სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკის ვიზაზე 4 მლნ ადამიანს უთხრეს უარი, მათ შორის აშშ-ს მოქალაქეების მეუღლეებიც არიან
ამერიკის ვიზაზე 4 მლნ ადამიანს უთხრეს უარი, მათ შორის აშშ-ს მოქალაქეების მეუღლეებიც არიან

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ დად­გე­ნი­ლი აკ­რძალ­ვე­ბის გამო 2018 წელს 37 ათას სა­ვი­ზო გა­ნა­ცხად­ზე გას­ცა უარი, ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­ნი­უ­სი“ წერს.

სა­ერ­თო ჯამ­ში კი, ვი­ზის მი­ღე­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით ოთხმა მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო. მი­ზე­ზებს შო­რის იყო ცხოვ­რე­ბის პო­ლი­გა­მი­უ­რი წესი, ბავ­შვე­ბის გა­ტა­ცე­ბა ან­დაც - უბ­რა­ლოდ, სა­ვი­ზო მო­თხოვ­ნე­ბის არა­სა­თა­ნა­დოდ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

აკ­რძალ­ვებ­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად ირა­ნე­ლებ­ზე, ლი­ბი­ე­ლებ­ზე, სო­მა­ლე­ლებ­ზე, სი­რი­ე­ლებ­სა და იე­მე­ნე­ლებ­ზე იმოქ­მე­და.

დო­ნალდ ტრამ­პის მიერ 2017 წელს გა­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბის შე­დე­გად, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რამ­დე­ნი­მე მუ­სულ­მა­ნუ­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს აეკ­რძა­ლათ აშშ-ში შეს­ვლა, სა­სა­მარ­თლო­ებ­ში ცხა­რე და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. 2018 წლის ივ­ნის­ში უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ აკ­რძალ­ვე­ბის შეს­წო­რე­ბუ­ლი ვერ­სია და­ა­დას­ტუ­რა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უარი თქვა 15,384 სა­ი­მიგ­რა­ციო ვი­ზა­ზე.

2017 წლის პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან 2018 წლის პირ­ველ სექ­ტემ­ბრამ­დე ირა­ნის, ლი­ბი­ის, სო­მა­ლის, სი­რი­ი­სა და იე­მე­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 14,600 ვიზა გას­ცეს, მა­შინ, რო­დე­საც 2017 წელს აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის 72,000 ათას­მა მო­ქა­ლა­ქემ მი­ი­ღო და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი სა­ვი­ზო გა­ნა­ცხად­ზე.

გარ­თუ­ლე­ბუ­ლი სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გამო პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც. აჰ­მად შა­რიფ­თაბ­რი­ზი, რო­მე­ლიც აშშ-ს მო­ქა­ლა­ქეა, იძუ­ლე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა და­ტო­ვოს, რად­გან მისი ირა­ნე­ლი ცოლი ვი­ზის მი­ღე­ბას და მას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას ვერ ახერ­ხებს.

წყვი­ლი 2017 წელს და­ქორ­წინ­და და ვი­ზა­ზე გა­ნა­ცხა­დი იმა­ვე წელს შე­ი­ტა­ნეს, თუმ­ცა 2018 წლის დე­კემ­ბერ­ში უარი მი­ი­ღეს. ერ­თმა­ნე­თის­გან შორს ყოფ­ნა მათ­თვის ემო­ცი­უ­რად მძი­მედ გა­და­სა­ტა­ნია.

"ცალ-ცალ­კე ცხოვ­რე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გვან­გრევს, ძა­ლი­ან მძი­მეა," - ამ­ბობს შა­რიფ­თაბ­რი­ზი.

ავტორი:

ამერიკის ვიზაზე 4 მლნ ადამიანს უთხრეს უარი, მათ შორის აშშ-ს მოქალაქეების მეუღლეებიც არიან

ამერიკის ვიზაზე 4 მლნ ადამიანს უთხრეს უარი, მათ შორის აშშ-ს მოქალაქეების მეუღლეებიც არიან

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგზაურობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი აკრძალვების გამო 2018 წელს 37 ათას სავიზო განაცხადზე გასცა უარი, ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.

საერთო ჯამში კი, ვიზის მიღებაზე უარყოფითი პასუხი, სხვადასხვა მიზეზის გამო, 1 წლის განმავლობაში დაახლოებით ოთხმა მილიონმა ადამიანმა მიიღო. მიზეზებს შორის იყო ცხოვრების პოლიგამიური წესი, ბავშვების გატაცება ანდაც - უბრალოდ, სავიზო მოთხოვნების არასათანადოდ დაკმაყოფილება.

აკრძალვებმა ყველაზე მეტად ირანელებზე, ლიბიელებზე, სომალელებზე, სირიელებსა და იემენელებზე იმოქმედა.

დონალდ ტრამპის მიერ 2017 წელს გაცემული ბრძანების შედეგად, რომლის მიხედვითაც რამდენიმე მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა, სასამართლოებში ცხარე დაპირისპირება მოჰყვა. 2018 წლის ივნისში უზენაესმა სასამართლომ აკრძალვების შესწორებული ვერსია დაადასტურა.

გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ხელისუფლებამ უარი თქვა 15,384 საიმიგრაციო ვიზაზე.

2017 წლის პირველი ოქტომბრიდან 2018 წლის პირველ სექტემბრამდე ირანის, ლიბიის, სომალის, სირიისა და იემენის მოქალაქეებზე დაახლოებით 14,600 ვიზა გასცეს, მაშინ, როდესაც 2017 წელს აღნიშნული ქვეყნების 72,000 ათასმა მოქალაქემ მიიღო დადებითი პასუხი სავიზო განაცხადზე.

გართულებული სავიზო რეჟიმის გამო პრობლემები ექმნებათ ამერიკის მოქალაქეებსაც. აჰმად შარიფთაბრიზი, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა, იძულებულია ქვეყანა დატოვოს, რადგან მისი ირანელი ცოლი ვიზის მიღებას და მასთან ერთად ცხოვრებას ვერ ახერხებს.

წყვილი 2017 წელს დაქორწინდა და ვიზაზე განაცხადი იმავე წელს შეიტანეს, თუმცა 2018 წლის დეკემბერში უარი მიიღეს. ერთმანეთისგან შორს ყოფნა მათთვის ემოციურად მძიმედ გადასატანია.

"ცალ-ცალკე ცხოვრება ფსიქოლოგიურად გვანგრევს, ძალიან მძიმეა," - ამბობს შარიფთაბრიზი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე