პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოშიმშილე თამაზ ახობაძეს სამსახურში აღდგენა შესთავაზეს - იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი შეთავაზებაზე თანახმაა
მოშიმშილე თამაზ ახობაძეს სამსახურში აღდგენა შესთავაზეს - იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი შეთავაზებაზე თანახმაა

თა­მაზ ახო­ბა­ძეს, რო­მე­ლიც მე­ო­რე დღეა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თან შიმ­ში­ლობს, და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრი ახალ­გაზ­რდუ­ლი პროგ­რა­მე­ბის მე­ნე­ჯე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას სთა­ვა­ზობს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრი და აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა რო­გორც სა­ფე­ხუ­რით ასე­ვე ანა­ზღა­უ­რე­ბის მხრივ, ტოლ­ფა­სია იმ თა­ნამ­დე­ბო­ბი­სა, რო­მე­ლიც დღეს კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბას მ.ბ.-ს. უკა­ვია. რო­გორც ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ახო­ბა­ძე მ.ბ.-ს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და მის ნაც­ვლად და­ნიშნვნას ითხოვს. გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2019 წლის 27 თე­ბერ­ვალს, სსიპ და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელს ბა­ტონ თა­მაზ ახო­ბა­ძეს, მი­სი­ვე მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, შეხ­ვდნენ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე და სსიპ აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი. შეხ­ვედ­რა ოთხი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და და, რო­გორც ყვე­ლა წინა მსგავ­სი შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თან ყო­ფი­ლა გა­მარ­თუ­ლი, უშე­დე­გოდ დას­რულ­და.შეხ­ვედ­რა­ზე თა­მაზ ახო­ბა­ძეს მო­რიგ­ჯერ აუხ­სნეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს 2018 წლის 20 ივ­ლი­სის გან­ჩი­ნე­ბის თა­ნახ­მად (დავა თა­მაზ ახო­ბა­ძე­სა და და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის გან­რი­დე­ბა/მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის მე­ნე­ჯერს მ.ბ.-ს შო­რის), თა­მაზ ახო­ბა­ძის სა­სარ­გებ­ლოდ აღ­სას­რუ­ლე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა (2017 წლის 9 მარ­ტი, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო, შრო­მი­თი დავა და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრსა და თ. ახო­ბა­ძეს შო­რის) არ წარ­მო­ად­გენ­და თა­მაზ ახო­ბა­ძი­სათ­ვის სა­სურ­ველ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე პი­რის (ამ შემ­თხვე­ვა­ში მ.ბ.-ს) გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს.უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა­ში მოყ­ვა­ნილ ამ გან­მარ­ტე­ბას (იხ. პუნ­ქტი 44) მო­რიგ­ჯერ არ და­ე­თან­ხმა თა­მაზ ახო­ბა­ძე და კვლავ მო­ი­თხო­ვა გან­რი­დე­ბა/მე­დი­ა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რად და­ნიშ­ვნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უკვე მე­სა­მე წე­ლია, რაც მუ­შა­ობს მ.ბ. იმა­ვე შეხ­ვედ­რა­ზე, სა­კი­თხი შე­ე­ხო გა­ნაც­დუ­რის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კითხს.

თა­მაზ ახო­ბა­ძეს გა­ნე­მარ­ტა, რომ გა­ნაც­დუ­რის ანა­ზღა­უ­რე­ბის ნა­წილ­ში არა­ვი­თა­რი წი­ნა­ღო­ბა არ არ­სე­ბობ­და, რა­ზეც თა­მაზ ახო­ბა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­სა­მარ­თლოს მიერ გან­სა­ზღვრულ თან­ხის ოდე­ნო­ბა­ზე ითხოვ­და თან­ხის და­მა­ტე­ბას („რა­ი­მე მცი­რე­დი/სიმ­ბო­ლუ­რი მა­ინც“) ან წე­რი­ლო­ბი­თი სა­ხით ბო­დი­შის მოხ­დას. მას გა­ნე­მარ­ტა, რომ ამ­გვარ და­მა­ტე­ბით ზო­მებს აღ­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრი და აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო თვლი­ან, რომ ამო­წუ­რუ­ლია ყო­ველ­გვა­რი რე­სურ­სი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თან რა­ი­მე ტი­პის სა­მარ­თლებ­რი­ვი თუ სხვა გო­ნივ­რუ­ლი დის­კუ­სი­ი­სა. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ თა­მაზ ახო­ბა­ძის, ისე­დაც აღელ­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რის, ინ­სტრუ­მენ­ტა­ლი­ზა­ცი­ის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის მხრი­დან.

შე­სა­ბა­მი­სად, - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­მაზ ახო­ბა­ძე წი­ნა­აღ­მდე­გია 2017 წლის 9 მარ­ტის სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრი­სათ­ვის და­კის­რე­ბუ­ლი გა­ნაც­დუ­რის მი­ღე­ბა­ზე და ითხოვს და­მა­ტე­ბით თან­ხას ან ბო­დი­შის მოხ­დას, რაც სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის, და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის მიერ აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს ან­გა­რიშ­ზე ჩა­ი­რი­ცხე­ბა მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­კის­რე­ბუ­ლი თან­ხა თა­მაზ ახო­ბა­ძის პი­რად ან­გა­რიშ­ზე გა­და­სა­რი­ცხად. ამ მიზ­ნით და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრმა უკვე წა­მო­ი­წყო შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს წი­ნა­შე.

არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში, მო­ცე­მუ­ლი თან­ხის პი­რად ან­გა­რიშ­ზე ჩა­რი­ცხვის­თვის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის თან­ხმო­ბა არ იქ­ნე­ბა მო­პო­ვე­ბუ­ლი და აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო იმოქ­მე­დებს მკაც­რად სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თან რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი დის­კუ­სი­ის გა­რე­შე;

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, თა­მაზ ახო­ბა­ძე ჯი­უ­ტად ითხოვს მ.ბ.-ს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას გან­რი­დე­ბა/მე­დი­ა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და მისი პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბას, და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის­თვის სწო­რედ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბაა ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი და, ამი­ტო­მაც, რო­გორც ეს მო­ცე­მუ­ლი სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბით არის დად­გე­ნი­ლი, მ.ბ.-ს სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მის ნაც­ვლად თა­მაზ ახო­ბა­ძის და­ნიშ­ვნის მიზ­ნით არ იგეგ­მე­ბა;

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­მაზ ახო­ბა­ძე გან­რი­დე­ბა/მე­დი­ა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რად ითხოვს აღ­დგე­ნას (მო­ცე­მუ­ლი პო­ზი­ცია, რო­გორც მრა­ვალ­ჯერ იქნა გან­მარ­ტე­ბუ­ლი, ამ­ჟა­მად ვა­კან­ტუ­რი არ არის და მისი ვა­კან­ტუ­რად ქცე­ვი­სათ­ვის, რო­გორც ეს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა­შია და­ზუს­ტე­ბუ­ლი, არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი), და­ნა­შუ­ლის პრე­ვენ­ცი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის მიერ გა­მო­ცე­მულ იქ­ნე­ბა ბრძა­ნე­ბა თა­მაზ ახო­ბა­ძის იმ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც რო­გორც სა­ფე­ხუ­რით ასე­ვე ანა­ზღა­უ­რე­ბის მხრივ, არის ტოლ­ფა­სი იმ თა­ნამ­დე­ბო­ბი­სა, რო­მე­ლიც უკა­ვია მ.ბ.-ს. ეს თა­ნამ­დე­ბო­ბაა ახალ­გაზ­რდუ­ლი პროგ­რა­მე­ბის მე­ნე­ჯე­რი.

ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ვი­ნა­ი­დან არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი რე­სურ­სი დის­კუ­სი­ი­სა, არ იქ­ნე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რი­სა­გან მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხმო­ბა მო­ცე­მულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის მიზ­ნით. თა­ვის მხრივ, და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრი გა­მოთ­ქვამს იმედს, რომ სამ­სა­ხურ­ში გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თა­მაზ ახო­ბა­ძე გა­მო­ი­ჩენს კო­ლე­გი­ა­ლო­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლი­სად­მი და არ იქ­ნე­ბა მო­წო­დე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი­სათ­ვის, რო­გორც ეს არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა წარ­სულ­ში" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

VIDEO: "ჩემი ვა­რა­უ­დით, ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა" - რა­ტომ შიმ­ში­ლობს მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­დან 2014 წელს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს

რო­გორც Ambebi.ge-ს თა­მაზ ახო­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ცენ­ტრის შე­თა­ვა­ზე­ბას ის ეთან­ხმე­ბა.

"თუ ისი­ნი შე­სა­ბა­მის ბრძა­ნე­ბას გა­მოს­ცე­მენ, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღ­მად­გე­ნენ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზე, მე ამა­ზე თა­ნახ­მა ვარ" - აღ­ნიშ­ნა ახო­ბა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, თა­მაზ ახო­ბა­ძე და ანა სუ­ბე­ლი­ა­ნი იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­დან 2014 წელს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მა­შინ ანა სუ­ბე­ლი­ა­ნი აცხა­დებ­და, რომ ეს პი­რა­დად იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ნის­ტრმა ისი­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს და სა­მი­ნის­ტოს დავა მო­უ­გეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

მოშიმშილე თამაზ ახობაძეს სამსახურში აღდგენა შესთავაზეს - იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი შეთავაზებაზე თანახმაა

მოშიმშილე თამაზ ახობაძეს სამსახურში აღდგენა შესთავაზეს - იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი შეთავაზებაზე თანახმაა

თამაზ ახობაძეს, რომელიც მეორე დღეა იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობს, დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერის თანამდებობას სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშირებით დანაშაულის პრევენციის ცენტრი და აღსრულების ეროვნული ბიურო ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული თანამდებობა როგორც საფეხურით ასევე ანაზღაურების მხრივ, ტოლფასია იმ თანამდებობისა, რომელიც დღეს კონკრეტულ პიროვნებას მ.ბ.-ს. უკავია. როგორც ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, ახობაძე მ.ბ.-ს გათავისუფლებას და მის ნაცვლად დანიშნვნას ითხოვს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2019 წლის 27 თებერვალს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ თანამშრომელს ბატონ თამაზ ახობაძეს, მისივე მოთხოვნის შესაბამისად, შეხვდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. შეხვედრა ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა და, როგორც ყველა წინა მსგავსი შეხვედრა, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაინტერესებულ პირთან ყოფილა გამართული, უშედეგოდ დასრულდა.შეხვედრაზე თამაზ ახობაძეს მორიგჯერ აუხსნეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განჩინების თანახმად (დავა თამაზ ახობაძესა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის განრიდება/მედიაციის პროგრამების მენეჯერს მ.ბ.-ს შორის), თამაზ ახობაძის სასარგებლოდ აღსასრულებელი გადაწყვეტილება (2017 წლის 9 მარტი, თბილისის სააპელაციო სასამართლო, შრომითი დავა დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და თ. ახობაძეს შორის) არ წარმოადგენდა თამაზ ახობაძისათვის სასურველ თანამდებობაზე მომუშავე პირის (ამ შემთხვევაში მ.ბ.-ს) გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს.უზენაესი სასამართლოს განჩინებაში მოყვანილ ამ განმარტებას (იხ. პუნქტი 44) მორიგჯერ არ დაეთანხმა თამაზ ახობაძე და კვლავ მოითხოვა განრიდება/მედიაციის მენეჯერად დანიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ ამ თანამდებობაზე უკვე მესამე წელია, რაც მუშაობს მ.ბ. იმავე შეხვედრაზე, საკითხი შეეხო განაცდურის ანაზღაურების საკითხს.

თამაზ ახობაძეს განემარტა, რომ განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არავითარი წინაღობა არ არსებობდა, რაზეც თამაზ ახობაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ თანხის ოდენობაზე ითხოვდა თანხის დამატებას („რაიმე მცირედი/სიმბოლური მაინც“) ან წერილობითი სახით ბოდიშის მოხდას. მას განემარტა, რომ ამგვარ დამატებით ზომებს აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა.შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დანაშაულის პრევენციის ცენტრი და აღსრულების ეროვნული ბიურო თვლიან, რომ ამოწურულია ყოველგვარი რესურსი დაინტერესებულ პირთან რაიმე ტიპის სამართლებრივი თუ სხვა გონივრული დისკუსიისა. ამას ემატება ისიც, რომ თამაზ ახობაძის, ისედაც აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი პირის, ინსტრუმენტალიზაციის რეალური საფრთხე არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან.

შესაბამისად, - მიუხედავად იმისა, რომ თამაზ ახობაძე წინააღმდეგია 2017 წლის 9 მარტის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად დანაშაულის პრევენციის ცენტრისათვის დაკისრებული განაცდურის მიღებაზე და ითხოვს დამატებით თანხას ან ბოდიშის მოხდას, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული არ არის, დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა თამაზ ახობაძის პირად ანგარიშზე გადასარიცხად. ამ მიზნით დანაშაულის პრევენციის ცენტრმა უკვე წამოიწყო შესაბამისი პროცედურები საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე.

არსებულ ვითარებაში, მოცემული თანხის პირად ანგარიშზე ჩარიცხვისთვის დაინტერესებული პირის თანხმობა არ იქნება მოპოვებული და აღსრულების ეროვნული ბიურო იმოქმედებს მკაცრად სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებში დაინტერესებულ პირთან რაიმე დამატებითი დისკუსიის გარეშე;

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საწინააღმდეგოდ, თამაზ ახობაძე ჯიუტად ითხოვს მ.ბ.-ს გათავისუფლებას განრიდება/მედიაციის მენეჯერის თანამდებობიდან და მისი პოზიციის დაკავებას, დანაშაულის პრევენციის ცენტრისთვის სწორედ უზენაესი სასამართლოს განჩინებაა ამოსავალი წერტილი და, ამიტომაც, როგორც ეს მოცემული სასამართლო განჩინებით არის დადგენილი, მ.ბ.-ს სამსახურიდან გათავისუფლება მის ნაცვლად თამაზ ახობაძის დანიშვნის მიზნით არ იგეგმება;

- მიუხედავად იმისა, რომ თამაზ ახობაძე განრიდება/მედიაციის მენეჯერად ითხოვს აღდგენას (მოცემული პოზიცია, როგორც მრავალჯერ იქნა განმარტებული, ამჟამად ვაკანტური არ არის და მისი ვაკანტურად ქცევისათვის, როგორც ეს უზენაესი სასამართლოს განჩინებაშია დაზუსტებული, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი), დანაშულის პრევენციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემულ იქნება ბრძანება თამაზ ახობაძის იმ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, რომელიც როგორც საფეხურით ასევე ანაზღაურების მხრივ, არის ტოლფასი იმ თანამდებობისა, რომელიც უკავია მ.ბ.-ს. ეს თანამდებობაა ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი.

ამ შემთხვევაშიც, ვინაიდან არ არსებობს არავითარი რესურსი დისკუსიისა, არ იქნება დაინტერესებული პირისაგან მოთხოვნილი თანხმობა მოცემულ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით. თავის მხრივ, დანაშაულის პრევენციის ცენტრი გამოთქვამს იმედს, რომ სამსახურში გამოცხადების შემთხვევაში, თამაზ ახობაძე გამოიჩენს კოლეგიალობასა და პატივისცემას თითოეული თანამშრომლისადმი და არ იქნება მოწოდებული პროვოკაციებისა და დაპირისპირებებისათვის, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა წარსულში" - ნათქვამია განცხადებაში.

VIDEO: "ჩემი ვარაუდით, ეს იყო პოლიტიკური შეუთავსებლობა" - რატომ შიმშილობს მამაკაცი, რომელიც იუსტიციის სამინისტროდან 2014 წელს გაათავისუფლეს

როგორც Ambebi.ge-ს თამაზ ახობაძემ განუცხადა, ცენტრის შეთავაზებას ის ეთანხმება.

"თუ ისინი შესაბამის ბრძანებას გამოსცემენ, რომ ოფიციალურად აღმადგენენ შემოთავაზებულ პოზიციაზე, მე ამაზე თანახმა ვარ" - აღნიშნა ახობაძემ.

შეგახსენებთ, თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი იუსტიციის სამინისტროდან 2014 წელს გაათავისუფლეს. მაშინ ანა სუბელიანი აცხადებდა, რომ ეს პირადად იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილება იყო. თანამშრომლების ინფორმაციით, მინისტრმა ისინი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს და სამინისტოს დავა მოუგეს.

"მყავს ერთი-ერთი საუკეთესო მანქანა, "ლენდ კრუიზერი 105", იცით როგორი გაცვეთილია უკვე? იმიტომ რომ ბევრს დავდივარ" - მეუფე ნიკოლოზი

"მე ვარ კარტოგრაფი - ცდილობენ ჩემს "გაშავებას", იყენებენ მდაბიო არგუმენტებს, რომ ვარ გიგი უგულავას ძმა" - ირაკლი უგულავა

კორონავირუსით ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი გარდაიცვალა