ავტორი:

ინფორმაცია ტაქსის მძღოლებისთვის - რაზე ისაუბრა თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე

ინფორმაცია ტაქსის მძღოლებისთვის - რაზე ისაუბრა თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე

პირველი მარტიდან ტაქსის მძღოლებს საკუთარი ავტომობილებისთვის ორი სახის ვაუჩერი გადაეცემათ. ერთი ვაუჩერი იქნება ავტომობილის სალონის ქიმიური წმენდის, მეორე კი, სატრანსპორტო საშუალების გადაღებვის. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მარტიდან ტაქსების რეფორმის ახალი ეტაპი - მანქანების ვიზუალური სტანდარტიზაცია იწყება.

„პირველი მარტიდან მოხდება ორი სახის ვაუჩერის გაცემა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება ამ მნიშვნელოვან რეფორმაზე. ერთი არის - მანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რათა მანქანა გარედან სტანდარტთან შესაბამისობაში მოვიდეს და მეორე არის ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ეკუთვნით ამ ვაუჩერის მიღება, უკვე მიუვიდათ შეტყობინებები და ეს პროცესი გრძელდება. მათთვის ცნობილია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერების მისაღებად და ასევე ის თუ როგორ ისარგებლებენ შემდეგში ამ ვაუჩერებით. ასევე, სათანადო ინფორმაცია განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე taxitbilisi.gov.ge და შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირი შევიდეს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია ამ რეფორმაზე. ასე, რომ 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც გავლილი ექნებათ ტექნიკური დათვალიერება, მისი გავლიდან ორი კვირის განმავლობაში მიმართავენ შესაბამის მისამართებს და მიიღებენ დასახელებულ ვაუჩერს“, - განაცხადა კალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ