პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"9 მილიონი როკფელერმა პირადად გიორგის გადასცა" - უცნობი ფაქტები ქართველ ბალეტმეისტერზე, რომელსაც ამერიკული ბალეტის ფუძემდებელს უწოდებენ
"9 მილიონი როკფელერმა პირადად გიორგის გადასცა" - უცნობი ფაქტები ქართველ ბალეტმეისტერზე, რომელსაც ამერიკული ბალეტის ფუძემდებელს უწოდებენ

"როცა ქა­ლა­ქის ცენ­ტრი ბა­ლან­ჩი­ნის იყო" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვექ­ნებს "ნიუ-იორკ თა­იმ­სი" სტა­ტი­ას ქარ­თველ ქო­რეგ­რაფ­ზე ჯორჯ ბა­ლან­ჩინ­ზე და მის მოღ­ვა­წე­ო­ბას მთლი­ან გვერდს უძღვნის. ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის აღმშე­ნებ­ლო­ბა­ში ოთხ ქარ­თველს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. ესე­ნი იყ­ვნენ ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლი, გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი, ჯორჯ კობი და ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი (გი­ორ­გი ბა­ლან­ჩი­ვა­ძე)...

თუ რო­გორ შეძ­ლო ქარ­თველ­მა გი­ორ­გი ბა­ლან­ჩი­ვა­ძემ ამე­რი­კის­თვის ბა­ლე­ტი შე­ექ­მნა, ამა­ზე მრა­ვა­ლი წიგ­ნია გა­მო­ცე­მუ­ლი და ერთ-ერთი მათ­გა­ნი­დან სა­ინ­ტე­რე­სო ამო­ნა­რი­დე­ბი მო­ვი­პო­ვეთ:

"...გი­ორ­გი თა­ვის მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ "ახალ­გაზ­რდულ სა­ბა­ლე­ტო ჯგუფ­თან" ერ­თად პეტ­როგ­რა­დის ახ­ლომ­დე­ბა­რე ქა­ლა­ქებ­ში მოგ­ზა­უ­რობ­და და რა­ღაც კა­პი­კებს ასე შო­უ­ლობ­და. ხან თურ­მე კი­ნო­თე­ატ­რებ­ში აკომ­პა­ნი­მენტს უკ­რავ­და. გა­სამ­რჯე­ლოდ პურს, სა­პონს, ასანთს აძ­ლევ­დნენ. ძლივს გაჰ­ქონ­დათ თავი. ის კი არა, გი­ორ­გი და მისი ტოლი ბი­ჭე­ბი კა­ტებს იჭერ­დნენ თურ­მე, ატყა­ვებ­დნენ და იმას ჭამ­დნენ. დიდი შიმ­ში­ლო­ბა იყო. ერთი სი­ტყვით, ბევრ გა­ჭირ­ვე­ბას გა­უძ­ლეს. გი­ორ­გი სულ ბავ­შვი იყო მა­შინ", - ან­დრეა ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ეს მო­გო­ნე­ბა და სხვა უამ­რა­ვი ექ­სკლუ­ზი­ურ დე­ტა­ლე­ბი ნანა ლო­მი­ძის წიგნ­შია შე­ტა­ნი­ლი. ვე­ნა­ში მცხოვ­რე­ბი მუ­სი­კათმცოდ­ნე ნონა ლო­მი­ძე 20 წე­ლი­წად­ზე მე­ტია იკ­ვლევს სა­ხე­ლო­ვა­ნი ბა­ლეტ­მა­ის­ტე­რის ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნის ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას, ასე­ვე მის შე­სა­ხებ უცხო მა­სა­ლებს აგ­რო­ვებს და აქ­ვეყ­ნებს.

ამა­ვე წიგნ­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის­თვის იგი ცნო­ბი­ლია, რო­გორც ცეკ­ვის შექ­სპი­რი. ამ სა­ხელს ცო­ცხალ­თა შო­რის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ­სა­ხუ­რებს, მაგ­რამ მისი მე­გობ­რე­ბის­თვის და კო­ლე­გე­ბის­თვის იგი არის უბ­რა­ლოდ "მის­ტერ ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი", რუ­სეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და აღ­ზრდი­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი გე­ნი­აა, რომ­ლის სი­ცო­ცხლის ენერ­გია მის თავ­მდამ­ბლო­ბას­თან და იუ­მო­რის გრძნო­ბას­თან არის შერ­წყმუ­ლი. ბა­ლან­ჩინ­მა თით­ქმის მარ­ტომ გად­მო­ი­ტა­ნა ბა­ლე­ტი ამე­რი­კა­ში, ამე­რი­კულ ნი­ა­დაგ­ზე, უფრო მე­ტიც, მან მთა­ვა­რი როლი ითა­მა­შა ნიუ-იორ­კის ცეკ­ვის დე­და­ქა­ლა­ქად გა­დაქ­ცე­ვა­ში... ბა­ლან­ჩინს მე ნიუ-იორ­კის თე­ატ­რის კუ­ლი­სებ­ში შევ­ხვდი. მისი ცნო­ბა ძნე­ლი არაა. იგი ყო­ველ­თვის გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია ახალ­გაზ­რდა მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბით. როცა იგი ჩემ­სკენ მოტ­რი­ალ­და, მე და­ვი­ნა­ხე, რომ იგი ევ­რო­პუ­ლად იყო ჩაც­მუ­ლი და ელე­გან­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ტა­ნით პა­ტა­რაა და საკ­მა­ოდ გამ­ხდა­რი. იგი ინ­გლი­სუ­რად ძლი­ე­რი აქ­ცენ­ტით ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­სა­გე­ბად. სა­ხე­ზე მუ­დამ ღი­მი­ლი დას­თა­მა­შებს. ჩემს შე­კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ გახ­და ნიუ-იორკში ცეკ­ვა ასე პო­პუ­ლა­რუ­ლი, მი­პა­სუ­ხა: არ ვიცი რა­ტომ, ალ­ბათ ხალ­ხი მი­ეჩ­ვია. 30 წელი დამ­ჭირ­და რომ აღ­მე­ზარ­და ნიუ-იორ­კი".

1933 წლის 18 ოქ­ტომ­ბერს ბა­ლან­ჩი­ნი ამე­რი­კა­ში ჩა­ვი­და. კირსტა­ინ­თან მისი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პირ­ვე­ლი შე­დე­გი იყო ამე­რი­კუ­ლი სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა, რო­მე­ლიც 1934 წლის 1 იან­ვარს გა­იხ­სნა და ამ­ჟა­მა­დაც არ­სე­ბობს.

ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნის ძმა, ან­დრეა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე წიგნ­ში "ბა­ლან­ჩი­ნი" იგო­ნებს:

- ამე­რი­კა­ში გი­ორ­გის ჰქონ­და თა­ვის სკო­ლა, ჰყავ­და სა­ბა­ლე­ტო დასი, მაგ­რამ არ ჰქონ­და სა­კუ­თა­რი სა­ბა­ლე­ტო თე­ატ­რი. სა­ბა­ლე­ტო წარ­მოდ­გე­ნებს "მეტ­რო­პო­ლი­ტენ ოპე­რა­ში" დგამ­დნენ. 1962 წელს, რო­დე­საც პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში, მა­შინ თა­ვი­სი თე­ატ­რი ჯერ კი­დევ არ ჰქონ­და. მერე, უფრო გვი­ან, პრე­ზი­დენტ კე­ნე­დის დროს, ამე­რი­კელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა ჯონ რო­კ­ფე­ლერ­მა თორ­მე­ტი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­ი­ღო ამე­რი­კის ბა­ლე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. აქე­დან სამი მი­ლი­ო­ნი პე­რი­ფე­რი­ე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი, ცხრა მი­ლი­ო­ნი კი მან პი­რა­დად გი­ორ­გის გა­დას­ცა. გა­და­წყდა თე­ატ­რის აშე­ნე­ბა. სა­მოც­და­სა­მი­სა თუ სა­მოც­და­ო­თხის ნო­ემ­ბერ­ში 2000 მა­ყუ­რე­ბელ­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თე­ატ­რის პრო­ექ­ტი შედ­გა. გი­ორ­გის უკვე სა­კუ­თა­რი თე­ატ­რი ჰქონ­და. ეს არის "ნიუ-იორკ-სიტი-ბალე" ბროდ­ვე­ი­ზე".

ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი, სი­უ­ზან ფა­რე­ლი და ჟაკ დ'ამ­ბუ­ა­ზი რე­პე­ტი­ცი­ა­ზე

გა­ზე­თი "ნიუ-იორკ-პოს­ტი"

"ხში­რად ბა­ლან­ჩი­ნი რუ­სად მი­აჩ­ნდათ, სი­ნამ­დვი­ლე­ში იგი ქარ­თვე­ლი იყო და ძა­ლი­ან ამა­ყობ­და ამით. აკუ­რა­ტუ­ლი ტან­საც­მე­ლი, ბევ­რი კარ­გი სას­მე­ლი, ხუთი ცოლი და ბევ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რი. ბა­ლან­ჩი­ნი ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში დიდ ტემ­პე­რა­მენტს ავ­ლენ­და. იგი რო­გორც წესი, თა­ვის ახალ ნა­წარ­მო­ებ­ზე მუ­შა­ო­ბას სამი კვი­რით ადრე იწყებ­და. ფულს თა­ვი­სუფ­ლად ხარ­ჯავ­და. ხუთ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, აქე­დან ერთხელ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად. ხუ­თი­ვე ცოლი მშვე­ნი­ე­რი ქალი იყო, რომ­ლე­ბიც მან ცნო­ბილ ბა­ლე­რი­ნე­ბად აქ­ცია.

მისი ცო­ლე­ბი: პირ­ვე­ლი ცოლი ტა­მა­რა ჟივა, მე­ო­რე ცოლი (არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი) ალექ­სან­დრა და­ნი­ლო­ვა, მე­სა­მე ცოლი ვერა ზო­რი­ნა, მე­ო­თხე ცოლი მა­რია ტოლ­ჩი­ფი, მე­ხუ­თე ცოლი ტა­ნა­ქუ­ილ ლე კლერ­კი. ბა­ლან­ჩი­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დე­გაც კარგ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რჩე­ბო­და ყო­ველ მათ­გან­თან.

ბა­ლან­ჩი­ნის პირ­ვე­ლი ცოლი ტა­მა­რა ჟივა

"ბა­ლან­ჩი­ნის გზა" - ასე­თი აბრა ამ­შვე­ნებს ქუ­ჩის პა­ტა­რა მო­ნაკ­ვეთს, რო­მე­ლიც ნიუ-იორკში, კო­ლუმ­ბის ავე­ნი­უ­სა და ბროდ­ვე­ის შო­რის მდე­ბა­რე­ობს. ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ დიდ­ხანს ფიქ­რობ­დნენ, რა და­ერ­ქმი­ათ ამ მო­ნაკ­ვე­თი­სათ­ვის.

"მის გა­რე­შე არ იქ­ნე­ბო­და ამე­რი­კუ­ლი კლა­სი­კუ­რი ბა­ლე­ტი, არ იქ­ნე­ბო­და ბროდ­ვეი, არ იქ­ნე­ბოდ­ნენ ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი. ამე­რი­კუ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცე­სი მი­ნი­მუმ 100 წელი გაგ­რძელ­დე­ბო­და" - ეს სი­ტყვე­ბი ბა­ლან­ჩი­ნის და­სის ერთ-ერთ პრი­მა­ბა­ლე­რი­ნას, კა­რინ ფონ აროლ­დინ­გენს ეკუთ­ვნის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"9 მილიონი როკფელერმა პირადად გიორგის გადასცა" - უცნობი ფაქტები ქართველ ბალეტმეისტერზე, რომელსაც ამერიკული ბალეტის ფუძემდებელს უწოდებენ

"9 მილიონი როკფელერმა პირადად გიორგის გადასცა" - უცნობი ფაქტები ქართველ ბალეტმეისტერზე, რომელსაც ამერიკული ბალეტის ფუძემდებელს უწოდებენ

"როცა ქალაქის ცენტრი ბალანჩინის იყო" - ამ სათაურით აქვექნებს "ნიუ-იორკ თაიმსი" სტატიას ქართველ ქორეგრაფზე ჯორჯ ბალანჩინზე და მის მოღვაწეობას მთლიან გვერდს უძღვნის. ამერიკული ცხოვრების აღმშენებლობაში ოთხ ქართველს განსაკუთრებულად დიდი წვლილი მიუძღვით. ესენი იყვნენ ალექსანდრე ქართველი, გიორგი მაჩაბელი, ჯორჯ კობი და ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე)...

თუ როგორ შეძლო ქართველმა გიორგი ბალანჩივაძემ ამერიკისთვის ბალეტი შეექმნა, ამაზე მრავალი წიგნია გამოცემული და ერთ-ერთი მათგანიდან საინტერესო ამონარიდები მოვიპოვეთ:

"...გიორგი თავის მიერ ჩამოყალიბებულ "ახალგაზრდულ საბალეტო ჯგუფთან" ერთად პეტროგრადის ახლომდებარე ქალაქებში მოგზაურობდა და რაღაც კაპიკებს ასე შოულობდა. ხან თურმე კინოთეატრებში აკომპანიმენტს უკრავდა. გასამრჯელოდ პურს, საპონს, ასანთს აძლევდნენ. ძლივს გაჰქონდათ თავი. ის კი არა, გიორგი და მისი ტოლი ბიჭები კატებს იჭერდნენ თურმე, ატყავებდნენ და იმას ჭამდნენ. დიდი შიმშილობა იყო. ერთი სიტყვით, ბევრ გაჭირვებას გაუძლეს. გიორგი სულ ბავშვი იყო მაშინ", - ანდრეა ბალანჩივაძის ეს მოგონება და სხვა უამრავი ექსკლუზიურ დეტალები ნანა ლომიძის წიგნშია შეტანილი. ვენაში მცხოვრები მუსიკათმცოდნე ნონა ლომიძე 20 წელიწადზე მეტია იკვლევს სახელოვანი ბალეტმაისტერის ჯორჯ ბალანჩინის ცხოვრებასა და შემოქმედებას, ასევე მის შესახებ უცხო მასალებს აგროვებს და აქვეყნებს.

ამავე წიგნში ვკითხულობთ:

"ზოგიერთი ადამიანისთვის იგი ცნობილია, როგორც ცეკვის შექსპირი. ამ სახელს ცოცხალთა შორის ალბათ ყველაზე მეტად იმსახურებს, მაგრამ მისი მეგობრებისთვის და კოლეგებისთვის იგი არის უბრალოდ "მისტერ ჯორჯ ბალანჩინი", რუსეთში დაბადებული და აღზრდილი ქორეოგრაფი გენიაა, რომლის სიცოცხლის ენერგია მის თავმდამბლობასთან და იუმორის გრძნობასთან არის შერწყმული. ბალანჩინმა თითქმის მარტომ გადმოიტანა ბალეტი ამერიკაში, ამერიკულ ნიადაგზე, უფრო მეტიც, მან მთავარი როლი ითამაშა ნიუ-იორკის ცეკვის დედაქალაქად გადაქცევაში... ბალანჩინს მე ნიუ-იორკის თეატრის კულისებში შევხვდი. მისი ცნობა ძნელი არაა. იგი ყოველთვის გარშემორტყმულია ახალგაზრდა მოცეკვავეებით. როცა იგი ჩემსკენ მოტრიალდა, მე დავინახე, რომ იგი ევროპულად იყო ჩაცმული და ელეგანტურად გამოიყურებოდა. ტანით პატარაა და საკმაოდ გამხდარი. იგი ინგლისურად ძლიერი აქცენტით ლაპარაკობს, მაგრამ ძალიან გასაგებად. სახეზე მუდამ ღიმილი დასთამაშებს. ჩემს შეკითხვაზე, თუ რატომ გახდა ნიუ-იორკში ცეკვა ასე პოპულარული, მიპასუხა: არ ვიცი რატომ, ალბათ ხალხი მიეჩვია. 30 წელი დამჭირდა რომ აღმეზარდა ნიუ-იორკი".

1933 წლის 18 ოქტომბერს ბალანჩინი ამერიკაში ჩავიდა. კირსტაინთან მისი თანამშრომლობის პირველი შედეგი იყო ამერიკული საბალეტო სკოლა, რომელიც 1934 წლის 1 იანვარს გაიხსნა და ამჟამადაც არსებობს.

ჯორჯ ბალანჩინის ძმა, ანდრეა ბალანჩივაძე წიგნში "ბალანჩინი" იგონებს:

- ამერიკაში გიორგის ჰქონდა თავის სკოლა, ჰყავდა საბალეტო დასი, მაგრამ არ ჰქონდა საკუთარი საბალეტო თეატრი. საბალეტო წარმოდგენებს "მეტროპოლიტენ ოპერაში" დგამდნენ. 1962 წელს, როდესაც პირველად ჩამოვიდა თბილისში, მაშინ თავისი თეატრი ჯერ კიდევ არ ჰქონდა. მერე, უფრო გვიან, პრეზიდენტ კენედის დროს, ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯონ როკფელერმა თორმეტი მილიონი დოლარი გაიღო ამერიკის ბალეტის განვითარებისთვის. აქედან სამი მილიონი პერიფერიებისთვის იყო განკუთვნილი, ცხრა მილიონი კი მან პირადად გიორგის გადასცა. გადაწყდა თეატრის აშენება. სამოცდასამისა თუ სამოცდაოთხის ნოემბერში 2000 მაყურებელზე გათვალისწინებული თეატრის პროექტი შედგა. გიორგის უკვე საკუთარი თეატრი ჰქონდა. ეს არის "ნიუ-იორკ-სიტი-ბალე" ბროდვეიზე".

ჯორჯ ბალანჩინი, სიუზან ფარელი და ჟაკ დ'ამბუაზი რეპეტიციაზე

გაზეთი "ნიუ-იორკ-პოსტი"

"ხშირად ბალანჩინი რუსად მიაჩნდათ, სინამდვილეში იგი ქართველი იყო და ძალიან ამაყობდა ამით. აკურატული ტანსაცმელი, ბევრი კარგი სასმელი, ხუთი ცოლი და ბევრი სასიყვარულო კავშირი. ბალანჩინი ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ ტემპერამენტს ავლენდა. იგი როგორც წესი, თავის ახალ ნაწარმოებზე მუშაობას სამი კვირით ადრე იწყებდა. ფულს თავისუფლად ხარჯავდა. ხუთჯერ იყო დაქორწინებული, აქედან ერთხელ არაოფიციალურად. ხუთივე ცოლი მშვენიერი ქალი იყო, რომლებიც მან ცნობილ ბალერინებად აქცია.

მისი ცოლები: პირველი ცოლი ტამარა ჟივა, მეორე ცოლი (არაოფიციალური) ალექსანდრა დანილოვა, მესამე ცოლი ვერა ზორინა, მეოთხე ცოლი მარია ტოლჩიფი, მეხუთე ცოლი ტანაქუილ ლე კლერკი. ბალანჩინი განშორების შემდეგაც კარგ ურთიერთობაში რჩებოდა ყოველ მათგანთან.

ბალანჩინის პირველი ცოლი ტამარა ჟივა

"ბალანჩინის გზა" - ასეთი აბრა ამშვენებს ქუჩის პატარა მონაკვეთს, რომელიც ნიუ-იორკში, კოლუმბის ავენიუსა და ბროდვეის შორის მდებარეობს. ჯორჯ ბალანჩინის გარდაცვალების შემდეგ დიდხანს ფიქრობდნენ, რა დაერქმიათ ამ მონაკვეთისათვის.

"მის გარეშე არ იქნებოდა ამერიკული კლასიკური ბალეტი, არ იქნებოდა ბროდვეი, არ იქნებოდნენ ქორეოგრაფები. ამერიკული ქორეოგრაფიის ჩამოყალიბების პროცესი მინიმუმ 100 წელი გაგრძელდებოდა" - ეს სიტყვები ბალანჩინის დასის ერთ-ერთ პრიმაბალერინას, კარინ ფონ აროლდინგენს ეკუთვნის.

"ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაც ქნას, მშვიდად ჩაივლის? სიბილწის პროპაგანდა არავის უფლება არ არის" - მეუფეები "თბილისი პრაიდზე"

რამდენ ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში და როგორია ევროპისა და აშშ-ის მონაცემები

"გელათი თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ..." - მეუფე იოანე ჟურნალისტებს