პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის ცხედარს კვირის ბოლომდე ჩამოასვენებენ
ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის ცხედარს კვირის ბოლომდე ჩამოასვენებენ

ლი­ბი­ა­ში, ნა­ოს­ნო­ბი­სას გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რის, და­ვით რაზ­მა­ძის ცხედ­რის გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცე­სი დღეს და­ი­წყო. ლი­ბი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ყვე­ლა ეტა­პი და­ას­რუ­ლა და ქარ­თულ მხა­რეს გად­მოს­ვე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტით და­უ­დას­ტუ­რა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბა და­უ­დას­ტუ­რა. "ეგ­ვიპ­ტე­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­თვის ლი­ბი­უ­რი მხა­რის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე და­წყე­ბუ­ლია და­ვით რაზ­მა­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რა და მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა გა­დამ­ზი­დავ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას­თან", - გა­ნა­ცხა­დეს უწყე­ბა­ში.

შიდა ქარ­თლის ქუ­ბერ­ნა­ტო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­ბი­ა­ში, ნა­ოს­ნო­ბი­სას გარ­დაც­ვლი­ლი გო­რე­ლი ახალ­გაზ­რდის ცხედ­რის გად­მოს­ვე­ნე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, კვი­რის ბო­ლომ­დე მოხ­დე­ბა.

"მომ­ხდარ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის დღი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ელ­ჩო­ებ­თან ერ­თად ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ვარ შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­თან. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გად­მოს­ვე­ნე­ბა დღეს იწყე­ბა და კვი­რის ბო­ლომ­დე ცხე­და­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა. ლი­ბი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ცხედ­რის გად­მო­ცე­მა­ზე თან­ხმო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, თუმ­ცა, სა­ჭი­რო იყო ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტით და­დას­ტუ­რე­ბა, რო­მე­ლიც უკვე გა­მო­ი­ცა", - გა­ნა­ცხა­და შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­მა.

23 წლის ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რი, და­ვით რაზ­მა­ძე ლი­ბი­ა­ში ნა­ოს­ნო­ბი­სას გა­უ­ჩი­ნარ­და, 21 იან­ვარს კი, ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რი გარ­დაც­ვლი­ლი იპოვ­ნეს.

გარ­დაც­ვლი­ლი და­ვით რაზ­მა­ძის ოჯა­ხი ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას გად­მოს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­შიც გეგ­მავს.

ავტორი:

ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის ცხედარს კვირის ბოლომდე ჩამოასვენებენ

ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის ცხედარს კვირის ბოლომდე ჩამოასვენებენ

ლიბიაში, ნაოსნობისას გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედრის გადმოსვენების პროცესი დღეს დაიწყო. ლიბიის პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების ყველა ეტაპი დაასრულა და ქართულ მხარეს გადმოსვენების ნებართვა შესაბამისი აქტით დაუდასტურა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ "ინტერპრესნიუსს" გადმოსვენების პროცედურის დაწყება დაუდასტურა. "ეგვიპტეში საქართველოს საელჩოსთვის ლიბიური მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაწყებულია დავით რაზმაძის საქართველოში გადმოსვენების პროცედურა და მიმდინარეობს მუშაობა გადამზიდავ ავიაკომპანიასთან", - განაცხადეს უწყებაში.

შიდა ქართლის ქუბერნატორის ინფორმაციით, ლიბიაში, ნაოსნობისას გარდაცვლილი გორელი ახალგაზრდის ცხედრის გადმოსვენება სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე მოხდება.

"მომხდარზე ინფორმაციის მიღების დღიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს. აღნიშნულ საკითხზე მუდმივ კომუნიკაციაში ვარ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გადმოსვენება დღეს იწყება და კვირის ბოლომდე ცხედარი საქართველოში იქნება. ლიბიის პროკურატურამ ცხედრის გადმოცემაზე თანხმობა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თუმცა, საჭირო იყო ამ გადაწყვეტილების შესაბამისი აქტით დადასტურება, რომელიც უკვე გამოიცა", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარდა, 21 იანვარს კი, ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვნეს.

გარდაცვლილი დავით რაზმაძის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის ჩატარებას გადმოსვენების შემდეგ საქართველოშიც გეგმავს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი