კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკარგული მეომრების ახალი გვარ-სახელები გერმანიის ყველაზე დიდი ლაზარეთიდან, სადაც ქართველებმა უკანასკნელი დღეები გაატარეს
დაკარგული მეომრების ახალი გვარ-სახელები გერმანიის ყველაზე დიდი ლაზარეთიდან, სადაც ქართველებმა უკანასკნელი დღეები გაატარეს

AMBEBI.GE-ს მკი­თხველს ვთა­ვა­ზობთ გერ­მა­ნი­ის ყვე­ლა­ზე დიდი ლა­ზა­რე­თი­დან, ცა­ი­თ­ჰა­ი­ნი­დან ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის ახალ გვარ-სა­ხე­ლებს, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი მეგი სტემ­პე­ნი გვაწ­ვდის და რო­მელ­მაც ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა ბა­ბუ­ის საფ­ლა­ვის პოვ­ნის მიზ­ნით და­ი­წყო.

"ჯერ­ჯე­რო­ბით ბა­ბუ­ის კვალს ვერ მი­ვა­გე­ნი, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ ასო­ბით ადა­მი­ანს წი­ნაპ­რის საფ­ლა­ვი ვა­პოვ­ნი­ნე, ან მათ­ზე ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე და ეს ძა­ლი­ან დიდი სა­ჩუ­ქა­რია, რაც მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სტი­მულს მაძ­ლევს" - ამ­ბობს მეგი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ცა­ი­თ­ჰა­ი­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე 30 000 საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცია დაკ­რძა­ლუ­ლი, მათ შო­რის კი - 185 ქარ­თვე­ლია. ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის თქმით, სა­საფ­ლა­ო­დან გად­მოს­ვე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ისი­ნი თა­ვის დრო­ზე სა­ერ­თო საფ­ლავ­ში იყ­ვნენ და­მარ­ხუ­ლი.

თუმ­ცა, თუ უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ჯა­რის­კა­ცის ოჯა­ხის წევ­რი გვი­კავ­შირ­დე­ბა და მისი წი­ნაპ­რის საფ­ლა­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იგებს, ეს არა­ნაკ­ლე­ბი ნუ­გე­შია, რად­გან მა­თი­ვე თქმით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი მშობ­ლე­ბი და ბე­ბია-ბა­ბუა, ამა­ოდ ელო­და და­კარ­გუ­ლე­ბის შე­სა­ხებ თუნ­დაც მცი­რედ ცნო­ბებს... ბევრ მათ­განს უკა­ნას­კნე­ლი თხოვ­ნის თა­ნახ­მად, შვი­ლის ან ძმის ნა­ქო­ნი ნივ­თი, წე­რი­ლი და ფოტო საფ­ლავ­ში ჩა­ა­ყო­ლეს...

დაკ­რძალ­ვა ცა­ი­თ­ჰა­ი­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე

მაშ ასე, გთა­ვა­ზობთ ახალ გვარ-სა­ხე­ლებს ცა­ი­თ­ჰა­ი­ნის სა­საფ­ლა­ო­დან:

ისა­აკ აბ­რა­გი­ა­ნი გრი­გო­რის ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1915 წელს, ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნი, სო­ფელ აბულ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 8 მა­ისს ყი­რიმ­ში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი IV. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 158545. წო­დე­ბა - რი­გი­თი. გარ­და­იც­ვა­ლა 1944 წლის 21 მა­ისს. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ცა­ი­თ­ჰა­ი­ნი, გერ­მა­ნია

ბაჩო კო­ჩა­ი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩარ­ტაკ­ში (?!). გარ­და­იც­ვა­ლა, 1943 წლის 25 ივ­ნისს.

ალექ­სან­დრე ბაგ­რა­ტის ძე არუ­თი­ნო­ვი - და­ბა­დე­ბუ­ლი 195 წელს მცხე­თის რა­ი­ონ­ში. მე­უღ­ლე ოლგა არუ­თი­ნო­ვა. გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის 23 სექ­ტემ­ბერს.

მიდი ჯა­ფა­რას ძე ის­მა­ი­ლო­ვი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წელს ადი­გენ­ში. გარ­და­იც­ვა­ლა 1944 წლის 7 ივ­ლისს.

ირაკ­ლი ეფ­რე­მის ძე წო­წო­რია - და­ბა­დე­ბუ­ლი 1914 წელს, აბა­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სე­ნატ­ში (?!) მე­უღ­ლე - ნინა წო­წო­რია. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 41702 წო­დე­ბა: რი­გი­თი. 1944 წლის 17 აპ­რილს ლა­ზა­რეთ­ში შე­იყ­ვა­ნეს ჰარ­ტა­უს ბა­ნა­კი­დან, სა­დაც ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი და­უდ­გინ­და და ძა­ლი­ან მალე, იმა­ვე წლის 19 ივ­ლისს გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ცა­ი­თ­ჰა­ი­ნი, გერ­მა­ნია.

ალექ­სან­დრე კა­ბა­კი­ძე (ან ტა­ბა­კი­ძე) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წელს თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ალი­სუ­ბან­ში. გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 2 დე­კემ­ბერს.

გრი­გო­რი გა­ბუ­ნია - და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წლის 6 იან­ვარს, სო­ფელ ამაღ­ლე­ბა­ში (პი­რად მო­ნა­ცე­მებ­ში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, ამ და­სა­ხე­ლე­ბის სო­ფე­ლი კი ფიქ­სირ­დე­ბა ვან­სა და ჩო­ხა­ტა­ურ­ში). გარ­და­იც­ვა­ლა 1944 წლის 20 აგ­ვის­ტოს.

ალექ­სან­დრე პავ­ლეს ძე ოს­მო­ლოვ­სკი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1914 წლის 14 თე­ბერ­ვალს. მი­სა­მარ­თად მი­თი­თე­ბუ­ლია სსრ სა­ქარ­თვე­ლო, სუმსკოე (Грузинская ССР, Сумское). მე­უღ­ლე ოლღა ან ოლგა მი­ხე­ი­ლის ასუ­ლი. გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 13 აპ­რილს.

პავ­ლე ში­ტი­კი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1914 წლის 10 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლის­ში. დედა - ტა­ტი­ა­ნა. გარ­და­იც­ვა­ლა 1944 წლის 18 ივ­ნისს.

ამირ­ხან რიდ­ვა­ლო­ვი ან რუდ­ვა­ლო­ვი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1911 წელს ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახა­შა­ში (?!). გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის 11 სექ­ტმე­ბერს.

და­ვით კუპ­რე­იშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წელს აბა­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ცხემ­ში. გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 4 სექ­ტემ­ბერს.

ან­ტონ ვა­სი­ლის ძე კუ­ჩე­ე­ვი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1912 წელს ახალ­გო­რის (ლე­ნინ­გო­რის) რა­ი­ონ­ში. გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 7 მა­ისს.

გე­რა­სი­მე კოგ­ლი­ა­ნი (?!) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1911 წელს თბი­ლის­ში. მე­უღ­ლე სუ­ლი­კო კოგ­ლი­ა­ნი. გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 31 მა­ისს.

ამირ­ხან რიდ­ვა­ნის ძე რიდ­ვა­ნო­ვი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1911 წელს ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ძი­ლე­ში. მე­უღ­ლე ჰე­მი­დია რიდ­ვა­ნო­ვა, დე­დის გვა­რი კა­ბა­ნო­ვა. მუ­შა­ობ­და რკი­ნიგ­ზა­ში. გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის 11 სექ­ტემ­ბერს. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ცა­ი­თ­ჰა­ი­ნი, გერ­მა­ნია

გი­ორ­გი იო­სე­ბის ძე ერ­შო­ვი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1923 წელს, სტა­ლი­ნირ­ში, ახ­ლან­დე­ლი ცხინ­ვა­ლი. წო­დე­ბა: უმ­ცრო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი. გარ­და­იც­ვა­ლა 1944 წლის 10 აპ­რილს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამუნა
0

ვეძებ ვანო(ივანე) გენებაძეს თუ რაიმე ომფორმაცია გაქვთ

თამუნა
0

ვეძებ ბაბუას მამას. ძან მაინტეტესებს შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ დაბადები თარიღი არ ვიცი მარტვილი რაჟდენი საკანდელია ვიცით მარტო უგზო უკვალოდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

დაკარგული მეომრების ახალი გვარ-სახელები გერმანიის ყველაზე დიდი ლაზარეთიდან, სადაც ქართველებმა უკანასკნელი დღეები გაატარეს

დაკარგული მეომრების ახალი გვარ-სახელები გერმანიის ყველაზე დიდი ლაზარეთიდან, სადაც ქართველებმა უკანასკნელი დღეები გაატარეს

AMBEBI.GE-ს მკითხველს ვთავაზობთ გერმანიის ყველაზე დიდი ლაზარეთიდან, ცაითჰაინიდან ქართველი მეომრების ახალ გვარ-სახელებს, რომელსაც ქართველი ემიგრანტი მეგი სტემპენი გვაწვდის და რომელმაც ამ საკითხზე მუშაობა ბაბუის საფლავის პოვნის მიზნით დაიწყო.

"ჯერჯერობით ბაბუის კვალს ვერ მივაგენი, მაგრამ სამაგიეროდ ასობით ადამიანს წინაპრის საფლავი ვაპოვნინე, ან მათზე ინფორმაცია მივაწოდე და ეს ძალიან დიდი საჩუქარია, რაც მუშაობის გაგრძელების სტიმულს მაძლევს" - ამბობს მეგი ჩვენთან საუბარში.

არსებული მონაცემებით, ცაითჰაინის სასაფლაოზე 30 000 საბჭოთა ჯარისკაცია დაკრძალული, მათ შორის კი - 185 ქართველია. ქართველი ემიგრანტის თქმით, სასაფლაოდან გადმოსვენების შესაძლებლობა სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე შეუძლებელია, რადგან ისინი თავის დროზე საერთო საფლავში იყვნენ დამარხული.

თუმცა, თუ უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის ოჯახის წევრი გვიკავშირდება და მისი წინაპრის საფლავის შესახებ ინფორმაციას იგებს, ეს არანაკლები ნუგეშია, რადგან მათივე თქმით, წლების განმავლობაში მათი მშობლები და ბებია-ბაბუა, ამაოდ ელოდა დაკარგულების შესახებ თუნდაც მცირედ ცნობებს... ბევრ მათგანს უკანასკნელი თხოვნის თანახმად, შვილის ან ძმის ნაქონი ნივთი, წერილი და ფოტო საფლავში ჩააყოლეს...

დაკრძალვა ცაითჰაინის სასაფლაოზე

მაშ ასე, გთავაზობთ ახალ გვარ-სახელებს ცაითჰაინის სასაფლაოდან:

ისააკ აბრაგიანი გრიგორის ძე - დაბადებული 1915 წელს, ახალქალაქის რაიონი, სოფელ აბულში. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 8 მაისს ყირიმში. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 158545. წოდება - რიგითი. გარდაიცვალა 1944 წლის 21 მაისს. დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია

ბაჩო კოჩაიძე - დაბადებული 1916 წელს თელავის რაიონის სოფელ ჩარტაკში (?!). გარდაიცვალა, 1943 წლის 25 ივნისს.

ალექსანდრე ბაგრატის ძე არუთინოვი - დაბადებული 195 წელს მცხეთის რაიონში. მეუღლე ოლგა არუთინოვა. გარდაიცვალა 1942 წლის 23 სექტემბერს.

მიდი ჯაფარას ძე ისმაილოვი - დაბადებული 1919 წელს ადიგენში. გარდაიცვალა 1944 წლის 7 ივლისს.

ირაკლი ეფრემის ძე წოწორია - დაბადებული 1914 წელს, აბაშის რაიონის სოფელ სენატში (?!) მეუღლე - ნინა წოწორია. ბანაკის ნომერი: 41702 წოდება: რიგითი. 1944 წლის 17 აპრილს ლაზარეთში შეიყვანეს ჰარტაუს ბანაკიდან, სადაც ტუბერკულოზი დაუდგინდა და ძალიან მალე, იმავე წლის 19 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

ალექსანდრე კაბაკიძე (ან ტაბაკიძე) - დაბადებული 1918 წელს თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბანში. გარდაიცვალა 1941 წლის 2 დეკემბერს.

გრიგორი გაბუნია - დაბადებული 1924 წლის 6 იანვარს, სოფელ ამაღლებაში (პირად მონაცემებში არ არის მითითებული კონკრეტული მუნიციპალიტეტი, ამ დასახელების სოფელი კი ფიქსირდება ვანსა და ჩოხატაურში). გარდაიცვალა 1944 წლის 20 აგვისტოს.

ალექსანდრე პავლეს ძე ოსმოლოვსკი - დაბადებული 1914 წლის 14 თებერვალს. მისამართად მითითებულია სსრ საქართველო, სუმსკოე (Грузинская ССР, Сумское). მეუღლე ოლღა ან ოლგა მიხეილის ასული. გარდაიცვალა 1943 წლის 13 აპრილს.

პავლე შიტიკი - დაბადებული 1914 წლის 10 ოქტომბერს, თბილისში. დედა - ტატიანა. გარდაიცვალა 1944 წლის 18 ივნისს.

ამირხან რიდვალოვი ან რუდვალოვი - დაბადებული 1911 წელს ახალციხის რაიონის სოფელ ახაშაში (?!). გარდაიცვალა 1942 წლის 11 სექტმებერს.

დავით კუპრეიშვილი - დაბადებული 1919 წელს აბაშის რაიონის სოფელ ცხემში. გარდაიცვალა 1943 წლის 4 სექტემბერს.

ანტონ ვასილის ძე კუჩეევი - დაბადებული 1912 წელს ახალგორის (ლენინგორის) რაიონში. გარდაიცვალა 1943 წლის 7 მაისს.

გერასიმე კოგლიანი (?!) - დაბადებული 1911 წელს თბილისში. მეუღლე სულიკო კოგლიანი. გარდაიცვალა 1943 წლის 31 მაისს.

ამირხან რიდვანის ძე რიდვანოვი - დაბადებული 1911 წელს ახალციხის რაიონის სოფელ საძილეში. მეუღლე ჰემიდია რიდვანოვა, დედის გვარი კაბანოვა. მუშაობდა რკინიგზაში. გარდაიცვალა 1942 წლის 11 სექტემბერს. დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია

გიორგი იოსების ძე ერშოვი - დაბადებული 1923 წელს, სტალინირში, ახლანდელი ცხინვალი. წოდება: უმცროსი ლეიტენანტი. გარდაიცვალა 1944 წლის 10 აპრილს.