საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიმტკიცებდა, რომ წარმატებას ვერასოდეს მივაღწევდი..." - რა პირობა შეუსრულა ლედი გაგამ ყოფილ შეყვარებულს, რომელსაც მისი არ სჯეროდა
"მიმტკიცებდა, რომ წარმატებას ვერასოდეს მივაღწევდი..." - რა პირობა შეუსრულა ლედი გაგამ ყოფილ შეყვარებულს, რომელსაც მისი არ სჯეროდა

ბოლო პე­რი­ოდ­ში ლედი გა­გას შე­სა­ხებ მე­დია ძა­ლი­ან ბევ­რს წერს, მისი პო­პუ­ლა­რო­ბა ფილმმა „ვარ­სკვლა­ვი და­ი­ბა­და“ (Star Is Born) კი­დევ უფრო გა­ზარ­და. ყვე­ლა­ფე­რი კი „ოს­კა­რით“ დაგ­ვირ­გვინ­და - ფილ­მის­თვის შექ­მნი­ლი სიმ­ღე­რის­თვის Shallow მუ­სი­კოს­მა კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო მი­ი­ღო.

თუმ­ცა, დი­დე­ბამ­დე მომ­ღე­რალ­მა ბევ­რი სირ­თუ­ლე გა­და­ი­ტა­ნა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ვიდ­რე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბო­და, მის­თვის ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და მათ შო­რის - შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, დამ­წყებ მუ­სი­კოსს უმ­ტკი­ცებ­დნენ, რომ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას ვერ შეძ­ლებ­და.

2010 წელს „კოს­მო­პო­ლი­ტე­ნის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ლედი გაგა ამ­ბობ­და:

"მყავ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მიმ­ტკი­ცებ­და, რომ წარ­მა­ტე­ბას ვე­რა­სო­დეს მი­ვაღ­წევ­დი, არა­სო­დეს ვიქ­ნე­ბო­დი ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი „გრე­მი­ზე“, არა­სო­დეს გახ­დე­ბო­და ჩემი სიმ­ღე­რა ჰიტი. მე კი დავ­პირ­დი - „ოდეს­მე, როცა ერ­თად აღარ ვიქ­ნე­ბით, შენ კა­ფე­ში ყა­ვის და­ლე­ვა­საც კი ვერ შეძ­ლებ ისე, რომ მე არ და­მი­ნა­ხო, ან ჩემი ხმა ვერ გა­ი­გო“.

რო­გორც ჩანს, მუ­სი­კო­სის და­უ­ღა­ლავ­მა შრო­მამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­თვის მი­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბაც აას­რუ­ლა. 2016 წლის იან­ვრის მო­ნა­ცე­მე­ბით, მას 27 მლნ ალ­ბო­მი და 146 მლნ სინ­გლი აქვს გა­ყი­დუ­ლი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გაგა მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი მუ­სი­კო­სია.

გარ­და ყვე­ლას­თვის სა­ოც­ნე­ბო "ოს­კა­რი­სა", მას დამ­ყა­რე­ბუ­ლი აქვს გი­ნე­სის რამ­დე­ნი­მე რე­კორ­დი, მი­ი­ღო 9 „გრე­მი“, BAFTA-ს ჯილ­დო, ორი „ოქ­როს გლო­ბუ­სი“... ლედი გაგა და­სა­ხელ­და „ბილ­ბორ­დის“ წლის ადა­მი­ა­ნად და არა­ერ­თხელ მოხ­ვდა სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლით „ფორბსის“ რე­ი­ტინ­გებ­ში. „თა­იმსმა“ ის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა.

მუ­სი­კო­სი ცნო­ბი­ლია ქველ­მოქ­მე­დე­ბი­თა და სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვიზ­მით, ლედი გა­გას ორ­გა­ნი­ზა­ცია Born This Way Foundation ახალ­გაზ­რდე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ავტორი:

"მიმტკიცებდა, რომ წარმატებას ვერასოდეს მივაღწევდი..." - რა პირობა შეუსრულა ლედი გაგამ ყოფილ შეყვარებულს, რომელსაც მისი არ სჯეროდა

"მიმტკიცებდა, რომ წარმატებას ვერასოდეს მივაღწევდი..." - რა პირობა შეუსრულა ლედი გაგამ ყოფილ შეყვარებულს, რომელსაც მისი არ სჯეროდა

ბოლო პერიოდში ლედი გაგას შესახებ მედია ძალიან ბევრს წერს, მისი პოპულარობა ფილმმა „ვარსკვლავი დაიბადა“ (Star Is Born) კიდევ უფრო გაზარდა. ყველაფერი კი „ოსკარით“ დაგვირგვინდა - ფილმისთვის შექმნილი სიმღერისთვის Shallow მუსიკოსმა კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო.

თუმცა, დიდებამდე მომღერალმა ბევრი სირთულე გადაიტანა. როგორც თავად ამბობს, ვიდრე პოპულარული გახდებოდა, მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები და მათ შორის - შეყვარებული, დამწყებ მუსიკოსს უმტკიცებდნენ, რომ წარმატების მიღწევას ვერ შეძლებდა.

2010 წელს „კოსმოპოლიტენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლედი გაგა ამბობდა:

"მყავდა შეყვარებული, რომელიც მიმტკიცებდა, რომ წარმატებას ვერასოდეს მივაღწევდი, არასოდეს ვიქნებოდი ნომინირებული „გრემიზე“, არასოდეს გახდებოდა ჩემი სიმღერა ჰიტი. მე კი დავპირდი - „ოდესმე, როცა ერთად აღარ ვიქნებით, შენ კაფეში ყავის დალევასაც კი ვერ შეძლებ ისე, რომ მე არ დამინახო, ან ჩემი ხმა ვერ გაიგო“.

როგორც ჩანს, მუსიკოსის დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და ყოფილი შეყვარებულისთვის მიცემული დაპირებაც აასრულა. 2016 წლის იანვრის მონაცემებით, მას 27 მლნ ალბომი და 146 მლნ სინგლი აქვს გაყიდული, რის საფუძველზეც გაგა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსია.

გარდა ყველასთვის საოცნებო "ოსკარისა", მას დამყარებული აქვს გინესის რამდენიმე რეკორდი, მიიღო 9 „გრემი“, BAFTA-ს ჯილდო, ორი „ოქროს გლობუსი“... ლედი გაგა დასახელდა „ბილბორდის“ წლის ადამიანად და არაერთხელ მოხვდა საკუთარი შემოსავლით „ფორბსის“ რეიტინგებში. „თაიმსმა“ ის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დაასახელა.

მუსიკოსი ცნობილია ქველმოქმედებითა და სოციალური აქტივიზმით, ლედი გაგას ორგანიზაცია Born This Way Foundation ახალგაზრდების გაძლიერებასა და ბულინგის პრევენციას ემსახურება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება