სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ, თუ დაორსულებას გეგმავთ - რეპროდუქტოლოგის რეკომენდაციები
რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ, თუ დაორსულებას გეგმავთ - რეპროდუქტოლოგის რეკომენდაციები

იმის­თვის, რომ ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ქალი რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე არ აღ­მოჩ­ნდეს, სა­სურ­ვე­ლია, ორ­სუ­ლო­ბის და­გეგ­მვამ­დე, ყვე­ლა სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ი­ტა­როს.

რა არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, რო­დე­საც ქალ­ბა­ტო­ნი და­ორ­სუ­ლე­ბას გეგ­მავს, რა კვლე­ვე­ბი უნდა ჩა­ი­ტა­როს და რა­ტომ და რა დროს ით­ვლე­ბა ქალი უშ­ვი­ლოდ, ამ სა­კი­თხებს ექიმ-რეპ­რო­დუქ­ტო­ლოგ მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვილ­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ.

- ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას ორი რამ არის გა­სათ­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბე­ლი - ერთი შემ­თხვე­ვა, როცა ქალი ორ­სუ­ლო­ბას გეგ­მავს და მე­ო­რე, როცა ქალი 1 წელ­ზე მეტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ორ­სულ­დე­ბა.

ეს შემ­თხვე­ვე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მიდ­გო­მაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

თუკი პირ­ველ შემ­თხვე­ვას და­ვუბ­რუნ­დე­ბით - რო­დე­საც ჯერ კი­დევ ერთი წელი არ არის გა­სუ­ლი მას შემ­დეგ, რაც ქალს აქვს რე­გუ­ლა­რუ­ლი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი და ორ­სუ­ლო­ბა ჯერ არ დამ­დგა­რა, სა­ნამ ორ­სუ­ლო­ბას და­გეგ­მავს, გარ­კვე­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უნდა ჩა­ი­ტა­როს.

- რა გა­მოკ­ვლე­ვებს გუ­ლის­ხმობთ?

- გა­მოკ­ვლე­ვე­ბი არის სტან­დარ­ტუ­ლი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა ქა­ლის­თვის წე­ლი­წად­ში ერთხელ და ეს პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბია. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, აწუ­ხებს თუ არა რამე. ხოლო თუ ორ­სუ­ლო­ბას გეგ­მავს, გა­მოკ­ვლე­ვა მით უფრო სჭირ­დე­ბა.

ეს არის გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი, სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის და ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ექოს­კო­პია (ბოლო დროს გახ­შირ­და ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს რო­გორც ორ­სუ­ლო­ბა­ზე, ასე­ვე მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე). ამ კვლე­ვე­ბის შე­დე­გად, თუ სად­მე პრობ­ლე­მა აღ­მოჩ­ნდე­ბა, უკვე შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბაა სა­ჭი­რო. ასე­ვე უნდა გა­კეთ­დეს პაპ­ტეს­ტი, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის ნა­ცხის ცი­ტო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი (მიკ­როს­კოპ­ში ხდე­ბა საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის უჯრე­დე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა).

- რა­ტომ არის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბის შემ­დეგ მე­ო­რე ად­გილ­ზე დგას. ამი­ტო­მაც ტარ­დე­ბა პაპ­ტეს­ტი, კოლ­კოს­კო­პია, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვი და უმ­ტკივ­ნე­უ­ლო პრო­ცე­დუ­რაა (სპე­ცი­ა­ლუ­რი მიკ­როს­კო­პით საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ხდე­ბა). ეს უმ­ტკივ­ნე­უ­ლო და ეფექ­ტუ­რი კვლე­ვა სამ­წუ­ხა­როდ, სავ­ლდე­ბუ­ლოდ არ ით­ვე­ბა, თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ კოლ­კოს­კო­პი­აც უნდა შე­დი­ო­დეს. თუ შვი­ლოს­ნო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, მა­მა­კაც­მაც უნდა ჩა­ა­ბა­როს სპერ­მის ანა­ლი­ზი.

- და რო­დე­საც ქალი 1 ან მეტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არის უშ­ვი­ლო. ის რა გზას ირ­ჩევს?

- რო­გორც უკვე გი­თხა­რით, უშ­ვი­ლო­ბად ით­ვლე­ბა, როცა 1 წელ­ზე მეტი დრო­ის მან­ძილ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად რე­გუ­ლა­რუ­ლი და­უც­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი­სა, ორ­სუ­ლო­ბა არ დგე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ სუ­ლაც არ არის ის, ადრე იყო თუ არა ორ­სუ­ლად და გა­ჩე­ნი­ლი ჰყავს თუ არა შვი­ლე­ბი. რო­დე­საც ქალი ერთი წელი არ ორ­სულ­დე­ბა, ეს უშ­ვი­ლო­ბაა და უკვე დი­აგ­ნო­ზია. ასეთ ადა­მი­ანს ის გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, რაც ჩა­მოვ­თვა­ლე, სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ გარ­და ამი­სა, ესა­ჭი­რო­ე­ბა ის კვლე­ვე­ბიც, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ პრობ­ლე­მის გა­მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც და­ორ­სუ­ლე­ბას ხელს უშ­ლის.

ამის­თვის უნდა ჩა­ტარ­დეს რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა, უნდა შე­მოწ­მდეს მი­ლე­ბის გამ­ტა­რო­ბა და ასე­ვე სა­ჭი­როა საკ­ვერ­ცხე­ე­ბის ფუნ­ქცი­ის და კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის მა­რა­გის შე­ფა­სე­ბა. მა­მა­კაცს უტარ­დე­ბა მხო­ლოდ სპერ­მის ანა­ლი­ზი. თუ სპერ­მოგ­რა­მა ნორ­მა­ლუ­რია, მა­შინ მას სხვა არა­ნა­ი­რი გა­მოკ­ვლე­ვა არ ესა­ჭი­რო­ე­ბა.

- სა­ერ­თოდ წყვი­ლის გა­მოკ­ვლე­ვა რა მი­მარ­თუ­ლე­ბით ხდე­ბა?

- ვიკ­ვლევთ სამი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით - მი­ლე­ბის დათ­ვლი­ე­რე­ბა, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის (სა­დაც გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა და ნა­ყო­ფის გან­ვი­თა­რე­ბა ხდე­ბა) გა­მოკ­ვლე­ვა. რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის (საშ­ვი­ლოს­ნო, მი­ლე­ბი, საკ­ვერ­ცხე­ე­ბი) გა­მოკ­ვლე­ბის არა­ერ­თი მე­თო­დი არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად, შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვი, მი­ლე­ბის გამ­ტა­რო­ბაა, რო­მე­ლიც ექოს­კო­პი­უ­რი აპა­რა­ტით კეთ­დე­ბა, შეგვყავს სპე­ცი­ა­ლუ­რი სი­თხე და ვაკ­ვირ­დე­ბით ექოს აპა­რა­ტით რო­გორ გა­და­დის მი­ლებ­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­ვე მი­ლე­ბის გამ­ტა­რო­ბის შე­ფა­სე­ბა რენტგე­ნით, არის ასე­ვე ენ­დოს­კო­პუ­რი მე­თო­დი - ყვე­ლა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი, ანუ ლა­პა­რას­კო­პია და ჰის­ტე­როს­კო­პია.

- ეს რას ნიშ­ნავს?

- ეს უსის­ხლო ოპე­რა­ცი­აა, ანუ მუც­ლის ღრუ­ში ვი­დე­ო­კა­მე­რით შევ­დი­ვართ და რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ორაგ­ნო­ებს ვათ­ვა­ლი­ე­რებთ. ვაკ­ვირ­დე­ბით არა მარ­ტო მი­ლე­ბის გამ­ტა­რო­ბას, ასე­ვე ვა­ფა­სებთ მი­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რას, ფორ­მას, საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუს. საკ­ვერ­ცხე­ებს და ა.შ.

შემ­დე­გი საკ­ვერ­ცხე­ე­ბის ფუნ­ქცი­ის შე­ფა­სე­ბაა, რის­თვი­საც გვჭირ­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ექოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვა და ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ჰორ­მო­ნის ანა­ლი­ზი.

ცხა­დია, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ქა­ლის ასაკს, კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის მა­რა­გის გან­სა­ზღვრა ჰორ­მო­ნა­ლუ­რი კვლე­ვით არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი 35 წლამ­დე ასა­კის ქა­ლებ­ში, რო­მელ­თაც რე­გუ­ლა­რუ­ლი მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლი და ექოს­კო­პი­უ­რად ნორ­მა­ლუ­რი საკ­ვერ­ცხე­ე­ბი აქვს. ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ქალ­თან ვა­ტა­რებთ, რად­გან ხში­რია ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც არა­ხელ­საყ­რელ გა­რე­მოს უქ­მნის ორ­სუ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

ზო­გა­დად კი ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და 2 თით­ქოს­და ერ­თნა­ი­რი ის­ტო­რი­ის მქო­ნე წყვილ­ში შე­საძ­ლოა, მიდ­გო­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოს.

ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს წყვი­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ურ გან­წყო­ბას, ნდო­ბას ექი­მის მი­მართ, რად­გან მკურ­ნა­ლო­ბის კარ­გი შე­დე­გი მხო­ლოდ ექი­მი­სა და პა­ცი­ენ­ტის ერ­თობ­ლი­ვი შრო­მით მი­იღ­წე­ვა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ, თუ დაორსულებას გეგმავთ - რეპროდუქტოლოგის რეკომენდაციები

რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ, თუ დაორსულებას გეგმავთ - რეპროდუქტოლოგის რეკომენდაციები

იმისთვის, რომ ორსულობის პერიოდში ქალი რაიმე სერიოზული პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეს, სასურველია, ორსულობის დაგეგმვამდე, ყველა საჭირო და აუცილებელი გამოკვლევა ჩაიტაროს.

რა არის გასათვალისწინებელი, როდესაც ქალბატონი დაორსულებას გეგმავს, რა კვლევები უნდა ჩაიტაროს და რატომ და რა დროს ითვლება ქალი უშვილოდ, ამ საკითხებს ექიმ-რეპროდუქტოლოგ მანანა მგალობლიშვილთან ერთად განვიხილავთ.

- ამ თემაზე საუბრისას ორი რამ არის გასათვალისიწინებელი - ერთი შემთხვევა, როცა ქალი ორსულობას გეგმავს და მეორე, როცა ქალი 1 წელზე მეტი დროის განმავლობაში არ ორსულდება.

ეს შემთხვევები ერთმანეთისგან განსხვავდება და შესაბამისად, მიდგომაც განსხვავებულია.

თუკი პირველ შემთხვევას დავუბრუნდებით - როდესაც ჯერ კიდევ ერთი წელი არ არის გასული მას შემდეგ, რაც ქალს აქვს რეგულარული სქესობრივი კავშირი და ორსულობა ჯერ არ დამდგარა, სანამ ორსულობას დაგეგმავს, გარკვეული გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს.

- რა გამოკვლევებს გულისხმობთ?

- გამოკვლევები არის სტანდარტული, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია ყველა ქალისთვის წელიწადში ერთხელ და ეს პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევებია. არ აქვს მნიშვნელობა, აწუხებს თუ არა რამე. ხოლო თუ ორსულობას გეგმავს, გამოკვლევა მით უფრო სჭირდება.

ეს არის გინეკოლოგიური, სარძევე ჯირკვლის და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია (ბოლო დროს გახშირდა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, რომელიც მოქმედებს როგორც ორსულობაზე, ასევე მის მიმდინარეობაზე). ამ კვლევების შედეგად, თუ სადმე პრობლემა აღმოჩნდება, უკვე შესაბამისი სპეციალისტის მეთვალყურეობაა საჭირო. ასევე უნდა გაკეთდეს პაპტესტი, საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური ანალიზი (მიკროსკოპში ხდება საშვილოსნოს ყელის უჯრედების გამოკვლევა).

- რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

- საშვილოსნოს ყელის ონკოლოგიური დაავადება სარძევე ჯირკვლების შემდეგ მეორე ადგილზე დგას. ამიტომაც ტარდება პაპტესტი, კოლკოსკოპია, რომელიც მარტივი და უმტკივნეულო პროცედურაა (სპეციალური მიკროსკოპით საშვილოსნოს ყელის დათვალიერება ხდება). ეს უმტკივნეულო და ეფექტური კვლევა სამწუხაროდ, სავლდებულოდ არ ითვება, თუმცა მიმაჩნია, რომ კოლკოსკოპიაც უნდა შედიოდეს. თუ შვილოსნობაზეა საუბარი, მამაკაცმაც უნდა ჩააბაროს სპერმის ანალიზი.

- და როდესაც ქალი 1 ან მეტი დროის განმავლობაში არის უშვილო. ის რა გზას ირჩევს?

- როგორც უკვე გითხარით, უშვილობად ითვლება, როცა 1 წელზე მეტი დროის მანძილზე, მიუხედავად რეგულარული დაუცველი სქესობრივი კონტაქტისა, ორსულობა არ დგება. მნიშვნელოვანი აქ სულაც არ არის ის, ადრე იყო თუ არა ორსულად და გაჩენილი ჰყავს თუ არა შვილები. როდესაც ქალი ერთი წელი არ ორსულდება, ეს უშვილობაა და უკვე დიაგნოზია. ასეთ ადამიანს ის გამოკვლევები, რაც ჩამოვთვალე, სჭირდება, მაგრამ გარდა ამისა, ესაჭიროება ის კვლევებიც, რომელთა დახმარებით შესაძლებელია იმ პრობლემის გამოვლენა, რომელიც დაორსულებას ხელს უშლის.

ამისთვის უნდა ჩატარდეს რეპროდუქციული ორგანოების გამოკვლევა, უნდა შემოწმდეს მილების გამტარობა და ასევე საჭიროა საკვერცხეების ფუნქციის და კვერცხუჯრედების მარაგის შეფასება. მამაკაცს უტარდება მხოლოდ სპერმის ანალიზი. თუ სპერმოგრამა ნორმალურია, მაშინ მას სხვა არანაირი გამოკვლევა არ ესაჭიროება.

- საერთოდ წყვილის გამოკვლევა რა მიმართულებით ხდება?

- ვიკვლევთ სამი ძირითადი მიმართულებით - მილების დათვლიერება, რეპროდუქციული ორგანოების (სადაც განაყოფიერება და ნაყოფის განვითარება ხდება) გამოკვლევა. რეპროდუქციული ორგანოების (საშვილოსნო, მილები, საკვერცხეები) გამოკვლების არაერთი მეთოდი არსებობს, მაგალითად, შედარებით მარტივი, მილების გამტარობაა, რომელიც ექოსკოპიური აპარატით კეთდება, შეგვყავს სპეციალური სითხე და ვაკვირდებით ექოს აპარატით როგორ გადადის მილებში. შესაძლებელია ასევე მილების გამტარობის შეფასება რენტგენით, არის ასევე ენდოსკოპური მეთოდი - ყველაზე ინფორმაციული და ეფექტური, ანუ ლაპარასკოპია და ჰისტეროსკოპია.

- ეს რას ნიშნავს?

- ეს უსისხლო ოპერაციაა, ანუ მუცლის ღრუში ვიდეოკამერით შევდივართ და რეპროდუქციულ ორაგნოებს ვათვალიერებთ. ვაკვირდებით არა მარტო მილების გამტარობას, ასევე ვაფასებთ მილების სტრუქტურას, ფორმას, საშვილოსნოს ღრუს. საკვერცხეებს და ა.შ.

შემდეგი საკვერცხეების ფუნქციის შეფასებაა, რისთვისაც გვჭირდება ჩვეულებრივი ექოსკოპიური კვლევა და ასევე რამდენიმე ჰორმონის ანალიზი.

ცხადია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის ასაკს, კვერცხუჯრედების მარაგის განსაზღვრა ჰორმონალური კვლევით არაა აუცილებელი 35 წლამდე ასაკის ქალებში, რომელთაც რეგულარული მენსტრუალური ციკლი და ექოსკოპიურად ნორმალური საკვერცხეები აქვს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევას აბსოლუტურად ყველა ქალთან ვატარებთ, რადგან ხშირია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც არახელსაყრელ გარემოს უქმნის ორსულობის განვითარებას.

ზოგადად კი ყველაფერი ინდივიდუალურია და 2 თითქოსდა ერთნაირი ისტორიის მქონე წყვილში შესაძლოა, მიდგომა აბსოლუტურად განსხვავებული იყოს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყვილის ფსიქოლოგიურ განწყობას, ნდობას ექიმის მიმართ, რადგან მკურნალობის კარგი შედეგი მხოლოდ ექიმისა და პაციენტის ერთობლივი შრომით მიიღწევა.

"ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები არსებობს" - თამარ გაბუნია

"ზოგიერთი რუს კომუნისტ მაღალჩინოსანს არ მოსწონდა ისეთი საბჭოთა საჭადრაკო ნაკრები, რომელშიც მხოლოდ ქართველი ქალები შედიოდნენ“ - The washington post

ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა