სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვთხოვ პაციენტებს, არ მიირთვან ხსნადი ყავა" - ენდოკრინოლოგის პასუხები აქტუალურ კითხვებზე
"ვთხოვ პაციენტებს, არ მიირთვან ხსნადი ყავა" - ენდოკრინოლოგის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

სა­სურ­ვე­ლი ფორ­მის სხე­უ­ლის მი­საღ­წე­ვად ადა­მი­ა­ნე­ბი თვით­ნე­ბურ დი­ე­ტებს ხში­რად მი­მარ­თა­ვენ, ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ყო­ველ­გვა­რი გა­მოკ­ვლე­ვის გა­რე­შე და­მო­უ­კი­დებ­ლად ად­გე­ნენ სა­კუ­თა­რი კვე­ბის რა­ცი­ონს და გა­სახ­დომ სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც თა­ვად ირ­ჩე­ვენ, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო რის­კებს შე­ი­ცავს. ალ­ბათ, არა­ერ­თი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­დის დამ­თრგუნ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­სენ­დე­ბათ, რო­მელ­საც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თუ პი­რად სა­უბ­რებ­ში ხში­რად უზი­ა­რე­ბენ ერ­თმა­ნეთს. მაგ. ყა­ვის ხში­რად და­ლე­ვა, ლი­მო­ნი­ა­ნი წყა­ლი, ვაშ­ლის ძმა­რი, ღე­ბი­ნე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მოწ­ვე­ვა და ა.შ.

ხალ­ხში გავ­რცე­ლე­ბულ მა­დის დამ­თრგუნ­ველ სა­შუ­ლე­ბებ­ზე და კვე­ბას­თას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვებ­ზე ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნინო ჯი­ქუ­რა­უ­ლი პა­სუ­ხობს:

- თუ ადა­მი­ა­ნე­ბი ისევ ფიქ­რო­ბენ,რომ ხე­ლოვ­ნუ­რად ღე­ბი­ნე­ბის გა­მოწ­ვე­ვა წო­ნის კლე­ბას ხელს უწყობს, ეს გახ­ლავთ დიდი შეც­დო­მა, რად­გან კა­ლო­რი­ე­ბი პი­რის ღრუ­დან­ვე შე­ი­წო­ვე­ბა. ღე­ბი­ნე­ბა ვერ გა­მო­იწ­ვევს წო­ნის დაკ­ლე­ბას, მაგ­რამ საყ­ლა­პა­ვის და­ზი­ა­ნე­ბას კი ნამ­დვი­ლად. ამ მე­თო­დით ადა­მი­ა­ნი ვერც მა­დას დათ­რგუ­ნავს. არა­და მთე­ლი მსოფ­ლიო სწო­რედ მა­დის დათ­რგუნ­ვა­ზე მუ­შა­ობს და უამ­რა­ვი სპე­ცი­ა­ლის­ტი ცდი­ლობს, ეს პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რას. სიმ­სუქ­ნის სტა­ტის­ტი­კურ­მა მო­ნა­ცე­მებ­მა ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ფორ­მა მი­ი­ღო, შე­სა­ბა­მი­სად, ცდი­ლო­ბენ შექ­მნან უვ­ნე­ბე­ლი მა­დის დამ­თრგუნ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მცე­ნა­რის ფეს­ვი ჩი­ნუ­რი და ია­პო­ნუ­რი მე­დი­ცი­ნის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ორ­გა­ნიზ­მში გარ­კვე­ულ ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს, მაგ­რამ ის, რომ ჩვენ სა­ერ­თოდ აღარ მოგ­ვინ­დეს საჭ­მე­ლი, ასე­თი რამ გა­მო­რი­ცხუ­ლია. კვე­ბა არის ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის და შიმ­ში­ლი - ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ცნო­ბილ­მა დი­ე­ტებ­მა არ მოგ­ვცა კარ­გი შე­დე­გი. ხმა­ურ­დე­ბა მხო­ლოდ და­დე­ბი­თი ეფექ­ტე­ბი და ნაკ­ლე­ბად ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე. არა­ერ­თხელ მო­ვის­მი­ნე ბორ­ჯო­მი­სა და მაწ­ვნის, ხა­ჭო­სა და შან­პა­ნუ­რის კომ­ბი­ნა­ცი­ა­ზეც... ალ­ბათ ასე თვით­ნე­ბუ­რად მო­ფიქ­რე­ბუ­ლი დი­ე­ტე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რია, რი­თაც ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს მა­დის დათ­რგუნ­ვას. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დი­ე­ტე­ბის შე­დე­გად, ჩვენ ვი­ღებთ ისეთ ცვლი­ლე­ბებს ორ­გა­ნიზ­მში, რო­გო­რიც არის: ცი­ლის დე­ფი­ცი­ტი, ჰიპო ან ჰი­პერ­ვი­ტა­მი­ნო­ზე­ბი, კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბებ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, ისე გახ­შირ­და.რო­დე­საც შე­დეგს ვაღ­წევთ, გვიყ­ვარს ამის შე­ლა­მა­ზე­ბა და არ ვყვე­ბით გვერ­დით ეფექ­ტებ­ზე, არ ვამ­ბობთ, რამ­დენ რა­მეს ვუძ­ლებთ. რაც შე­ე­ხე­ბა ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სი­თხე­ებს - კუჭს და­ძი­ნე­ბამ­დე 4 სა­ა­თით ადრე სჭირ­დე­ბა დას­ვე­ნე­ბა. 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კუჭს შე­უძ­ლია იყოს ცა­რი­ე­ლი. თუ ჩვენ მჟა­ვე სი­თხეს ვი­ღებთ უზ­მოდ, ცა­რი­ელ კუჭ­ში, რო­მე­ლიც იდე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არც ერთ ადა­მი­ანს არ გვაქვს, ჩვენ მას ვა­ზი­ა­ნებთ და ვიწ­ვევთ გას­ტრი­ტის ან წყლუ­ლის პრო­ვო­ცი­რე­ბას. ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ, მაგ­რამ არა ისე, რომ მხო­ლოდ მას­ზე ვი­ყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- რას გვე­ტყვით წი­წი­ბუ­რა­ზე და შვრი­ის ფან­ტელ­ზე, რო­გორც გა­სახ­დომ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე?

- წი­წი­ბუ­რას რაც შე­ე­ხე­ბა, მისი დი­ე­ტუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა მო­დის იქი­დან, რომ კუჭ-ნაწ­ლა­ვის­თვის სა­ჭი­რო კვე­ბის პრო­დუქ­ტებ­ში შე­დის. ის არის ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად შე­ი­ცავს სა­ხა­მე­ბელს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ახ­დუ­ნებს. დი­ე­ტუ­რი ყო­ველ­თვის არ ნიშ­ნავს იმას, რომ გვახ­დუ­ნებს. იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა შვრი­ა­ზეც, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, მა­სობ­რი­ვად გა­მო­ი­ყე­ნოს ადა­მი­ან­მა, ან დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე მი­ირ­თვას. ის არის დი­ე­ტუ­რი, თუმ­ცა მას აქვს თა­ვი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, ეს კი იმას არ ნიშ­ნავს, რომ ახ­დუ­ნებს.

- სამ­სა­ხუ­რის გრა­ფი­კის თუ სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვერ ახერ­ხებს შე­სა­ბა­მის დროს იკ­ვე­ბოს და სვამს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ყა­ვას. ამ­ბო­ბენ, რომ ყავა ახ­დუ­ნებს და იმ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში შიმ­ში­ლის გრძნო­ბას აქ­რობს... რამ­დე­ნი ჭიქა ყა­ვის და­ლე­ვა შე­იძ­ლე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე, რომ ჯან­მრთე­ლო­ბას ზი­ა­ნი არ მი­ვა­ყე­ნოთ?

- ხსნა­დი ყავა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­სარ­გებ­ლო არ არის, რად­გან მას­ში სხვა­დას­ხვა ფხვნი­ლე­ბია კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი. მე ვთხოვ პა­ცი­ენ­ტებს, რომ არ მი­ირ­თვან ხსნა­დი - კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ფხვნი­ლის ყავა. სა­სურ­ვე­ლია, ავი­ღოთ ცალ­კე რძე და ცალ­კე ყავა, ნა­ღე­ბი და ყავა და ამ ფორ­მით შე­რე­უ­ლი მი­ირ­თვათ. და სუ­ლაც უმ­ჯო­ბე­სია ყა­ვის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი - დაფ­ქვი­ლი ყა­ვის მარ­ცვლე­ბის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ხით გე­ტყვით, რომ ორი ჭიქა ყა­ვის და­ლე­ვა დღე­ში საკ­მა­რი­სია, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, და­ვუშ­ვათ, თუ გვაქვს თირკმლის კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა, მა­შინ არ იქ­ნე­ბა ყა­ვის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით და­ლე­ვა სა­სურ­ვე­ლი. რად­გან შარ­დმდე­ნი ეფექ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ყა­ვის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი წყალს ივი­წყე­ბენ ხოლ­მე და ფიქ­რო­ბენ, რომ მათ მი­ი­ღეს წყა­ლი ყა­ვის სა­ხით, რაც არ არის სწო­რი. რაც შე­ე­ხე­ბა კო­ფე­ინს, მას­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დას­კვნა არ არ­სე­ბობს. მეც­ნი­ე­რე­ბის აზრი ყო­ველ­თვის ორად იყო­ფა. ზუს­ტად ცნო­ბი­ლი არ არის, რამ­დე­ნად მოქ­მე­დებს ის ჩვენს ნახ­შირ­წყლო­ვან ცვლა­ზე და რამ­დე­ნად გვიქ­ვე­ი­თებს მა­დას, მაგ­რამ ეს სა­კი­თხის მხო­ლოდ ნა­წი­ლია...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ვთხოვ პაციენტებს, არ მიირთვან ხსნადი ყავა" - ენდოკრინოლოგის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

"ვთხოვ პაციენტებს, არ მიირთვან ხსნადი ყავა" - ენდოკრინოლოგის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

სასურველი ფორმის სხეულის მისაღწევად ადამიანები თვითნებურ დიეტებს ხშირად მიმართავენ, ექიმის კონსულტაციისა და ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დამოუკიდებლად ადგენენ საკუთარი კვების რაციონს და გასახდომ საშუალებებსაც თავად ირჩევენ, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანო რისკებს შეიცავს. ალბათ, არაერთი გავრცელებული მადის დამთრგუნველი საშუალება გახსენდებათ, რომელსაც მოქალაქეები სოციალურ ქსელებში თუ პირად საუბრებში ხშირად უზიარებენ ერთმანეთს. მაგ. ყავის ხშირად დალევა, ლიმონიანი წყალი, ვაშლის ძმარი, ღებინების ხელოვნურად გამოწვევა და ა.შ.

ხალხში გავრცელებულ მადის დამთრგუნველ საშულებებზე და კვებასთასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე ენდოკრინოლოგი ნინო ჯიქურაული პასუხობს:

- თუ ადამიანები ისევ ფიქრობენ,რომ ხელოვნურად ღებინების გამოწვევა წონის კლებას ხელს უწყობს, ეს გახლავთ დიდი შეცდომა, რადგან კალორიები პირის ღრუდანვე შეიწოვება. ღებინება ვერ გამოიწვევს წონის დაკლებას, მაგრამ საყლაპავის დაზიანებას კი ნამდვილად. ამ მეთოდით ადამიანი ვერც მადას დათრგუნავს. არადა მთელი მსოფლიო სწორედ მადის დათრგუნვაზე მუშაობს და უამრავი სპეციალისტი ცდილობს, ეს პრობლემა გადაჭრას. სიმსუქნის სტატისტიკურმა მონაცემებმა ძალიან შემაშფოთებელი ფორმა მიიღო, შესაბამისად, ცდილობენ შექმნან უვნებელი მადის დამთრგუნველი საშუალებები. არსებობს რამდენიმე მცენარის ფესვი ჩინური და იაპონური მედიცინის მიხედვით, რომელიც რეალურად ორგანიზმში გარკვეულ ცვლილებებს იწვევს, მაგრამ ის, რომ ჩვენ საერთოდ აღარ მოგვინდეს საჭმელი, ასეთი რამ გამორიცხულია. კვება არის ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის და შიმშილი - ფიზიოლოგიური მოთხოვნილება.

ბოლო პერიოდში გავრცელებულმა ცნობილმა დიეტებმა არ მოგვცა კარგი შედეგი. ხმაურდება მხოლოდ დადებითი ეფექტები და ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას უარყოფით მხარეებზე. არაერთხელ მოვისმინე ბორჯომისა და მაწვნის, ხაჭოსა და შანპანურის კომბინაციაზეც... ალბათ ასე თვითნებურად მოფიქრებული დიეტები ძალიან ბევრია, რითაც ადამიანი ცდილობს მადის დათრგუნვას. როგორც აღმოჩნდა, გავრცელებული დიეტების შედეგად, ჩვენ ვიღებთ ისეთ ცვლილებებს ორგანიზმში, როგორიც არის: ცილის დეფიციტი, ჰიპო ან ჰიპერვიტამინოზები, კენჭოვანი დაავადებები, კუჭ-ნაწლავის დაავადებებზე აღარაფერს ვამბობ, ისე გახშირდა.როდესაც შედეგს ვაღწევთ, გვიყვარს ამის შელამაზება და არ ვყვებით გვერდით ეფექტებზე, არ ვამბობთ, რამდენ რამეს ვუძლებთ. რაც შეეხება ზემოხსენებულ სითხეებს - კუჭს დაძინებამდე 4 საათით ადრე სჭირდება დასვენება. 4 საათის განმავლობაში კუჭს შეუძლია იყოს ცარიელი. თუ ჩვენ მჟავე სითხეს ვიღებთ უზმოდ, ცარიელ კუჭში, რომელიც იდეალურ მდგომარეობაში არც ერთ ადამიანს არ გვაქვს, ჩვენ მას ვაზიანებთ და ვიწვევთ გასტრიტის ან წყლულის პროვოცირებას. ეს შეიძლება გამოიყენონ, მაგრამ არა ისე, რომ მხოლოდ მასზე ვიყოთ დამოკიდებული.

- რას გვეტყვით წიწიბურაზე და შვრიის ფანტელზე, როგორც გასახდომ საშუალებებზე?

- წიწიბურას რაც შეეხება, მისი დიეტური სახელწოდება მოდის იქიდან, რომ კუჭ-ნაწლავისთვის საჭირო კვების პროდუქტებში შედის. ის არის ბურღულეული, რომელიც შედარებით ნაკლებად შეიცავს სახამებელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახდუნებს. დიეტური ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ გვახდუნებს. იგივე შემიძლია ვთქვა შვრიაზეც, რომელიც შეიძლება, მასობრივად გამოიყენოს ადამიანმა, ან დღეში რამდენჯერმე მიირთვას. ის არის დიეტური, თუმცა მას აქვს თავისი მიმართულება და დანიშნულება, ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ ახდუნებს.

- სამსახურის გრაფიკის თუ სხვა მიზეზების გამო, ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს შესაბამის დროს იკვებოს და სვამს დიდი რაოდენობით ყავას. ამბობენ, რომ ყავა ახდუნებს და იმ კონკრეტულ შემთხვევაში შიმშილის გრძნობას აქრობს... რამდენი ჭიქა ყავის დალევა შეიძლება დღის განმავლობაში ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ?

- ხსნადი ყავა ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის, რადგან მასში სხვადასხვა ფხვნილებია კომბინირებული. მე ვთხოვ პაციენტებს, რომ არ მიირთვან ხსნადი - კომბინირებულად დაფასოებული ფხვნილის ყავა. სასურველია, ავიღოთ ცალკე რძე და ცალკე ყავა, ნაღები და ყავა და ამ ფორმით შერეული მიირთვათ. და სულაც უმჯობესია ყავის მეორე ვარიანტი - დაფქვილი ყავის მარცვლებისგან მომზადებული. ზოგადი რეკომენდაციის სახით გეტყვით, რომ ორი ჭიქა ყავის დალევა დღეში საკმარისია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დავუშვათ, თუ გვაქვს თირკმლის კენჭოვანი დაავადება, მაშინ არ იქნება ყავის დიდი რაოდენობით დალევა სასურველი. რადგან შარდმდენი ეფექტით გამოირჩევა, ყავის მოყვარული ადამიანები წყალს ივიწყებენ ხოლმე და ფიქრობენ, რომ მათ მიიღეს წყალი ყავის სახით, რაც არ არის სწორი. რაც შეეხება კოფეინს, მასზე ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვანი დასკვნა არ არსებობს. მეცნიერების აზრი ყოველთვის ორად იყოფა. ზუსტად ცნობილი არ არის, რამდენად მოქმედებს ის ჩვენს ნახშირწყლოვან ცვლაზე და რამდენად გვიქვეითებს მადას, მაგრამ ეს საკითხის მხოლოდ ნაწილია...წაიკითხეთ სრულად

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

24 საათში გარდაიცვალა 33 პაციენტი - რამდენ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი და რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

სამძებრო სამუშაოები კასპში - მამაკაცი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა