საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდა პუტინის პრესმდივნის ქალიშვილი ევროპარლამენტში - რა ვიცით 21 წლის ლიზა პესკოვას შესახებ
როგორ მოხვდა პუტინის პრესმდივნის ქალიშვილი ევროპარლამენტში - რა ვიცით 21 წლის ლიზა პესკოვას შესახებ

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდივ­ნის დმიტ­რი პეს­კო­ვის 21 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ლიზა პეს­კო­ვა ბოლო დღე­ე­ბია მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ეს მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გო­გო­ნამ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სტა­ჟი­ო­რად მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თა­ვი­სუფ­ლად მი­უწ­ვდე­ბა ხელი ევ­რო­კავ­ში­რის არა­ერთ, მათ შო­რის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ დო­კუ­მენ­ტებ­ზე. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლად "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ევ­რო­პის ბი­უ­რომ გა­ავ­რცე­ლა.

ელი­ზა­ვე­ტა პეს­კო­ვა სტა­ჟი­რე­ბას ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტის ფრანგ წევრთან, ემე­რიკ შოპ­რად­თან გა­დის. ეს დე­პუ­ტა­ტი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი პრო­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბით მას შემ­დეგ, რაც 2014 წელს ღიად და­უ­ჭი­რა მხა­რი რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ანექ­სი­ას და ამ პრო­ცესს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა უწო­და.

შოპ­რად­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" სა­უ­ბარ­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ პეს­კო­ვა მისი გუნ­დის წევ­რია. "ქალ­ბა­ტო­ნი პეს­კო­ვა ნამ­დვი­ლად არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­როვ­ნე­ბის შვი­ლი, მაგ­რამ რო­გორც სტუ­დენტს, მას სხვა ახალ­გაზ­რდე­ბის მსგავ­სად აქვს უფ­ლე­ბა, რომ სწავ­ლის ფარ­გლებ­ში სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­როს" - უპა­სუ­ხა შოპ­რად­მა გა­მო­ცე­მას.

მი­სი­ვე თქმით, პეს­კო­ვა, ამ­ჟა­მად რუ­სეთ­ში არც სა­ხელ­მწი­ფო და არც კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის არ მუ­შა­ობს და შე­სა­ბა­მი­სად, ეს ვერ გა­მო­იწ­ვევს ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქტს, მისი რო­გორც ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ფრან­გი დე­პუ­ტა­ტი სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის ქვე­კო­მი­ტე­ტი­სა და ევ­რო­კავ­შირ-რუ­სე­თის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რია.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" წერს, რომ "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სან­დრა კალ­ნი­ე­ტე ამას სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბად მი­იჩ­ნევს: "ეს ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­გა­დი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვაა" - აღ­ნიშ­ნა მან.

რო­გორც გა­ირ­კვა, ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტში ბევ­რს არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუსი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ოჯა­ხის წევ­რი პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ობ­და.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" სა­უ­ბარ­ში პი­ატ­რას აუშ­ტრი­ა­ვი­ჩი­უ­სი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში ლი­ბე­რა­ლურ ჯგუფს წარ­მო­ად­გენს, პეს­კო­ვას და­საქ­მე­ბას "ძა­ლი­ან დიდ სირ­ცხვილს" უწო­დებს. "მი­ჭირს და­ვი­ჯე­რო, რომ კრემ­ლის ხე­ლია ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ჯი­ბე­ებ­სა და გულ­ში," - გა­ნა­ცხა­და მან.

ცნო­ბის­თვის, სტა­ჟი­ო­რის მუ­შა­ო­ბის სა­ფა­სურს თა­ვად პარ­ლა­მენ­ტა­რი ად­გენს და ამ შემ­თხვე­ვა­ში, ემე­რიკ შოპ­რა­დი ელი­ზა­ვე­ტა პეს­კო­ვას 1600 ევ­რომ­დე უხ­დის.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრესმდივ­ნის შვილს, ხელი მი­უწ­ვდე­ბა და­ხუ­რულ შეხ­ვედ­რებ­ზე, სხდო­მებ­ზე, ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხის გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ზე, რო­გორც ბრი­უ­სელ­ში, ასე­ვე სტრას­ბურ­გში. ასე­ვე, მის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია დე­პუ­ტა­ტე­ბის პერ­სო­ნა­ლურ კომ­პი­უ­ტერ­ში შე­ნა­ხუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და შიდა ქსე­ლე­ბი. თა­ვად ელი­ზა­ვე­ტა პეს­კო­ვა მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

ლიზა დმიტ­რი პეს­კო­ვის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია, მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან. ის ლი­ზას დე­დას, ეკა­ტე­რი­ნა სო­ლო­ცინ­სკა­ი­ას 2012 წელს და­შორ­და. მას შემ­დეგ, ეკა­ტე­რი­ნა პა­რიზ­ში რუ­სუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო.

ელი­ზა­ვე­ტა პეს­კო­ვა 11 წლი­დან პა­რიზ­ში ცხოვ­რობს და სწავ­ლობს. გო­გო­ნა ხუთ ენა­ზე სა­უბ­რობს. ამ­ჟა­მად, ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნეს-სკო­ლა­ში მარ­კე­ტინგს ეუფ­ლე­ბა. გო­გო­ნას თქმით, ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია პა­რიზ­სა და ბრი­უ­სელ­ში ცხოვ­რობს და რუ­სეთ­ში იშ­ვი­ა­თად ჩა­დის. 2016 წელს რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცია - იმ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პა­ში იღებ­დნენ გა­ნათ­ლე­ბას, რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ, სას­ტი­კად გა­აპ­რო­ტეს­ტა.

"ეს რუ­სე­თის­თვის ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნია და არა­ნა­ი­რად არ აზი­ა­ნებს პატ­რი­ო­ტიზმს. ევ­რო­პა­ში ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, რუ­სე­თის­თვი­საც ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნია, თუ კი მას სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნებ…" - აცხა­დებ­და ელი­ზა­ვე­ტა. მის­მა გან­ცა­დე­ბამ, რომ რუ­სე­თის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა არის "შხა­მი", რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია.

მა­მას­თან ლი­ზას გან­სა­კუთ­რე­ბით ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ინ­სტაგ­რამ­ზე" ხში­რად აქ­ვეყ­ნებს დმიტ­რი პეს­კოვ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს. მის "ინ­სტაგ­რამ­ზე" ასე­ვე აღ­მო­ა­ჩენთ რუ­სე­თის ცნო­ბილ სა­ხე­ებ­თან, ასე­ვე პო­ლი­ტი­კო­სებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს. მათ შო­რის ალა პუ­გა­ჩო­ვა­სა და მაქ­სიმ გალ­კინს, ასე­ვე ფო­ტოს, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია, რო­გორ ცეკ­ვავს ელი­ზა­ვე­ტა პეს­კო­ვა ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ რამ­ზან კა­დი­როვ­თან ერ­თად.

ელი­ზა­ვე­ტა პეს­კო­ვას მამა 20 წელ­ზე მე­ტია პუ­ტი­ნის პრესმდივ­ნად მუ­შა­ობს. რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ოპო­ზი­ო­ცი­ნე­რი, ალექ­სეი ნა­ვალ­ნი მის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლო­ბა­ზე მუდ­მი­ვად სა­უბ­რობს. უფრო ადრე, დმიტ­რი პეს­კო­ვის ცოლი ამე­რი­კა­ში სა­გა­და­სა­ხა­დო მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და მა­შინ, პუ­ტი­ნის "მარ­ჯვე­ნა ხელს" საკ­მა­ოდ დიდი ჯა­რი­მის გა­დახ­და მო­უ­წია.

მარინე
0

აი, ბატონო, დადასტურება იმისა, რომ რუსული იმპერიალისტური მაფია ყველგანაა მოდებული. 

ავტორი:

როგორ მოხვდა პუტინის პრესმდივნის ქალიშვილი ევროპარლამენტში - რა ვიცით 21 წლის ლიზა პესკოვას შესახებ

როგორ მოხვდა პუტინის პრესმდივნის ქალიშვილი ევროპარლამენტში - რა ვიცით 21 წლის ლიზა პესკოვას შესახებ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის 21 წლის ქალიშვილი ლიზა პესკოვა ბოლო დღეებია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გოგონამ ევროპარლამენტში სტაჟიორად მუშაობა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად მიუწვდება ხელი ევროკავშირის არაერთ, მათ შორის გასაიდუმლოებულ დოკუმენტებზე. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურომ გაავრცელა.

ელიზავეტა პესკოვა სტაჟირებას ევროპის პარლამენტის ფრანგ წევრთან, ემერიკ შოპრადთან გადის. ეს დეპუტატი ცნობილია თავისი პრორუსული განწყობით მას შემდეგ, რაც 2014 წელს ღიად დაუჭირა მხარი რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას და ამ პროცესს რუსეთის ტერიტორიების დაბრუნება უწოდა.

შოპრადმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში დაადასტურა, რომ პესკოვა მისი გუნდის წევრია. "ქალბატონი პესკოვა ნამდვილად არის რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი პიროვნების შვილი, მაგრამ როგორც სტუდენტს, მას სხვა ახალგაზრდების მსგავსად აქვს უფლება, რომ სწავლის ფარგლებში სტაჟირება გაიაროს" - უპასუხა შოპრადმა გამოცემას.

მისივე თქმით, პესკოვა, ამჟამად რუსეთში არც სახელმწიფო და არც კერძო კომპანიებისთვის არ მუშაობს და შესაბამისად, ეს ვერ გამოიწვევს ინტერესთა კონფლიქტს, მისი როგორც ევროპის პარლამენტის წევრის უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში.

აღსანიშნავია რომ, ევროპარლამენტში ფრანგი დეპუტატი საგარეო ურთიერთობების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტისა და ევროკავშირ-რუსეთის საპარლამენტო კომიტეტის დელეგაციის წევრია.

"რადიო თავისუფლება" წერს, რომ "ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენელი სანდრა კალნიეტე ამას სამსახურებრივ გულგრილობად მიიჩნევს: "ეს ევროპის პარლამენტის უსაფრთხოების ზოგადი წესების დარღვევაა" - აღნიშნა მან.

როგორც გაირკვა, ევროპის პარლამენტში ბევრს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი პარლამენტში მუშაობდა.

"რადიო თავისუფლებასთან" საუბარში პიატრას აუშტრიავიჩიუსი, რომელიც პარლამენტში ლიბერალურ ჯგუფს წარმოადგენს, პესკოვას დასაქმებას "ძალიან დიდ სირცხვილს" უწოდებს. "მიჭირს დავიჯერო, რომ კრემლის ხელია ევროკავშირის ინსტიტუტების ჯიბეებსა და გულში," - განაცხადა მან.

ცნობისთვის, სტაჟიორის მუშაობის საფასურს თავად პარლამენტარი ადგენს და ამ შემთხვევაში, ემერიკ შოპრადი ელიზავეტა პესკოვას 1600 ევრომდე უხდის.

არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის შვილს, ხელი მიუწვდება დახურულ შეხვედრებზე, სხდომებზე, ნებისმიერი საკითხის განხილვის პროცესზე, როგორც ბრიუსელში, ასევე სტრასბურგში. ასევე, მისთვის ხელმისაწვდომია დეპუტატების პერსონალურ კომპიუტერში შენახული ინფორმაცია და შიდა ქსელები. თავად ელიზავეტა პესკოვა მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

ლიზა დმიტრი პესკოვის უფროსი ქალიშვილია, მეორე ქორწინებიდან. ის ლიზას დედას, ეკატერინა სოლოცინსკაიას 2012 წელს დაშორდა. მას შემდეგ, ეკატერინა პარიზში რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი იყო.

ელიზავეტა პესკოვა 11 წლიდან პარიზში ცხოვრობს და სწავლობს. გოგონა ხუთ ენაზე საუბრობს. ამჟამად, ადგილობრივ ბიზნეს-სკოლაში მარკეტინგს ეუფლება. გოგონას თქმით, ბოლო რამდენიმე წელია პარიზსა და ბრიუსელში ცხოვრობს და რუსეთში იშვიათად ჩადის. 2016 წელს რუსი დეპუტატების რეკომენდაცია - იმ მაღალჩინოსნების შვილები, რომლებიც ევროპაში იღებდნენ განათლებას, რუსეთში დაბრუნებულიყვნენ, სასტიკად გააპროტესტა.

"ეს რუსეთისთვის ძალიან მომგებიანია და არანაირად არ აზიანებს პატრიოტიზმს. ევროპაში ცხოვრების გამოცდილება, რუსეთისთვისაც ძალიან მომგებიანია, თუ კი მას სწორად გამოიყენებ…" - აცხადებდა ელიზავეტა. მისმა განცადებამ, რომ რუსეთის განათლების სისტემა არის "შხამი", რუსი ინტერნეტმომხმარებლების მწვავე რეაქცია გამოიწვია.

მამასთან ლიზას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვს, სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებს დმიტრი პესკოვთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. მის "ინსტაგრამზე" ასევე აღმოაჩენთ რუსეთის ცნობილ სახეებთან, ასევე პოლიტიკოსებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. მათ შორის ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინს, ასევე ფოტოს, რომელზეც ასახულია, როგორ ცეკვავს ელიზავეტა პესკოვა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან ერთად.

ელიზავეტა პესკოვას მამა 20 წელზე მეტია პუტინის პრესმდივნად მუშაობს. რუსეთში ყველაზე აქტიური ოპოზიოცინერი, ალექსეი ნავალნი მის კორუმპირებულობაზე მუდმივად საუბრობს. უფრო ადრე, დმიტრი პესკოვის ცოლი ამერიკაში საგადასახადო მაქინაციებში დაადანაშაულეს და მაშინ, პუტინის "მარჯვენა ხელს" საკმაოდ დიდი ჯარიმის გადახდა მოუწია.