ­პა­ნია დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს სა­კუ­თა­რი გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის გამ­წვა­ნე­ბას და მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნას. „ნე­ო­გაზ­მა“ გა­ამ­წვა­ნა რამ­დე­ნი­მე სად­გუ­რი და პრო­ცე­სი ეტა­პობ­რი­ვად გაგ­რძელ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ კომ­პა­ნია მომ­ხმა­რებ­ლებს სთა­ვა­ზობს ეკო­ლო­გი­უ­რად ყვე­ლა­ზე სუფ­თა და ეკო­ნო­მი­ურ საწ­ვავს - შე­კუმ­შულ ბუ­ნებ­რივ აირს, რო­მე­ლიც გა­რე­მოს დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ საწ­ვა­ვებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია.

„ნე­ო­გა­ზის“ ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა იზ­რუ­ნოს უსაფრ­თხო გა­რე­მო­ზე. კომ­პა­ნია ჩარ­თუ­ლია ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებ­ში, რო­მელ­თა კონ­ცეფ­ცია მი­მარ­თუ­ლია ეკო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მოს გა­ჯან­სა­ღე­ბის­კენ. სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, „ნე­ო­გა­ზი“კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს და თა­ვის სად­გუ­რებ­ზე ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის­თვის უფა­სო ელექტრო­სა­ტე­ნი აპა­რა­ტუ­რის ქსელს ავი­თა­რებს. მომ­ხმა­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, უფა­სოდ ისარ­გებ­ლონ ელექტრო­დამ­ტე­ნე­ბით ნე­ო­გა­ზის ახლა უკვე 8 სად­გურ­ზე. ქსელ­ში იმარ­თე­ბა ასე­ვე სხვა­დას­ხვა აქ­ცი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად მე­სა­მე პი­რის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ზღვე­ვის აქ­ცია, ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის აქ­ცია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც „ნე­ო­გა­ზი“ მომ­ხმა­რებ­ლებს ეხ­მა­რე­ბა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის გავ­ლა­ში. „ნე­ო­გა­ზი“ მუ­დამ ზრუ­ნავს ეკო­ლო­გი­ა­ზე და ხელს უწყობს მომ­ხმა­რებ­ლებს, რომ მა­თაც შე­ი­ტა­ნონ სა­კუ­თა­რი წვლი­ლი გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა­ში,“ - და­ა­მა­ტა სა­ლო­მე ას­ლა­ნი­კაშ­ვილ­მა.

გარ­და გა­რე­მოს დაც­ვი­სა, „ნე­ო­გა­ზის“ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია ჯან­მრთე­ლო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგული 100 კედარი და გამწვანების სხვა აქციები, რომლებიც დღეს თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგული 100 კედარი და გამწვანების სხვა აქციები, რომლებიც დღეს თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

თბილისში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი, ფაქტობრივად, მაქსიმუმს აღწევს, გარემოს გამწვენების აქციები მეტად ღირებული და მნიშვნელოვანია. აუცილებელია სახელმწიფოს აქტივობა, მაგრამ არანაკლებ საჭიროა კომპანიების მიერ მოწყობილი გამწვანების აქციები, რაც მათ მაღალ სოციალურ კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

არსებობენ კომპანიები, რომლებიც ამ პასუხისმგებლობას კარგად აცნობიერებენ და გამწვანების პროცესში აქტიურად მონაწილეობენ. მაგალითად, გასულ კვირას "ნეოგაზი" ჩაერთო აქციაში „გაამწვანე ვარკეთილი“. გამწვანების აქციის ფარგლებში 100 ძირი კედრის ხე ვარკეთილის მე-2 მ/რ-ში მდებარე N23-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო.

„ნეოგაზის“ მარკეტინგის მენეჯერის სალომე ასლანიკაშვილის განმარტებით, ხეების დარგვა მოხდა ტერიტორიაზე, რომელსაც ყოველდღიურად სკოლისკენ მიმავალი ბავშვები გადიან.

„აღნიშნულ გზაზე სიარული ხშირად უწევთ ბავშვებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტერიტორია მთელი ვარკეთილისთვის არაჩვეულებრივ მოსასვენებელ ზონად იქცევა. სწორედ ამიტომ, სივრცის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. აქცია „გაამწვანე ვარკეთილი“ ტარდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით. „ნეოგაზმა“ საკრებულოს საჩუქრად 100 ძირი კედარი გადასცა, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით დაირგო. დარგვის პროცესში ჩვენი თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულები. დიდი ყურადღება ექცევა ხეების ჯიშის შერჩევასაც. სხვა წიწვოვანი ხეებისგან განსხვავებით კედარი ყველაზე ადვილი გასახარებელია. ამავდროულად, ის ბევრ ჟანგბადს გამოიმუშავებს და ქარის შემაკავებელი ფუნქციაც აქვს,“ - განმარტავს სალომე ასლანიკაშვილი.

ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა „ნეოგაზი“ გამწვანების აქციაში ჩაერთო. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ისინი ბუნებაზე ზრუნვას საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობად აღიქვამენ. სლოგანით “მწვანე ჩვენი არჩევანია“ კომპანია აქტიურად მონაწილეობს ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიაში. უკვე მეორე წელია, „ნეოგაზის“ მიერ მრავალი ასეული ხე დაირგა ბორჯომის ტყეში და პროცესი აქტიურად გაგრძელდება მომავალი წლების განმავლობაშიც. ამ აქციის პარალელურად, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მომხმარებელსაც მიეცა შანსი, საკუთარი წვლილი შეეტანა ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში. „ნეოგაზმა“ მომხმარებლებს საჩუქრად გადასცა სასაჩუქრე ბარათები, რომლითაც მათი სახელით ბორჯომის ტყეში დაირგო და ირგვება ხეები.

კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარი გაზგასამართი სადგურების გამწვანებას და მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას. „ნეოგაზმა“ გაამწვანა რამდენიმე სადგური და პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და ეკონომიურ საწვავს - შეკუმშულ ბუნებრივ აირს, რომელიც გარემოს დაცვის თვალსაზრისით სხვა ალტერნატიულ საწვავებთან შედარებით ნაკლები ზიანის მომტანია.

„ნეოგაზის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა იზრუნოს უსაფრთხო გარემოზე. კომპანია ჩართულია ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში, რომელთა კონცეფცია მიმართულია ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებისკენ. სწორედ ამ მიმართულებით, „ნეოგაზი“კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და თავის სადგურებზე ელექტრომობილებისთვის უფასო ელექტროსატენი აპარატურის ქსელს ავითარებს. მომხმარებლებს საშუალება აქვთ, უფასოდ ისარგებლონ ელექტროდამტენებით ნეოგაზის ახლა უკვე 8 სადგურზე. ქსელში იმართება ასევე სხვადასხვა აქციები, მაგალითად მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის აქცია, ტექდათვალიერების აქცია, რომლის ფარგლებშიც „ნეოგაზი“ მომხმარებლებს ეხმარება ტექდათვალიერების გავლაში. „ნეოგაზი“ მუდამ ზრუნავს ეკოლოგიაზე და ხელს უწყობს მომხმარებლებს, რომ მათაც შეიტანონ საკუთარი წვლილი გარემოზე ზრუნვაში,“ - დაამატა სალომე ასლანიკაშვილმა.

გარდა გარემოს დაცვისა, „ნეოგაზის“ სოციალური პასუხისმგებლობის სხვა მიმართულებებია ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, თანამშრომლები და საზოგადოება.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის