საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ სელფს გადაიღებდა დავით აღმაშენებელი დიდგორის ბრძოლის წინ - "ისტორიული სელფები", რომლებმაც "ფეისბუქი" აალაპარაკა
როგორ სელფს გადაიღებდა დავით აღმაშენებელი დიდგორის ბრძოლის წინ - "ისტორიული სელფები", რომლებმაც "ფეისბუქი" აალაპარაკა

ალ­ბათ, იშ­ვი­ა­თად მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ერთი სელ­ფი მა­ინც არ გა­და­უ­ღია. "სელფს" ხომ ბევ­რი 21-ე სა­უ­კუ­ნის სე­ნად მი­იჩ­ნევს, თუმ­ცა ოდეს­მე გი­ფიქ­რი­ათ, რო­გორ "სელ­ფებს" გა­და­ი­ღებ­დნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი? რო­გორც ჩანს, ამა­ზე უკვე იფიქ­რა ვი­ღა­ცამ და წარ­მა­ტე­ბი­თაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

რამ­დე­ნი­მე დღეა "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოჩ­ნდა გვერ­დი "ის­ტო­რი­უ­ლი Sელ­ფე­რი", სა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო "სელ­ფებს" წა­ა­წყდე­ბით. მი­ნა­წე­რე­ბით ად­ვი­ლად გა­მო­იც­ნობთ და­ხა­ტულ პერ­სო­ნებს - და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს, შოთა რუს­თა­ველს, ვახ­ტანგ გორ­გა­სალს, ფარ­ნა­ვაზ მე­ფე­სა და სხვა ის­ტო­რი­ულ ფი­გუ­რებს, რომ­ლე­ბიც მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ გა­რე­მო­ში "იღე­ბენ სელფს".

მა­გა­ლი­თად, ფარ­ნა­ვაზ მეფე იბე­რი­ის სა­მე­ფო­დან "პოს­ტავს" სა­კუ­თარ სელფს ასე­თი მი­ნა­წე­რით: "ႠႫႨႤႰႨႣႠႬ ႱႠႩႳႧႠႰႨ ႣႠႫႼႤႰႪႭႡႠ ႢႥႤႵႬႤႡႠ" (ამი­ე­რით­გან სა­კუ­თა­რი დამ­წერ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა)

კი­დევ ერთი სელ­ფით და მისი მი­ნა­წე­რით - "ად­გილ­სა ამას ტფი­ლი­სი ეწო­დოს!", ად­ვი­ლად მიხ­ვდე­ბით, რო­მე­ლი მე­ფეა "კადრში" ხოხ­ბი­სა და ჩანჩქე­რის ფონ­ზე. რა თქმა უნდა, ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლი.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სელფს დიდ­გო­რის ვე­ლი­დან, რო­მელ­საც და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი "იღებს". ფო­ტოს აქვს მი­ნა­წე­რი: ""1121 წელი, 11 აგ­ვის­ტო. ხვალ დიდი გა­მარ­ჯვე­ბის დღეა!"

ის­ტო­რი­ულ­მა სელ­ფებ­მა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, ვინ დგას მე­ფე­ე­ბი­სა და სხვა ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი სა­ხე­ე­ბის სელ­ფე­ბის უკან. თი­თო­ე­ულ სელფს ასო­ბით გა­ზი­ა­რე­ბა და კო­მენ­ტა­რი აქვს:

"ერ­თდრო­უ­ლად მე­ტი­რე­ბა და მე­ცი­ნე­ბა... ჩვე­ნი დიდი მე­ფე­ე­ბი"

"ამ ნამ­დვილ სას­წა­უ­ლებს ვინ ჰქმნის?"

"ავ­ტო­რი ვინ არის, მშვე­ნი­ე­რი შეს­რუ­ლე­ბაა!"

"მთე­ლი სა­მე­გობ­რო ვმსჯე­ლობთ, რო­მე­ლი სელ­ფი იქ­ნე­ბა შემ­დე­გი. რას მო­ვეს­წა­რით, ხალ­ხმა მე­ფე­ებ­ზე სა­უ­ბა­რი და­ი­წყო ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში!"

"რომ არა ეს სელ­ფე­ბი, ხომ ვერ გა­ვი­გებ­დით რა ხდე­ბო­და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ?!" - წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კო­მენ­ტა­რებ­ში. თუმ­ცა, პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბის გარ­და, "ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი სელ­ფებს მკრე­ხე­ლო­ბად მი­იჩ­ნევს და წერს, რომ ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი და წმინ­და­ნე­ბი "ამას არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ".

ყვე­ლა ის­ტო­რი­უ­ლი სელ­ფის ბო­ლოს არის ჰეშ­თე­გე­ბი: #იკი­თხე­სა­ქარ­თვე­ლო­სის­ტო­რია და #ქარ­თვე­ლი­მე­ფე­ე­ბი. რო­გორც ჩანს, გვერ­დის შემ­ქმნე­ლე­ბი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის უკეთ შეს­წავ­ლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

ავტორი:

როგორ სელფს გადაიღებდა დავით აღმაშენებელი დიდგორის ბრძოლის წინ - "ისტორიული სელფები", რომლებმაც "ფეისბუქი" აალაპარაკა

როგორ სელფს გადაიღებდა დავით აღმაშენებელი დიდგორის ბრძოლის წინ - "ისტორიული სელფები", რომლებმაც "ფეისბუქი" აალაპარაკა

ალბათ, იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ერთი სელფი მაინც არ გადაუღია. "სელფს" ხომ ბევრი 21-ე საუკუნის სენად მიიჩნევს, თუმცა ოდესმე გიფიქრიათ, როგორ "სელფებს" გადაიღებდნენ ჩვენი წინაპრები? როგორც ჩანს, ამაზე უკვე იფიქრა ვიღაცამ და წარმატებითაც განახორციელა.

რამდენიმე დღეა "ფეისბუქზე" გამოჩნდა გვერდი "ისტორიული Sელფერი", სადაც საინტერესო "სელფებს" წააწყდებით. მინაწერებით ადვილად გამოიცნობთ დახატულ პერსონებს - დავით აღმაშენებელს, შოთა რუსთაველს, ვახტანგ გორგასალს, ფარნავაზ მეფესა და სხვა ისტორიულ ფიგურებს, რომლებიც მათთვის დამახასიათებელ გარემოში "იღებენ სელფს".

მაგალითად, ფარნავაზ მეფე იბერიის სამეფოდან "პოსტავს" საკუთარ სელფს ასეთი მინაწერით: "ႠႫႨႤႰႨႣႠႬ ႱႠႩႳႧႠႰႨ ႣႠႫႼႤႰႪႭႡႠ ႢႥႤႵႬႤႡႠ" (ამიერითგან საკუთარი დამწერლობა გვექნება)

კიდევ ერთი სელფით და მისი მინაწერით - "ადგილსა ამას ტფილისი ეწოდოს!", ადვილად მიხვდებით, რომელი მეფეა "კადრში" ხოხბისა და ჩანჩქერის ფონზე. რა თქმა უნდა, ვახტანგ გორგასალი.

განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა სელფს დიდგორის ველიდან, რომელსაც დავით აღმაშენებელი "იღებს". ფოტოს აქვს მინაწერი: ""1121 წელი, 11 აგვისტო. ხვალ დიდი გამარჯვების დღეა!"

ისტორიულმა სელფებმა ინტერნეტმომხმარებელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ყველას აინტერესებს, ვინ დგას მეფეებისა და სხვა ცნობილი ისტორიული სახეების სელფების უკან. თითოეულ სელფს ასობით გაზიარება და კომენტარი აქვს:

"ერთდროულად მეტირება და მეცინება... ჩვენი დიდი მეფეები"

"ამ ნამდვილ სასწაულებს ვინ ჰქმნის?"

"ავტორი ვინ არის, მშვენიერი შესრულებაა!"

"მთელი სამეგობრო ვმსჯელობთ, რომელი სელფი იქნება შემდეგი. რას მოვესწარით, ხალხმა მეფეებზე საუბარი დაიწყო ყოველდღიურ ცხოვრებაში!"

"რომ არა ეს სელფები, ხომ ვერ გავიგებდით რა ხდებოდა საუკუნეების წინ?!" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში. თუმცა, პოზიტიური გამოხმაურების გარდა, "ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილი სელფებს მკრეხელობად მიიჩნევს და წერს, რომ ქართველი მეფეები და წმინდანები "ამას არ იმსახურებენ".

ყველა ისტორიული სელფის ბოლოს არის ჰეშთეგები: #იკითხესაქართველოსისტორია და #ქართველიმეფეები. როგორც ჩანს, გვერდის შემქმნელები ინტერნეტმომხმარებელს საქართველოს ისტორიის უკეთ შესწავლისკენ მოუწოდებენ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ