პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბაშიძის კომენტარი კარასინის განცხადებაზე - "მიჭირს იმის თქმა, რას გულისხმობდა "შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობებში"
აბაშიძის კომენტარი კარასინის განცხადებაზე - "მიჭირს იმის თქმა, რას გულისხმობდა "შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობებში"

ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის დროს გრი­გო­რი კა­რა­სინს ასე­თი რე­დაქ­ცი­ით არა­ფე­რი უთ­ქვამს და მი­ჭირს იმის თქმა, რას გუ­ლის­ხმობ­და ის "შე­საძ­ლო უსი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბებ­ში" , - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძემ გრი­გო­რი კა­რა­სი­ნის გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და. აბა­ში­ძის თქმით, მის­თვის უც­ნო­ბია, რას გუ­ლის­ხმობ­და კა­რა­სი­ნი, რო­დე­საც „შე­საძ­ლო უსი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბებ­ზე“ სა­უბ­რობ­და. "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას, ზუ­რაბ აბა­ში­ძე იმ სა­კი­თხებ­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ იყო, თუმ­ცა ქარ­თულ­მა მხა­რემ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან კი­დევ ერთხელ და­ა­ყე­ნა.

"ჩვე­ნი ფორ­მა­ტი გა­ნი­ხი­ლავს ისეთ სა­კი­თხებს, რო­გო­რი­ცაა სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი, სატ­რან­სპორ­ტი, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და ამა­ზეა აქ­ცენ­ტი­ე­ბუ­ლი პრა­ღის შეხ­ვედ­რე­ბი და დი­ა­ლო­გი, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად შეხ­ვედ­რის და­სა­წყის­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლეთ აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვალ­ში შექ­მნილ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ზე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. მო­ვიყ­ვა­ნეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვის, ასე­ვე, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პე­ბის უგულ­ველ­ყო­ფის კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი. ამ კონ­ტექ­სტში თქვა, რომ პრობ­ლე­მის მთა­ვა­რი გან­სა­ხილ­ვე­ლი ფორ­მა­ტია ჟენ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი.

ეს კო­მენ­ტა­რი მან ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უ­ბე­რი­სას გა­ა­კე­თა და მე ეს არ მო­მის­მე­ნია. ჩვე­ნი სა­უბ­რის დროს ასე­თი "რე­დაქ­ცი­ით" არა­ფე­რი უთ­ქვამს და მი­ჭირს იმის თქმა, რას გუ­ლის­ხმობ­და ის ამ გან­ცხა­დე­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ აბა­ში­ძემ.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი ქარ­თულ მხა­რეს "უსი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის" შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რუს­მა დიპ­ლო­მატ­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" სა­უბ­რი­სას გა­ა­კე­თა, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რა უსი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, არ აღუ­ნიშ­ნავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

აბაშიძის კომენტარი კარასინის განცხადებაზე - "მიჭირს იმის თქმა, რას გულისხმობდა "შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობებში"

აბაშიძის კომენტარი კარასინის განცხადებაზე - "მიჭირს იმის თქმა, რას გულისხმობდა "შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობებში"

ჩვენი შეხვედრის დროს გრიგორი კარასინს ასეთი რედაქციით არაფერი უთქვამს და მიჭირს იმის თქმა, რას გულისხმობდა ის "შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობებში" , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. აბაშიძის თქმით, მისთვის უცნობია, რას გულისხმობდა კარასინი, როდესაც „შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობებზე“ საუბრობდა. "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, ზურაბ აბაშიძე იმ საკითხებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო, თუმცა ქართულმა მხარემ მოლაპარაკებების მაგიდასთან კიდევ ერთხელ დააყენა.

"ჩვენი ფორმატი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტი, ჰუმანიტარული პრობლემები და ამაზეა აქცენტიებული პრაღის შეხვედრები და დიალოგი, თუმცა ამის მიუხედავად შეხვედრის დასაწყისში ყურადღება გავამახვილეთ აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილ მძიმე ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე. მოვიყვანეთ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის, ასევე, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების უგულველყოფის კონკრეტული მაგალითები. ამ კონტექსტში თქვა, რომ პრობლემის მთავარი განსახილველი ფორმატია ჟენვის საერთაშორისო კონსულტაციები.

ეს კომენტარი მან ჟურნალისტთან საუბერისას გააკეთა და მე ეს არ მომისმენია. ჩვენი საუბრის დროს ასეთი "რედაქციით" არაფერი უთქვამს და მიჭირს იმის თქმა, რას გულისხმობდა ის ამ განცხადებაში", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ქართულ მხარეს "უსიამოვნო მოულოდნელობების" შესახებ აფრთხილებს. აღნიშნული განცხადება, რუსმა დიპლომატმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას გააკეთა, თუმცა კონკრეტულად რა უსიამოვნო მოულოდნელობაზეა საუბარი, არ აღუნიშნავს.

19 აპრილს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება იგეგმება - "ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ შტაბის წარმოდგენა"

"გზააბნეული "მესიჯბოქსის" შემდეგ, თალაკვაძის განცხადებაში აისახა ის, რაც წასვლისას დავაფიქსირეთ" - გახარიას გუნდი "ოცნების" გადაწყვეტილებაზე

"გულწრფელად ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა პოლიტიკაში" - არჩილ თალაკვაძე მიხეილ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს