პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 წელიწადში საქართველო 1.4 მლნ ადამიანმა დატოვა - ვინ მიდის და ვინ რჩება ქვეყანაში და რა შედეგს მივიღებთ უახლოეს წლებში
15 წელიწადში საქართველო 1.4 მლნ ადამიანმა დატოვა - ვინ მიდის და ვინ რჩება ქვეყანაში და რა შედეგს მივიღებთ უახლოეს წლებში

2002 წლი­დან 2017 წლის ჩათ­ვლით, ქვეყ­ნი­დან გა­სუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 1.4 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 20% ფლობს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის დიპ­ლომს, ხა­სი­ათ­დე­ბა მა­ღა­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სით, არის შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი და შე­ეძ­ლო სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ში, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კებ­მა“ ილი­ა­უ­ნის "ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრთან" ერ­თად ჩა­ა­ტა­რა.

რო­გორც კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, ქვე­ყა­ნა­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა სა­მუ­შაო ძა­ლის კლე­ბის ტენ­დენ­ცია. ამის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბია: შო­ბა­დო­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მიგ­რა­ცია და მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბე­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდა. შო­ბა­დო­ბა 1995-2002 წლებ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 3%-ით მცირ­დე­ბო­და, რა­მაც დღე­ი­სათ­ვის შე­ამ­ცი­რა იმ ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც ჩარ­თუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

ამას­თან, 2010-2017 წლებ­ში 65 წლი­სა და უფ­რო­სი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბის წილი მთელ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 0.4%-ით იზ­რდე­ბო­და და 2017 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით 14.6% შე­ად­გი­ნა. მა­შინ, რო­დე­საც ანა­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის სა­შუ­ა­ლოდ 8.7%-ია.

„მიგ­რა­ცი­ის გაზ­რდი­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, შემ­ცი­რე­ბუ­ლი შო­ბა­დო­ბა და და­ბე­რე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ამ­ცი­რებს სა­მუ­შაო ძა­ლას. ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდი გა­მოწ­ვე­ვაა და მსგავ­სი ტენ­დენ­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქვეყ­ნის მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა კი­დევ უფრო შე­ნელ­დე­ბა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ მწვა­ვე დე­მოგ­რა­ფი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კვლე­ვა­ში.

კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოკ­ვე­თი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბი“ მი­იჩ­ნევს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­იქ­მნას სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე; ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­დეს მა­ღალპ­რო­დუქ­ტი­ულ სექ­ტო­რებ­ზე; წა­ხა­ლის­დეს სას­წავ­ლებ­ლად წა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა; გა­უმ­ჯო­ბეს­დეს არ­სე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არ დაბლოკოთ
1

ამას ხვდებით თქვენ და მთავრობა არა? ძალით, რომ ერეკება ხალხს ქვეყნიდან. რა ჰქვია ასეთ მთავრობას, იდიოტი, თუ მოღალატე, ხალხის გამყიდველი.

სირცხვილია!!!!!!!!!
1

ხომ შეაფასეს ხალხის შრომა."საქსტატმა" მინიმალური ხელფასი, სამმილიონ ნახევრიან ქვეყანაში, სადაც მარტო, 240 ლარის პენსიით, 800 000 პენსიონერია, უზუსტესი მეთოდით გამოიყვანა, არც მეტი და არც ნაკლები, ათას ორას ორმოცდა თექვსმეტი ლარი. (1 256 ლარი.) ეს არის, ხალხის პატრონი მთავრობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

15 წელიწადში საქართველო 1.4 მლნ ადამიანმა დატოვა - ვინ მიდის და ვინ რჩება ქვეყანაში და რა შედეგს მივიღებთ უახლოეს წლებში

15 წელიწადში საქართველო 1.4 მლნ ადამიანმა დატოვა - ვინ მიდის და ვინ რჩება ქვეყანაში და რა შედეგს მივიღებთ უახლოეს წლებში

2002 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ქვეყნიდან გასულია დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანი, რომელთა დაახლოებით 20% ფლობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომს, ხასიათდება მაღალი ადამიანური რესურსით, არის შრომისუნარიანი და შეეძლო საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში, - აღნიშნულია კვლევაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ილიაუნის "ფინანსური განათლების ცენტრთან" ერთად ჩაატარა.

როგორც კვლევამ აჩვენა, ქვეყანაში შეინიშნება სამუშაო ძალის კლების ტენდენცია. ამის ძირითადი მიზეზებია: შობადობის დაბალი მაჩვენებელი, მიგრაცია და მოსახლეობის დაბერების მაჩვენებლის ზრდა. შობადობა 1995-2002 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა, რამაც დღეისათვის შეამცირა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ჩართული უნდა ყოფილიყო ეკონომიკურ საქმიანობაში.

ამასთან, 2010-2017 წლებში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში ყოველწლიურად საშუალოდ 0.4%-ით იზრდებოდა და 2017 წლის მდგომარეობით 14.6% შეადგინა. მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი მსოფლიოსთვის საშუალოდ 8.7%-ია.

„მიგრაციის გაზრდილი მაჩვენებელი, შემცირებული შობადობა და დაბერების მაღალი მაჩვენებელი ამცირებს სამუშაო ძალას. ეს ყველაფერი დიდი გამოწვევაა და მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნის მწარმოებლურობა და შესაბამისად ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შენელდება, რომ არაფერი ვთქვათ მწვავე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე”, - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე; ყურადღება გამახვილდეს მაღალპროდუქტიულ სექტორებზე; წახალისდეს სასწავლებლად წასული ახალგაზრდების ქვეყანაში დაბრუნება; გაუმჯობესდეს არსებული განათლების სისტემა.