მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი, რომელმაც "ოსკაროსან" ფილმზე იმუშავა - გაიცანით მიშა კაჭკაჭიშვილი ახალი ორლეანიდან
ქართველი, რომელმაც "ოსკაროსან" ფილმზე იმუშავა - გაიცანით მიშა კაჭკაჭიშვილი ახალი ორლეანიდან

წელს ამე­რი­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის მთა­ვა­რი პრი­ზის, “ოს­კა­რის” ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ნო­მი­ნა­ცია - სა­უ­კე­თე­სო ფილ­მის პრი­ზი “მწვა­ნე წიგნ­მა” აიღო. ამ ფილმზე ქარ­თველ­მა ხმის ჩა­წე­რის რე­ჟი­სორ­მა მიშა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა იმუ­შა­ვა. “მწვა­ნე წიგ­ნის” ორი მთა­ვა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი სცე­ნის აუ­დიო, სწო­რედ მის ხმის ჩამ­წერ სტუ­დია “ესპლა­ნა­და­ში” მომ­ზად­და, რო­მე­ლიც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­ხრე­თით, ქა­ლაქ ახალ ორ­ლე­ან­ში მდე­ბა­რე­ობს.

მიშა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილს "ამე­რი­კის ხმა" და­უ­კავ­შირ­და ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, სწო­რედ მა­შინ შე­ი­ტყვეს, რომ მას “ოს­კა­რის” ნო­მი­ნანტ კი­დევ ორ ფილმზე უმუ­შა­ვია: “შავი კლა­ნის კაცი” და “ვარ­სკვლა­ვი და­ი­ბა­და”.

“მწვა­ნე წიგნ­მა” სამი “ოს­კა­რი”, სამი “ოქ­როს გლო­ბუ­სი”, ბრი­ტა­ნუ­ლი “ბაფ­ტა” და ბევ­რი სხვა პრე­მია მო­ი­პო­ვა; “შავი კლა­ნის კა­ცის” აქ­ტივ­შია “ოს­კა­რი”, “ბაფ­ტა”, კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლის გრან-პრი და უამ­რა­ვი სხვა ნო­მი­ნა­ცია; ფილ­მის “ვარ­სკვლა­ვი და­ი­ბა­და” ჯილ­დო­ებს შო­რი­საა: “ოს­კა­რი”, “ოქ­როს გლო­ბუ­სი”, “ბაფ­ტა” და მრა­ვა­ლი სხვა პრი­ზი თუ ნო­მი­ნა­ცია.

"რე­ჟი­სორ სპა­იკ ლის ფილ­მის “შავი კლა­ნის კაცი” მუ­სი­კის ავ­ტო­რია ტე­რენს ბლან­ჩარ­დი. მას­თან ერ­თად, მი­ნი­მუმ 5-6 ფილმზე მი­მუ­შა­ვია. ბლან­ჩარ­დი აქ ცხოვ­რობს, ახალ ორ­ლე­ან­ში. შარ­შან ამ დროს, სპა­ი­კი იყო ჩა­მო­სუ­ლი ახალ ორ­ლე­ან­ში. ჩემ­თან სტუ­დი­ა­ში მო­ვიდ­ნენ და სა­უბ­რობ­დნენ იმა­ზე, თუ რო­გორ ჩა­ე­წე­რათ ფილ­მის მუ­სი­კა. ტე­რენ­სი და სპა­ი­კი დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი არი­ან, ბრუკ­ლი­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბენ.

მუ­სი­კა ორ ნა­წი­ლად გაყ­ვეს. ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ბლან­ჩარ­დის ელექტრო­ნულ ბენდ “ი-კო­ლექ­ტივ­თან” ერ­თად ჩა­ი­წე­რა, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი ორ­კესტრთან ერ­თად მომ­ზად­და. ის, რაც “ი-კო­ლექ­ტივ­მა” შე­ას­რუ­ლა, და­ახ­ლო­ე­ბით 10 მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნაკ­ვე­თი, მე ჩავ­წე­რე და შემ­დეგ ჩემს სტუ­დი­ა­ში­ვე მოხ­და მიქ­სინ­გი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ორ­კესტრო ნა­წილს, ის ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, “სო­ნის” სტუ­დი­ა­ში ჩა­წე­რეს. ფილმზე მუ­შა­ო­ბა შარ­შან, სა­დღაც აპ­რი­ლის ბო­ლოს, თუ მარ­ტის და­სა­წყის­ში და­ვას­რუ­ლეთ.

“რაც შე­ე­ხე­ბა “მწვა­ნე წიგნს”, მას­ზე მუ­შა­ო­ბაც გა­სულ წელს და­ი­წყო. ჩემ­თან, სტუ­დია “ესპლა­ნა­და­ში” ჩა­ი­წე­რა ფილ­მის გამ­ხსნე­ლი სცე­ნის მუ­სი­კა, სიმ­ღე­რა Old Black Majic, რომ­ლი­თაც ფილ­მი იწყე­ბა. ამ სიმ­ღე­რის­თვის ბენ­დიც მე ჩავ­წე­რე, მომ­ღე­რა­ლიც და მიქ­სინ­გიც მე გა­ვა­კე­თე” - ყვე­ბა ხმის რე­ჟი­სო­რი.

ფილ­მე­ბის გარ­და, სტუ­დი­ა­ში “ესპლა­ნა­და” რა თქმა უნდა, ბევრ მუ­სი­კა­ლურ ალ­ბომ­საც წე­რენ. ორი კვი­რის წინ დას­რულ­და რიკი ლი ჯონ­სის ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბის ჩა­წე­რა. ეს ამე­რი­კე­ლი ვო­კა­ლის­ტის რი­გით მე­ო­რე ალ­ბო­მია, რო­მე­ლიც მიშა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა მო­ამ­ზა­და. 2019 წელს ასე­ვე გა­მო­დის როკ-ჯგუ­ფის "ლაივ" ახა­ლი კონ­ცერ­ტი. მი­შას თქმით, ამ ალ­ბომ­ზე მუ­შა­ო­ბა მის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო და სხვე­ბის­გან გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რად­გან სიმ­ღე­რე­ბი ძვე­ლი მე­თო­დით, ფირ­ზე ჩა­წე­რეს.

მიშა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დია “ესპლა­ნა­და” ახალ ორ­ლე­ან­ში ყვე­ლა­ზე დიდი სტუ­დი­აა. “ესპლა­ნა­და­ში” იწე­რე­ბა ლუ­ი­ზი­ა­ნის ფი­ლარ­მო­ნი­ის 75-კა­ცი­ა­ნი ორ­კესტრის ალ­ბო­მე­ბი. მი­შას­თან უმუ­შა­ვი­ათ ისეთ ცნო­ბილ შემ­სრუ­ლებ­ლებს, რო­გო­რი­ცაა ერიკ კლაპ­ტო­ნი, ბი­ონ­სე, უილ ნელ­სო­ნი, ჯონ ლე­ჯენ­დი, მერი ჯეი ბლა­ი­ჯი, ჰარი კო­ნი­კი, კენ­დრიკ ლა­მა­რი და ბევ­რი სხვა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "ამე­რი­კის ხმის" სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ქართველი, რომელმაც "ოსკაროსან" ფილმზე იმუშავა - გაიცანით მიშა კაჭკაჭიშვილი ახალი ორლეანიდან

ქართველი, რომელმაც "ოსკაროსან" ფილმზე იმუშავა - გაიცანით მიშა კაჭკაჭიშვილი ახალი ორლეანიდან

წელს ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზის, “ოსკარის” ყველაზე პრესტიჟული ნომინაცია - საუკეთესო ფილმის პრიზი “მწვანე წიგნმა” აიღო. ამ ფილმზე ქართველმა ხმის ჩაწერის რეჟისორმა მიშა კაჭკაჭიშვილმა იმუშავა. “მწვანე წიგნის” ორი მთავარი მუსიკალური სცენის აუდიო, სწორედ მის ხმის ჩამწერ სტუდია “ესპლანადაში” მომზადდა, რომელიც შეერთებული შტატების სამხრეთით, ქალაქ ახალ ორლეანში მდებარეობს.

მიშა კაჭკაჭიშვილს "ამერიკის ხმა" დაუკავშირდა ინტერვიუს ჩასაწერად. როგორც გამოცემა წერს, სწორედ მაშინ შეიტყვეს, რომ მას “ოსკარის” ნომინანტ კიდევ ორ ფილმზე უმუშავია: “შავი კლანის კაცი” და “ვარსკვლავი დაიბადა”.

“მწვანე წიგნმა” სამი “ოსკარი”, სამი “ოქროს გლობუსი”, ბრიტანული “ბაფტა” და ბევრი სხვა პრემია მოიპოვა; “შავი კლანის კაცის” აქტივშია “ოსკარი”, “ბაფტა”, კანის ფესტივალის გრან-პრი და უამრავი სხვა ნომინაცია; ფილმის “ვარსკვლავი დაიბადა” ჯილდოებს შორისაა: “ოსკარი”, “ოქროს გლობუსი”, “ბაფტა” და მრავალი სხვა პრიზი თუ ნომინაცია.

"რეჟისორ სპაიკ ლის ფილმის “შავი კლანის კაცი” მუსიკის ავტორია ტერენს ბლანჩარდი. მასთან ერთად, მინიმუმ 5-6 ფილმზე მიმუშავია. ბლანჩარდი აქ ცხოვრობს, ახალ ორლეანში. შარშან ამ დროს, სპაიკი იყო ჩამოსული ახალ ორლეანში. ჩემთან სტუდიაში მოვიდნენ და საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ ჩაეწერათ ფილმის მუსიკა. ტერენსი და სპაიკი დიდი ხნის მეგობრები არიან, ბრუკლინიდან მოყოლებული მეგობრობენ.

მუსიკა ორ ნაწილად გაყვეს. ძირითადი ნაწილი ბლანჩარდის ელექტრონულ ბენდ “ი-კოლექტივთან” ერთად ჩაიწერა, მეორე ნაწილი კი ორკესტრთან ერთად მომზადდა. ის, რაც “ი-კოლექტივმა” შეასრულა, დაახლოებით 10 მუსიკალური მონაკვეთი, მე ჩავწერე და შემდეგ ჩემს სტუდიაშივე მოხდა მიქსინგი. რაც შეეხება საორკესტრო ნაწილს, ის ლოს-ანჯელესში, “სონის” სტუდიაში ჩაწერეს. ფილმზე მუშაობა შარშან, სადღაც აპრილის ბოლოს, თუ მარტის დასაწყისში დავასრულეთ.

“რაც შეეხება “მწვანე წიგნს”, მასზე მუშაობაც გასულ წელს დაიწყო. ჩემთან, სტუდია “ესპლანადაში” ჩაიწერა ფილმის გამხსნელი სცენის მუსიკა, სიმღერა Old Black Majic, რომლითაც ფილმი იწყება. ამ სიმღერისთვის ბენდიც მე ჩავწერე, მომღერალიც და მიქსინგიც მე გავაკეთე” - ყვება ხმის რეჟისორი.

ფილმების გარდა, სტუდიაში “ესპლანადა” რა თქმა უნდა, ბევრ მუსიკალურ ალბომსაც წერენ. ორი კვირის წინ დასრულდა რიკი ლი ჯონსის ახალი სიმღერების ჩაწერა. ეს ამერიკელი ვოკალისტის რიგით მეორე ალბომია, რომელიც მიშა კაჭკაჭიშვილმა მოამზადა. 2019 წელს ასევე გამოდის როკ-ჯგუფის "ლაივ" ახალი კონცერტი. მიშას თქმით, ამ ალბომზე მუშაობა მისთვის ძალიან საინტერესო იყო და სხვებისგან გამოირჩეოდა, რადგან სიმღერები ძველი მეთოდით, ფირზე ჩაწერეს.

მიშა კაჭკაჭიშვილის ხმის ჩამწერი სტუდია “ესპლანადა” ახალ ორლეანში ყველაზე დიდი სტუდიაა. “ესპლანადაში” იწერება ლუიზიანის ფილარმონიის 75-კაციანი ორკესტრის ალბომები. მიშასთან უმუშავიათ ისეთ ცნობილ შემსრულებლებს, როგორიცაა ერიკ კლაპტონი, ბიონსე, უილ ნელსონი, ჯონ ლეჯენდი, მერი ჯეი ბლაიჯი, ჰარი კონიკი, კენდრიკ ლამარი და ბევრი სხვა წაიკითხეთ ვრცლად "ამერიკის ხმის" საიტზე