თბილისში, ფონიჭალაში გადაღებული სურათი, სადაც ჩანს, როგორ ზრუნავენ ძაღლები ერთმანეთზე, "ფეისბუქზე" 600-მდე ადამიანმა გააზიარა. ფოტო სოციალურ ქსელში მზია გოგალაძემ განათავსა.
"შავ ძაღლს ფეხი სტკივა და ვერ ჯდება კარგად ასფალტზე. თეთრი ძაღლი დასდევს და როცა დაჯდომა მოუნდება შავ ძაღლს, ასე იქცევა თეთრი..." - წერს ფოტოს ავტორი.
კომენტარებში კი ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ ღამე, როდესაც თეთრ ძაღლს სძინავს, შავი დარაჯობს და მასთან ახლოს არავის უშვებს.