სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამსახურთან მანქანის პარკირებისთვის საათობრივად გადახდა მოგიწევთ - საფასური მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება
სამსახურთან მანქანის პარკირებისთვის საათობრივად გადახდა მოგიწევთ - საფასური მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება

მან­ქა­ნის პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რის სა­ა­თობ­რი­ვად გა­დახ­და დე­და­ქა­ლაქ­ში და­საქ­მე­ბუ­ლებ­საც მო­უ­წევთ და სა­მუ­შაო ოფი­სებ­თან ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა­ზე მათ­თვის შე­ღა­ვა­თე­ბი არ და­წეს­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ თბი­ლი­სის ვიცე-მერს, ირაკ­ლი ხმა­ლა­ძეს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ მე­რია არ აპი­რებს იმუ­შა­ოს და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის, კონ­კრე­ტულ სივ­რცე­ებ­ზე სა­ა­ბო­ნი­მენ­ტო სის­ტე­მა შე­მო­ი­ღოს.

„პარ­კი­რე­ბა­ზე გა­დახ­დის სა­ა­თობ­რი­ვი სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბის მი­ზა­ნი არის არა ის, რომ კომ­ფორ­ტუ­ლი გა­ხა­დოს პარ­კინ­გის სის­ტე­მა, არა­მედ ის, რომ გა­ი­ძუ­ლოთ გა­დახ­ვი­დეთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე. სა­მა­გი­ე­როდ, ხალ­ხი ისუნ­თქებს. ფე­ხით ვინც და­დის იცის, რომ ქა­ლაქ­ში სუნ­თქვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ვსუნ­თქავთ გა­მო­ნა­ბოლ­ქვს! თუ არ გა­ვა­ჩე­რეთ მან­ქა­ნე­ბი და ავ­ტო­ბუ­სი არ მო­ვიხ­მა­რეთ, და­ვიხ­რჩო­ბით! მერე ის სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბი და მან­ქა­ნე­ბიც გვერ­დზე დაგ­ვრჩე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­და ხმა­ლა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“.

პარ­კი­რე­ბის სა­ა­თობ­რი­ვი სა­ფა­სუ­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ნი­მუმ 50 თეთ­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. თუმ­ცა არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­სა­ხა­დი კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­დოს. ვიცე-მე­რის გან­მარ­ტე­ბით, პარ­კი­რე­ბა­ზე სა­ა­თობ­რი­ვი გა­და­სა­ხა­დის სის­ტე­მა 1-ელი ივ­ლი­სი­დან, ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩით და­ი­წყე­ბა.

„ამ თე­მა­ზე საკ­რე­ბუ­ლო­ში შეხ­ვედ­რა გვექ­ნე­ბა მიმ­დი­ნა­რე კვი­რას. საკ­რე­ბუ­ლოს ტრან­სპორ­ტის კო­მი­სია ან თავ­მჯდო­მა­რე ჩა­ა­ტა­რებს თათ­ბირს. მაქვს სურ­ვი­ლი, რომ ამას და­ეს­წრონ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და ერ­თად შევ­ჯერ­დეთ, რა სა­ფე­ხუ­რე­ბით წა­ვი­დეთ ზო­ნა­ლუ­რი პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სურ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩემი იდე­აა, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ფა­სუ­რი და­ვი­წყოთ 50 თეთ­რი­დან, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს უნი­კა­ლუ­რი ტა­რი­ფი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ობს. ერთი ტა­რი­ფი მთელ თბი­ლის­შიც ვერ იმუ­შა­ვებს, ყვე­ლა ქუ­ჩას თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კა აქვს, ყველ­გან სხვა­დას­ხვა მო­თხოვ­ნაა, ამი­ტომ უნდა და­ვად­გი­ნოთ მი­ნი­მა­ლუ­რი ტა­რი­ფი და მოხ­დეს პრო­ცეს­ში დაკ­ვირ­ვე­ბა. თუ ამან შე­დე­გი არ მოგ­ვცა, სა­ფა­სუ­რი უნდა გავ­ზარ­დოთ. აღე­ბუ­ლი გვაქვს ერთი არე­ა­ლი - ლე­სე­ლი­ძე, თა­ვი­სი მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბით. თუ 50-მა თეთრმა მოგ­ვცა შე­დე­გი, მა­შინ დავ­ტო­ვებთ, მაგ­რამ ამ სის­ტე­მის მი­ზა­ნი არ არის ფუ­ლის მოკ­რე­ბა, ამის მი­ზა­ნია მან­ქა­ნე­ბის მოხ­მა­რე­ბა შე­ვამ­ცი­როთ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ.

ამას­თან, თბი­ლი­სის ვიცე მერ­მა კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა, რომ პარ­კი­რე­ბა­ზე გა­დახ­დის სა­ა­თობ­რი­ვი სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბის მი­ზა­ნია, „მძღოლ­მა მან­ქა­ნა სახ­ლთან და­ტო­ვოს და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გილ­დეს“.

„ვერ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, რომ ამ ინ­სტრუ­მენ­ტით ვა­ი­ძუ­ლო მო­იხ­მა­რონ ის ტრან­სპორ­ტი, რო­მე­ლიც დღეს ქა­ლაქ­ში და­დის. სა­ა­თობ­რი­ვი სა­ფა­სუ­რის სის­ტე­მა უნდა შე­მო­ვი­დეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ჩა­ნაც­ვლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად. აქაც მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ფა­სუ­რი 50 თეთ­რი უნდა იყოს და და­ვაკ­ვირ­დეთ შე­დეგს. შე­დე­გად ით­ვლე­ბა სა­პარ­კინ­გე სივ­რცე­ზე 15 პრო­ცენ­ტი მუდ­მი­ვად თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი. მო­თხოვ­ნა სა­პარ­კინ­ზე ად­გილ­ზე უნდა და­ვა­ბა­ლან­სოთ ისე, რომ შევ­სე­ბუ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე 85/15 პრო­ცენტზე უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, რამ­დე­ნი­მე თვის წინ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში აცხა­დებ­დნენ, რომ პარ­კი­რე­ბა­ზე სა­ა­თობ­რი­ვი გა­და­სა­ხა­დი შე­საძ­ლოა, 20 თეთ­რი­დან და­წყე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა მი­იჩ­ნია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ფა­სუ­რი ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ქა­ლაქ­ში გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის პრობ­ლე­მის და­რე­გუ­ლი­რე­ბას.

მაგარია
0

ისედაც ვერ შევდივარ საკუთარი კორპუსის ეზოში იმდენი უცხო მანქანა ჩერდება, ეხლა ორჯერ მეტი შემოეკვეხება. აბა დღეში 5-10 ლარს ვინ გადაიხდის. და ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჯერ თვითონ დაიწყონ სიარული და ხალხიც მიბაძავთ. ცლიან ქუჩებს რომ თავად კარგად იარონ :(

ავტორი:

სამსახურთან მანქანის პარკირებისთვის საათობრივად გადახდა მოგიწევთ - საფასური მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება

სამსახურთან მანქანის პარკირებისთვის საათობრივად გადახდა მოგიწევთ - საფასური მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება

მანქანის პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა დედაქალაქში დასაქმებულებსაც მოუწევთ და სამუშაო ოფისებთან ავტომანქანის გაჩერებაზე მათთვის შეღავათები არ დაწესდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მერია არ აპირებს იმუშაოს დასაქმებული პირებისთვის, კონკრეტულ სივრცეებზე სააბონიმენტო სისტემა შემოიღოს.

„პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანი არის არა ის, რომ კომფორტული გახადოს პარკინგის სისტემა, არამედ ის, რომ გაიძულოთ გადახვიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. სამაგიეროდ, ხალხი ისუნთქებს. ფეხით ვინც დადის იცის, რომ ქალაქში სუნთქვა შეუძლებელია. ვსუნთქავთ გამონაბოლქვს! თუ არ გავაჩერეთ მანქანები და ავტობუსი არ მოვიხმარეთ, დავიხრჩობით! მერე ის საპარკინგე ადგილები და მანქანებიც გვერდზე დაგვრჩება“, - განუცხადა ხმალაძემ „ინტერპრესნიუსს“.

პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება. თუმცა არ არის გამორიცხული, აღნიშნული გადასახადი კიდევ უფრო გაიზარდოს. ვიცე-მერის განმარტებით, პარკირებაზე საათობრივი გადასახადის სისტემა 1-ელი ივლისიდან, ლესელიძის ქუჩით დაიწყება.

„ამ თემაზე საკრებულოში შეხვედრა გვექნება მიმდინარე კვირას. საკრებულოს ტრანსპორტის კომისია ან თავმჯდომარე ჩაატარებს თათბირს. მაქვს სურვილი, რომ ამას დაესწრონ სპეციალისტები და ერთად შევჯერდეთ, რა საფეხურებით წავიდეთ ზონალური პარკირების საფასურთან დაკავშირებით. ჩემი იდეაა, რომ მინიმალური საფასური დავიწყოთ 50 თეთრიდან, მაგრამ არ არსებობს უნიკალური ტარიფი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს. ერთი ტარიფი მთელ თბილისშიც ვერ იმუშავებს, ყველა ქუჩას თავისი სპეციფიკა აქვს, ყველგან სხვადასხვა მოთხოვნაა, ამიტომ უნდა დავადგინოთ მინიმალური ტარიფი და მოხდეს პროცესში დაკვირვება. თუ ამან შედეგი არ მოგვცა, საფასური უნდა გავზარდოთ. აღებული გვაქვს ერთი არეალი - ლესელიძე, თავისი მიმდებარე ქუჩებით. თუ 50-მა თეთრმა მოგვცა შედეგი, მაშინ დავტოვებთ, მაგრამ ამ სისტემის მიზანი არ არის ფულის მოკრება, ამის მიზანია მანქანების მოხმარება შევამციროთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ამასთან, თბილისის ვიცე მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანია, „მძღოლმა მანქანა სახლთან დატოვოს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდეს“.

„ვერ ვიქნები მართალი მოსახლეობასთან, რომ ამ ინსტრუმენტით ვაიძულო მოიხმარონ ის ტრანსპორტი, რომელიც დღეს ქალაქში დადის. საათობრივი საფასურის სისტემა უნდა შემოვიდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლების პარალელურად. აქაც მინიმალური საფასური 50 თეთრი უნდა იყოს და დავაკვირდეთ შედეგს. შედეგად ითვლება საპარკინგე სივრცეზე 15 პროცენტი მუდმივად თავისუფალი ადგილი. მოთხოვნა საპარკინზე ადგილზე უნდა დავაბალანსოთ ისე, რომ შევსებული და თავისუფალი სივრცე 85/15 პროცენტზე უნდა იყოს“, - განაცხადა ხმალაძემ.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიაში აცხადებდნენ, რომ პარკირებაზე საათობრივი გადასახადი შესაძლოა, 20 თეთრიდან დაწყებულიყო, თუმცა საზოგადოების ნაწილმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საფასური ვერ უზრუნველყოფდა ქალაქში გადატვირთულობის პრობლემის დარეგულირებას.

ქუჩები საბურთალოზე, სადაც პარკირების საათობრივი სისტემა ამოქმედდება

აჭარის მთავრობის 31 წლის თავმჯდომარე კალაძის მხარდაჭერით და მამის გავლენებით - რა ქონებას ფლობს თორნიკე რიჟვაძე?

ახალი წესები, რომელიც ბინის გამქირავებლებმა უნდა დაიცვან