სპორტი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Menu.ge მხარს უჭერსსაოკუპაციო ზოლთან მყოფ აქტივისტებს
Menu.ge მხარს უჭერსსაოკუპაციო ზოლთან მყოფ აქტივისტებს

25 თე­ბერ­ვალს, სწო­რედ იმ დღეს, რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის არ­მია შე­მო­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში და და­ი­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სო­ფელ ატოც­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ზოლ­თან გა­ი­მარ­თა აქ­ცია, რო­მელ­საც შე­უ­ერ­თდნენ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და Menu.ge-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. კომ­პა­ნია Menu.ge გა­ემ­გზავ­რა სა­ო­კუ­პა­ციო ზოლ­თან აქ­ტი­ვის­ტებ­თან ერ­თად, რათა მხარ­ში დად­გო­მო­და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ დღე დგა­ნან ატოც­ში.

მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სის ლი­დე­რი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის თა­მარ არე­ვა­ძის თქმით, სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბიზ­ნეს­სექ­ტო­რი გა­ერ­თი­ან­დეს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გვერ­დში და­უდ­გეს და თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო კამ­პა­ნი­ა­ში. სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს სა­ო­კუ­პა­ციო ზოლ­თან კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის გაგ­ზავ­ნა და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის საკ­ვე­ბი­თა და სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ისი­ნი ეს­ტუმრნენ აქ­ტი­ვის­ტე­ბის ჯგუფს „ძალა ერ­თო­ბა­შია“, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა და­ვით ქა­ცა­რა­ვას ინი­ცი­ა­ტი­ვით და დღემ­დე აგ­რძე­ლებს სა­ო­კუ­პა­ციო ზოლ­თან პატ­რუ­ლი­რე­ბას, რათა არ და­უშ­ვას რუ­სე­თის მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია.

„98 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი შე­მო­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ისევ გრძელ­დე­ბა მათ მიერ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მით­ვი­სე­ბა. რო­გორც ჩემ­თვის, ასე­ვე Menu.ge-ის ყო­ვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ ჩვე­ნი წვლი­ლი შეგ­ვე­ტა­ნა და გვერ­დით დავ­დგო­მო­დით მა­მუ­ლიშ­ვი­ლებს, რომ­ლე­ბიც დღე­და­ღამ იცა­ვენ და აკონ­ტრო­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარს, რათა არ გაძ­ლი­ერ­დეს რუ­სე­თის მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია. ვი­მე­დოვ­ნებ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სი­ტყვე­ბი: ოკუ­პა­ცია და ლტოლ­ვი­ლი აღარ იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო შეძ­ლებს და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას“ - აღ­ნიშ­ნავს თა­მარ არე­ვა­ძე.

და­ვით ქა­ცა­რა­ვას თქმით, ატო­ცი ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თა­დერ­თი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო შე­უ­ია­რა­ღე­ბელ პრო­ტესტს მტრის სამ­ხედ­რო მან­ქა­ნის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლია.

„ამ ეტაპ­ზე ატოც­ში ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად სტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა. ატო­ცის მიმ­დე­ბა­რე ტყე­ში, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად წარ­თმე­უ­ლი იყო, სი­ტუ­ა­ცია კარ­დი­ნა­ლუ­რად შეც­ვლი­ლია. ჩვე­ნი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­დი­ან და ტე­რი­ტო­რი­ას აკონ­ტრო­ლე­ბენ. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაც იწყებს იქ საქ­მი­ა­ნო­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თვის დიდი სტი­მუ­ლის მომ­ცე­მია. ყვე­ლამ უნდა გა­ი­გოს, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზმს აქვს აზრი და ჩვენ ეფექ­ტუ­რე­ბი ვართ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ჩვენ­თან ერ­თად არი­ან ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. მა­გა­ლი­თად, 25 თე­ბერ­ვალს ჩვენ­თან ერ­თად Menu.ge-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ეს­ტუმრნენ ატოცს,“ - აღ­ნიშ­ნავს და­ვით ქა­ცა­რა­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ Menu.ge შე­იქ­მნა 2014 წელს თბი­ლის­ში კომ­პა­ნია Menu Group UK LTD-ს თა­ოს­ნო­ბით და არის ლი­დე­რი მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, ბა­თუ­მის, გო­რი­სა და რუს­თა­ვის 500-ზე მეტ რეს­ტო­რანს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

Menu.ge მხარს უჭერსსაოკუპაციო ზოლთან მყოფ აქტივისტებს

Menu.ge მხარს უჭერსსაოკუპაციო ზოლთან მყოფ აქტივისტებს

25 თებერვალს, სწორედ იმ დღეს, როდესაც საბჭოთა კავშირის არმია შემოიჭრა საქართველოში და დაიკავა საქართველოს ტერიტორიები, სოფელ ატოცში, საოკუპაციო ზოლთან გაიმართა აქცია, რომელსაც შეუერთდნენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და Menu.ge-ს წარმომადგენლები. კომპანია Menu.ge გაემგზავრა საოკუპაციო ზოლთან აქტივისტებთან ერთად, რათა მხარში დადგომოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველ დღე დგანან ატოცში.

მიწოდების სერვისის ლიდერი კომპანიის დირექტორის თამარ არევაძის თქმით, საჭიროა საზოგადოება და ბიზნესსექტორი გაერთიანდეს, შეძლებისდაგვარად გვერდში დაუდგეს და თავისი წვლილი შეიტანოს ანტისაოკუპაციო კამპანიაში. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს საოკუპაციო ზოლთან კომპანიის წარმომადგენლის გაგზავნა და მოხალისეების საკვებითა და საჭირო ნივთებით უზრუნველყოფა. ისინი ესტუმრნენ აქტივისტების ჯგუფს „ძალა ერთობაშია“, რომელიც შეიქმნა დავით ქაცარავას ინიციატივით და დღემდე აგრძელებს საოკუპაციო ზოლთან პატრულირებას, რათა არ დაუშვას რუსეთის მცოცავი ოკუპაცია.

„98 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და ისევ გრძელდება მათ მიერ ჩვენი ტერიტორიების მითვისება. როგორც ჩემთვის, ასევე Menu.ge-ის ყოველი თანამშრომლისთვის, არსებული მდგომარეობა მიუღებელია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა და გვერდით დავდგომოდით მამულიშვილებს, რომლებიც დღედაღამ იცავენ და აკონტროლებენ საქართველოს საზღვარს, რათა არ გაძლიერდეს რუსეთის მცოცავი ოკუპაცია. ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში სიტყვები: ოკუპაცია და ლტოლვილი აღარ იქნება აქტუალური, რადგან საქართველო შეძლებს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას“ - აღნიშნავს თამარ არევაძე.

დავით ქაცარავას თქმით, ატოცი ჯერჯერობით ერთადერთი მაგალითია იმისა, რომ სამოქალაქო შეუიარაღებელ პროტესტს მტრის სამხედრო მანქანის შეჩერება შეუძლია.

„ამ ეტაპზე ატოცში ერთმნიშვნელოვნად სტაბილური სიტუაციაა. ატოცის მიმდებარე ტყეში, რომელიც, ფაქტობრივად წართმეული იყო, სიტუაცია კარდინალურად შეცვლილია. ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები შედიან და ტერიტორიას აკონტროლებენ. ადგილობრივი მოსახლეობაც იწყებს იქ საქმიანობას. ეს ყველაფერი ჩვენთვის დიდი სტიმულის მომცემია. ყველამ უნდა გაიგოს, რომ სამოქალაქო აქტივიზმს აქვს აზრი და ჩვენ ეფექტურები ვართ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენთან ერთად არიან ბიზნესის წარმომადგენლებიც. მაგალითად, 25 თებერვალს ჩვენთან ერთად Menu.ge-ს წარმომადგენლებიც ესტუმრნენ ატოცს,“ - აღნიშნავს დავით ქაცარავა.

შეგახსენებთ, რომ Menu.ge შეიქმნა 2014 წელს თბილისში კომპანია Menu Group UK LTD-ს თაოსნობით და არის ლიდერი მიწოდების სერვისის კომპანია, რომელიც აერთიანებს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და რუსთავის 500-ზე მეტ რესტორანს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის