საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზარმაცი მასპინძლის ბლოგი - როგორ ავცდი საყიდლებზე წასვლას წვიმიან საღამოს
ზარმაცი მასპინძლის ბლოგი - როგორ ავცდი საყიდლებზე წასვლას წვიმიან საღამოს

გა­რეთ ისე წვიმს, თით­ქოს სამ­ყა­რო დღემ­დე ნაგ­რო­ვებ ტკი­ვილს ყვი­რის. სა­ცაა ფრა­ზა „ცა ჩა­მო­იქ­ცა“ მე­ტა­ფო­რულ მნიშ­ვნე­ლო­ბას და­კარ­გავს და ზეცა პირ­და­პირ ფე­ხებ­ში გა­მი­გორ­დე­ბა.

ასეთ დღე­ებ­ში უნდა გქონ­დეს სამ­სა­ხუ­რის, უნი­ვერ­სი­ტე­ტის და სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბის გაც­დე­ნის უფ­ლე­ბა, უნდა ვი­მა­ლე­ბო­დეთ საბ­ნებ­ში და სა­ნამ უკა­ნას­კნე­ლი გამ­ყი­ნა­ვი წვე­თე­ბი ფან­ჯრის მი­ნებს არ და­ე­ცე­მა, არ უნდა გვა­წუ­ხებ­დეს არა­ვინ და არა­ფე­რი. ყრუდ უნდა გვეს­მო­დეს წვი­მის შხა­პუ­ნი და არა 60-ს მი­ტა­ნე­ბუ­ლი უფ­რო­სის იუ­მო­რის­გან დაც­ლი­ლი ხუმ­რო­ბე­ბი, რო­მელ­ზე სი­ცი­ლიც უკვე თვით­შე­ფა­სე­ბას გა­კარ­გვი­ნებს.

ასეთ დროს ვამ­ჯო­ბი­ნებ, თავი გა­დატ­ვირ­თუ­ლად მო­ვაჩ­ვე­ნო, ინ­ტე­რე­სით ჩავ­კირ­კი­ტებ თუნ­დაც კარ­გად შეს­წავ­ლილ-გა­მოკ­ვლე­ულ მა­სა­ლებს და ისევ ვფიქ­რობ, რამ­დე­ნი სა­ა­თი, წუთი თუ ამო­სუნ­თქვა დამ­რჩა დღე­ვან­დე­ლი სა­მუ­შაო დღის დამ­თავ­რე­ბამ­დე, მერე მახ­სენ­დე­ბა, რომ ლო­დი­ნი სა­ა­თის სა­უ­კუ­ნოდ გა­წელ­ვის ერ­თა­დერ­თი და სა­უ­კუ­თე­სო გზაა, ამი­ტომ ჯერ თავს, შემ­დეგ ფე­ხებს ვა­ტან ძა­ლას და სკა­მი­დან ვდგე­ბი. საკ­მა­რი­სია, ოდ­ნავ მა­ინც წა­მოვ­დგე, ბოსს და­ვა­ლე­ბა მზად აქვს. გა­მუდ­მე­ბით სჭირ­დე­ბა რა­ღაც და რა­ტომ­ღაც გა­და­უ­წყვე­ტია, რომ ეს „რა­ღაც“ აუ­ცი­ლებ­ლად მე უნდა მი­ვარ­თვა. მერე კი მად­ლო­ბის ნიშ­ნად იუ­მორს მო­უხ­მობს და მე­ტყვის, რომ მე ისე­თი გოგო ვარ, აქ კი არა, Momitane.ge-ში უნდა ვმუ­შა­ობ­დე. თუ ჰკი­თხავ, ეგ რა არი­სო, სათ­ვა­ლის ქვე­მო­დან ისე გა­მოგ­ხე­დავს, თით­ქოს თვა­ლე­ბით გე­უბ­ნე­ბა, აბა, ახლა მე ვარ თა­ნა­მედ­რო­ვე თუ შენო?! მერე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ტო­ნით გან­გი­მარ­ტავს, ინ­ტერ­ნეტ­ში, ონ­ლა­ინ-სუ­პერ­მარ­კე­ტია ასე­თი, რა­საც შე­უკ­ვე­თავ, ყვე­ლა­ფე­რი მო­აქ­ვთო. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ცოდ­ნით ძა­ლი­ან ამა­ყობს და ამ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზეც ბევ­რი ხუმ­რო­ბა აქვს.

სა­ბო­ლო­ოდ, ასეთ დღე­ებ­საც აქვთ და­სას­რუ­ლი, თუმ­ცა უკვე ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ ეს ზეცა ოდეს­მე ღრუბ­ლე­ბის­გან და­იც­ლე­ბა და წვი­მა შე­წყდე­ბა. ისევ ისე­თი ამინ­დი იყო, კაცი ქუ­ჩა­ში ძაღლს რომ არ გა­აგ­დებ­და, თუმ­ცა ოღონდ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მეღ­წია და შინ ფე­ხით წა­სას­ვლე­ლა­დაც მზად ვი­ყა­ვი. ქუჩა გა­დავ­ჭე­რი და გა­ჩე­რე­ბას­თან დავ­დე­ქი. სკა­მი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო. კა­ტის კნუ­ტი დას­კუ­პუ­ლი­ყო. მთლად გა­ლუმ­პუ­ლი ცინდლის თვა­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ზომა ოდ­ნავ თუ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და მთლი­ა­ნი თა­ვი­სას. დამ­ხვდურ­მა ჩემი ყუ­რა­დღე­ბა რომ იგ­რძნო, უხ­მოდ შე­მომ­ჭყავ­ლა. ჩემ­ში ფი­სო­მოყ­ვა­რუ­ლის ინ­სტიქ­ტე­ბის გაღ­ვი­ძე­ბა­საც მეტი რა უნ­დო­და და ხელი სა­ხეს­თან მი­ვუ­ტა­ნე. მა­ნაც არ გა­მაწ­ბი­ლა და უმალ გა­მი­ხა­ხუ­ნა თავი. რა­ხან ავ­ტო­ბუ­სი იგ­ვი­ა­ნებ­და, მეც გვერ­დით მი­ვუ­ჯე­ქი. კარ­გა ხანს ვის­ხე­დით ასე, მე­ზობ­ლე­ბი­ვით. ბო­ლოს ვერც კი შე­ვამ­ჩნიე, ისე მო­ი­კა­ლა­თა ჩემს კალ­თა­ში, თან უკვე ავ­ტო­ბუ­სის მოს­ვლის დროც იყო.

წა­მოდ­გო­მა ვცა­დე, თუმ­ცა ფისო ად­გი­ლის დათ­მო­ბას არ აპი­რებ­და. ხე­ლის საკ­რა­ვად ვერ გა­ვი­მე­ტებ­დი, ვი­ფიქ­რე, ავ­დგე­ბი და ესეც ჩახ­ტე­ბა-მეთ­ქი. მაგ­რამ ჩახ­ტე­ბა კი არა, ისე ჩა­მო­მე­კი­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი რომ ეკი­დე­ბი­ან ხოლ­მე კი­სერ­ზე მა­ღალ ბი­ჭებს. მისი კი­დევ უფრო გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი რომ და­ვი­ნა­ხე, გა­მე­ცი­ნა, ვი­ფიქ­რე, ამ ფი­სოს ჩემი ხა­სი­ათ­ზე მოყ­ვა­ნის უნა­რი ნამ­დვი­ლად ექ­ნე­ბა-მეთ­ქი. ავ­დე­ქი (უფრო სწო­რად, ამ­დგა­რი კი ვი­ყა­ვი) და წა­მო­ვიყ­ვა­ნე.

ამ ნაც­რის­ფე­რი დღის გა­ფე­რა­დე­ბის ბოლო იმე­დად ეს კნუ­ტი მი­ვიჩ­ნიე და დიდი პა­ტი­ვით ვუ­მას­პინ­ძლე. კა­ტის საჭ­მე­ლე­ბი არ მქონ­და და არც ისე­თი საჭ­მე­ლი, რი­თიც გა­ვუ­მას­პინ­ძლდე­ბო­დი. - რა უნდა მექ­ნა? ასეთ ამინ­დში გა­რეთ კა­ტის საჭ­მლის­თვის კი არა, უკ­ვდა­ვე­ბის ელექ­სი­რის მო­სა­ტა­ნა­დაც არ გა­ვი­დო­დი. უცებ ბო­სის აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი Momitane.ge გა­მახ­სენ­და. დავ­გუ­გ­ლე და მარ­თლაც მრა­ვალ­ფე­რო­ვან ონ­ლა­ინ-სუ­პერ­მარ­კეტ­ში ამოვ­ყა­ვი თავი. კა­ტის ნაირ-ნა­ი­რი რა­გუ­ე­ბი დიდი დაკ­ვირ­ვე­ბით ავარ­ჩიე, თით­ქოს რამე გა­მე­გე­ბო­და. საჭ­მელს ცხო­ვე­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი წყლის ბოთ­ლიც მი­ვა­ყო­ლე. სამ­წუ­ხა­როდ, უკ­ვდა­ვე­ბის ელექ­სი­რი ჯერ არ აქვთ, ამი­ტომ ჩვენ­თვის ჩვე­უ­ლებ­რივ საჭ­მელ-სას­მელს დავ­ჯერ­დი. პრო­დუქ­ტი მარ­ტი­ვად შე­ვუკ­ვე­თე, შე­ტყო­ბი­ნე­ბაც მი­ვი­ღე და მში­ე­რი სტუ­მა­რიც და­ვამ­შვი­დე, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ჩვენ­თან იქ­ნე­ბი­ან-მეთ­ქი. მა­ნამ­დე ერ­თმა­ნე­თი უკეთ გა­ვი­ცა­ნით, თურ­მე სხვა კა­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩემს ახალ თა­ნა­მო­სახ­ლეს ზურ­გზე ფე­რე­ბაც ჰყვა­რე­ბია და ზა­რის ხმა­ზე ძაღ­ლი­ვით კა­რის­კენ გარ­ბის. ან იქ­ნებ ასე ზარ­ზე­ი­მით მხო­ლოდ Momitane.ge-ს კუ­რი­ერს შე­ე­გე­ბა, რო­მე­ლიც პრო­დუქ­ტით და­ხუნძლუ­ლი დათ­ქმულ დრო­ზე გვეწ­ვია. ფი­სომ რაგუ გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თვა.

ახლა უცებ ის ჩემი ბოსი გა­მახ­სენ­და, თურ­მე რა კარ­გი ყო­ფი­ლა შენ­თვის რა­ღა­ცე­ბი რომ მო­აქვთ და მგო­ნი, მთლად ცუდი კა­ციც არ უნდა იყოს ეს უფ­რო­სი-მეთ­ქი, გა­ვი­ფიქ­რე. სხვა თუ არა­ფე­რი, ამ ონ­ლა­ინ-მა­ღა­ზი­ის შე­სა­ხებ ხომ მის­გან გა­ვი­გე? წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რას იფიქ­რებ­და ჩემი ფისო მთე­ლი დღე მში­ე­რი რომ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ზარმაცი მასპინძლის ბლოგი - როგორ ავცდი საყიდლებზე წასვლას წვიმიან საღამოს

ზარმაცი მასპინძლის ბლოგი - როგორ ავცდი საყიდლებზე წასვლას წვიმიან საღამოს

გარეთ ისე წვიმს, თითქოს სამყარო დღემდე ნაგროვებ ტკივილს ყვირის. საცაა ფრაზა „ცა ჩამოიქცა“ მეტაფორულ მნიშვნელობას დაკარგავს და ზეცა პირდაპირ ფეხებში გამიგორდება.

ასეთ დღეებში უნდა გქონდეს სამსახურის, უნივერსიტეტის და საერთოდ, ცხოვრების გაცდენის უფლება, უნდა ვიმალებოდეთ საბნებში და სანამ უკანასკნელი გამყინავი წვეთები ფანჯრის მინებს არ დაეცემა, არ უნდა გვაწუხებდეს არავინ და არაფერი. ყრუდ უნდა გვესმოდეს წვიმის შხაპუნი და არა 60-ს მიტანებული უფროსის იუმორისგან დაცლილი ხუმრობები, რომელზე სიცილიც უკვე თვითშეფასებას გაკარგვინებს.

ასეთ დროს ვამჯობინებ, თავი გადატვირთულად მოვაჩვენო, ინტერესით ჩავკირკიტებ თუნდაც კარგად შესწავლილ-გამოკვლეულ მასალებს და ისევ ვფიქრობ, რამდენი საათი, წუთი თუ ამოსუნთქვა დამრჩა დღევანდელი სამუშაო დღის დამთავრებამდე, მერე მახსენდება, რომ ლოდინი საათის საუკუნოდ გაწელვის ერთადერთი და საუკუთესო გზაა, ამიტომ ჯერ თავს, შემდეგ ფეხებს ვატან ძალას და სკამიდან ვდგები. საკმარისია, ოდნავ მაინც წამოვდგე, ბოსს დავალება მზად აქვს. გამუდმებით სჭირდება რაღაც და რატომღაც გადაუწყვეტია, რომ ეს „რაღაც“ აუცილებლად მე უნდა მივართვა. მერე კი მადლობის ნიშნად იუმორს მოუხმობს და მეტყვის, რომ მე ისეთი გოგო ვარ, აქ კი არა, Momitane.ge-ში უნდა ვმუშაობდე. თუ ჰკითხავ, ეგ რა არისო, სათვალის ქვემოდან ისე გამოგხედავს, თითქოს თვალებით გეუბნება, აბა, ახლა მე ვარ თანამედროვე თუ შენო?! მერე დამაჯერებელი ტონით განგიმარტავს, ინტერნეტში, ონლაინ-სუპერმარკეტია ასეთი, რასაც შეუკვეთავ, ყველაფერი მოაქვთო. ამ ინფორმაციის ცოდნით ძალიან ამაყობს და ამ მომსახურებაზეც ბევრი ხუმრობა აქვს.

საბოლოოდ, ასეთ დღეებსაც აქვთ დასასრული, თუმცა უკვე ეჭვი მეპარება, რომ ეს ზეცა ოდესმე ღრუბლებისგან დაიცლება და წვიმა შეწყდება. ისევ ისეთი ამინდი იყო, კაცი ქუჩაში ძაღლს რომ არ გააგდებდა, თუმცა ოღონდ სამსახურიდან გამეღწია და შინ ფეხით წასასვლელადაც მზად ვიყავი. ქუჩა გადავჭერი და გაჩერებასთან დავდექი. სკამი დაკავებული იყო. კატის კნუტი დასკუპულიყო. მთლად გალუმპული ცინდლის თვალების ერთობლივი ზომა ოდნავ თუ ჩამოუვარდებოდა მთლიანი თავისას. დამხვდურმა ჩემი ყურადღება რომ იგრძნო, უხმოდ შემომჭყავლა. ჩემში ფისომოყვარულის ინსტიქტების გაღვიძებასაც მეტი რა უნდოდა და ხელი სახესთან მივუტანე. მანაც არ გამაწბილა და უმალ გამიხახუნა თავი. რახან ავტობუსი იგვიანებდა, მეც გვერდით მივუჯექი. კარგა ხანს ვისხედით ასე, მეზობლებივით. ბოლოს ვერც კი შევამჩნიე, ისე მოიკალათა ჩემს კალთაში, თან უკვე ავტობუსის მოსვლის დროც იყო.

წამოდგომა ვცადე, თუმცა ფისო ადგილის დათმობას არ აპირებდა. ხელის საკრავად ვერ გავიმეტებდი, ვიფიქრე, ავდგები და ესეც ჩახტება-მეთქი. მაგრამ ჩახტება კი არა, ისე ჩამომეკიდა, შეყვარებული გოგონები რომ ეკიდებიან ხოლმე კისერზე მაღალ ბიჭებს. მისი კიდევ უფრო გაფართოებული თვალები რომ დავინახე, გამეცინა, ვიფიქრე, ამ ფისოს ჩემი ხასიათზე მოყვანის უნარი ნამდვილად ექნება-მეთქი. ავდექი (უფრო სწორად, ამდგარი კი ვიყავი) და წამოვიყვანე.

ამ ნაცრისფერი დღის გაფერადების ბოლო იმედად ეს კნუტი მივიჩნიე და დიდი პატივით ვუმასპინძლე. კატის საჭმელები არ მქონდა და არც ისეთი საჭმელი, რითიც გავუმასპინძლდებოდი. - რა უნდა მექნა? ასეთ ამინდში გარეთ კატის საჭმლისთვის კი არა, უკვდავების ელექსირის მოსატანადაც არ გავიდოდი. უცებ ბოსის აკვიატებული Momitane.ge გამახსენდა. დავგუგლე და მართლაც მრავალფეროვან ონლაინ-სუპერმარკეტში ამოვყავი თავი. კატის ნაირ-ნაირი რაგუები დიდი დაკვირვებით ავარჩიე, თითქოს რამე გამეგებოდა. საჭმელს ცხოველებისთვის განკუთვნილი სპეციალური წყლის ბოთლიც მივაყოლე. სამწუხაროდ, უკვდავების ელექსირი ჯერ არ აქვთ, ამიტომ ჩვენთვის ჩვეულებრივ საჭმელ-სასმელს დავჯერდი. პროდუქტი მარტივად შევუკვეთე, შეტყობინებაც მივიღე და მშიერი სტუმარიც დავამშვიდე, ნახევარ საათში ჩვენთან იქნებიან-მეთქი. მანამდე ერთმანეთი უკეთ გავიცანით, თურმე სხვა კატებისგან განსხვავებით, ჩემს ახალ თანამოსახლეს ზურგზე ფერებაც ჰყვარებია და ზარის ხმაზე ძაღლივით კარისკენ გარბის. ან იქნებ ასე ზარზეიმით მხოლოდ Momitane.ge-ს კურიერს შეეგება, რომელიც პროდუქტით დახუნძლული დათქმულ დროზე გვეწვია. ფისომ რაგუ გემრიელად მიირთვა.

ახლა უცებ ის ჩემი ბოსი გამახსენდა, თურმე რა კარგი ყოფილა შენთვის რაღაცები რომ მოაქვთ და მგონი, მთლად ცუდი კაციც არ უნდა იყოს ეს უფროსი-მეთქი, გავიფიქრე. სხვა თუ არაფერი, ამ ონლაინ-მაღაზიის შესახებ ხომ მისგან გავიგე? წარმოიდგინეთ, რას იფიქრებდა ჩემი ფისო მთელი დღე მშიერი რომ დამეტოვებინა?

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის