სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული არყის 90 000 ბოთლი კიმ ჩენ ინისთვის მიჰქონდათ, თუმცა ევროპამ დიქტატორი სასმელის გარეშე დატოვა
რუსული არყის 90 000 ბოთლი კიმ ჩენ ინისთვის მიჰქონდათ, თუმცა ევროპამ დიქტატორი სასმელის გარეშე დატოვა

ჰო­ლან­დი­ელ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა რო­ტერ­და­მის პორ­ტში 90 000 არ­ყის ბოთ­ლის კონ­ფის­კა­ცია მო­ახ­დი­ნეს. „გარ­დი­ა­ნი“ წერს, რომ არა­ყი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რი­სა და მისი სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

ჰო­ლან­დი­ე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, რუ­სუ­ლი არა­ყი ჩი­ნურ სატ­ვირ­თო გემ „ნე­ბუ­ლა­ზე“ აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

3 ათას ყუთ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი არა­ყი ჰამ­ბურ­გი­სა და რო­ტერ­და­მის პორ­ტე­ბის გავ­ლით ჩი­ნეთ­ში უნდა ჩა­სუ­ლი­ყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მელს ფხე­ნი­ან­ში გა­და­ი­ტან­დნენ.

სა­ბა­ჟოს ოფი­ცე­რი არნო კო­ო­ი­ჯი მე­დი­ას­თან დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ არა­ყი სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის­თვის იყო გან­სა­ზღვრუ­ლი.

ჰო­ლან­დი­ის ვაჭ­რო­ბის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით კი მათ სრუ­ლი უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ, ამო­ე­ღოთ ალ­კოჰო­ლით დატ­ვირ­თუ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რი, რად­გან ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის დაც­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

კიმ ჩენ ინს, რო­მელ­მაც გა­ნათ­ლე­ბა შვე­ი­ცა­რი­ა­ში მი­ი­ღო, მდიდ­რუ­ლი და უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბა უყ­ვარს. გა­სულ წელს ფუ­ფუ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა ნივ­თის შე­სა­ძე­ნად ჩი­ნეთ­ში მან 4 მლნ დო­ლარ­ზე მეტი და­ხარ­ჯა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­მის ოჯახ­მა ჩი­ნეთ­ში სა­ზღვაო შვე­ულმფრე­ნი, მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, სა­ა­თე­ბი და ბეწ­ვე­უ­ლი შე­ი­ძი­ნა. ერთი ოჯა­ხის­თვის იმ­პორ­ტი­რე­ბულ­მა სა­ქო­ნელ­მა 2017 წელს ქვეყ­ნის სრუ­ლი იმ­პორ­ტის 17.8 % შე­ად­გი­ნა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

რუსული არყის 90 000 ბოთლი კიმ ჩენ ინისთვის მიჰქონდათ, თუმცა ევროპამ დიქტატორი სასმელის გარეშე დატოვა

რუსული არყის 90 000 ბოთლი კიმ ჩენ ინისთვის მიჰქონდათ, თუმცა ევროპამ დიქტატორი სასმელის გარეშე დატოვა

ჰოლანდიელმა მესაზღვრეებმა როტერდამის პორტში 90 000 არყის ბოთლის კონფისკაცია მოახდინეს. „გარდიანი“ წერს, რომ არაყი ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა და მისი სამხედრო მაღალჩინოსნებისთვის იყო განკუთვნილი.

ჰოლანდიელი სამართალდამცველების თქმით, რუსული არაყი ჩინურ სატვირთო გემ „ნებულაზე“ აღმოაჩინეს.

3 ათას ყუთში მოთავსებული არაყი ჰამბურგისა და როტერდამის პორტების გავლით ჩინეთში უნდა ჩასულიყო. მოგვიანებით კი, წინასწარი გამოძიების თანახმად, ალკოჰოლური სასმელს ფხენიანში გადაიტანდნენ.

საბაჟოს ოფიცერი არნო კოოიჯი მედიასთან დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ არაყი სანქციების ფონზე ჩრდილოეთ კორეისთვის იყო განსაზღვრული.

ჰოლანდიის ვაჭრობის მინისტრის განცხადებით კი მათ სრული უფლება ჰქონდათ, ამოეღოთ ალკოჰოლით დატვირთული კონტეინერი, რადგან ჩრდილოეთ კორეის მიმართ დაწესებული სანქციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

კიმ ჩენ ინს, რომელმაც განათლება შვეიცარიაში მიიღო, მდიდრული და უზრუნველი ცხოვრება უყვარს. გასულ წელს ფუფუნების სხვადასხვა ნივთის შესაძენად ჩინეთში მან 4 მლნ დოლარზე მეტი დახარჯა. გავრცელებული ინფორმაციით, კიმის ოჯახმა ჩინეთში საზღვაო შვეულმფრენი, მუსიკალური ინსტრუმენტები, საათები და ბეწვეული შეიძინა. ერთი ოჯახისთვის იმპორტირებულმა საქონელმა 2017 წელს ქვეყნის სრული იმპორტის 17.8 % შეადგინა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე