Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია შენი ოცნების ტოიოტას ავტომობილი? -„ტოიოტა ცენტრი თბილისმა“ კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა
როგორია შენი ოცნების ტოიოტას ავტომობილი? -„ტოიოტა ცენტრი თბილისმა“ კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა

„ჩემი ოც­ნე­ბის ტო­ი­ო­ტას ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­მავ­ლის ქვეყ­ნის ერთ-ერთ დიდ ქა­ლაქ­ში დაჰ­ქ­რის, სა­დაც ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია. შე­ვე­ცა­დე, ჩემი წარ­მო­სახ­ვით ტო­ი­ო­ტას ახა­ლი მო­დე­ლი და­მე­ხა­ტა. ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი საწ­ვა­ვად არ იყე­ნებს ბენ­ზინს, ის მზის ენერ­გი­ა­სა და წყალ­ზე მუ­შა­ობს, არც გა­რე­მოს აზი­ა­ნებს და არც ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას“, - ამ­ბობს 14 წლის ნინო იზაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეროვ­ნულ დო­ნე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სის - „ტო­ი­ო­ტას ოც­ნე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი“ - ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია.

ხატ­ვის გლო­ბა­ლურ კონ­კურსს - Toyota Dream Car Art - „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცია“ ბავ­შვე­ბის­თვის ყო­ველ­წლი­უ­რად, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით მარ­თავს. კონ­კურ­სის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბას, „ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სი­ის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, პირ­ველ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა დი­ლერ­მა, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლის­მაც“ გა­უ­წია ორ­გა­ნი­ზე­ბა.

კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რის დახ­მა­რე­ბით, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლის­მა“ სამ ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში 9 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა. პირ­ველ, მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გი­ლებ­ზე გა­სულ ცხრა­ვე გა­მარ­ჯვე­ბულს სერ­თი­ფი­კა­ტე­ბი და სხვა­დას­ხვა ლი­მი­ტის მქო­ნე სა­სა­ჩუქ­რე ვა­უ­ჩე­რე­ბი „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და დი­რექ­ტორ­მა, ირაკ­ლი გურ­ჩი­ან­მა გა­დას­ცა. მისი თქმით, ცხრა­ვე ნა­მუ­შე­ვა­რი ია­პო­ნი­ა­ში, „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ას“ გა­ეგ­ზავ­ნე­ბა, გლო­ბა­ლურ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით.

„ტო­ი­ო­ტა კორ­პო­რა­ცია“, ამ გრან­დი­ო­ზუ­ლი ხატ­ვის კონ­კურ­სით, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ათი­ა­თა­სო­ბით ბავ­შვს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ თა­ვი­სი ოც­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს გა­უ­ზი­ა­როს. ჩვენ გა­მარ­ჯვე­ბულ ნა­მუ­შევ­რებს ტო­კი­ო­ში გავ­გზავ­ნით, სა­დაც კონ­კურ­სის ფი­ნა­ლუ­რი ტური და და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თე­ბა. დიდი სურ­ვი­ლი გვაქვს, ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის ბავ­შვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც აღ­მოჩ­ნდნენ, ისე­ვე, რო­გორც შარ­შან მი­იწ­ვი­ეს პა­ტა­რა გეგა სოფ­რო­მა­ძე, მისი ნა­მუ­შე­ვა­რი 30 სა­უ­კე­თე­სოს შო­რის მოხ­ვდა“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი გურ­ჩი­ან­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სის ფი­ნა­ლის­ტე­ბი ჟი­უ­რიმ მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე გა­და­სულ იმ 45 მო­ნა­წი­ლე ბავ­შვს შო­რის შე­არ­ჩია, რო­მელ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბი, კონ­კურ­ში შე­მო­ტა­ნილ ნა­ხა­ტებს შო­რის სა­უ­კე­თე­სოდ აღი­ა­რა. „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლის­მა“ 45-ვე კონ­კურ­სან­ტი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი პრი­ზე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა.

სა­ქარ­თვე­ლო ტო­ი­ო­ტას გლო­ბა­ლურ კონ­კურ­სში 2014 წლი­და­ნაა ჩარ­თუ­ლი. Toyota Dream Car Art-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა 15 წლის ასა­კის ჩათ­ვლით, ნე­ბის­მი­ერ ბავ­შვსა და მო­ზარდს შე­უძ­ლია. ფი­ნა­ლუ­რი ტური და და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია, ტრა­დი­ცი­უ­ლად, წელ­საც ია­პო­ნი­ა­ში, ტო­კი­ო­ში გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნა­ში გა­მოვ­ლე­ნილ ფი­ნა­ლის­ტებს მი­იწ­ვე­ვენ.

Toyota Dream Car Art-ის გლო­ბა­ლუ­რი კონ­კურ­სის­თვის „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ას“ შექ­მნი­ლი აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი https://www.toyota-dreamcarart.com/vote/ რო­მე­ლიც ხმის მი­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბას ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში იძ­ლე­ვა. ვებგ­ვერ­დზე ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნი­დან, შე­უძ­ლია ხმა მის­ცეს თა­ვის რჩე­ულ ნა­მუ­შე­ვარს. ხმის მი­ცე­მის გლო­ბა­ლუ­რი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე წლის 1 ივ­ლისს და­ი­წყე­ბა.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

როგორია შენი ოცნების ტოიოტას ავტომობილი? -„ტოიოტა ცენტრი თბილისმა“ კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა

როგორია შენი ოცნების ტოიოტას ავტომობილი? -„ტოიოტა ცენტრი თბილისმა“ კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა

„ჩემი ოცნების ტოიოტას ავტომობილი მომავლის ქვეყნის ერთ-ერთ დიდ ქალაქში დაჰქრის, სადაც ყველა ბედნიერია. შევეცადე, ჩემი წარმოსახვით ტოიოტას ახალი მოდელი დამეხატა. ეს ავტომობილი საწვავად არ იყენებს ბენზინს, ის მზის ენერგიასა და წყალზე მუშაობს, არც გარემოს აზიანებს და არც ადამიანის ჯანმრთელობას“, - ამბობს 14 წლის ნინო იზაშვილი, რომელიც საქართველოში, ეროვნულ დონეზე ჩატარებული კონკურსის - „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ - ერთ-ერთი გამარჯვებულია.

ხატვის გლობალურ კონკურსს - Toyota Dream Car Art - „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ ბავშვებისთვის ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით მართავს. კონკურსის საქართველოში ჩატარებას, „ტოიოტა კავკასიის“ ხელმძღვანელობით, პირველმა ოფიციალურმა დილერმა, „ტოიოტა ცენტრი თბილისმაც“ გაუწია ორგანიზება.

კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისმა“ სამ ასაკობრივ კატეგორიაში 9 გამარჯვებული გამოავლინა. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ცხრავე გამარჯვებულს სერთიფიკატები და სხვადასხვა ლიმიტის მქონე სასაჩუქრე ვაუჩერები „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ირაკლი გურჩიანმა გადასცა. მისი თქმით, ცხრავე ნამუშევარი იაპონიაში, „ტოიოტა მოტორ კორპორაციას“ გაეგზავნება, გლობალურ კონკურსში მონაწილეობის მიზნით.

„ტოიოტა კორპორაცია“, ამ გრანდიოზული ხატვის კონკურსით, სხვადასხვა ქვეყნის ათიათასობით ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ თავისი ოცნება მსოფლიოს გაუზიაროს. ჩვენ გამარჯვებულ ნამუშევრებს ტოკიოში გავგზავნით, სადაც კონკურსის ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. დიდი სურვილი გვაქვს, ფინალისტებს შორის ბავშვები საქართველოდანაც აღმოჩნდნენ, ისევე, როგორც შარშან მიიწვიეს პატარა გეგა სოფრომაძე, მისი ნამუშევარი 30 საუკეთესოს შორის მოხვდა“, - აღნიშნა ირაკლი გურჩიანმა.

საქართველოში ჩატარებული კონკურსის ფინალისტები ჟიურიმ მომდევნო ეტაპზე გადასულ იმ 45 მონაწილე ბავშვს შორის შეარჩია, რომელთა ნამუშევრები, კონკურში შემოტანილ ნახატებს შორის საუკეთესოდ აღიარა. „ტოიოტა ცენტრი თბილისმა“ 45-ვე კონკურსანტი წამახალისებელი პრიზებით დააჯილდოვა.

საქართველო ტოიოტას გლობალურ კონკურსში 2014 წლიდანაა ჩართული. Toyota Dream Car Art-ში მონაწილეობის მიღება 15 წლის ასაკის ჩათვლით, ნებისმიერ ბავშვსა და მოზარდს შეუძლია. ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, წელსაც იაპონიაში, ტოკიოში გაიმართება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში გამოვლენილ ფინალისტებს მიიწვევენ.

Toyota Dream Car Art-ის გლობალური კონკურსისთვის „ტოიოტა მოტორ კორპორაციას“ შექმნილი აქვს სპეციალური ვებგვერდი https://www.toyota-dreamcarart.com/vote/ რომელიც ხმის მიცემის საშუალებას ონლაინ რეჟიმში იძლევა. ვებგვერდზე ნებისმიერ მსურველს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, შეუძლია ხმა მისცეს თავის რჩეულ ნამუშევარს. ხმის მიცემის გლობალური პროცესი მიმდინარე წლის 1 ივლისს დაიწყება.

NS

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი