სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისი რუმსის Garden Hall-ში ვალერიან შიუკაშვილის სოლო-კონცერტი გაიმართება
თბილისი რუმსის Garden Hall-ში ვალერიან შიუკაშვილის სოლო-კონცერტი გაიმართება

ხე­ლო­ვან­თა კავ­ში­რი კონ­ცეპტ Art 3 მარტს, დე­დის დღეს, ვა­ლე­რი­ან ში­უ­კაშ­ვი­ლის სოლო-კონ­ცერ­ტზე გიწ­ვევთ. პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ასე­ვე მო­ი­ცავს პი­ა­ნის­ტის ახა­ლი ალ­ბო­მის „Pregnancy Music“ პრე­ზენ­ტა­ცი­ას. სას­ტუმ­რო თბი­ლი­სი რუმ­სის Garden Hall-ში შეკ­რე­ბი­ლი მსმე­ნე­ლის­თვის შეს­რულ­დე­ბა ბა­ხის, შუ­ბერ­ტის, ჰენ­დე­ლის, მო­ცარ­ტის, შუ­მა­ნის, შო­პე­ნი­სა და ჩა­ი­კოვ­სკის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი.

დე­დის დღეს, ვა­ლე­რი­ან ში­უ­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ პროგ­რა­მას პირ­ვე­ლად შე­ას­რუ­ლებს, მა­ნამ­დე ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტი კონ­ცერტს 1 მარტს ფლო­რენ­ცი­ა­ში, დუ­ო­მოს ცენ­ტრში გა­მარ­თავს მე­დი­ჩე­ბის შთა­მო­მავ­ლის პა­უ­ლო დელ ბი­ან­კოს მიწ­ვე­ვით და სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ა­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ვა­ლე­რი­ან ში­უ­კაშ­ვი­ლი: „3 მარტს შე­ვას­რუ­ლებ სრუ­ლი­ად ახალ რე­პერ­ტუ­არს, 1 მარტს ვუკ­რავ ფლო­რენ­ცი­ა­ში და მე­ო­რე დღეს ჩა­მოვ­დი­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში, შეს­რუ­ლე­ბა უნდა იყოს სა­ინ­ტე­რე­სო, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ლა­მა­ზი და ამა­ვე დროს უნდა მო­ა­ხერ­ხო არ­ტის­ტო­ბა, პი­ა­ნის­ტე­ბიც ხომ არ­ტის­ტე­ბი ვართ, უბ­რა­ლოდ, ჩვენ ვსა­უბ­რობთ თი­თე­ბით, ბგე­რე­ბით. თუ ბგე­რა არ სა­უბ­რობს და შენ არ შე­გიძ­ლია გად­მოს­ცე ის, რისი თქმაც გინ­და, მა­შინ შენი, რო­გორც არ­ტის­ტის ფასი ნუ­ლია. მე არ მიყ­ვარს პი­ა­ნის­ტე­ბი, რომ­ლებ­საც თითი უს­წრებთ აზ­როვ­ნე­ბას. ამას რას­ტრა­პო­ვი­ჩი მას­წავ­ლი­და. რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლი ჩა­მი­ტა­რა, ის ჩე­ლო­ზე სა­უბ­რობ­და, თუმ­ცა ზუსტ გეზს მაძ­ლევ­და.“

პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რია ანა­ლი­ზი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ის ჯგუ­ფი ACT სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი2, სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი AT.GE, ჰოლ­დინ­გი „ფორ­ტუ­ნა“, ამ­ბე­ბი.ჯი, მე­დია პა­ლიტ­რა, სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი 118-08.

ხე­ლო­ვან­თა კავ­ში­რის გე­ნე­რა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი - „სი­ნერ­ჯი“ და კომ­პა­ნია „აირ­ზე­ნა“.

ბი­ლე­თე­ბი იყი­დე­ბა: tkt.ge

კონ­ცერ­ტის და­სა­წყი­სი:20:00

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

თბილისი რუმსის Garden Hall-ში ვალერიან შიუკაშვილის სოლო-კონცერტი გაიმართება

თბილისი რუმსის Garden Hall-ში ვალერიან შიუკაშვილის სოლო-კონცერტი გაიმართება

ხელოვანთა კავშირი კონცეპტ Art 3 მარტს, დედის დღეს, ვალერიან შიუკაშვილის სოლო-კონცერტზე გიწვევთ. პროექტი, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, ასევე მოიცავს პიანისტის ახალი ალბომის „Pregnancy Music“ პრეზენტაციას. სასტუმრო თბილისი რუმსის Garden Hall-ში შეკრებილი მსმენელისთვის შესრულდება ბახის, შუბერტის, ჰენდელის, მოცარტის, შუმანის, შოპენისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები.

დედის დღეს, ვალერიან შიუკაშვილი საქართველოში ახალ პროგრამას პირველად შეასრულებს, მანამდე ქართველი პიანისტი კონცერტს 1 მარტს ფლორენციაში, დუომოს ცენტრში გამართავს მედიჩების შთამომავლის პაულო დელ ბიანკოს მიწვევით და საერთაშორისო საქველმოქმედო აქციაში მიიღებს მონაწილეობას.

ვალერიან შიუკაშვილი: „3 მარტს შევასრულებ სრულიად ახალ რეპერტუარს, 1 მარტს ვუკრავ ფლორენციაში და მეორე დღეს ჩამოვდივარ საქართველოში, შესრულება უნდა იყოს საინტერესო, მრავალფეროვანი, ლამაზი და ამავე დროს უნდა მოახერხო არტისტობა, პიანისტებიც ხომ არტისტები ვართ, უბრალოდ, ჩვენ ვსაუბრობთ თითებით, ბგერებით. თუ ბგერა არ საუბრობს და შენ არ შეგიძლია გადმოსცე ის, რისი თქმაც გინდა, მაშინ შენი, როგორც არტისტის ფასი ნულია. მე არ მიყვარს პიანისტები, რომლებსაც თითი უსწრებთ აზროვნებას. ამას რასტრაპოვიჩი მასწავლიდა. რამდენიმე გაკვეთილი ჩამიტარა, ის ჩელოზე საუბრობდა, თუმცა ზუსტ გეზს მაძლევდა.“

პროექტის მხარდამჭერია ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი ACT საინფორმაციო მხარდამჭერები სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2, საინფორმაციო პორტალი AT.GE, ჰოლდინგი „ფორტუნა“, ამბები.ჯი, მედია პალიტრა, საინფორმაციო ცენტრი 118-08.

ხელოვანთა კავშირის გენერალური პარტნიორები - „სინერჯი“ და კომპანია „აირზენა“.

ბილეთები იყიდება: tkt.ge

კონცერტის დასაწყისი:20:00

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება