პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მუშაობდა, არც გასართობად დადიოდა, მხოლოდ სწავლობდა..." - რას ყვება ახლობელი ვენაში დაკარგულ ქართველ სტუდენტზე
"არ მუშაობდა, არც გასართობად დადიოდა, მხოლოდ სწავლობდა..." - რას ყვება ახლობელი ვენაში დაკარგულ ქართველ სტუდენტზე

ვე­ნა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. ანრი ლო­მი­ძე ოთხი დღის წინ და­ი­კარ­გა და მის ძებ­ნა­ში უკვე ჩარ­თუ­ლია ავ­სტრი­ის პო­ლი­ცია, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.

ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის სა­ძებ­ნე­ლად ვე­ნა­ში გა­ემ­გზავ­რა მისი დე­ი­დაც. რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ნანო მღებ­რიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, ანრი ლო­მი­ძე კონ­ფლიქ­ტუ­რი არ იყო და ოჯახს მისი კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

"დე­ი­და წა­ვი­და ვე­ნა­ში, სა­დაც სა­კონ­სუ­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დახ­ვდნენ, რომ­ლებ­მაც მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რაც ან­რის მე­გობ­რე­ბის­გან იცოდ­ნენ. მე­გობ­რებს კვი­რას, შუ­ა­დღის შემ­დეგ არ უნა­ხავთ ანრი. არც ის უთ­ქვამთ, რომ კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და. ან­რის ნივ­თე­ბი ყვე­ლა­ფე­რი არის ად­გილ­ზე.

ბო­ლოს დედა ელა­პა­რა­კა, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში ემიგ­რა­ცი­ა­შია. ელა­პა­რა­კა შა­ბათს დი­ლით და ბავ­შვმა უთხრა, რომ გა­მოც­დე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და და მე­ცა­დი­ნე­ობ­და. შემ­დგომ, სა­ღა­მოს ისევ გა­და­უ­რე­კა დე­დამ და ვი­დე­ოთ­ვა­ლი ჩა­არ­თვე­ვი­ნა, აინ­ტე­რე­სებ­და რო­გორ იყო შვი­ლი. ნახა, რომ იწვა. არც მა­შინ არა­ფე­რი უთ­ქვამს ან კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და, ან რა­ი­მე. ზო­გა­დად, არ ამ­ბობ­და, რომ ცუდი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, ვის მე­ზობ­ლა­დაც ცხოვ­რობ­და.

ასევე დაგაინტერესებთ
15:14 / 01-03-2019

ვენაში დაკარგული ქართველი სტუდენტი იპოვეს

რომ ით­ქვა ქარ­თვე­ლებ­თან მი­ვი­დაო, არ არის მარ­თა­ლი, არა­ვის ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და, არ არის ასე­თი ტიპი, ყავს თა­ვი­სი სა­მე­გობ­რო და იქ წა­ვი­და სას­წავ­ლებ­ლად, არ უნ­დო­და ზედ­მე­ტი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. არ მუ­შა­ობ­და, არც გა­დარ­თო­ბად და­დი­ო­და, მხო­ლოდ სწავ­ლობ­და. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და, არ იყო კონ­ფლიქ­ტუ­რი და იქ რო­გორ შე­იც­ვლე­ბო­და? სი­ტყვა­ძუნ­წი ბი­ჭია და ვერ ვხვდე­ბით რა მოხ­და", - ამ­ბობს ლო­მი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ან­რის მშობ­ლე­ბი წარ­მო­შო­ბით ხა­რა­გა­უ­ლი­დან არი­ან და ოჯა­ხი წლე­ბია თბი­ლის­ში ცხოვ­რობს.

"არის ვერ­სი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ არ ჩა­მო­ვი­დაო, მაგ­რამ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ოჯახ­თან და შე­უძ­ლე­ბე­ლია არ შეხ­მი­ა­ნე­ბო­და. თუ ვინ­მეს აქვს ინ­ფორ­მა­ცია, გა­მოგ­ვეხ­მა­უ­როს, ან ან­რის ყუ­რამ­დე თუ მივა, იცო­დეს რომ ოჯა­ხი ეძებს!" - გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა ნანო მღებ­რიშ­ვილ­მა.

ავტორი:

"არ მუშაობდა, არც გასართობად დადიოდა, მხოლოდ სწავლობდა..." - რას ყვება ახლობელი ვენაში დაკარგულ ქართველ სტუდენტზე

"არ მუშაობდა, არც გასართობად დადიოდა, მხოლოდ სწავლობდა..." - რას ყვება ახლობელი ვენაში დაკარგულ ქართველ სტუდენტზე

ვენაში გაუჩინარებული ქართველი სტუდენტის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ანრი ლომიძე ოთხი დღის წინ დაიკარგა და მის ძებნაში უკვე ჩართულია ავსტრიის პოლიცია, ასევე საქართველოს საელჩო და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ახალგაზრდა ბიჭის საძებნელად ვენაში გაემგზავრა მისი დეიდაც. როგორც ოჯახის ახლობელი ნანო მღებრიშვილი AMBEBI.GE-ს უყვება, ანრი ლომიძე კონფლიქტური არ იყო და ოჯახს მისი კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"დეიდა წავიდა ვენაში, სადაც საკონსულოს წარმომადგენლები დახვდნენ, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია, რაც ანრის მეგობრებისგან იცოდნენ. მეგობრებს კვირას, შუადღის შემდეგ არ უნახავთ ანრი. არც ის უთქვამთ, რომ კონფლიქტი მოუვიდა. ანრის ნივთები ყველაფერი არის ადგილზე.

ბოლოს დედა ელაპარაკა, რომელიც იტალიაში ემიგრაციაშია. ელაპარაკა შაბათს დილით და ბავშვმა უთხრა, რომ გამოცდებისთვის ემზადებოდა და მეცადინეობდა. შემდგომ, საღამოს ისევ გადაურეკა დედამ და ვიდეოთვალი ჩაართვევინა, აინტერესებდა როგორ იყო შვილი. ნახა, რომ იწვა. არც მაშინ არაფერი უთქვამს ან კონფლიქტი მოუვიდა, ან რაიმე. ზოგადად, არ ამბობდა, რომ ცუდი ბავშვები იყვნენ, ვის მეზობლადაც ცხოვრობდა.

რომ ითქვა ქართველებთან მივიდაო, არ არის მართალი, არავის ეკონტაქტებოდა, არ არის ასეთი ტიპი, ყავს თავისი სამეგობრო და იქ წავიდა სასწავლებლად, არ უნდოდა ზედმეტი ურთიერთობები. არ მუშაობდა, არც გადართობად დადიოდა, მხოლოდ სწავლობდა. როდესაც საქართველოში ცხოვრობდა, არ იყო კონფლიქტური და იქ როგორ შეიცვლებოდა? სიტყვაძუნწი ბიჭია და ვერ ვხვდებით რა მოხდა", - ამბობს ლომიძეების ოჯახის ახლობელი.

მისივე თქმით, ანრის მშობლები წარმოშობით ხარაგაულიდან არიან და ოჯახი წლებია თბილისში ცხოვრობს.

"არის ვერსიები საქართველოში ხომ არ ჩამოვიდაო, მაგრამ ახლო ურთიერთობა აქვს ოჯახთან და შეუძლებელია არ შეხმიანებოდა. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, გამოგვეხმაუროს, ან ანრის ყურამდე თუ მივა, იცოდეს რომ ოჯახი ეძებს!" - განაცხადა AMBEBI.GE-სთან საუბარში ოჯახის ახლობელმა ნანო მღებრიშვილმა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო