სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტანისლავ ბონდარენკოს ემუქრებიან - მსახიობის სპექტაკლს დაღესტანში "პორნოგრაფია" უწოდეს
სტანისლავ ბონდარენკოს ემუქრებიან - მსახიობის სპექტაკლს დაღესტანში "პორნოგრაფია" უწოდეს

და­ღეს­ტან­ში უკი­დუ­რე­სად მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა მა­ჰა­ჩყა­ლას "მე­გობ­რო­ბის სახ­ლში" გა­მარ­თულ სპექ­ტაკლს - "კა­ცებ­ზე ნა­დი­რო­ბა". სცე­ნა­რი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლად მი­იჩ­ნია ცნო­ბილ­მა და­ღეს­ტნელ­მა სპორ­ტსმენ­მა ჰა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დოვ­მა. UFC-ის მებ­რძოლ­მა სპექ­ტაკლს "პორ­ნოგ­რა­ფია" უწო­და და მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის დას­ჯა მო­ი­თხო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც გა­მო­უჩ­ნდნენ.

ცნო­ბი­ლი და­ღეს­ტნე­ლი სპორ­ტსმე­ნის თქმით, სამ­წუ­ხა­როდ, "მა­ყუ­რებ­ლებს არ ეყოთ გამ­ბე­და­ო­ბა და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად იქა­უ­რო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ". შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის მებ­რძო­ლი ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პა­სუხს სთხოვს და ურ­ჩევს - "ასეთ ფა­ქიზ სა­კი­თხებს მეტი ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­კი­დონ..."

სპექ­ტაკლში ერთ-ერთ მთა­ვარ როლს სტა­ნის­ლავ ბონ­და­რენ­კო ას­რუ­ლებს, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს. რუ­სუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ცნო­ბი­ლი სახე, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ერთ-ერთი სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­და.

სპექ­ტაკ­ლის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში მსა­ხი­ობ­მა ნა­ტა­ლია რევა-რი­ა­დინ­სკა­ი­ამ პერ­სო­ნა­ჟი საც­ვლე­ბით გა­ნა­სა­ხი­ე­რა, სცე­ნა­ზე წელსზე­ვით გა­შიშ­ვლდა ბონ­და­რენ­კოც. ეს ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, დიდი ალ­ბა­თო­ბით ერთ-ერ­თმა მა­ყუ­რე­ბელ­მა ატ­ვირ­თა, რა­მაც და­ღეს­ტნე­ლი სპორ­ტსმე­ნის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. იმა­ვე სა­ღა­მოს, "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე, რო­მელ­საც 13 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს, ნურ­მა­გო­მე­დოვ­მა "ამ უმ­სგავ­სო­ბას" ვრცე­ლი პოს­ტი მი­უ­ძღვნა და "ვი­ღა­ცე­ბის ჭკუ­ა­ზე მო­საყ­ვა­ნად" ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა­ზეც ალა­პა­რაკ­და.

"ალაჰს გე­ფი­ცე­ბით, თუ და­ღეს­ტნე­ლი კა­ცე­ბი არ გა­მო­ფხიზ­ლდე­ბი­ან და წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბას არ და­ი­წყე­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი უა­რე­სო­ბის­კენ წავა..." - წერს სპორ­ტსმე­ნი.

ამ ფაქტს რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ, ბევ­რმა და­ღეს­ტნელ ჰა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დოვს ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის "სუ­ლი­ე­რი შვი­ლი" უწო­და.

"რუ­სე­თი ევ­რო­პაა, ხომ?! მეტი სი­ზუს­ტის­თვის ვკი­თხუ­ლობ - ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­აც ევ­რო­პულ ზო­ნა­ში გა­დის, თუ მხო­ლოდ მოს­კო­ვი, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი და სოჭი ეკუთ­ვნის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას? ეს ბიჭი რამ­დე­ნი წლი­საა? ოდეს­მე სმე­ნია, რომ თე­ატ­რი ხე­ლოვ­ნე­ბაა და მა­ინ­ცდა­მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, ის გო­ნე­ბა­სუს­ტმა ადა­მი­ა­ნებ­მა შე­ა­ფა­სონ?" - წერს ანია კრუტ­კი­ნა.

"კა­დი­რო­ვის კლა­სი... ამის შემ­დეგ არ მიკ­ვირს, რომ ბოლო წლებ­ში ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში 40-მდე ქალი მოკ­ლეს და თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. "მა­მო­ბი­ლი" კა­დი­რო­ვის­გან ალ­ბათ უკვე მი­ი­ღო სა­ქე­ბა­რი სი­ტყვე­ბი "ღირ­სე­უ­ლი საქ­ცი­ე­ლის­თვის..." - წერს ოლეგ ვოლ­კი­ნი.

და­ღეს­ტე­ლი სპორ­ტსმე­ნის პო­ზი­ცი­ის გა­შარ­ჟე­ბის გამო, უკვე მუ­ქა­რის ზა­რე­ბი და სმს-ები მი­ი­ღო ბლო­გერ­მა დე­ნის კო­სი­კოვ­მა, რომ­ლის თქმი­თაც, ის შე­ე­ცა­და სპექ­ტაკლსა და მის რე­ზო­ნანსზე მსუ­ბუ­ქად ეხუმ­რა. მი­სი­ვე თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ა­ო­ცა იმან, რომ ხუმ­რო­ბა­ზე გაბ­რაზ­და და­ღეს­ტნის "მან­სან­კა­ნის" გუნ­დის კა­პი­ტა­ნი ომარ ალი­ბუ­ტა­ე­ვი.

"ღირ­სე­ბი­სა და სინ­დი­სის მი­წა­ზე არ შე­იძ­ლე­ბა სპექ­ტაკ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა, იქ მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის ცემა, ხოც­ვა და სრო­ლე­ბია მი­ღე­ბუ­ლი, კა­ცუ­რად. თე­ატ­რი კი ნამ­დვი­ლი მა­მა­კა­ცე­ბის­თვის არ არის, - ხე­ლოვ­ნე­ბა ცუ­დია" - და­წე­რა ბლო­გერ­მა Twitter-ის გვერ­დზე, თუმ­ცა, მა­ლე­ვე წა­შა­ლა. პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რე­ბენ ის და­ღეს­ტნე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად იქ არ ცხოვ­რო­ბენ:

"მე და­ღეს­ტნე­ლი ვარ, თუმ­ცა, ახლა იქ არ ვცხოვ­რობ... თუ ასე ძა­ლი­ან არ მოგ­წონთ ეს კონ­ცერ­ტე­ბი და სპექ­ტაკ­ლე­ბი, ნუ ივ­ლით იქ და თქვენც და­ის­ვე­ნებთ" - წერს რა­მა­ზან მე­ჯუ­დო­ვი.

სხვე­ბი გა­ო­ცე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ, რა­ტომ აძ­ლევს ჰა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დო­ვი თავს ამ­დე­ნის უფ­ლე­ბას. "ბო­ლოს და ბო­ლოს ვინ არის ის, ექ­სპერ­ტი კულ­ტუ­რის სა­კი­თხებ­ში? რა­ტომ გახ­და მისი აზრი ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. იქ­ნებ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრა­დაც დაგ­ვი­ნიშ­ნონ" - წერს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

რო­გორც ჩანს, ნურ­მა­გო­მე­დო­ვის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ, რად­გან ამ ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში სპექ­ტაკ­ლის გამო ბო­დი­ში მო­ი­ხა­დეს მსა­ხი­ო­ბებ­მა; ასე­ვე სპექ­ტაკ­ლის პრო­დი­უ­სერ­მა და მსა­ხი­ობ­მა ივან ჟიდ­კოვ­მაც, რო­მელ­მაც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ბო­დი­ში მო­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

"მწუ­ხა­რე­ბით აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლი მა­ჰა­ჩყა­ლა­ში დიდ სკან­დალ­ში გა­და­ი­ზარ­და. ყვე­ლა­ნა­ი­რი სპე­კუ­ლა­ცი­ის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, მინ­და გან­ვმარ­ტო, რომ ჩვე­ნი მცდე­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა შე­უ­რა­ცხყო­ფა მიგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა და­ღეს­ტნე­ლი ხალ­ხის­თვის, მათ მი­მართ დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მოვ­ხა­ტავ. და­ი­წყო მუ­ქა­რე­ბი ჩემი და ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის, კო­ლე­გე­ბის მი­მართ. ამას ვე­რა­ნა­ირ შე­ფა­სე­ბას ვერ გა­ვუ­კე­თებ...

დიახ, ჩვენს კო­მე­დი­ურ წარ­მოდ­გე­ნა­ში იყო სცე­ნე­ბი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, არა­ერ­თგვა­როვ­ნად აღიქ­ვეს, ვერ გავ­თვა­ლეთ შე­საძ­ლო შე­დე­გე­ბი, რა­საც ჩვენს სი­სუს­ტედ მი­ვიჩ­ნევ. თუ ჩვენ­მა სპექ­ტაკლმა რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შე­უ­რა­ცხყო, ბო­დიშს ვიხ­დი" - და­წე­რა ბონ­და­რენ­კომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე.

ჰა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დო­ვი ვარ­სკვლა­ვად აქ­ცია 7 ოქ­ტომ­ბერს, ლას-ვე­გას­ში გა­მარ­თულ­მა ორ­თაბ­რძო­ლამ. შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლის და­ღეს­ტნე­ლი მებ­რძო­ლი ირ­ლან­დი­ელ კო­ნორ მა­კგ­რე­გორს შეხ­ვდა. მთა­ვა­რი ბრძო­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კი ნურ­მა­გო­მე­დო­ვი გახ­და. და­ღეს­ტა­ნე­ლი მებ­რძო­ლის­თვის ეს რი­გით 27-ე გა­მარ­ჯვე­ბა იყო. ამ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა მას ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი "მერ­სე­დე­სი" აჩუ­ქა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სტანისლავ ბონდარენკოს ემუქრებიან - მსახიობის სპექტაკლს დაღესტანში "პორნოგრაფია" უწოდეს

სტანისლავ ბონდარენკოს ემუქრებიან - მსახიობის სპექტაკლს დაღესტანში "პორნოგრაფია" უწოდეს

დაღესტანში უკიდურესად მწვავე რეაქცია მოჰყვა მაჰაჩყალას "მეგობრობის სახლში" გამართულ სპექტაკლს - "კაცებზე ნადირობა". სცენარი ადგილობრივებისთვის შეურაცხმყოფელად მიიჩნია ცნობილმა დაღესტნელმა სპორტსმენმა ჰაბიბ ნურმაგომედოვმა. UFC-ის მებრძოლმა სპექტაკლს "პორნოგრაფია" უწოდა და მსახიობებისა და ორგანიზატორების დასჯა მოითხოვა. მოგვიანებით მას მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ.

ცნობილი დაღესტნელი სპორტსმენის თქმით, სამწუხაროდ, "მაყურებლებს არ ეყოთ გამბედაობა და თავმოყვარეობა პროტესტის ნიშნად იქაურობა დაეტოვებინათ". შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი ადგილობრივ ხელისუფლებას პასუხს სთხოვს და ურჩევს - "ასეთ ფაქიზ საკითხებს მეტი ყურადღებით მოეკიდონ..."

სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ როლს სტანისლავ ბონდარენკო ასრულებს, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. რუსული სერიალების ცნობილი სახე, საქართველოში "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი სეზონის გამარჯვებულიც გახდა.

სპექტაკლის სცენარის მიხედვით, ერთ-ერთ ეპიზოდში მსახიობმა ნატალია რევა-რიადინსკაიამ პერსონაჟი საცვლებით განასახიერა, სცენაზე წელსზევით გაშიშვლდა ბონდარენკოც. ეს ვიდეო სოციალურ ქსელში, დიდი ალბათობით ერთ-ერთმა მაყურებელმა ატვირთა, რამაც დაღესტნელი სპორტსმენის აღშფოთება გამოიწვია. იმავე საღამოს, "ინსტაგრამის" პირად გვერდზე, რომელსაც 13 მილიონი გამომწერი ჰყავს, ნურმაგომედოვმა "ამ უმსგავსობას" ვრცელი პოსტი მიუძღვნა და "ვიღაცების ჭკუაზე მოსაყვანად" ქუჩის აქციების გამართვაზეც ალაპარაკდა.

"ალაჰს გეფიცებით, თუ დაღესტნელი კაცები არ გამოფხიზლდებიან და წესრიგის დამყარებას არ დაიწყებენ, ყველაფერი უარესობისკენ წავა..." - წერს სპორტსმენი.

ამ ფაქტს რუსი ინტერნეტმომხმარებლები გამოეხმაურნენ, ბევრმა დაღესტნელ ჰაბიბ ნურმაგომედოვს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის "სულიერი შვილი" უწოდა.

"რუსეთი ევროპაა, ხომ?! მეტი სიზუსტისთვის ვკითხულობ - ჩრდილოეთ კავკასიაც ევროპულ ზონაში გადის, თუ მხოლოდ მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი და სოჭი ეკუთვნის ცივილიზაციას? ეს ბიჭი რამდენი წლისაა? ოდესმე სმენია, რომ თეატრი ხელოვნებაა და მაინცდამაინც აუცილებელი არ არის, ის გონებასუსტმა ადამიანებმა შეაფასონ?" - წერს ანია კრუტკინა.

"კადიროვის კლასი... ამის შემდეგ არ მიკვირს, რომ ბოლო წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში 40-მდე ქალი მოკლეს და თითქმის ყველა მათგანის მკვლელობაში ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. "მამობილი" კადიროვისგან ალბათ უკვე მიიღო საქებარი სიტყვები "ღირსეული საქციელისთვის..." - წერს ოლეგ ვოლკინი.

დაღესტელი სპორტსმენის პოზიციის გაშარჟების გამო, უკვე მუქარის ზარები და სმს-ები მიიღო ბლოგერმა დენის კოსიკოვმა, რომლის თქმითაც, ის შეეცადა სპექტაკლსა და მის რეზონანსზე მსუბუქად ეხუმრა. მისივე თქმით, განსაკუთრებით გააოცა იმან, რომ ხუმრობაზე გაბრაზდა დაღესტნის "მანსანკანის" გუნდის კაპიტანი ომარ ალიბუტაევი.

"ღირსებისა და სინდისის მიწაზე არ შეიძლება სპექტაკლების ჩვენება, იქ მხოლოდ ადამიანების ცემა, ხოცვა და სროლებია მიღებული, კაცურად. თეატრი კი ნამდვილი მამაკაცებისთვის არ არის, - ხელოვნება ცუდია" - დაწერა ბლოგერმა Twitter-ის გვერდზე, თუმცა, მალევე წაშალა. პოზიციას იზიარებენ ის დაღესტნელებიც, რომლებიც ამჟამად იქ არ ცხოვრობენ:

"მე დაღესტნელი ვარ, თუმცა, ახლა იქ არ ვცხოვრობ... თუ ასე ძალიან არ მოგწონთ ეს კონცერტები და სპექტაკლები, ნუ ივლით იქ და თქვენც დაისვენებთ" - წერს რამაზან მეჯუდოვი.

სხვები გაოცებას გამოხატავენ, რატომ აძლევს ჰაბიბ ნურმაგომედოვი თავს ამდენის უფლებას. "ბოლოს და ბოლოს ვინ არის ის, ექსპერტი კულტურის საკითხებში? რატომ გახდა მისი აზრი ასეთი მნიშვნელოვანი. იქნებ კულტურის მინისტრადაც დაგვინიშნონ" - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

როგორც ჩანს, ნურმაგომედოვის მხარდამჭერები აგრესიულ ქმედებებზე გადავიდნენ, რადგან ამ ამბიდან რამდენიმე დღეში სპექტაკლის გამო ბოდიში მოიხადეს მსახიობებმა; ასევე სპექტაკლის პროდიუსერმა და მსახიობმა ივან ჟიდკოვმაც, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ თეატრის მსახიობებს სოციალურ ქსელში ემუქრებოდნენ.

"მწუხარებით აღვნიშნავ, რომ ჩვენი სპექტაკლი მაჰაჩყალაში დიდ სკანდალში გადაიზარდა. ყველანაირი სპეკულაციის აღმოსაფხვრელად, მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მცდელობა არ ყოფილა შეურაცხყოფა მიგვეყენებინა დაღესტნელი ხალხისთვის, მათ მიმართ დიდ პატივისცემას გამოვხატავ. დაიწყო მუქარები ჩემი და ჩემი ახლობლების, კოლეგების მიმართ. ამას ვერანაირ შეფასებას ვერ გავუკეთებ...

დიახ, ჩვენს კომედიურ წარმოდგენაში იყო სცენები, რომელიც შესაძლოა, არაერთგვაროვნად აღიქვეს, ვერ გავთვალეთ შესაძლო შედეგები, რასაც ჩვენს სისუსტედ მივიჩნევ. თუ ჩვენმა სპექტაკლმა რესპუბლიკის მოქალაქეები შეურაცხყო, ბოდიშს ვიხდი" - დაწერა ბონდარენკომ სოციალური ქსელის თავის გვერდზე.

ჰაბიბ ნურმაგომედოვი ვარსკვლავად აქცია 7 ოქტომბერს, ლას-ვეგასში გამართულმა ორთაბრძოლამ. შერეული ორთაბრძოლის დაღესტნელი მებრძოლი ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს შეხვდა. მთავარი ბრძოლის გამარჯვებული კი ნურმაგომედოვი გახდა. დაღესტანელი მებრძოლისთვის ეს რიგით 27-ე გამარჯვება იყო. ამ გამარჯვების შემდეგ, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მას ძვირადღირებული "მერსედესი" აჩუქა.

კორონავირუსით დაინფიცირებულმა ჩინელმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

"ქალები ძალადობაზე არ ჩივიან, თუ მამაკაცი სიმპათიურია" - ეკვადორის პრეზიდენტმა სექსისტური განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

რუსეთმა ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა, ჰონგ-კონგში კი, ჩინეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის მოთხოვნით, ექიმები გაიფიცნენ