პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და USAID მოსახლეობის დასაქმებასა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და USAID მოსახლეობის დასაქმებასა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს

„ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან ახვლე­დი­ან­მა და USAID-ის მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა პი­ტერ ვიბ­ლერ­მა, ანაკ­ლი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ანაკ­ლი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრი გახ­სნეს და საგ­რან­ტო პროგ­რა­მა გა­მო­ა­ცხა­დეს.

„ანაკ­ლი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა“ „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ და USAID-ს „ზრდა“ პრო­ექ­ტის ერ­თობ­ლი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რო­მე­ლიც ანაკ­ლი­ი­სა და მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. პრო­ექ­ტის ამო­ცა­ნაა რე­გი­ონ­ში მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის­თვის ხე­ლის შე­წყო­ბა, ასე­ვე, პორ­ტი­სა და რე­გი­ო­ნის­თვის მო­თხოვ­ნა­დი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მუ­შაო ძა­ლის შექ­მნა და ად­გი­ლობ­რი­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა.

„ანაკ­ლი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში“, ანაკ­ლი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრი ანაკ­ლი­ი­სა და მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას ბაზ­რის­თვის მო­თხოვ­ნად სას­წავ­ლო კურ­სებს შეს­თა­ვა­ზებს. სას­წავ­ლო ცენ­ტრის მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბა­სა და პორ­ტი­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­გეგ­მი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლი და არ­სე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას. სას­წავ­ლო კურ­სე­ბი მო­ი­ცავს სხვა­დას­ხვა დარ­გს, მათ შო­რის, მე­წარ­მე­ო­ბას, ბიზ­ნე­სად­მი­ნის­ტრი­რე­ბას, ტუ­რიზმსა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას, ინ­გლი­სუ­რი ენი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის შეს­წავ­ლას. ყო­ვე­ლი­ვე ეს კი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­სა და რე­გი­ო­ნის მდგრად გან­ვი­თა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ანაკ­ლი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე, გა­მო­ცხად­და საგ­რან­ტო კონ­კურ­სი აგ­რა­რუ­ლი, ტუ­რის­ტუ­ლი თუ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის ზრდას და, თა­ნამ­დევ ტრე­ნინ­გებ­თან ერ­თად, მო­სახ­ლე­ო­ბის ბიზ­ნეს და ტექ­ნი­კუ­რი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მო­ი­ტანს.

„ანაკ­ლი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა“ ანაკ­ლი­ა­სა და მე­ზო­ბელ სოფ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბა, მომ­ზა­დე­ბულ­ნი შეხ­ვდნენ და უკე­თე­სად აით­ვი­სონ ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც მათ ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პრო­ექ­ტი შეს­თა­ვა­ზებთ. ანაკ­ლი­ის პორ­ტის 2.5 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ექტს „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი“ ავი­თა­რებს. ახა­ლი ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი ახალ რე­გი­ო­ნულ და ეკო­ნო­მი­კურ ჰა­ბად და აზი­ა­სა და ევ­რო­პას შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან სატ­რან­სპორ­ტო დე­რეფ­ნად მო­ი­აზ­რე­ბა. ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პირ­ვე­ლი ფა­ზის დას­რუ­ლე­ბა 2020 წლის ბო­ლოს­კენ იგეგ­მე­ბა, ეს პე­რი­ო­დია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი USAID-ის პრო­ექტ „ზრდი­სა“ და ADC-ის ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საც.

„ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა და და­საქ­მე­ბა, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბა და რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია. ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ამ საქ­მე­ში ასე­თი ძლი­ე­რი პარტნი­ო­რე­ბი გვყავს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენ ერ­თად შევ­ძლებთ, გა­ვაძ­ლი­ე­როთ რე­გი­ო­ნი, და­ვა­საქ­მოთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი და პორ­ტის პირ­ვე­ლი ფა­ზის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი გვყავ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან ახვლე­დი­ან­მა.

ავტორი:

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და USAID მოსახლეობის დასაქმებასა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და USAID მოსახლეობის დასაქმებასა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში, ანაკლიის სასწავლო ცენტრი გახსნეს და საგრანტო პროგრამა გამოაცხადეს.

„ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ანაკლიისა და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, ასევე, პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.

„ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში“, ანაკლიის სასწავლო ცენტრი ანაკლიისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ბაზრისთვის მოთხოვნად სასწავლო კურსებს შესთავაზებს. სასწავლო ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის დასაქმებასა და პორტისა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში შექმნილი და არსებული ბიზნესის განვითარებას. სასწავლო კურსები მოიცავს სხვადასხვა დარგს, მათ შორის, მეწარმეობას, ბიზნესადმინისტრირებას, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას, ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების შესწავლას. ყოველივე ეს კი ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებასა და რეგიონის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში, ასევე, გამოცხადდა საგრანტო კონკურსი აგრარული, ტურისტული თუ სხვა მიმართულებით, რაც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და, თანამდევ ტრენინგებთან ერთად, მოსახლეობის ბიზნეს და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას მოიტანს.

„ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ ანაკლიასა და მეზობელ სოფლებს დაეხმარება, მომზადებულნი შეხვდნენ და უკეთესად აითვისონ ეკონომიკური განვითარების ის ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც მათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი შესთავაზებთ. ანაკლიის პორტის 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავითარებს. ახალი ღრმაწყლოვანი პორტი ახალ რეგიონულ და ეკონომიკურ ჰაბად და აზიასა და ევროპას შორის მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფნად მოიაზრება. ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის დასრულება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება, ეს პერიოდია გათვალისწინებული USAID-ის პროექტ „ზრდისა“ და ADC-ის ერთობლივი პროგრამის განვითარებისთვისაც.

„ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და დასაქმება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და რეგიონის განვითარება ჩვენი მთავარი მიზანია. ძალიან სასიხარულოა, რომ ამ საქმეში ასეთი ძლიერი პარტნიორები გვყავს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ, გავაძლიეროთ რეგიონი, დავასაქმოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და პორტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, რაც შეიძლება მეტი მაღალკვალიფიციური ადამიანი გვყავდეს“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ