პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკუთარი ბანკიდან გაცემული 17 მილიონი, გადაირიცხა ხაზარაძე-ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე" - პროკურატურა "თიბისი ბანკის" საქმეზე
"საკუთარი ბანკიდან გაცემული 17 მილიონი, გადაირიცხა ხაზარაძე-ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე" - პროკურატურა "თიბისი ბანკის" საქმეზე

მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში "თი­ბი­სი ბან­კის" საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა, სა­დაც ამ ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­აც­ნეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 2018 წლის 2 აგ­ვის­ტოს უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194 მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით. გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის მიერ 2018 წლის 01 აგ­ვის­ტოს, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით მო­წო­დე­ბუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით იკ­ვე­თე­ბა შემ­დე­გი სქე­მა:

2008 წლის აპ­რილ-მა­ის­ში - "თი­ბი­სი ბან­კმა" მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის კომ­პა­ნი­ებ­ზე - "სამ­გო­რი M"-სა და "სამ­გო­რი თრე­იდ­ზე" სეს­ხის სა­ხით გას­ცა 17 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი.

იმა­ვე დღეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი 17 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი უკ­ლებ­ლივ ჩა­ი­რი­ცხა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის პი­რად ან­გა­რი­შებ­ზე. მა­შინ რო­დე­საც კომ­პა­ნი­ებს "თი­ბი­სი ბან­კი­დან" აღ­ნიშ­ნუ­ლი სეს­ხი აღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ საბ­რუ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შევ­სე­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბით და არა ხა­ზა­რა­ძე-ჯა­ფა­რი­ძის­თვის სეს­ხის სა­ხით გა­და­სა­ცე­მად. ანუ სა­კუ­თა­რი ბან­კი­დან გა­ცე­მუ­ლი 17 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი იმა­ვე დღეს გა­და­ი­რი­ცხა ხა­ზა­რა­ძე-ჯა­ფა­რი­ძის პი­რად ან­გა­რი­შებ­ზე.

ამის შემ­დგომ მოვ­ლე­ნე­ბი ვი­თარ­დე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად:

2008 წლის ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის კომ­პა­ნი­ებს, ისე რომ სეს­ხის და­ფარ­ვაც კი არ იყო და­წყე­ბუ­ლი, სეს­ხის გა­დახ­დის ვადა, სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ, გა­ე­ზარ­დათ ერთი წლით. თუმ­ცა და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში, 2008 წლის 31 დე­კემ­ბერს, სეს­ხის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დად­გო­მამ­დე, “თი­ბი­სი ბან­კმა“:

1. აღ­ნიშ­ნულ სეს­ხებს სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ მი­ა­ნი­ჭა უი­მე­დო კლა­სი­ფი­კა­ცია;

2. სა­ბან­კო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით დად­გე­ნილ ვა­და­ზე ადრე, და­უ­სა­ბუ­თებ­ლად ჩა­მო­წე­რა ანუ გარე სა­ბა­ლან­სო ან­გა­რიშ­ზე გა­და­ი­ტა­ნა ისე, რომ არ მომ­ხდა­რა სეს­ხის თან­ხის გა­დახ­და;

3. არ მო­ახ­დი­ნა თავ­მდე­ბი პი­რე­ბის­თვის თან­ხის ანა­ზღა­უ­რე­ბის მო­თხოვ­ნა;

4. არ მო­ახ­დი­ნა ან­გა­რიშ­ზე არ­სე­ბუ­ლი თან­ხის უაქ­ცეპ­ტო წე­სით ჩა­მოჭ­რა ან სეს­ხის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ჩა­დე­ბუ­ლი ქო­ნე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა.

ხაზ­გას­მით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბან­კის მიერ შპს "სამ­გო­რი თრე­იდ­სა" და "სამ­გო­რი M"-ზე გა­ცე­მულ სეს­ხებს მი­ე­ნი­ჭა უი­მე­დო კლა­სი­ფი­კა­ცია, "თი­ბი­სი ბან­კი" გა­ნაგ­რძობ­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ხსე­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის დაკ­რე­დი­ტე­ბას და მათ­ზე სხვა საკ­რე­დი­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სეს­ხე­ბის გა­ცე­მას.

მე­ტიც, 2012 წელს, „თი­ბი­სი“ ბან­კმა სა­ერ­თოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ბან­კის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან, რაც გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დეგ­ნა­ი­რად:

"თი­ბი­სი ბან­კმა" ხა­ზა­რა­ძეს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი, ყო­ველ­გვა­რი სა­სეს­ხო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რე­შე, ჩა­ა­ნაც­ვლა ერთი თვით ადრე ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ით, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვი არ გა­აჩ­ნდა. ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ას­თან გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც აღ­ნიშ­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ, ნაც­ვლად "სამ­გო­რი M"-ისა და "სამ­გო­რი თრე­ი­დი­სა", აიღო "თი­ბი­სი ბან­კის­თვის" 17 მი­ლი­ო­ნის ოდე­ნო­ბის სეს­ხის დაბ­რუ­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და თა­ვის მხრივ წარ­მო­ეშ­ვა ხა­ზა­რა­ძე-ჯა­ფა­რი­ძის­გან თან­ხის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად "თი­ბი­სი ბან­კმა", გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, იპო­თე­კის­გან გა­მო­ა­თა­ვი­სუფ­ლა სეს­ხის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ჩა­დე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბი.

სა­გუ­ლის­ხმოა ის ფაქ­ტი, რომ ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის მინ­დო­ბილ პირს წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე პ.ღ, რო­მე­ლიც "სამ­გო­რი M"-ზე და "სამ­გო­რი თრე­იდ"-ზე სეს­ხე­ბის გა­ცე­მი­სას იყო "თი­ბი­სი ბან­კის" საკ­რე­დი­ტო კო­მი­ტე­ტის წევ­რი, ხოლო მათი ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ით ჩა­ნაც­ვლე­ბი­სას იკა­ვებ­და "თი­ბი­სი ბან­კის" ერთ-ერთ მა­ღალ მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ას. ხა­ზა­რა­ძეს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ხსე­ნე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­სა და ოფ­შო­რულ კომ­პა­ნი­ას შო­რის ჩარ­თულ შუ­ა­მა­ვალ კომ­პა­ნი­ას­თან მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა­ზე მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი გა­ფორმ­და 2012 წლის 28 სექ­ტემ­ბერს.

ამავდრო­უ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, რომ "სამ­გო­რი თრე­იდს“ და შპს "სამ­გო­რი M”-ს სეს­ხე­ბი ისე ჩა­მო­ე­წე­რა, რომ ამ კომ­პა­ნი­ებს სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის თან­ხა სა­ერ­თოდ არ გა­და­უხ­დი­ათ და აღ­ნიშ­ნუ­ლი სეს­ხე­ბი ბანკს დღემ­დე არ დაბ­რუ­ნე­ბია. გარ­და ამი­სა, დად­გე­ნი­ლია, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს ასე­ვე არ გა­უს­ტუმ­რე­ბი­ათ შპს „სამ­გო­რი თრე­ი­დი­სა“ და შპს „სამ­გო­რი M"-ის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ფაქტთან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის გა­მო­კი­თხვა, ასე­ვე და­მა­ტე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა და შეს­წავ­ლა. საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბას პე­რი­ო­დუ­ლად მი­აწ­ვდის გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას" - გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"საკუთარი ბანკიდან გაცემული 17 მილიონი, გადაირიცხა ხაზარაძე-ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე" - პროკურატურა "თიბისი ბანკის" საქმეზე

"საკუთარი ბანკიდან გაცემული 17 მილიონი, გადაირიცხა ხაზარაძე-ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე" - პროკურატურა "თიბისი ბანკის" საქმეზე

მთავარ პროკურატურაში "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები გააცნეს საზოგადოებას.

"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქმეზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2018 წლის 2 აგვისტოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018 წლის 01 აგვისტოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწოდებული წერილობითი ინფორმაცია.

გამოძიების ამ ეტაპზე საქმეში არსებული მტკიცებულებებით იკვეთება შემდეგი სქემა:

2008 წლის აპრილ-მაისში - "თიბისი ბანკმა" მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებზე - "სამგორი M"-სა და "სამგორი თრეიდზე" სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი.

იმავე დღეს, აღნიშნული 17 მილიონი აშშ დოლარი უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. მაშინ როდესაც კომპანიებს "თიბისი ბანკიდან" აღნიშნული სესხი აღებული ჰქონდათ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით და არა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის სესხის სახით გადასაცემად. ანუ საკუთარი ბანკიდან გაცემული 17 მილიონი აშშ დოლარი იმავე დღეს გადაირიცხა ხაზარაძე-ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე.

ამის შემდგომ მოვლენები ვითარდება შემდეგნაირად:

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში - მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებს, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული, სესხის გადახდის ვადა, სრულიად უსაფუძვლოდ, გაეზარდათ ერთი წლით. თუმცა დაახლოებით ერთ თვეში, 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, “თიბისი ბანკმა“:

1. აღნიშნულ სესხებს სრულიად უსაფუძვლოდ მიანიჭა უიმედო კლასიფიკაცია;

2. საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა ანუ გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა ისე, რომ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა;

3. არ მოახდინა თავმდები პირებისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა;

4. არ მოახდინა ანგარიშზე არსებული თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა ან სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონებების ჩამორთმევა.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ აღნიშნულის პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ ბანკის მიერ შპს "სამგორი თრეიდსა" და "სამგორი M"-ზე გაცემულ სესხებს მიენიჭა უიმედო კლასიფიკაცია, "თიბისი ბანკი" განაგრძობდა მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებული კომპანიების დაკრედიტებას და მათზე სხვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე სესხების გაცემას.

მეტიც, 2012 წელს, „თიბისი“ ბანკმა საერთოდ გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, რაც განხორციელდა შემდეგნაირად:

"თიბისი ბანკმა" ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები, ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე, ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა. ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნულმა კომპანიამ, ნაცვლად "სამგორი M"-ისა და "სამგორი თრეიდისა", აიღო "თიბისი ბანკისთვის" 17 მილიონის ოდენობის სესხის დაბრუნების ვალდებულება და თავის მხრივ წარმოეშვა ხაზარაძე-ჯაფარიძისგან თანხის მოთხოვნის უფლება.

ამის პარალელურად "თიბისი ბანკმა", გარკვეული პერიოდულობით, იპოთეკისგან გამოათავისუფლა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონებები.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქე პ.ღ, რომელიც "სამგორი M"-ზე და "სამგორი თრეიდ"-ზე სესხების გაცემისას იყო "თიბისი ბანკის" საკრედიტო კომიტეტის წევრი, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას იკავებდა "თიბისი ბანკის" ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას. ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებულ კომპანიებსა და ოფშორულ კომპანიას შორის ჩართულ შუამავალ კომპანიასთან მომსახურების გაწევაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2012 წლის 28 სექტემბერს.

ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ "სამგორი თრეიდს“ და შპს "სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გადაუხდიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M"-ის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულება.

გამოძიების ფარგლებში გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა, ასევე დამატებითი დოკუმენტაციის მოპოვება და შესწავლა. საქმესთან დაკავშირებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის გამოძიების შესახებ ინფორმაციას" - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს