პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას ბრალი დაუმძიმდა
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას ბრალი დაუმძიმდა

სან­ზო­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის ბავ­შვის დე­დას, ლელა ქსოვ­რელს ბრა­ლი და­უმ­ძი­მეს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ქსოვ­რე­ლის ად­ვო­კატ­მა, ნინო ტა­ბა­ტა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, თუმ­ცა დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ის არ სა­უბ­რობს.

ლელა ქსოვ­რელს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით და­უმ­ძი­მეს, რაც სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც არას­რულ­წლოვ­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გახ­და ცნო­ბი­ლი, გუ­შინ, დაც­ვის მხა­რეს სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა გა­და­ე­ცა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ და­უმ­ძი­მეს ქსოვ­რელს ბრა­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 22 იან­ვარს, სან­ზო­ნა­ში 4 წლის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა, ლელა ქსოვ­რე­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს, მას არას­რულ­წლო­ვან­თან კონ­ტაქ­ტი ეკ­რძა­ლე­ბო­და. ქსოვ­რელს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 7 მარტს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას ბრალი დაუმძიმდა

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას ბრალი დაუმძიმდა

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქსოვრელის ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ განუცხადა, თუმცა დეტალებთან დაკავშირებით ის არ საუბრობს.

ლელა ქსოვრელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაუმძიმეს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, გუშინ, დაცვის მხარეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გადაეცა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ დაუმძიმეს ქსოვრელს ბრალი.

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, სანზონაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა გარდაცვლილი გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 მარტს არის ჩანიშნული.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს