პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ გემთხვევათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება - რა მართავს ადამიანის ცნობიერს და ქვეცნობიერს
რატომ არ გემთხვევათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება - რა მართავს ადამიანის ცნობიერს და ქვეცნობიერს

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი ადა­მი­ა­ნის პი­რად რუ­კა­ზე სხვა­დას­ხვა პლა­ნე­ტის გავ­ლე­ნი­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ბოლო წლებ­ში აშ­კა­რად გა­მო­იკ­ვე­თა ტენ­დენ­ცია, რომ ას­ტრო­ლო­გი­ით სულ უფრო მეტი და მეტი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბა. თუმ­ცა რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბილ­თა რი­ცხვიც არა­ნაკ­ლე­ბია. და ამ ფაქ­ტორს თა­ვი­სი ახ­სნაც აქვს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი კი­თხუ­ლობს სა­კუ­თა­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბას, იქ შე­საძ­ლოა ბევ­რი რამ არც ემ­თხვე­ო­დეს მის ფსი­ქო­ტიპს, იყოს ჩა­მოთ­ვლი­ლი ისე­თი თვი­სე­ბე­ბიც კი, რომ­ლე­ბიც არამ­ცთუ არ გა­აჩ­ნია ამ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს, არა­მედ სხვებ­შიც აღი­ზი­ა­ნებს. ცხა­დია, ასე­თი "შე­ფა­სე­ბის" შემ­დეგ ის ას­ტრო­ლო­გი­ი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლად გა­ნე­წყო­ბა და სა­დღაც მარ­თა­ლიც იქ­ნე­ბა. თუმ­ცა საქ­მე ასე მარ­ტი­ვად რო­დია.

მო­დით, გან­ვმარ­ტოთ, რე­ა­ლუ­რად რას ნიშ­ნავს, რას ვგუ­ლის­ხმობთ, რო­დე­საც ვთქვათ ვამ­ბობთ "ჩემი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია კურო", ან "ვერ­ძი" ან "თხის რქა" და ასე შემ­დეგ. ეს ნიშ­ნავს, რომ დრო­ის მო­ცე­მულ იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც მე და­ვი­ბა­დე მზე გა­დი­ო­და ამ კონ­კრე­ტულ ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს, ვთქვათ იგი­ვე კუ­როს. და სწო­რედ აი, ამ მზით კუ­როს და­ხა­სი­ა­თე­ბას ვკი­თხუ­ლობთ ჰო­როს­კოპ­ში. დიახ, მზე ჩვე­ნი სის­ტე­მის ცენ­ტრა­ლუ­რი ვარ­სკვლა­ვია, მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი და მისი ზე­გავ­ლე­ნა ჩვენ­ზე უდა­ოდ დი­დია, მაგ­რამ გარ­და მზი­სა, ამ სის­ტე­მა­ში კი­დევ შე­დის მერ­კუ­რიც, ვე­ნე­რაც, მარ­სიც, იუ­პი­ტე­რიც, სა­ტურ­ნიც და ბო­ლოს­და­ბო­ლოს მთვა­რეც, რო­მე­ლიც აგერ, ოკე­ა­ნე­ე­ბის წყლე­ბის უზარ­მა­ზა­რი მა­სე­ბის მიქ­ცე­ვა-მოქ­ცე­ვას იწ­ვევს. და განა შეგ­ვიძ­ლია მისი ჩვენ­ზე ზე­გავ­ლე­ნის გა­მო­რი­ცხვა? მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც ჯერ კი­დევ სკო­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­დან ვი­ცით, რომ ჩვე­ნი სხე­უ­ლის 80% სი­თხი­სა­გან შედ­გე­ბა?! ჩვე­ნი და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტში ხომ არამ­ხო­ლოდ მზე იყო ცაზე, იყო მთვა­რეც, და კი­დევ სხვა პლა­ნე­ტე­ბიც, რომ­ლებ­საც თავ­თა­ვი­ან­თი წვლი­ლი შე­აქვთ ჩვე­ნი ფსი­ქო­ტი­პის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის საქ­მე­ში. სწო­რედ ამი­ტომ მხო­ლოდ მზის ზე­გავ­ლე­ნით მო­ცე­მუ­ლი თვი­სე­ბე­ბი სრუ­ლი­ად არა­საკ­მა­რი­სია ჩვე­ნი ხა­სი­ა­თის მთლი­ა­ნი სუ­რა­თის და­სა­ხა­ტად. ეს შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მო­ზა­ი­კუ­რი ნა­ხა­ტია, სა­დაც მზე ერთ ფრაგ­მენტს წარ­მო­ად­გენს, მთვა­რე მე­ო­რეს, მერ­კუ­რი, მე­სა­მეს, ვე­ნე­რა მე­ო­თხეს და ასე შემ­დეგ, ანუ ისი­ნი ავ­სე­ბენ ერ­თმა­ნეთს.

ჩვენ ხომ ვი­ცით, რომ ყვე­ლა პლა­ნე­ტას აქვს თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი ორ­ბი­ტა და სიჩ­ქა­რე. ეს კი იმას გუ­ლის­ხმობს, რომ სუ­ლაც არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ჩვე­ნი და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტში მზეც, ვე­ნე­რაც, იუ­პი­ტე­რი, მერ­კუ­რიც, სა­ტურ­ნიც და მარ­სიც, იგი­ვე ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში იყ­ვნენ ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლე­ბი, რა­შიც მზე. ასე­თი რამ ხდე­ბა ხოლ­მე, თუმ­ცა რა­საკ­ვირ­ვე­ლია ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად, ას­ტრო­ნო­მი­ა­ში ამას პლა­ნე­ტა­თა აღ­ლუ­მი ეწო­დე­ბა. ბო­ლოს თუ არ ვცდე­ბი, პლა­ნე­ტა­თა აღ­ლუ­მი, ისიც არას­რუ­ლი 2011 წელ­ში იყო, ხოლო მომ­დევ­ნო 2022 წელ­ში გვექ­ნე­ბა. უმე­ტეს წე­ლად კი, ეს პლა­ნე­ტე­ბი და მნა­თო­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და, შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა შტრი­ხე­ბით ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბენ ჩვენს ხა­სი­ათს.

ესეც რომ არ იყოს, ას­ტრო­ლო­გი­ა­ში მზე წარ­მო­ად­გენს ჩვენს ეგოს, ცნო­ბი­ერს, რო­მე­ლიც გვმარ­თავს. მაგ­რამ მზის ნე­ბე­ლო­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი იდეა უნდა გა­ა­ტა­როს და აზ­რად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს მერ­კუ­რიმ, რად­გან ის გან­კარ­გავს ჩვენს გო­ნე­ბას, ინ­ტე­ლექტს, ინ­ფორ­მა­ცი­ის ათ­ვი­სე­ბი­სა და გა­ცე­მის უნარს. რო­გორც ბი­ო­ლო­გი­ი­დან ვი­ცით, ტვი­ნი შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის კუნ­თებს და ისი­ნიც უკვე ხვდე­ბი­ან. რა ქმე­დე­ბა უნდა შე­სა­რუ­ლონ, რას მო­ი­თხოვს ადა­მი­ა­ნის ნება მათ­გან. ასე­ვეა ას­ტრო­ლო­გი­ა­ში, ღმერ­თე­ბის შიკ­რი­კად წო­დე­ბუ­ლი მერ­კუ­რი მზის ბრძა­ნე­ბას გა­დას­ცემს მარსს, და სწო­რედ მარ­სის მეშ­ვე­ო­ბით ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ჩვენს აქ­ტი­ვო­ბებს, მარ­სი ას­ტრო­ლო­გი­უ­რად კუნ­თე­ბის მმარ­თვე­ლია და იმი­ტომ. მარ­სი­ვე გან­კარ­გავს ჩვენს უნარს ვი­ყოთ ან არ ვი­ყოთ ლი­დე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი, პა­სი­უ­რე­ბი თუ აქ­ტი­უ­რე­ბი...

რაც შე­ე­ხე­ბა ვე­ნე­რას, ის ჩვენს გე­მოვ­ნე­ბა­ზე, ეს­თე­ტი­კა­ზე მუ­შა­ობს და გა­ნა­პი­რო­ბებს ჩვენს არ­ჩე­ვანს, ვინ მოგ­ვე­წო­ნოს, რა მოგ­ვე­წო­ნოს... იუ­პი­ტე­რი და სა­ტურ­ნი ჩვენს სო­ცი­ა­ლურ თვით­დამ­კვიდ­რე­ბას უწყო­ბენ ხელს, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბა აქაც არის - იუ­პი­ტე­რი უფრო გუ­ლუხ­ვია, ხოლო სა­ტურ­ნი მხო­ლოდ მა­შინ გვა­ჯილ­დო­ვებს, რო­დე­საც ვშრო­მობთ, ვბე­ჯი­თობთ და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს ვი­ჩენთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ღა­მე­ულ მნა­თობს - მთვა­რეს, მას ზოგ­ჯერ, მზე­ზე უფრო დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ჩვენს რუ­კა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლე­ბი­სათ­ვის. ახლა ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, მაგ­რამ კა­ცობ­რი­ო­ბის უშო­რეს ის­ტო­რი­ა­ში არ­სე­ბობ­და პე­რი­ო­დი, რო­და­საც მთვა­რე ჯერ კი­დევ არ იყო დე­და­მი­წის თა­ნამ­გზავ­რი. ანუ ღა­მე­ულ ცაზე ადა­მი­ანს მხო­ლოდ ვარ­სკვლა­ვე­ბის ხილ­ვა შე­ეძ­ლო. ამას ან­ტი­კუ­რი ხა­ნის ბერ­ძე­ნი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბის დე­მოკ­რი­ტე­სა და ანაქ­სა­გო­რის უძ­ვე­ლე­სი ხელ­ნა­წე­რე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ. არის­ტო­ტე­ლე, რო­მე­ლიც არ­კა­დი­ის მა­ცხოვ­რე­ბელ პე­ლაზ­გებ­ზე სა­უბ­რობს, მათ პრო­ტო­სე­ლე­ნი­ტებს უწო­დებს, რაც "მთვა­რემ­დე­ლებს" ნიშ­ნავს. აღარ გან­ვავ­რცობ ჩვენს სა­უ­ბარს იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ მეც­ნი­ერ­თა დიდი ნა­წი­ლი პე­ლას­გე­ბი იბე­რი­ულ-კავ­კა­სი­ურ, კერ­ძოდ კი ქარ­თვე­ლუ­რი ტო­მე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბად მი­იჩ­ნევს... თა­ვის­თა­ვად ეს თე­მაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა... თუმ­ცა და­ვუბ­რუნ­დეთ ისევ ჩვენს ღა­მის მნა­თობს.

ყვე­ლა დრო­ის მკვლე­ვა­რე­ბის და­უ­ცხრო­მელ ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენ­და მთვა­რის ე.წ. ბნე­ლი მხა­რე. რო­გორც იცით, მთვა­რე დე­და­მი­წი­სა­კენ მუ­დამ ცალი მხა­რი­თაა მობ­რუ­ნე­ბუ­ლი. მისი მე­ო­რე მხა­რე არას­დროს ჩანს.

ამან გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ სწო­რედ მთვა­რით იმარ­თე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის და­ფა­რუ­ლი ჩვე­ნი ქვეც­ნო­ბი­ე­რიც

და მარ­თლაც რომ, ადა­მი­ა­ნის ქვეც­ნო­ბი­ე­რი იმ­დე­ნად და­ფა­რუ­ლი რა­მაა, ხში­რად თა­ვად ჩვენც კი არ ვი­ცით, რა დევს იქ, რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იმა­ლე­ბა, ან რა ფა­რუ­ლი ში­შე­ბი. ერ­თა­დერ­თი სწავ­ლე­ბა, რომ­ლებ­საც ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა სრულ­ყო­ფი­ლად შე­უძ­ლია - ას­ტრო­ლო­გი­აა. გა­მოც­დილ ფსი­ქო­ლოგ­საც კი თა­ვის პა­ცი­ენ­ტთან მხო­ლოდ არა­ერ­თი სე­ან­სის შემ­დეგ ეძ­ლე­ვა ხოლ­მე სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნოს სწო­რი დას­კვნე­ბი, რას წარ­მო­ად­გენს ეს ადა­მი­ა­ნი რე­ა­ლუ­რად შიგ­ნი­დან. აი, ას­ტრო­ლო­გის­თვის კი ეს რუ­კა­ზე ერთი და­ხედ­ვით უკვე ცნო­ბი­ლია. სა­ა­მი­სოდ უნდა შევ­ხე­დოთ მთვა­რეს და კარ­გად შე­ვის­წავ­ლოთ ის. აქ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ყვე­ლა დე­ტა­ლი, რო­მელ ნი­შან­ში დგას მთვა­რე, რამ­დე­ნად ჰარ­მო­ნი­უ­ლია მის­თვის აქ ყოფ­ნა, ხომ არ არის ეს ზო­დი­ა­ქო მის­თვის მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი, დის­კომ­ფორ­ტის ტე­რი­ტო­რია, და რა შე­იძ­ლე­ბა მის­ცეს ამან ადა­მი­ანს რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში. რა ას­პექ­ტებს აკე­თებს სხვა პლა­ნე­ტებ­თან, ნე­გა­ტი­ურს, ჰარ­მო­ნი­ულს ან სა­ერ­თოდ აქვს თუ არა ას­პექ­ტე­ბი...

მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმა­საც კი, ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის სა­წყის გრა­დუ­სებ­ზე ხვდე­ბა ჩვენს რუ­კა­ში მთვა­რე, თუ ბო­ლო­ში. ნე­ბის­მი­ე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის 1°-ზე მოხ­ვედ­რი­ლი მთვა­რე (არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა კირჩხიბ­ში იქ­ნე­ბა ეს თუ თხისრქა­ში) მიგ­ვა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ მისი პატ­რო­ნის მგრძრო­ბი­ა­რე­ო­ბა უფრო მე­ტად არის გა­მოკ­ვე­თი­ლი, ის ემო­ცი­უ­რად უფრო ღიაა გარე გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა­გან შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის თუ ზე­გავ­ლე­ნის მი­სა­ღე­ბად.

თუ ასე­თი მთვა­რე მა­მა­კაცს ეკუთ­ვნის, შე­საძ­ლოა აღ­მოჩ­ნდეს, რომ ის სხვა კა­ცებ­ზე უფრო იო­ლად ექ­ცე­ვა პარტნი­ო­რი ქა­ლე­ბის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ, ვგუ­ლის­ხმობ, რომ ემო­ცი­უ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ამ დროს უფრო დი­დია ხოლ­მე. ბავ­შვო­ბის წლებ­ში კი დე­დას ექ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა მისი სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­როს ფორ­მი­რე­ბის საქ­მე­ში. რა თქმა უნდა, ეს არ გა­მო­რი­ცხავს მა­მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი შე­და­რე­ბი­თია... ქა­ლებ­თა­ნაც, შე­იძ­ლე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი ით­ქვას. და ასე­ვე ქალ­ბა­ტო­ნებს სა­ში­ნაო, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი­სად­მი უფრო მეტი ინ­ტე­რე­სი ექ­ნე­ბათ, ვიდ­რე მათ, ვი­საც მთვა­რე ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის შემ­დგომ გრა­დუ­სებ­ზე ჰყავთ. თუმ­ცა ეს ასე­ვე იწ­ვევს გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის სწრაფ ცვლას, შფოთ­ვას სხვა­დას­ხვა წვრილ­მა­ნი მი­ზე­ზე­ბის გამო, რა­საც ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კაპ­რი­ზუ­ლო­ბა და ის­ტე­რი­უ­ლო­ბაც ემა­ტე­ბა. ეს უკვე გა­აჩ­ნია ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს.

ბოლო, ანუ 29-30° გრა­დუ­სებ­ზე მოხ­ვედ­რი­ლი მთვა­რე სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ სუ­რათს იძ­ლე­ვა, თუმ­ცა კი ნი­შა­ნი შე­იძ­ლე­ბა იგი­ვე იყოს. ადა­მი­ა­ნის­თვის ძნე­ლია რა­მის ძა­ლით შთა­გო­ნე­ბა, ის აღუ­შფოთვე­ლია, ემო­ცი­უ­რად თით­ქმის შე­უ­ვა­ლი, ზოგ­ჯერ შე­უბ­რა­ლე­ბე­ლიც კი, ყო­ველ­შემ­თხვე­ვა­ში, თა­ნაგ­რძნო­ბის გრძნო­ბა, ემ­პა­თია, ნაკ­ლე­ბად გა­მო­ხა­ტუ­ლი ექ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფერს უდ­გე­ბა საღი აზ­რის მი­ხედ­ვით და არა ემო­ცი­ებ­ზე აყო­ლით.

მთვა­რე ყვე­ლა სხვა ციურ სხე­ულ­ზე ახ­ლო­საა დე­და­მი­წას­თან, ამი­ტო­მაც ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ის იმ თე­მებს გა­ნა­გებს, რაც სწო­რედ ჩვენს სულ­თან არის ახლო - ანუ ოჯახს, ფეს­ვებს, ტრა­დი­ცი­ებს, წარ­მო­მავ­ლო­ბას. მთვა­რე ასე­ვე დე­დი­სა და დე­დობ­რი­ვი მზრუნ­ვე­ლო­ბის სიმ­ბო­ლოა, და ჩვენს ადაპ­ტა­ცი­ას და ცვლი­ლე­ბე­ბის უნარს მარ­თავს. და ეს უნა­რე­ბი იც­ვლე­ბა იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მელ ნი­შან­ში ხვდე­ბა ჩვე­ნი მთვა­რე.

ცე­ცხლის ნიშ­ნებ­ში მოხ­ვედ­რი­ლი მთვა­რე გა­მო­იწ­ვევს ადა­მი­ა­ნის სურ­ვი­ლე­ბის და ემო­ცი­ე­ბის ამოფრქვე­ვებს, იმ­პულ­სუ­რო­ბას. ადა­მი­ა­ნის რე­აქ­ცი­ე­ბი გარე ფაქ­ტო­რებ­ზე პირ­და­პი­რია, ის იო­ლად და ენ­თუ­ზი­აზ­მით ეკი­დე­ბა ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ ამა­ვედ­რო­უ­ლად მო­უთ­მენ­ლო­ბა სჭირს ხოლ­მე, და იო­ლად­ვე კარ­გავს თავ­და­პირ­ველ ინ­ტე­რესს. რად­გა­ნაც მისი ემო­ცი­ე­ბი სწა­რა­ფა­დც­ვა­ლე­ბა­დია.

მი­წის სტი­ქი­ის ნიშ­ნებ­ში მოხ­ვედ­რი­ლი მთვა­რი­სათ­ვის ემო­ცი­ებ­ში და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სიფრ­თხი­ლე და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბა. ასე­თი ადა­მი­ა­ნი მუდ­მი­ვად ცდი­ლობს აკონ­ტრო­ლოს სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი, არ გა­მო­ი­ტა­ნოს გა­რეთ. და თუ გარ­შე­მომ ყო­ფებს აჩ­ვე­ნებს კი­დეც რა­ი­მეს, ეს ყო­ველ­თვის ჩაჯ­დე­ბა სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­ღე­ბუ­ლი ნორ­მე­ბის ფარ­გლებ­ში, დინ­ჯად, და­მი­წე­ბუ­ლად, ზედ­მე­ტი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბე­ბის ან აღ­შფო­თე­ბე­ბის გა­რე­შე. თუმ­ცა­ღა, ის ასე­ვე იქ­ნე­ბა ში­ნა­გა­ნად ჯი­უ­ტი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს არა იმის მი­ხედ­ვით, თუ რას კარ­ნა­ხო­ბენ სხვე­ბი, არა­მედ იმის მი­ხედ­ვით, თუ რას სურს მას, თა­ვად რომ მი­აღ­წი­ოს.

რაც შე­ე­ხე­ბათ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც მთვა­რე ჰა­ე­რის ნიშ­ნის ზო­დი­ა­ქო­ებ­ში ჰყავთ. ისი­ნი სა­კუ­თარ ემო­ცი­ურ მხა­რეს იო­ლად და თა­ვი­სუფ­ლად ამ­ჟღავ­ნე­ბენ, თუმ­ცა რო­გორც წესი, არ რე­ა­გი­რე­ბენ და­უ­ყო­ნებ­ლივ, გო­ნე­ბა­ში აფა­სე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ას, და მხო­ლოდ მერე ამ­ჟღავ­ნე­ბენ ემო­ცი­ებს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით. თუ რამ­დე­ნად თბი­ლე­ბი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან თა­ნა­მო­სა­უბ­რის მი­მართ, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ ვის­თან კონ­ტაქ­ტობს ამ მო­ცე­მულ მო­მენ­ტში, რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა მის­თვის ეს ადა­მი­ა­ნი, გნე­ბავთ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კუ­თხით. ახალ გა­რე­მოს­თან ადაპ­ტი­რე­ბაც ანა­ლო­გი­უ­რად ხდე­ბა, ჯერ ცდი­ლო­ბენ გან­ყე­ნე­ბუ­ლად შე­ა­ფა­სონ სი­ტუ­ა­ცია, და შემ­დეგ მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი.

და ბო­ლოს, რო­დე­საც მთვა­რე წყლის ნიშ­ნებ­ში ხვდე­ბა, მისი პატ­რო­ნის­თვის თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი ემო­ცი­ე­ბის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბა ყო­ველ­თვის სა­სურ­ვე­ლი არ არის ხოლ­მე. ის ჩუ­მია და ფრთხი­ლი. ფა­რავს თა­ვის გრძნო­ბებს და თუ კი გა­რეთ გა­მო­აქვს, მხო­ლოდ გარ­კვე­ულ წრე­ში, ძა­ლი­ან ახლო ადა­მი­ა­ნებ­თან. ამავდრო­უ­ლად ეს ემო­ცი­ე­ბი გაჟ­ღენ­თი­ლია ხოლ­მე ძლი­ე­რი მგრძნო­ბი­ა­რე­ო­ბით. როცა მათ­ზე და­წო­ლა მი­დის ან სხვა სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხვდე­ბა, კი­დევ უფრო იკე­ტე­ბა და თა­ვის­თავ­ში მი­დის.

თუ ყვე­ლა­ფერს ამას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სულ სხვა სუ­რათს მი­ვი­ღებთ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ რომ ადა­მი­ა­ნი არის მზით ვერ­ძი ანუ ცე­ცხლო­ვა­ნი, იმ­პულ­სუ­რი, მაგ­რამ მთვა­რე თუ მას დინჯ კუ­რო­ში ან სე­რი­ო­ზულ ქალ­წულ­ში ეყო­ლე­ბა, რამ­დე­ნად და­ა­ბა­ლან­სებს ეს მის ხა­სი­ათს. ანდა ვთქვათ, რო­გორ შე­იც­ვლე­ბა მზით სას­წო­რის ყბა­და­ღე­ბუ­ლი მერ­ყე­ო­ბა, თუ მისი მთვა­რე ჯიუტ თხისრქა­ში მოხ­ვდე­ბა. რო­გო­რი რე­ზო­ნან­სი შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ტა­ნოს თევ­ზე­ბის გულ­ჩვილ­მა მთვა­რემ ამა­ყი ლო­მის ხა­სი­ა­თებ­ში... ძა­ლი­ან ბევ­რი ასე­თი მა­გა­ლი­თის ჩა­მოთ­ვლა შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ელე­მენ­ტა­რუ­ლად რომ გა­დავ­თვა­ლოთ 12 სხვა­დას­ხვა მზის ნიშ­ნის კომ­ბი­ნა­ცია სხვა­დას­ხვა 12 მთვა­რეს­თან 144 გან­სხვა­ვე­ბულ ტი­პაჟს მოგ­ვცემს. და ეს მა­შინ, როცა ჩვენ ჯერ კი­დევ არ შევ­ხე­ბი­ვართ პი­რად ჰო­როს­კოპ­ში არ­სე­ბულ სხვა პლა­ნე­ტებს... სწო­რედ ამი­ტომ ვართ ყვე­ლა­ნი ჩვენ ასე­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რე­ბი, სწო­რედ ამი­ტო­მაა სამ­ყა­რო ასე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი... ჩვენ დღეს ძა­ლი­ან მოკ­ლედ შე­ვა­ფა­სეთ მთვა­რის მდე­ბა­რე­ო­ბე­ბი სტი­ქი­ე­ბის მი­ხედ­ვით და და­ვი­ნა­ხეთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს მათი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. მთვა­რეს, მზეს­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში უკვე შე­უძ­ლია ადა­მი­ან­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა შეგ­ვიქ­მნას, და რო­დე­საც ამას და­ე­მა­ტე­ბა სხვა კომ­პო­ნენ­ტე­ბი, თუნ­დაც მხო­ლოდ მერ­კუ­რის, ვე­ნე­რას და მარ­სის სა­ხით, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა უზარ­მა­ზა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას შევ­ძლებთ და რამ­დე­ნად შეც­ვლის და შე­ავ­სებს ეს იმ პირ­ვან­დელ სუ­რათს, სა­დაც მხო­ლოდ მზე ეხა­ტა ფურ­ცლის კუ­თხე­ში".

ავტორი:

რატომ არ გემთხვევათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება - რა მართავს ადამიანის ცნობიერს და ქვეცნობიერს

რატომ არ გემთხვევათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება - რა მართავს ადამიანის ცნობიერს და ქვეცნობიერს

ასტროლოგი ხათუნა ნოელი ადამიანის პირად რუკაზე სხვადასხვა პლანეტის გავლენისა და მნიშვნელობის შესახებ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო წლებში აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ასტროლოგიით სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ინტერესდება. თუმცა რასაკვირველია, სკეპტიკურად განწყობილთა რიცხვიც არანაკლებია. და ამ ფაქტორს თავისი ახსნაც აქვს. როდესაც ადამიანი კითხულობს საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათებას, იქ შესაძლოა ბევრი რამ არც ემთხვეოდეს მის ფსიქოტიპს, იყოს ჩამოთვლილი ისეთი თვისებებიც კი, რომლებიც არამცთუ არ გააჩნია ამ კონკრეტულ ადამიანს, არამედ სხვებშიც აღიზიანებს. ცხადია, ასეთი "შეფასების" შემდეგ ის ასტროლოგიისადმი კრიტიკულად განეწყობა და სადღაც მართალიც იქნება. თუმცა საქმე ასე მარტივად როდია.

მოდით, განვმარტოთ, რეალურად რას ნიშნავს, რას ვგულისხმობთ, როდესაც ვთქვათ ვამბობთ "ჩემი ზოდიაქოს ნიშანია კურო", ან "ვერძი" ან "თხის რქა" და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ დროის მოცემულ იმ მომენტში, როდესაც მე დავიბადე მზე გადიოდა ამ კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშანს, ვთქვათ იგივე კუროს. და სწორედ აი, ამ მზით კუროს დახასიათებას ვკითხულობთ ჰოროსკოპში. დიახ, მზე ჩვენი სისტემის ცენტრალური ვარსკვლავია, მთავარი ფიგურანტი და მისი ზეგავლენა ჩვენზე უდაოდ დიდია, მაგრამ გარდა მზისა, ამ სისტემაში კიდევ შედის მერკურიც, ვენერაც, მარსიც, იუპიტერიც, სატურნიც და ბოლოსდაბოლოს მთვარეც, რომელიც აგერ, ოკეანეების წყლების უზარმაზარი მასების მიქცევა-მოქცევას იწვევს. და განა შეგვიძლია მისი ჩვენზე ზეგავლენის გამორიცხვა? მითუმეტეს, როდესაც ჯერ კიდევ სკოლის სახელმძღვანელოდან ვიცით, რომ ჩვენი სხეულის 80% სითხისაგან შედგება?! ჩვენი დაბადების მომენტში ხომ არამხოლოდ მზე იყო ცაზე, იყო მთვარეც, და კიდევ სხვა პლანეტებიც, რომლებსაც თავთავიანთი წვლილი შეაქვთ ჩვენი ფსიქოტიპის ჩამოყალიბების საქმეში. სწორედ ამიტომ მხოლოდ მზის ზეგავლენით მოცემული თვისებები სრულიად არასაკმარისია ჩვენი ხასიათის მთლიანი სურათის დასახატად. ეს შეიძლება ითქვას, მოზაიკური ნახატია, სადაც მზე ერთ ფრაგმენტს წარმოადგენს, მთვარე მეორეს, მერკური, მესამეს, ვენერა მეოთხეს და ასე შემდეგ, ანუ ისინი ავსებენ ერთმანეთს.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყველა პლანეტას აქვს თავისი საკუთარი ორბიტა და სიჩქარე. ეს კი იმას გულისხმობს, რომ სულაც არაა აუცილებელი ჩვენი დაბადების მომენტში მზეც, ვენერაც, იუპიტერი, მერკურიც, სატურნიც და მარსიც, იგივე ზოდიაქოს ნიშანში იყვნენ ჩამწკრივებულები, რაშიც მზე. ასეთი რამ ხდება ხოლმე, თუმცა რასაკვირველია ძალზე იშვიათად, ასტრონომიაში ამას პლანეტათა აღლუმი ეწოდება. ბოლოს თუ არ ვცდები, პლანეტათა აღლუმი, ისიც არასრული 2011 წელში იყო, ხოლო მომდევნო 2022 წელში გვექნება. უმეტეს წელად კი, ეს პლანეტები და მნათობები სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებში იმყოფებიან და, შესაბამისად, სხვადასხვა შტრიხებით ამრავალფეროვნებენ ჩვენს ხასიათს.

ესეც რომ არ იყოს, ასტროლოგიაში მზე წარმოადგენს ჩვენს ეგოს, ცნობიერს, რომელიც გვმართავს. მაგრამ მზის ნებელობაში გაჩენილი იდეა უნდა გაატაროს და აზრად ჩამოაყალიბოს მერკურიმ, რადგან ის განკარგავს ჩვენს გონებას, ინტელექტს, ინფორმაციის ათვისებისა და გაცემის უნარს. როგორც ბიოლოგიიდან ვიცით, ტვინი შესაბამის ინფორმაციას აწვდის კუნთებს და ისინიც უკვე ხვდებიან. რა ქმედება უნდა შესარულონ, რას მოითხოვს ადამიანის ნება მათგან. ასევეა ასტროლოგიაში, ღმერთების შიკრიკად წოდებული მერკური მზის ბრძანებას გადასცემს მარსს, და სწორედ მარსის მეშვეობით ვახორციელებთ ჩვენს აქტივობებს, მარსი ასტროლოგიურად კუნთების მმართველია და იმიტომ. მარსივე განკარგავს ჩვენს უნარს ვიყოთ ან არ ვიყოთ ლიდერული თვისებების მატარებელი, პასიურები თუ აქტიურები...

რაც შეეხება ვენერას, ის ჩვენს გემოვნებაზე, ესთეტიკაზე მუშაობს და განაპირობებს ჩვენს არჩევანს, ვინ მოგვეწონოს, რა მოგვეწონოს... იუპიტერი და სატურნი ჩვენს სოციალურ თვითდამკვიდრებას უწყობენ ხელს, თუმცა განსხვავება აქაც არის - იუპიტერი უფრო გულუხვია, ხოლო სატურნი მხოლოდ მაშინ გვაჯილდოვებს, როდესაც ვშრომობთ, ვბეჯითობთ და პასუხისმგებლობებს ვიჩენთ.

რაც შეეხება ღამეულ მნათობს - მთვარეს, მას ზოგჯერ, მზეზე უფრო დიდი მნიშვნელობაც კი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს რუკაში. განსაკუთრებით ქალებისათვის. ახლა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ კაცობრიობის უშორეს ისტორიაში არსებობდა პერიოდი, როდასაც მთვარე ჯერ კიდევ არ იყო დედამიწის თანამგზავრი. ანუ ღამეულ ცაზე ადამიანს მხოლოდ ვარსკვლავების ხილვა შეეძლო. ამას ანტიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსების დემოკრიტესა და ანაქსაგორის უძველესი ხელნაწერები ადასტურებენ. არისტოტელე, რომელიც არკადიის მაცხოვრებელ პელაზგებზე საუბრობს, მათ პროტოსელენიტებს უწოდებს, რაც "მთვარემდელებს" ნიშნავს. აღარ განვავრცობ ჩვენს საუბარს იმ მიმართულებით, რომ მეცნიერთა დიდი ნაწილი პელასგები იბერიულ-კავკასიურ, კერძოდ კი ქართველური ტომების წარმომადგენლებად მიიჩნევს... თავისთავად ეს თემაც ძალიან საინტერესოა... თუმცა დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ღამის მნათობს.

ყველა დროის მკვლევარების დაუცხრომელ ინტერესს წარმოადგენდა მთვარის ე.წ. ბნელი მხარე. როგორც იცით, მთვარე დედამიწისაკენ მუდამ ცალი მხარითაა მობრუნებული. მისი მეორე მხარე არასდროს ჩანს.

ამან განაპირობა ის, რომ სწორედ მთვარით იმართება ყველასათვის დაფარული ჩვენი ქვეცნობიერიც

და მართლაც რომ, ადამიანის ქვეცნობიერი იმდენად დაფარული რამაა, ხშირად თავად ჩვენც კი არ ვიცით, რა დევს იქ, რა შესაძლებლობები იმალება, ან რა ფარული შიშები. ერთადერთი სწავლება, რომლებსაც ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სრულყოფილად შეუძლია - ასტროლოგიაა. გამოცდილ ფსიქოლოგსაც კი თავის პაციენტთან მხოლოდ არაერთი სეანსის შემდეგ ეძლევა ხოლმე საშუალება გამოიტანოს სწორი დასკვნები, რას წარმოადგენს ეს ადამიანი რეალურად შიგნიდან. აი, ასტროლოგისთვის კი ეს რუკაზე ერთი დახედვით უკვე ცნობილია. საამისოდ უნდა შევხედოთ მთვარეს და კარგად შევისწავლოთ ის. აქ გასათვალისწინებელია ყველა დეტალი, რომელ ნიშანში დგას მთვარე, რამდენად ჰარმონიულია მისთვის აქ ყოფნა, ხომ არ არის ეს ზოდიაქო მისთვის მოუხერხებელი, დისკომფორტის ტერიტორია, და რა შეიძლება მისცეს ამან ადამიანს რეალურ ცხოვრებაში. რა ასპექტებს აკეთებს სხვა პლანეტებთან, ნეგატიურს, ჰარმონიულს ან საერთოდ აქვს თუ არა ასპექტები...

მნიშვნელობა აქვს იმასაც კი, ზოდიაქოს ნიშნის საწყის გრადუსებზე ხვდება ჩვენს რუკაში მთვარე, თუ ბოლოში. ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის 1°-ზე მოხვედრილი მთვარე (არა აქვს მნიშვნელობა კირჩხიბში იქნება ეს თუ თხისრქაში) მიგვანიშნებს იმაზე, რომ მისი პატრონის მგრძრობიარეობა უფრო მეტად არის გამოკვეთილი, ის ემოციურად უფრო ღიაა გარე გარემოებებისაგან შთაბეჭდილების თუ ზეგავლენის მისაღებად.

თუ ასეთი მთვარე მამაკაცს ეკუთვნის, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ის სხვა კაცებზე უფრო იოლად ექცევა პარტნიორი ქალების ზეგავლენის ქვეშ, ვგულისხმობ, რომ ემოციური მიჯაჭვულობა ამ დროს უფრო დიდია ხოლმე. ბავშვობის წლებში კი დედას ექნებოდა ძალიან დიდი გავლენა მისი სულიერი სამყაროს ფორმირების საქმეში. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს მამის მონაწილეობას, თუმცა, ყველაფერი შედარებითია... ქალებთანაც, შეიძლება ანალოგიური ითქვას. და ასევე ქალბატონებს საშინაო, საოჯახო საქმეებისადმი უფრო მეტი ინტერესი ექნებათ, ვიდრე მათ, ვისაც მთვარე ზოდიაქოს ნიშნის შემდგომ გრადუსებზე ჰყავთ. თუმცა ეს ასევე იწვევს გუნება-განწყობის სწრაფ ცვლას, შფოთვას სხვადასხვა წვრილმანი მიზეზების გამო, რასაც ზოგ შემთხვევაში კაპრიზულობა და ისტერიულობაც ემატება. ეს უკვე გააჩნია ზოდიაქოს ნიშანს.

ბოლო, ანუ 29-30° გრადუსებზე მოხვედრილი მთვარე სრულიად განსხვავებულ სურათს იძლევა, თუმცა კი ნიშანი შეიძლება იგივე იყოს. ადამიანისთვის ძნელია რამის ძალით შთაგონება, ის აღუშფოთველია, ემოციურად თითქმის შეუვალი, ზოგჯერ შეუბრალებელიც კი, ყოველშემთხვევაში, თანაგრძნობის გრძნობა, ემპათია, ნაკლებად გამოხატული ექნება. ყველაფერს უდგება საღი აზრის მიხედვით და არა ემოციებზე აყოლით.

მთვარე ყველა სხვა ციურ სხეულზე ახლოსაა დედამიწასთან, ამიტომაც ასტროლოგიაში ის იმ თემებს განაგებს, რაც სწორედ ჩვენს სულთან არის ახლო - ანუ ოჯახს, ფესვებს, ტრადიციებს, წარმომავლობას. მთვარე ასევე დედისა და დედობრივი მზრუნველობის სიმბოლოა, და ჩვენს ადაპტაციას და ცვლილებების უნარს მართავს. და ეს უნარები იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ ნიშანში ხვდება ჩვენი მთვარე.

ცეცხლის ნიშნებში მოხვედრილი მთვარე გამოიწვევს ადამიანის სურვილების და ემოციების ამოფრქვევებს, იმპულსურობას. ადამიანის რეაქციები გარე ფაქტორებზე პირდაპირია, ის იოლად და ენთუზიაზმით ეკიდება ყველაფერს, მაგრამ ამავედროულად მოუთმენლობა სჭირს ხოლმე, და იოლადვე კარგავს თავდაპირველ ინტერესს. რადგანაც მისი ემოციები სწარაფადცვალებადია.

მიწის სტიქიის ნიშნებში მოხვედრილი მთვარისათვის ემოციებში დამახასიათებელი იქნება სიფრთხილე და თავშეკავებულობა. ასეთი ადამიანი მუდმივად ცდილობს აკონტროლოს საკუთარი ემოციები, არ გამოიტანოს გარეთ. და თუ გარშემომ ყოფებს აჩვენებს კიდეც რაიმეს, ეს ყოველთვის ჩაჯდება საყოველთაოდ მიღებული ნორმების ფარგლებში, დინჯად, დამიწებულად, ზედმეტი აღფრთოვანებების ან აღშფოთებების გარეშე. თუმცაღა, ის ასევე იქნება შინაგანად ჯიუტი და გადაწყვეტილებებს მიიღებს არა იმის მიხედვით, თუ რას კარნახობენ სხვები, არამედ იმის მიხედვით, თუ რას სურს მას, თავად რომ მიაღწიოს.

რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, ვისაც მთვარე ჰაერის ნიშნის ზოდიაქოებში ჰყავთ. ისინი საკუთარ ემოციურ მხარეს იოლად და თავისუფლად ამჟღავნებენ, თუმცა როგორც წესი, არ რეაგირებენ დაუყონებლივ, გონებაში აფასებენ სიტუაციას, და მხოლოდ მერე ამჟღავნებენ ემოციებს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით. თუ რამდენად თბილები და ყურადღებიანები იქნებიან თანამოსაუბრის მიმართ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისთან კონტაქტობს ამ მოცემულ მომენტში, რამდენად საინტერესოა მისთვის ეს ადამიანი, გნებავთ, ინტელექტუალური კუთხით. ახალ გარემოსთან ადაპტირებაც ანალოგიურად ხდება, ჯერ ცდილობენ განყენებულად შეაფასონ სიტუაცია, და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილებები.

და ბოლოს, როდესაც მთვარე წყლის ნიშნებში ხვდება, მისი პატრონისთვის თავისი ნამდვილი ემოციების გამომჟღავნება ყოველთვის სასურველი არ არის ხოლმე. ის ჩუმია და ფრთხილი. ფარავს თავის გრძნობებს და თუ კი გარეთ გამოაქვს, მხოლოდ გარკვეულ წრეში, ძალიან ახლო ადამიანებთან. ამავდროულად ეს ემოციები გაჟღენთილია ხოლმე ძლიერი მგრძნობიარეობით. როცა მათზე დაწოლა მიდის ან სხვა სტრესულ სიტუაციაში ხვდება, კიდევ უფრო იკეტება და თავისთავში მიდის.

თუ ყველაფერს ამას გავითვალისწინებთ, სულ სხვა სურათს მივიღებთ. წარმოიდგინეთ რომ ადამიანი არის მზით ვერძი ანუ ცეცხლოვანი, იმპულსური, მაგრამ მთვარე თუ მას დინჯ კუროში ან სერიოზულ ქალწულში ეყოლება, რამდენად დააბალანსებს ეს მის ხასიათს. ანდა ვთქვათ, როგორ შეიცვლება მზით სასწორის ყბადაღებული მერყეობა, თუ მისი მთვარე ჯიუტ თხისრქაში მოხვდება. როგორი რეზონანსი შეიძლება შეიტანოს თევზების გულჩვილმა მთვარემ ამაყი ლომის ხასიათებში... ძალიან ბევრი ასეთი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, რადგან ელემენტარულად რომ გადავთვალოთ 12 სხვადასხვა მზის ნიშნის კომბინაცია სხვადასხვა 12 მთვარესთან 144 განსხვავებულ ტიპაჟს მოგვცემს. და ეს მაშინ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ არ შევხებივართ პირად ჰოროსკოპში არსებულ სხვა პლანეტებს... სწორედ ამიტომ ვართ ყველანი ჩვენ ასეთი ინდივიდუალურები, სწორედ ამიტომაა სამყარო ასეთი მრავალფეროვანი... ჩვენ დღეს ძალიან მოკლედ შევაფასეთ მთვარის მდებარეობები სტიქიების მიხედვით და დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მათი მაჩვენებელი. მთვარეს, მზესთან კომბინაციაში უკვე შეუძლია ადამიანზე მინიმალური წარმოდგენა შეგვიქმნას, და როდესაც ამას დაემატება სხვა კომპონენტები, თუნდაც მხოლოდ მერკურის, ვენერას და მარსის სახით, წარმოიდგინეთ, რა უზარმაზარი ინფორმაციის მიღებას შევძლებთ და რამდენად შეცვლის და შეავსებს ეს იმ პირვანდელ სურათს, სადაც მხოლოდ მზე ეხატა ფურცლის კუთხეში".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ