საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა არის საქართველოში ყველაზე საშიში? ჭაჭა!" - ამერიკულმა გამოცემამ 20 ტურისტულ მიმართულებას შორის დაგვასახელა
"რა არის საქართველოში ყველაზე საშიში? ჭაჭა!" - ამერიკულმა გამოცემამ 20 ტურისტულ მიმართულებას შორის დაგვასახელა

პო­პუ­ლა­რუ­ლი ამე­რი­კუ­ლი სა­მოგ­ზა­უ­რო გა­მო­ცე­მა Thrillist-მა სა­ქარ­თვე­ლო 2019 წლის 20 ტუ­რის­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბას შო­რის და­ა­სა­ხე­ლა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად რუ­მი­ნე­თი, პო­ლო­ნე­თი, მონ­ტე­ნეგ­რო, სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა, ნე­პა­ლი და სხვა ქვეყ­ნე­ბი მოხ­ვდნენ და ეს ის ად­გი­ლე­ბია, სა­დაც Thrillist-ი ამე­რი­კელ ტუ­რის­ტებს მოგ­ზა­უ­რო­ბას ურ­ჩევს.

Thrillist-ს თვე­ში 20 მი­ლი­ონ­ზე მეტი მკი­თხვე­ლი ჰყავს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჟურ­ნა­ლის­ტმა ბენ­ჯა­მინ კემ­პერ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მოწ­ვე­ვით იმოგ­ზა­უ­რა და მკი­თხველს სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­აც­ნო.

„ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, უძ­ვე­ლე­სი სამ­ყა­რო სტუ­მარ­თმას­პინ­ძლო­ბი­თა და სით­ბო­თი, ეს სა­ქარ­თვე­ლოა. მსოფ­ლიო რუ­კა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­ძებ­ნად თვა­ლის მო­ჭუტ­ვა დაგ­ჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ ამ ქვეყ­ნის მცი­რე გე­ოგ­რა­ფი­ულ­მა ზო­მამ არ მო­გა­ტყუ­ოთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი შთამ­ბეჭ­და­ვია, ხა­ჭა­პუ­რი­დან და­წყე­ბუ­ლი ცე­ცხლო­ვა­ნი ფოლკ­ლო­რუ­ლი ცეკ­ვე­ბით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი, აქ იხი­ლავთ კავ­კა­სი­ო­ნის შთამ­ბეჭ­დავ მთებს, რო­მე­ლიც მდე­ლო­ებს გა­დაჰ­ყუ­რებს. სა­ქარ­თვე­ლომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ტრანსფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და, ქვე­ყა­ნა­ში და­ა­მარ­ცხეს კრი­მი­ნა­ლი, აა­შე­ნეს გზე­ბი, ახა­ლი აე­რო­პორ­ტე­ბი, სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და­ი­წყო. რა არის დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ში? ეს ჭა­ჭაა, მა­ღალგრა­დუ­სი­ა­ნი სას­მე­ლი, რომ­ლი­საც გა­სინ­ჯვა­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყველ­გან გთა­ვა­ზო­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­გიძ­ლი­ათ სა­ლაშ­ქროდ ჩახ­ვი­დეთ, ახა­ლი ტრანსკავ­კა­სი­უ­რი სამ­თო ბი­ლი­კი თქვენ ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე მა­ღალ და­სახ­ლე­ბა­ში გა­და­გის­ვრით. იქ, სა­დაც აღ­მო­სავ­ლე­თი და­სავ­ლეთს ხვდე­ბა შე­გიძ­ლი­ათ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, კერ­ძე­ბი და­ა­გე­მოვ­ნოთ. უგემ­რი­ე­ლე­სი ცომ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი წვნი­ა­ნი კერ­ძე­ბი, მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ლა­თე­ბი და ნიგვზი­ა­ნი კერ­ძე­ბი.

სა­დაც არ უნდა წახ­ვი­დეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყველ­გან დაგ­ხვდე­ბათ უძ­ვე­ლე­სი სამ­ყა­როს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, ყვე­ლა შე­სახ­ვევ­ში, ღვი­ნოს იპო­ვით. ეს არის სას­მე­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებ­მა ან­ტი­კურ პე­რი­ოდ­ში გა­მო­ი­გო­ნეს.

არ და­გა­ვი­წყდეთ გერ­გე­თის სა­მე­ბა­ზე ას­ვლა, ეს არის სან­თლე­ბით დაღ­ვენ­თი­ლი სა­ლო­ცა­ვი, რო­მე­ლიც მე-14 სა­უ­კუ­ნე­ში ღრუბ­ლებ­ზე მაღ­ლა აა­შე­ნეს. გერ­გე­თის სა­მე­ბა ევ­რო­პის სი­დი­დით მე-5 მწვერ­ვა­ლის, მყინ­ვარწვე­რის ჩრდილ­შია მოქ­ცე­უ­ლი, იქ სა­დაც ღმერ­თებ­მა პრო­მე­თე ცე­ცხლის მო­პარ­ვის­თვის მი­ა­ჯაჭ­ვეს“, -წერს ბენ­ჯა­მინ კემ­პე­რი.

ავტორი:

"რა არის საქართველოში ყველაზე საშიში? ჭაჭა!" - ამერიკულმა გამოცემამ 20 ტურისტულ მიმართულებას შორის დაგვასახელა

"რა არის საქართველოში ყველაზე საშიში? ჭაჭა!" - ამერიკულმა გამოცემამ 20 ტურისტულ მიმართულებას შორის დაგვასახელა

პოპულარული ამერიკული სამოგზაურო გამოცემა Thrillist-მა საქართველო 2019 წლის 20 ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სიაში საქართველოსთან ერთად რუმინეთი, პოლონეთი, მონტენეგრო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ნეპალი და სხვა ქვეყნები მოხვდნენ და ეს ის ადგილებია, სადაც Thrillist-ი ამერიკელ ტურისტებს მოგზაურობას ურჩევს.

Thrillist-ს თვეში 20 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა ბენჯამინ კემპერმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს საქართველოს ტურისტული მიმართულება გააცნო.

„ახალი ტურისტული შემოთავაზება, უძველესი სამყარო სტუმართმასპინძლობითა და სითბოთი, ეს საქართველოა. მსოფლიო რუკაზე საქართველოს მოსაძებნად თვალის მოჭუტვა დაგჭირდებათ, მაგრამ ამ ქვეყნის მცირე გეოგრაფიულმა ზომამ არ მოგატყუოთ, საქართველოში ყველაფერი შთამბეჭდავია, ხაჭაპურიდან დაწყებული ცეცხლოვანი ფოლკლორული ცეკვებით გაგრძელებული, აქ იხილავთ კავკასიონის შთამბეჭდავ მთებს, რომელიც მდელოებს გადაჰყურებს. საქართველომ ბოლო პერიოდში ტრანსფორმაცია განიცადა, ქვეყანაში დაამარცხეს კრიმინალი, ააშენეს გზები, ახალი აეროპორტები, საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია დაიწყო. რა არის დღეს საქართველოში ყველაზე საშიში? ეს ჭაჭაა, მაღალგრადუსიანი სასმელი, რომლისაც გასინჯვასაც ადგილობრივები ყველგან გთავაზობენ.

საქართველოში შეგიძლიათ სალაშქროდ ჩახვიდეთ, ახალი ტრანსკავკასიური სამთო ბილიკი თქვენ ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებაში გადაგისვრით. იქ, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება შეგიძლიათ მრავალფეროვანი, კერძები დააგემოვნოთ. უგემრიელესი ცომში გამოყვანილი წვნიანი კერძები, მცენარეული სალათები და ნიგვზიანი კერძები.

სადაც არ უნდა წახვიდეთ საქართველოში, ყველგან დაგხვდებათ უძველესი სამყაროსთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობა, ყველა შესახვევში, ღვინოს იპოვით. ეს არის სასმელი, რომელიც ქართველებმა ანტიკურ პერიოდში გამოიგონეს.

არ დაგავიწყდეთ გერგეთის სამებაზე ასვლა, ეს არის სანთლებით დაღვენთილი სალოცავი, რომელიც მე-14 საუკუნეში ღრუბლებზე მაღლა ააშენეს. გერგეთის სამება ევროპის სიდიდით მე-5 მწვერვალის, მყინვარწვერის ჩრდილშია მოქცეული, იქ სადაც ღმერთებმა პრომეთე ცეცხლის მოპარვისთვის მიაჯაჭვეს“, -წერს ბენჯამინ კემპერი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ