მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2019 წლის 1 მარტიდან, iPlus მულტიბრენდული კომპანია ხდება
2019 წლის 1 მარტიდან, iPlus მულტიბრენდული კომპანია ხდება

კომ­პა­ნია iPlus გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ჩვე­ნო მომ­ხმა­რებ­ლე­ბო! მხო­ლოდ თქვე­ნი უდი­დე­სი ნა­წი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღეთ შემ­დე­გი სა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც ახლა გა­გაც­ნობთ:

თქვენ­თან ერ­თად ვა­მა­ყობთ, რომ თქვენს და ჩვენს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა 2009 წლი­დან იწყე­ბა. ამ დრო­ი­დან ვცდი­ლობთ თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ შე­მო­ი­ფარ­გლოს მხო­ლოდ თქვენს მიერ პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნით. სწო­რედ შე­ძე­ნის შემ­დეგ გრძელ­დე­ბა, ვი­თარ­დე­ბა და ღრმავ­დე­ბა ჩვენს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა. აიპ­ლი­უ­სის მი­ზა­ნია, ყვე­ლა­ზე სან­დო, კრე­ა­ტი­უ­ლი და თქვენს ინ­ტე­რე­სებ­თან ახ­ლოს მყო­ფი კომ­პა­ნია ვი­ყოთ, თქვენ აქ­ტი­უ­რად ხართ ჩარ­თუ­ლი და გვეხ­მა­რე­ბით რჩე­ვე­ბით, კრი­ტი­კით, შე­ფა­სე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის დახ­ვე­წა­სა და სრულ­ყო­ფა­ში. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო დღე თქვენ­თვის უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვინც ამ ტექსტს კი­თხუ­ლობთ, უმე­ტე­სო­ბა თქვენ­გა­ნი ჩვე­ნი გუნ­დი­სათ­ვის ნაც­ნო­ბი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხართ. ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ვგრძნობთ, თქვენს მხარ­და­ჭე­რას, რის­თვი­საც გვსურს მად­ლო­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბით გა­და­გი­ხა­დოთ. თქვენ­თან ერ­თად ვა­მა­ყობთ, რომ Apple-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი ვართ, რაც მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევთ, შე­ი­ძი­ნოთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­რან­ტი­ით. უმე­ტე­სო­ბას გვახ­სოვს, პირ­ვე­ლი iPhone, შემ­დეგ iPhone, 3G, 3GS, 4, 4S, 5, 5C, 5S, 6, 6 Plus, 6S, 6S Plus, SE, 7, 7 Plus, 8, 8 Plus, X, XS, XS Max, XR - გვა­ხა­რებს, რომ 2009 წლი­დან თქვე­ნი პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან სწო­რედ iPlus-ის გუნდს უკავ­შირ­დე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ Apple-ის პო­ლი­ტი­კა მი­მარ­თუ­ლია მა­რალ­ხა­რის­ხი­ან ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე, რაც უფრო ვი­თარ­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გია იზ­რდე­ბა მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც. Apple სა­ერ­თა­შო­რი­სო კორ­პო­რა­ცი­აა და მის სტრა­ტე­გი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს.

ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პი ვერ ეწე­ვა და ჩა­მორ­ჩე­ბა Apple-ის გან­ვი­თა­რე­ბის ტემპს, რა­მაც ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლი­სათ­ვის Apple-ის პრო­დუქ­ცი­ას­თან ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა გა­არ­თუ­ლა. iPhone ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც წლი­დან-წლამ­დე მზარ­დია, ხოლო ჩვე­ნი და თქვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი, არც იმ­დე­ნად მზარ­დი, რომ Apple-ის ყვე­ლა მომ­დევ­ნო პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც სულ უფრო ძვირ­ფა­სია, მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს. გარ­და ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის და­ბა­ლი ზრდის და iPhone-ის ღი­რე­ბუ­ლე­ბას შო­რის დის­ბა­ლან­სი­სა, მომ­ხმრებ­ლე­ბი­სათ­ვის და­მა­ტე­ბი­თი წნე­ხი, 2019 წლის 1 იან­ვარს ამოქ­მე­დე­ბუ­ლი გან­ვა­დე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გახ­და.

რე­გუ­ლა­ცი­ებ­მა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას კი­დევ უფრო შე­უ­ზღუ­და წვდო­მა Apple-ის ძვირ­ფას პრო­დუქ­ცი­ა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად iPlus-ის გუნ­დი დი­ნა­მი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა. გვე­ა­მა­ყე­ბა მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 2009 წლი­დან დღემ­დე გვყავს. თქვენ ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ხართ. ჩვენ­თვის სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია Apple-ის პრო­დუქ­ცი­ა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის ფი­ნან­სუ­რი ხელ­მი­უწ­ვდომ­ლო­ბა. ამავდრო­უ­ლად, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ თქვენს სურ­ვილს iPlus-თან ერ­თად გა­აგ­რძე­ლოთ გან­ვი­თა­რე­ბა. ჩვე­ნი გუნ­დის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი სურ­ვი­ლია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და კი­დევ უფრო გან­ვამ­ტკი­ცოთ ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებ­თან. iPlus არ შე­ა­ჩე­რებს გან­ვი­თა­რე­ბას, ჩვენ ვერ ვი­ტყვით უარს ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბაც დღეს ვერ ახერ­ხებს ძვირ­ფა­სი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნას ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი რა­მო­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის ერ­თად დამ­თხვე­ვის გამო. ვი­წყებთ პრო­დუქ­ცი­ის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას იმის­თვის, რომ თქვენ­თან ერ­თად მრა­ვა­ლი წლე­ბის წინ და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფრო დახ­ვე­წი­ლად და ხა­რის­ხი­ა­ნად ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გან­ვა­ვი­თა­როთ. ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მა ჩავ­დეთ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით თქვენ­თვის სან­დო და სა­ა­მა­ყო კომ­პა­ნია, დღეს კი ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი წნე­ხის გამო, რო­დე­საც მომ­ხმა­რე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ ყი­დუ­ლობს Apple-ის პრო­დუქ­ცი­ას, ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გთავ­ზობთ Apple-ის პრო­დუქ­ცი­ას­თან ერ­თად, iPhone-თან შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის Samsung-ის სმარ­ტფო­ნებს. და­გეგ­მი­ლი გვაქვს თქვე­ნი მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სხვა ბრენ­დებ­საც შე­მოგ­თა­ვა­ზოთ.

2019 წლის 1 მარ­ტი­დან, iPlus მულ­ტიბ­რენ­დუ­ლი კომ­პა­ნია ხდე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად, “აიპ­ლი­უ­სის” გა­სა­ყიდ პრო­დუქ­ცი­ა­ში, 90%-იან წილს Apple-ის პრო­დუქ­ცია შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ბრენ­დე­ბის წილი 10%-მდე გვექ­ნე­ბა, რო­მელ­საც ნელ-ნელა გან­ვა­ვი­თა­რებთ. iPlus ყო­ველ­თვის იყო კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტს ახ­დენ­და, ჩვენ მომ­ხმა­რებ­ლებს მუდ­მი­ვად ვაძ­ლევ­დით შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ხოლო დღეს ბა­ზარ­ზე შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ ვი­ტყვით უარს იმ მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ვი­ზი­ა­რებ­დით მსოფ­ლიო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. იმედს ვი­ტო­ვებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ხოლო Apple-ის მიერ შექ­მნი­ლი მო­რი­გი სა­ოც­რე­ბა მე­ტად ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ვმუ­შა­ობთ ბევ­რს, რომ თქვენ­თვის სულ უფრო მე­ტად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავ­ხა­დოთ, რო­გორც Apple-ის ასე­ვე, სხვა ბრენ­დე­ბის პრო­დუქ­ცია. ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მით iPlus-ის გუნ­დი!" - ნათ­ქვა­მია iPlus-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

2019 წლის 1 მარტიდან, iPlus მულტიბრენდული კომპანია ხდება

2019 წლის 1 მარტიდან, iPlus მულტიბრენდული კომპანია ხდება

კომპანია iPlus განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენო მომხმარებლებო! მხოლოდ თქვენი უდიდესი ნაწილის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ შემდეგი სახის გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა გაგაცნობთ:

თქვენთან ერთად ვამაყობთ, რომ თქვენს და ჩვენს შორის ურთიერთობა 2009 წლიდან იწყება. ამ დროიდან ვცდილობთ თქვენთან ურთიერთობა არ შემოიფარგლოს მხოლოდ თქვენს მიერ პროდუქციის შეძენით. სწორედ შეძენის შემდეგ გრძელდება, ვითარდება და ღრმავდება ჩვენს შორის ურთიერთობა. აიპლიუსის მიზანია, ყველაზე სანდო, კრეატიული და თქვენს ინტერესებთან ახლოს მყოფი კომპანია ვიყოთ, თქვენ აქტიურად ხართ ჩართული და გვეხმარებით რჩევებით, კრიტიკით, შეფასებით მომსახურების დახვეწასა და სრულყოფაში. მაქსიმალურად ვცდილობთ ყოველი მომდევნო დღე თქვენთვის უფრო კომფორტული იყოს.

აღსანიშნავია, რომ ვინც ამ ტექსტს კითხულობთ, უმეტესობა თქვენგანი ჩვენი გუნდისათვის ნაცნობი და მნიშვნელოვანი ხართ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ, თქვენს მხარდაჭერას, რისთვისაც გვსურს მადლობა მაღალი ხარისხის მომსახურებით გადაგიხადოთ. თქვენთან ერთად ვამაყობთ, რომ Apple-ის ოფიციალური პარტნიორები ვართ, რაც მეტ შესაძლებლობას გაძლევთ, შეიძინოთ ოფიციალური ტექნიკა, ოფიციალური გარანტიით. უმეტესობას გვახსოვს, პირველი iPhone, შემდეგ iPhone, 3G, 3GS, 4, 4S, 5, 5C, 5S, 6, 6 Plus, 6S, 6S Plus, SE, 7, 7 Plus, 8, 8 Plus, X, XS, XS Max, XR - გვახარებს, რომ 2009 წლიდან თქვენი პირველი გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიებთან სწორედ iPlus-ის გუნდს უკავშირდება.

ცნობილია, რომ Apple-ის პოლიტიკა მიმართულია მარალხარისხიან ტექნოლოგიაზე, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგია იზრდება მისი ღირებულებაც. Apple საერთაშორისო კორპორაციაა და მის სტრატეგიას საერთაშორისო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები განაპირობებს.

ქართული ეკონომიკის განვითარების ტემპი ვერ ეწევა და ჩამორჩება Apple-ის განვითარების ტემპს, რამაც ქართველი მომხმარებლისათვის Apple-ის პროდუქციასთან ხელმისაწვდომობა გაართულა. iPhone ტექნოლოგიურად ვითარდება, შესაბამისად მისი ღირებულებაც წლიდან-წლამდე მზარდია, ხოლო ჩვენი და თქვენი შემოსავალი, არც იმდენად მზარდი, რომ Apple-ის ყველა მომდევნო პროდუქცია, რომელიც სულ უფრო ძვირფასია, მარტივად ხელმისაწვდომი იყოს. გარდა ჩვენი ეკონომიკის დაბალი ზრდის და iPhone-ის ღირებულებას შორის დისბალანსისა, მომხმრებლებისათვის დამატებითი წნეხი, 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებული განვადების რეგულაციები გახდა.

რეგულაციებმა მომხმარებლების დიდ უმრავლესობას კიდევ უფრო შეუზღუდა წვდომა Apple-ის ძვირფას პროდუქციაზე და შესაბამისად iPlus-ის გუნდი დინამიური განვითარების შეფერხების წინაშე დააყენა. გვეამაყება მომხმარებლები, რომლებიც 2009 წლიდან დღემდე გვყავს. თქვენ ჩვენი ყველაზე დიდი ღირებულება ხართ. ჩვენთვის სრულიად გასაგებია Apple-ის პროდუქციაზე უმრავლესობის ფინანსური ხელმიუწვდომლობა. ამავდროულად, ვითვალისწინებთ თქვენს სურვილს iPlus-თან ერთად გააგრძელოთ განვითარება. ჩვენი გუნდის ყველაზე მთავარი სურვილია შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ურთიერთობა ჩვენს მომხმარებლებთან. iPlus არ შეაჩერებს განვითარებას, ჩვენ ვერ ვიტყვით უარს ჩვენს მომხმარებლებზე, რომელთა უმეტესობაც დღეს ვერ ახერხებს ძვირფასი პროდუქციის შეძენას ზემოთ ჩამოთვლილი რამოდენიმე ფაქტორის ერთად დამთხვევის გამო. ვიწყებთ პროდუქციის გამრავალფეროვნებას იმისთვის, რომ თქვენთან ერთად მრავალი წლების წინ დაწყებული ურთიერთობა კიდევ უფრო დახვეწილად და ხარისხიანად ნაბიჯ-ნაბიჯ განვავითაროთ. ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ ვყოფილიყავით თქვენთვის სანდო და საამაყო კომპანია, დღეს კი ბაზარზე არსებული ეკონომიკური წნეხის გამო, როდესაც მომხმარებელთა უმრავლესობა ვერ ყიდულობს Apple-ის პროდუქციას, ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით, გთავზობთ Apple-ის პროდუქციასთან ერთად, iPhone-თან შედარებით დაბალი ღირებულების Samsung-ის სმარტფონებს. დაგეგმილი გვაქვს თქვენი მოთხოვნის შესაბამისად უახლოეს პერიოდში სხვა ბრენდებსაც შემოგთავაზოთ.

2019 წლის 1 მარტიდან, iPlus მულტიბრენდული კომპანია ხდება. თავდაპირველად, “აიპლიუსის” გასაყიდ პროდუქციაში, 90%-იან წილს Apple-ის პროდუქცია შეინარჩუნებს, ხოლო დანარჩენი ბრენდების წილი 10%-მდე გვექნება, რომელსაც ნელ-ნელა განვავითარებთ. iPlus ყოველთვის იყო კომპანია, რომელიც საქართველოში საუკეთესო მაღალტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტს ახდენდა, ჩვენ მომხმარებლებს მუდმივად ვაძლევდით შესაძლებლობებს. ხოლო დღეს ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ვერ ვიტყვით უარს იმ მომხმარებლებზე, რომლებთან ერთადაც ვიზიარებდით მსოფლიო ტექნოლოგიების შესაძლებლობებს. იმედს ვიტოვებთ, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ხოლო Apple-ის მიერ შექმნილი მორიგი საოცრება მეტად ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის. ვმუშაობთ ბევრს, რომ თქვენთვის სულ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ, როგორც Apple-ის ასევე, სხვა ბრენდების პროდუქცია. ღრმა პატივისცემით iPlus-ის გუნდი!" - ნათქვამია iPlus-ის განცხადებაში.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი