2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.
საპენსიო სააგენტოს "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სქემაში ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული, მათ გარდა, ვისაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა - 60 წელი მამაკაცებს და 55 წელი - ქალებს. სისტემის თანახმად, დასაქმებულის, მისი დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის 2-2-2%-ს რიცხავს მოქალაქის (დასაქმებულის) პირად საპენსიო ანგარიშზე.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე საკუთარი ანგარიშის შემოწმება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ამისთვის კი, უნდა ეწვიოთ, საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდს www.pensions.ge დააჭირეთ ღილაკს - „სააგენტოს სისტემაში შესვლა“ და კურსორის მეშვეობით ახალ გვერდზე გადახვიდეთ, სადაც მომხმარებლის პირად ნომერს და პაროლს შეიყვანთ.
რა ჩავწერო მომხმარებლის და პაროლის ველში?
იმ კომპანიის/ორგანიზაციის ბუღალტერი, სადაც თქვენ მუშაობთ, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვის შემდეგ გადმოგცემთ მომხმარებლის დროებით პაროლს. სისტემაში შესვლისთანავე აუცილებელია პაროლის შეცვლა.
როგორ ხდება რეგისტრაცია და თქვენი პირადი გვერდის გახსნა? წაიკითხეთ სრულად