პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექთნებს ვუთხარი: ალბათ ყველაფერი ჩამენგრა ორგანიზმში-მეთქი" - რაში ადანაშაულებს ორი შვილის დედა ექიმებს და რას პასუხობს კლინიკა
"ექთნებს ვუთხარი: ალბათ ყველაფერი ჩამენგრა ორგანიზმში-მეთქი" - რაში ადანაშაულებს ორი შვილის დედა ექიმებს და რას პასუხობს კლინიკა

ორი შვი­ლის დედა მაია დო­ნა­ძე სამ­შო­ბი­ა­რო სახლ "ჰერა 2011"-ის ექთ­ნებ­სა და ექიმს გულ­გრი­ლო­ბა­სა და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც ახალ­გაზ­რდა ქალი ყვე­ბა, იან­ვრის და­სა­წყის­ში კლი­ნი­კა­ში სა­კე­ის­რო კვე­თა გა­უ­კეთ­და, რის შემ­დე­გაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და. ქალს ფეხ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი სახ­სა­რი აქვს და მისი თქმით, ექთ­ნე­ბის და­უ­დევ­რო­ბის გამო, სახ­სა­რი ამო­უ­ვარ­და.

კლი­ნი­კა პა­ცი­ენ­ტის პრე­ტენ­ზი­ებს არ აღი­ა­რებს. უფრო მე­ტიც - დო­ნა­ძის მკურ­ნა­ლი ექი­მი ქეთი გე­ლა­ძე მაია დო­ნა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში აპი­რებს სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას. მისი თქმით, პა­ცი­ენტს კლი­ნი­კის მხრი­დან ყვე­ლა სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და და რომ მშო­ბი­ა­რე ქალს ფე­ხის პრობ­ლე­მა ბავ­შვო­ბი­დან ჰქონ­და - ის ორ­ჯერ არის ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი და ორ­სუ­ლო­ბამ გარ­თუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

მაია დო­ნა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს იხ­სე­ნებს:

"ჰე­რა­ში" მი­ვე­დი მე­ო­რე სა­კე­ის­რო კვე­თის­თვის. ბუ­ნებ­რი­ვია მა­ნამ­დე ყვე­ლა ანა­ლი­ზი გა­კე­თე­ბუ­ლი მქონ­და. ოპე­რა­ცი­ის დღედ 4 იან­ვა­რი და­ი­ნიშ­ნა. სა­ღა­მოს შვი­დის წუ­თე­ბი იყო, რო­დე­საც შე­მიყ­ვა­ნეს სამ­შო­ბი­ა­რო ბლოკ­ში. ოპე­რა­ცია რომ დას­რულ­და, გად­მოყ­ვა­ნის დროს ექთ­ნებ­მა სა­წოლ­ზე კი არ გა­და­მაწ­ვი­ნეს, და­მაგ­დეს საკ­მა­ოდ შორი მან­ძი­ლი­დან. გა­ყი­ნუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ვიგ­რძე­ნი და ვუ­თხა­რი კი­დეც - ახლა ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მენგრა ორ­გა­ნიზ­მში-მეთ­ქი. თუმ­ცა, ვერ ვი­ფიქ­რებ­დი ამას თუ ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და...

მე­ხუ­თე დღეს სამ­შო­ბი­ა­რო­დან გა­მომ­წე­რეს და სახ­ლში რომ წა­მო­ვე­დი, და­მე­წყო მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი, ჭრი­ლო­ბი­დან სი­თხე გა­მომ­დი­ო­და. ასე­ვე და­მე­წყო ფე­ხის ტკი­ვი­ლი, ბავ­შვი ვერ ამ­ყავ­და ხელ­ში და კე­დელ-კე­დელ დავ­დი­ო­დი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვე­დი და ფეხ­ზე რენდგე­ნი გა­და­ვი­ღე. იქ მი­თხრეს, რომ ამო­ვარ­დნი­ლი გაქ­ვსო. მო­ვუ­ყე­ვი ექიმს სა­წოლ­ზე დაგ­დე­ბის მო­მენ­ტი და მი­თხრა ალ­ბათ, ამის ბრა­ლი­აო. ხე­ლოვ­ნუ­რი სახ­სა­რი კარ­გად იყო ორ­გა­ნიზ­მში შე­ხორ­ცე­ბუ­ლი და ასე უბ­რა­ლოდ არ ამო­ვარ­დე­ბო­დაო", - გვი­ამ­ბობს პა­ცი­ენ­ტი.

მაია დო­ნა­ძე ამ­ბობს, რომ ამის შემ­დეგ "ჰე­რა­ში" მი­ვი­და, სა­დაც გა­უ­კეთ­და ანა­ლი­ზი და პა­სუ­ხებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ინ­ფექ­ცია ჰქონ­და შეჭ­რი­ლი ორ­გა­ნიზ­მში.

"სა­ღა­მოს "ჰე­რას" ერთ-ერ­თმა ექთან­მა და­მი­რე­კა - დრო­ზე მოდი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, უნდა და­გაწ­ვი­ნო­თო. სა­ნამ გა­ვემ­ზა­დე, მკურ­ნალ­მა ექიმ­მა და­მი­რე­კა და წა­მა­ლი და­მი­ნიშ­ნა, მი­თხრა ეს გა­ი­კე­თე და დი­ლით მო­დიო. მე­ო­რე დღეს წა­ვე­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, გა­მი­კე­თეს გა­დას­ხმა, ჭრი­ლო­ბა გაწ­მინ­დეს და გა­მო­მიშ­ვეს სახ­ლში, კლი­ნი­კა­ში არ დამ­ტო­ვეს. ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე დღე­გა­მოშ­ვე­ბით, ხა­ნაც ყო­ველ­დღე ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქალი ასე დავ­დი­ო­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

ინ­ფექ­ცია რომ წა­ვი­და, მუ­ცელ­ში სი­თხე ჩად­გა, მერე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფე­ხის სახ­სა­რი და­ჩირ­ქდა. ამის მერე ნა­ხეს მუ­ცელ­ში სი­თხე იყო, და­მაწ­ვი­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, დღე­ში 5-6 ან­ტი­ბი­ო­ტიკს და გა­დას­ხმას გა­დას­ხმა­ზე მი­კე­თებ­დნენ. ყო­ველ­დღე ექოს­კო­პი­ას მი­კე­თებ­დნენ და ამ­ბობ­დნენ, ბლან­ტი სი­თხე­აო და თურ­მე, ჩირ­ქი ყო­ფი­ლა და არა­ვინ ხმას არ იღებ­და. ხან ამ­ბობ­დნენ შე­ცო­ტავ­და, მე­ო­რე დღეს კი ისევ ისე არი­სო. მოკ­ლედ მკი­თხა­ობ­დნენ. მერე გა­და­წყვი­ტეს, ღუ­დუ­შა­ურ­ში გა­და­ვეყ­ვა­ნე. ღუ­დუ­შა­ურ­მა მი­ღე­ბა­ზე უარი უთხრა და აუხ­სნა, რომ ჩემ­თვის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია გა­და­ე­ღოთ. ღუ­დუ­შა­ურ­ში ეს რომ არ ეთ­ქვათ, გა­დას­ხმე­ბით გა­აგ­რძე­ლებ­დნენ ჩემს მკურ­ნა­ლო­ბას და ალ­ბათ მოვკდე­ბო­დი კი­დეც.

ტო­მოგ­რა­ფია გა­მი­კეთ­და და იმ სა­ღა­მოს­ვე ორ­თა­ჭა­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. იქ ტყუ­ი­ლად ვი­წე­ქი, ნა­ხეს რომ ჩირ­ქი იყო ორ­გა­ნიზ­მში, ამი­ტომ ინ­ფექ­ცი­ურ­ში გა­მიშ­ვეს. სხე­უ­ლი და ხორ­ცე­ბი იყო ჩათ­რე­უ­ლი, სის­ხლი მე­წამ­ლე­ბო­და... ექიმ­მა მი­თხრა - ორი დღეც რომ და­გეგ­ვი­ა­ნა, სის­ხლი იწამ­ლე­ბო­დაო.

სხვა­თა­შო­რის, ამ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რაც "ჰე­რა­ში" ვიმ­კურ­ნა­ლე, არა­ფერ­ში ფული არ გა­და­მიხ­დია, ექიმ­მა ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის თავ­ზე აიღო. არა­და რომ კი­თხოთ, ეს მათი პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა და მერე გა­მირ­თულ­და. ფეხ­ზე ორი ოპე­რა­ცია მჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ჩირ­ქის გამო გარ­თულ­და მდგო­მა­რე­ო­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გა­მი­კეთ­დე­ბა. ექი­მებს, რომ კი­თხოთ, ფეხი მა­ნამ­დე მქონ­და ამო­ვარ­დნი­ლი და ჩირ­ქიც მქონ­და ორ­გა­ნიზ­მში. არა­და ჩირ­ქი რომ მქო­ნო­და, მუ­ცე­ლი რომ გა­მიჭ­რეს ვერ ნა­ხავ­დნენ?!" - გვი­თხრა დო­ნა­ძემ.

პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლი ექი­მი ქეთი გე­ლა­ძე დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს, ამ­ბობს, რომ მისი მხრი­დან დო­ნა­ძეს ყვე­ლა სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და.

"ჩვე­ნი მხრი­დან, რაც მეან გი­ნე­კო­ლო­გის საქ­მეა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩა­ტარ­და. ფეხი მაია დო­ნა­ძეს გარ­თუ­ლე­ბუ­ლი აქვს ბავ­შვო­ბი­დან - ორ­ჯერ არის ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი. ფეხი არ ამო­მიგ­დია, რაც ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო, გა­უ­კეთ­და უმაღ­ლეს დო­ნე­ზე! ქალს ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი ჰყავს. რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოა შე­მო­სუ­ლი კლი­ნი­კა­ში და ის გა­არ­კვევს ყვე­ლა­ფერს.

დო­ნა­ძე, რა­საც აკე­თებს, ეს არის შე­უ­რა­ცხყო­ფა, მან ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­უ­კეთ­და. ამი­ტომ მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­სა­მარ­თლო­ში აქეთ შე­მაქვს სარ­ჩე­ლი. მძი­მე ავად­მყო­ფი იყო და მეს­მის, შევ­დი­ვარ მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მო­ვი­და დარ­ღვე­უ­ლი სახ­სა­რით და ჩა­ჩირ­ქე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მით და ჩვენ რა შუ­ა­ში ვართ?! ეს არის მთე­ლი ერთი წლის პრო­ცე­სი, უბ­რა­ლოდ ორ­სუ­ლო­ბამ მისი პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. ექთა­ნი ან გი­ნე­კო­ლო­გი რა შუ­ა­შია ამას­თან?!" - უთხრა AMBEBI.GE-ს ქეთი გე­ლა­ძემ.

საქ­მეს სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო უკვე სწავ­ლობს, თუმ­ცა რო­დის და­ი­დე­ბა ამ სა­კი­თხზე სა­ბო­ლოო დას­კვნა, უც­ნო­ბია.

"ამ ეტაპ­ზე უკვე მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეს­ვლის თა­ო­ბა­ზე. შე­იქ­მნა კო­მი­სია, რო­მე­ლიც შე­ვი­და კლი­ნი­კა­ში. და­ვი­წყეთ სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლა, მაგ­რამ ამით სა­ვა­რა­უ­დოდ არ დას­რულ­დე­ბა და სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა კლი­ნი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა უკვე ექ­სპერ­ტე­ბის მხრი­დან" - გვი­თხრა რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დეპრტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო ხუ­ციშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ექთნებს ვუთხარი: ალბათ ყველაფერი ჩამენგრა ორგანიზმში-მეთქი" - რაში ადანაშაულებს ორი შვილის დედა ექიმებს და რას პასუხობს კლინიკა

"ექთნებს ვუთხარი: ალბათ ყველაფერი ჩამენგრა ორგანიზმში-მეთქი" - რაში ადანაშაულებს ორი შვილის დედა ექიმებს და რას პასუხობს კლინიკა

ორი შვილის დედა მაია დონაძე სამშობიარო სახლ "ჰერა 2011"-ის ექთნებსა და ექიმს გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. როგორც ახალგაზრდა ქალი ყვება, იანვრის დასაწყისში კლინიკაში საკეისრო კვეთა გაუკეთდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ქალს ფეხში ხელოვნური სახსარი აქვს და მისი თქმით, ექთნების დაუდევრობის გამო, სახსარი ამოუვარდა.

კლინიკა პაციენტის პრეტენზიებს არ აღიარებს. უფრო მეტიც - დონაძის მკურნალი ექიმი ქეთი გელაძე მაია დონაძის წინააღმდეგ სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას. მისი თქმით, პაციენტს კლინიკის მხრიდან ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა და რომ მშობიარე ქალს ფეხის პრობლემა ბავშვობიდან ჰქონდა - ის ორჯერ არის ნაოპერაციები და ორსულობამ გართულება გამოიწვია.

მაია დონაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს იხსენებს:

"ჰერაში" მივედი მეორე საკეისრო კვეთისთვის. ბუნებრივია მანამდე ყველა ანალიზი გაკეთებული მქონდა. ოპერაციის დღედ 4 იანვარი დაინიშნა. საღამოს შვიდის წუთები იყო, როდესაც შემიყვანეს სამშობიარო ბლოკში. ოპერაცია რომ დასრულდა, გადმოყვანის დროს ექთნებმა საწოლზე კი არ გადამაწვინეს, დამაგდეს საკმაოდ შორი მანძილიდან. გაყინული ვიყავი, მაგრამ ვიგრძენი და ვუთხარი კიდეც - ახლა ალბათ ყველაფერი ჩამენგრა ორგანიზმში-მეთქი. თუმცა, ვერ ვიფიქრებდი ამას თუ ასეთი პრობლემები მოჰყვებოდა...

მეხუთე დღეს სამშობიაროდან გამომწერეს და სახლში რომ წამოვედი, დამეწყო მაღალი სიცხეები, ჭრილობიდან სითხე გამომდიოდა. ასევე დამეწყო ფეხის ტკივილი, ბავშვი ვერ ამყავდა ხელში და კედელ-კედელ დავდიოდი. საავადმყოფოში მივედი და ფეხზე რენდგენი გადავიღე. იქ მითხრეს, რომ ამოვარდნილი გაქვსო. მოვუყევი ექიმს საწოლზე დაგდების მომენტი და მითხრა ალბათ, ამის ბრალიაო. ხელოვნური სახსარი კარგად იყო ორგანიზმში შეხორცებული და ასე უბრალოდ არ ამოვარდებოდაო", - გვიამბობს პაციენტი.

მაია დონაძე ამბობს, რომ ამის შემდეგ "ჰერაში" მივიდა, სადაც გაუკეთდა ანალიზი და პასუხებმა აჩვენა, რომ ინფექცია ჰქონდა შეჭრილი ორგანიზმში.

"საღამოს "ჰერას" ერთ-ერთმა ექთანმა დამირეკა - დროზე მოდი საავადმყოფოში, უნდა დაგაწვინოთო. სანამ გავემზადე, მკურნალმა ექიმმა დამირეკა და წამალი დამინიშნა, მითხრა ეს გაიკეთე და დილით მოდიო. მეორე დღეს წავედი საავადმყოფოში, გამიკეთეს გადასხმა, ჭრილობა გაწმინდეს და გამომიშვეს სახლში, კლინიკაში არ დამტოვეს. ერთი კვირის მანძილზე დღეგამოშვებით, ხანაც ყოველდღე ახალნამშობიარები ქალი ასე დავდიოდი საავადმყოფოში.

ინფექცია რომ წავიდა, მუცელში სითხე ჩადგა, მერე დაზიანებული ფეხის სახსარი დაჩირქდა. ამის მერე ნახეს მუცელში სითხე იყო, დამაწვინეს საავადმყოფოში, დღეში 5-6 ანტიბიოტიკს და გადასხმას გადასხმაზე მიკეთებდნენ. ყოველდღე ექოსკოპიას მიკეთებდნენ და ამბობდნენ, ბლანტი სითხეაო და თურმე, ჩირქი ყოფილა და არავინ ხმას არ იღებდა. ხან ამბობდნენ შეცოტავდა, მეორე დღეს კი ისევ ისე არისო. მოკლედ მკითხაობდნენ. მერე გადაწყვიტეს, ღუდუშაურში გადავეყვანე. ღუდუშაურმა მიღებაზე უარი უთხრა და აუხსნა, რომ ჩემთვის კომპიუტერული ტომოგრაფია გადაეღოთ. ღუდუშაურში ეს რომ არ ეთქვათ, გადასხმებით გააგრძელებდნენ ჩემს მკურნალობას და ალბათ მოვკდებოდი კიდეც.

ტომოგრაფია გამიკეთდა და იმ საღამოსვე ორთაჭალის კლინიკაში გადამიყვანეს. იქ ტყუილად ვიწექი, ნახეს რომ ჩირქი იყო ორგანიზმში, ამიტომ ინფექციურში გამიშვეს. სხეული და ხორცები იყო ჩათრეული, სისხლი მეწამლებოდა... ექიმმა მითხრა - ორი დღეც რომ დაგეგვიანა, სისხლი იწამლებოდაო.

სხვათაშორის, ამ ერთი კვირის განმავლობაში რაც "ჰერაში" ვიმკურნალე, არაფერში ფული არ გადამიხდია, ექიმმა ყველაფერი თავის თავზე აიღო. არადა რომ კითხოთ, ეს მათი პრობლემა არ ყოფილა და მერე გამირთულდა. ფეხზე ორი ოპერაცია მჭირდება, მაგრამ ჩირქის გამო გართულდა მდგომარეობა და ჯერჯერობით ვერ გამიკეთდება. ექიმებს, რომ კითხოთ, ფეხი მანამდე მქონდა ამოვარდნილი და ჩირქიც მქონდა ორგანიზმში. არადა ჩირქი რომ მქონოდა, მუცელი რომ გამიჭრეს ვერ ნახავდნენ?!" - გვითხრა დონაძემ.

პაციენტის მკურნალი ექიმი ქეთი გელაძე დაშვებულ შეცდომებს კატეგორიულად გამორიცხავს, ამბობს, რომ მისი მხრიდან დონაძეს ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა.

"ჩვენი მხრიდან, რაც მეან გინეკოლოგის საქმეა, ყველაფერი კარგად ჩატარდა. ფეხი მაია დონაძეს გართულებული აქვს ბავშვობიდან - ორჯერ არის ნაოპერაციები. ფეხი არ ამომიგდია, რაც ჩემი გასაკეთებელი იყო, გაუკეთდა უმაღლეს დონეზე! ქალს ჯანმრთელი ბავშვი ჰყავს. რეგულირების სააგენტოა შემოსული კლინიკაში და ის გაარკვევს ყველაფერს.

დონაძე, რასაც აკეთებს, ეს არის შეურაცხყოფა, მან ძალიან კარგად იცის, რომ ყველაფერი კარგად გაუკეთდა. ამიტომ მის საწინააღმდეგო სასამართლოში აქეთ შემაქვს სარჩელი. მძიმე ავადმყოფი იყო და მესმის, შევდივარ მის მდგომარეობაში. მოვიდა დარღვეული სახსარით და ჩაჩირქებული ორგანიზმით და ჩვენ რა შუაში ვართ?! ეს არის მთელი ერთი წლის პროცესი, უბრალოდ ორსულობამ მისი პროვოცირება მოახდინა. ექთანი ან გინეკოლოგი რა შუაშია ამასთან?!" - უთხრა AMBEBI.GE-ს ქეთი გელაძემ.

საქმეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო უკვე სწავლობს, თუმცა როდის დაიდება ამ საკითხზე საბოლოო დასკვნა, უცნობია.

"ამ ეტაპზე უკვე მიღებული გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება დაწესებულებაში შესვლის თაობაზე. შეიქმნა კომისია, რომელიც შევიდა კლინიკაში. დავიწყეთ სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა, მაგრამ ამით სავარაუდოდ არ დასრულდება და საჭირო იქნება კლინიკური შეფასება უკვე ექსპერტების მხრიდან" - გვითხრა რეგულირების სააგენტოს დეპრტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ხუციშვილმა.

"გვინდა, მივახვედროთ მთავრობა, რა ცუდ დღეში აღმოვჩნდით" - რესტორნები გაფიცვისთვის ემზადებიან

კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა და 21 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებში გამოვლინდა ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

ხმაური გორის კლინიკაში - მშობიარეს ახლობლები ნაყოფის დაღუპვაში ექიმებს ადანაშაულებენ