საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა დავაშავე რომ დამაბესო, დაზიანებული ხელებიდან სისხლი სდიოდა" - რაში ადანაშაულებენ "ევექსის" ექიმებს და რას პასუხობს კლინიკა
"რა დავაშავე რომ დამაბესო, დაზიანებული ხელებიდან სისხლი სდიოდა" - რაში ადანაშაულებენ "ევექსის" ექიმებს და რას პასუხობს კლინიკა

87 წლის ვახ­ტანგ გო­გეშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი "ევექ­სის" ექი­მებს და­უ­დევ­რო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. გო­გეშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო მისი ოჯა­ხის წევ­რმა ნატა წე­რე­თელ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა, რომ პა­ცი­ენ­ტმა ხელ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბის შე­დე­გად მი­ი­ღო.

"გა­ი­ცა­ნით, ეს არის ვახ­ტანგ გო­გეშ­ვი­ლი (ჩემი მა­მამ­თი­ლი) სამი დღეა გვყავ­და ევექ­სი • EVEX -ში, სა­ი­და­ნაც დღეს ხე­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით და სის­ხლის ჩაქ­ცე­ვე­ბით წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. ეს არის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის და გულ­გრი­ლო­ბის სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა. ვინ იცის რამ­დე­ნი პა­ცი­ენ­ტია იქ ასეთ დღე­ში. დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო თქვენ რას აკე­თებთ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად? კლი­ნი­კა­ში არ უვ­ლი­ან პა­ცი­ენ­ტებს, არც ახ­ლო­ბელს უშ­ვე­ბენ რომ მო­უ­ა­რონ, დღეს ძლივს მო­ვა­ხერ­ხეთ შეს­ვლა და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაგ­ვხვდა. ან სად იყო ექი­მი, ან ექთა­ნი? რა­ტომ არა­ვინ მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, და­ა­ბეს ცხო­ვე­ლი­ვით და მი­ა­ტო­ვეს. ად­გილ­ზე­ვე გა­ირ­კვა რომ არც პირ­ვე­ლი ვართ და არც უკა­ნას­კნე­ლი. ხმა უნდა ამო­ი­ღოს ყვე­ლამ! ჯან­დაც­ვის სფე­რო რომ ყვე­ლა­ზე ჩა­ვარ­დნი­ლი დარ­გია ეს დღეს კი­დევ ერთხელ სა­კუ­თარ მშო­ბელ­ზე ვიწ­ვნი­ეთ!" - წერს ნატა წე­რე­თე­ლი.

Ambebi.ge ვახ­ტანგ გო­გეშ­ვი­ლის შვილს დი­ა­ნა გო­გეშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ 87 წლის მამა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კვი­რას გა­და­იყ­ვა­ნეს.

"მა­მას სკლე­რო­ზის ნიშ­ნე­ბი აქვს და აკ­რძა­ლა ჭამა, ძა­ლი­ან ცო­ტას ჭამ­და, ამი­ტომ გვინ­დო­და, გა­დას­ხმე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, რომ ცოტა მო­მაგ­რე­ბუ­ლი­ყო. 22 თე­ბერ­ვალს "ევექსში" და­ვაწ­ვი­ნეთ. ერთი დღე "ემერ­ჯენსში" იწვა და ღამე გა­უ­კე­თეს კვლე­ვე­ბი. გვი­თხრეს, რომ არის ინ­ფარ­ქტის ნიშ­ნე­ბი, პლუს პნევ­მო­ნია, მე­ო­რე დღეს კარ­დე­ო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს... ისევ უკე­თებ­დნენ ამ გა­მოკ­ვლე­ვებს და შემ­დეგ გვი­თხრეს, რომ არა ინ­ფარ­ქტი, არა­მედ მხო­ლოდ პნევ­მო­ნია იყო. ყო­ველ დღე სხვა­დას­ხვა დი­აგ­ნოზს გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ" - გან­გვი­მარ­ტა დი­ა­ნა გო­გეშ­ვილ­მა.

მისი თქმით, კვი­რას რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის ნახ­ვის სა­ა­თებ­ში მა­მას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ა­კი­თხა, ტანს ზე­მოთ შიშ­ვე­ლი და ყვე­ლა კი­დუ­რით დაბ­მუ­ლი დახ­ვდა. რო­დე­საც გან­მარ­ტე­ბა ითხო­ვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა­ტომ იყო პა­ცი­ენ­ტი დაბ­მუ­ლი, ასე­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო - "გარ­ბო­და".

"ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლია, უნდა და­ეხ­მა­რო რომ წა­მოჯ­დეს. რომ მი­ვე­დი ჩურ­ჩუ­ლით მკი­თხა, რა და­ვა­შა­ვე რომ და­მა­ბე­სო, ამ­ხსე­ნი გეხ­ვე­წე­ბიო. ავ­ხსე­ნი, რა თქმა უნდა, წა­მო­ვა­ჯი­ნე, და­ვამ­შვი­დე. რომ ვკი­თხე ექთანს და ექიმს, რა­ტომ და­ა­ბით-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა გარ­ბო­დაო. სად გარ­ბო­და, რო­დე­საც კაცი ვერ დგე­ბა დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე?! შემ­დეგ ექიმ­მა მი­თხრა, ძა­ლი­ან ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი გვყავს და ვერ და­ვუდ­გე­ბით და ვერ მი­ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბა­სო და ამი­ტომ აბა­მენ, რომ იყ­ვნენ და­წყნა­რე­ბუ­ლე­ბი" - აღ­ნიშ­ნა დი­ა­ნა გო­გეშ­ვილ­მა.

დაბ­მულ­მა მა­მამ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჯერ კი­დუ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბი­სას მი­ი­ღო, შემ­დეგ კი გა­დას­ხმე­ბის გა­კე­თე­ბი­სას. დი­ა­ნას თქმით, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა პა­ცი­ენტს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხე­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ და­უ­მუ­შა­ვეს, რის გა­მოც მას სის­ხლი სდი­ო­და. ოჯახ­მა ვახ­ტან გო­გეშ­ვი­ლის სახ­ლში წა­მოყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

ევექ­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ დღეს შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ისი­ნი სრუ­ლად იზი­ა­რე­ბენ აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბას და აცხა­დე­ბენ, რომ ფაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა პი­რის მი­მართ ძა­ლი­ან მკაც­რი დის­ციპ­ლი­ნუ­რი ზო­მე­ბი ტარ­დე­ბა.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ცი­ენ­ტის ძი­რი­თა­დი და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვი­სას გარ­თუ­ლე­ბებს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, ჩვე­ნი მხრივ, სრუ­ლად ვი­ზი­ა­რებთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბას და ვა­ცხა­დებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა პი­რის (მათ შო­რის, შე­სა­ბა­მი­სი გან­ყო­ფი­ლე­ბის ყვე­ლა ექი­მი­სა და ექთ­ნის, რო­მელ­თაც პა­ცი­ენტზე ზრუნ­ვა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ევა­ლე­ბო­და) მი­მართ ტარ­დე­ბა ძა­ლი­ან მკაც­რი დის­ციპ­ლი­ნუ­რი ზო­მე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­ცი­ენ­ტის რიგი ფსი­ქო-მო­ტო­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სას, თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბის რის­კის შე­სამ­ცი­რებ­ლად სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კით მი­ღე­ბუ­ლია კი­დუ­რე­ბის იმო­ბი­ლი­ზა­ცია (კი­დუ­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა), თუმ­ცა, ამ პრო­ცეს­ში სა­ჭი­რო იყო მედ­პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან მეტი სიფრ­თხი­ლი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნა. ასე­ვე, აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ქრო­ნი­კუ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რიგი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მელ­თა ინ­ფუ­ზი­ი­სას ხდე­ბა სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი ან­თე­ბე­ბი, რაც ვი­ზუ­ა­ლუ­რად მძი­მე შე­სა­ხე­დია.

"სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცია ევექ­სის­თვის" უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა და კმა­ყო­ფი­ლე­ბა. წუ­ხილს გა­მოვ­თქვამთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის გამო და მზად ვართ, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ავი­ღოთ პა­ცი­ენ­ტის ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო სა­ჭი­რო­ე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე“,- ნათ­ქვა­მია "ევექ­სის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვახ­ტანგ გო­გეშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ევექ­სის მიერ გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბას არა­საკ­მა­რი­სად მი­იჩ­ნე­ვენ. ისი­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან კვი­რას და ორ­შა­ბათს მო­მუ­შა­ვე სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მათ­თვის ლი­ცენ­ზი­ე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას და სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბას მო­ი­თხო­ვენ.

"ჯა­ლა­თე­ბი არ უნდა იყ­ვნენ ექი­მე­ბი და ექთ­ნე­ბი" - გვე­უბ­ნე­ბა დი­ა­ნა გო­გეშ­ვი­ლი.

პავლე
0

ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოსაგვარებელია, საჭიროა რაღაც ერთიანი სტანდარტი იქნეს მიღებული პაციენტთათვის კიდურების იმობილიზაციის საშუალებასთან დაკავშირებით რომ მან მინიმალური დაზიანება გამოიწვიოს. მხოლოდ დოლბანდით შეკვრა ამისათვის საკმარისი არ არის. რაც შეეხება პერსონალის გათავისუფლებას, ეს გადაჭარბებული მოთხოვნაა, უფრო ღრმად რომ ჩაიხედოს მომჩივანმა პრობლემაში უკეთესი იქნება. პრობლემა არაადეკვატურ დატვირთვაშია, როდესაც ერთ ექთანს იმაზე მეტი პაციენტის მოვლას ავალებენ, ვიდრე ეს მიღებულია, ასევე მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზეა საზრუნავი და რაც მთავარია, ხელფასიც ადეკვატური უნდა გაუხადონ. მათდამი საზოგადოების დამოკიდებულებაც შესაცვლელია. ბევრი, ძალიან ბევრი პრობლემაა სამედიცინო სფეროში და თუ ამას არ მიეხედა დროულად, უკან დაგვრჩება ქართული მედიცინაც და მთლიანად ჯანდაცვა, მით უმეტეს რომ მედ.პერსონალზე მძაფრი მოთხოვნაა მთელ ევროპაში და ამერიკის კონტინენტზე და საკმარისია ენის ცოდნა რომ უპრობლემოდ გადავიდეს სხვა ქვეყანაში სამუშაოდ, სადაც ღირსეულია ამაზღაურებაც და დამოკიდებულება მათდამი. სანამ უექიმო და უექთNო ჯანდაცვის სისტემა არ მიგვიღია, მანამ დროზე მისაგვარებელია მათი პრობლემები. კოვიდ ინფექციამ ნათლად დაგვანახა პროფესიები, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია კაცობრიობისთვის, მედიცინა მათ ბშორის პირველია ხოდა ქალბატონო მომჩივანო, მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ გადახედოთ თქვენ მოთხოვნას. 

 

ავტორი:

"რა დავაშავე რომ დამაბესო, დაზიანებული ხელებიდან სისხლი სდიოდა" - რაში ადანაშაულებენ "ევექსის" ექიმებს და რას პასუხობს კლინიკა

"რა დავაშავე რომ დამაბესო, დაზიანებული ხელებიდან სისხლი სდიოდა" - რაში ადანაშაულებენ "ევექსის" ექიმებს და რას პასუხობს კლინიკა

87 წლის ვახტანგ გოგეშვილის ოჯახის წევრები "ევექსის" ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. გოგეშვილის კლინიკაში გადაღებული ფოტო მისი ოჯახის წევრმა ნატა წერეთელმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა და დაწერა, რომ პაციენტმა ხელზე დაზიანებები ექიმების დაუდევრობის შედეგად მიიღო.

"გაიცანით, ეს არის ვახტანგ გოგეშვილი (ჩემი მამამთილი) სამი დღეა გვყავდა ევექსი • EVEX -ში, საიდანაც დღეს ხელების დაზიანებით და სისხლის ჩაქცევებით წამოვიყვანეთ. ეს არის არაპროფესიონალიზმის და გულგრილობის სამწუხარო რეალობა. ვინ იცის რამდენი პაციენტია იქ ასეთ დღეში. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თქვენ რას აკეთებთ მდგომარეობის გამოსასწორებლად? კლინიკაში არ უვლიან პაციენტებს, არც ახლობელს უშვებენ რომ მოუარონ, დღეს ძლივს მოვახერხეთ შესვლა და ასეთ მდგომარეობაში დაგვხვდა. ან სად იყო ექიმი, ან ექთანი? რატომ არავინ მიაქცია ყურადღება, დააბეს ცხოველივით და მიატოვეს. ადგილზევე გაირკვა რომ არც პირველი ვართ და არც უკანასკნელი. ხმა უნდა ამოიღოს ყველამ! ჯანდაცვის სფერო რომ ყველაზე ჩავარდნილი დარგია ეს დღეს კიდევ ერთხელ საკუთარ მშობელზე ვიწვნიეთ!" - წერს ნატა წერეთელი.

Ambebi.ge ვახტანგ გოგეშვილის შვილს დიანა გოგეშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ 87 წლის მამა საავადმყოფოში კვირას გადაიყვანეს.

"მამას სკლეროზის ნიშნები აქვს და აკრძალა ჭამა, ძალიან ცოტას ჭამდა, ამიტომ გვინდოდა, გადასხმები გაეკეთებინათ და გამოკვლევები ჩაეტარებინათ, რომ ცოტა მომაგრებულიყო. 22 თებერვალს "ევექსში" დავაწვინეთ. ერთი დღე "ემერჯენსში" იწვა და ღამე გაუკეთეს კვლევები. გვითხრეს, რომ არის ინფარქტის ნიშნები, პლუს პნევმონია, მეორე დღეს კარდეოლოგიურ განყოფილებაში გადაგვიყვანეს... ისევ უკეთებდნენ ამ გამოკვლევებს და შემდეგ გვითხრეს, რომ არა ინფარქტი, არამედ მხოლოდ პნევმონია იყო. ყოველ დღე სხვადასხვა დიაგნოზს გვეუბნებოდნენ" - განგვიმარტა დიანა გოგეშვილმა.

მისი თქმით, კვირას როდესაც პაციენტის ნახვის საათებში მამას საავადმყოფოში მიაკითხა, ტანს ზემოთ შიშველი და ყველა კიდურით დაბმული დახვდა. როდესაც განმარტება ითხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო პაციენტი დაბმული, ასეთი პასუხი მიიღო - "გარბოდა".

"ძალიან დასუსტებულია, უნდა დაეხმარო რომ წამოჯდეს. რომ მივედი ჩურჩულით მკითხა, რა დავაშავე რომ დამაბესო, ამხსენი გეხვეწებიო. ავხსენი, რა თქმა უნდა, წამოვაჯინე, დავამშვიდე. რომ ვკითხე ექთანს და ექიმს, რატომ დააბით-მეთქი, მიპასუხა გარბოდაო. სად გარბოდა, როდესაც კაცი ვერ დგება დახმარების გარეშე?! შემდეგ ექიმმა მითხრა, ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს და ვერ დავუდგებით და ვერ მივაქცევთ ყურადღებასო და ამიტომ აბამენ, რომ იყვნენ დაწყნარებულები" - აღნიშნა დიანა გოგეშვილმა.

დაბმულმა მამამ დაზიანებები ჯერ კიდურების გათავისუფლების მცდელობისას მიიღო, შემდეგ კი გადასხმების გაკეთებისას. დიანას თქმით, სამედიცინო პერსონალმა პაციენტს დაზიანებული ხელები რამდენიმე საათის განმავლობაში არ დაუმუშავეს, რის გამოც მას სისხლი სდიოდა. ოჯახმა ვახტან გოგეშვილის სახლში წამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ევექსის ადმინისტრაციამ დღეს შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი სრულად იზიარებენ აღნიშნული პაციენტის ოჯახის წევრებისა და საზოგადოების აღშფოთებას და აცხადებენ, რომ ფაქტზე პასუხისმგებელი ყველა პირის მიმართ ძალიან მკაცრი დისციპლინური ზომები ტარდება.

"მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის ძირითადი დაავადების მართვისას გართულებებს ადგილი არ ჰქონია, ჩვენი მხრივ, სრულად ვიზიარებთ აღნიშნული პაციენტის ოჯახის წევრებისა და საზოგადოების აღშფოთებას და ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებელი ყველა პირის (მათ შორის, შესაბამისი განყოფილების ყველა ექიმისა და ექთნის, რომელთაც პაციენტზე ზრუნვა და ზედამხედველობა ევალებოდა) მიმართ ტარდება ძალიან მკაცრი დისციპლინური ზომები.

აღსანიშნავია, რომ პაციენტის რიგი ფსიქო-მოტორული მდგომარეობისას, თვითდაზიანებების რისკის შესამცირებლად საერთაშორისო პრაქტიკით მიღებულია კიდურების იმობილიზაცია (კიდურების დაფიქსირება), თუმცა, ამ პროცესში საჭირო იყო მედპერსონალის მხრიდან მეტი სიფრთხილისა და პასუხისმგებლობის გამოჩენა. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ქრონიკული კარდიოლოგიური პაციენტების მართვისას გამოიყენება რიგი მედიკამენტები, რომელთა ინფუზიისას ხდება სისხლძარღვოვანი ანთებები, რაც ვიზუალურად მძიმე შესახედია.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსისთვის" უმნიშვნელოვანესია პაციენტის უსაფრთხოება და კმაყოფილება. წუხილს გამოვთქვამთ აღნიშნული ფაქტის გამო და მზად ვართ, სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ პაციენტის ყველა სამედიცინო საჭიროების დაკმაყოფილებაზე“,- ნათქვამია "ევექსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაზარალებული ვახტანგ გოგეშვილის ოჯახის წევრები ევექსის მიერ განცხადების გავრცელებას არასაკმარისად მიიჩნევენ. ისინი ადმინისტრაციისგან კვირას და ორშაბათს მომუშავე სამედიცინო პერსონალის გათავისუფლებას, მათთვის ლიცენზიების ჩამორთმევას და სახელებისა და გვარების გასაჯაროვებას მოითხოვენ.

"ჯალათები არ უნდა იყვნენ ექიმები და ექთნები" - გვეუბნება დიანა გოგეშვილი.

14-დღიანი სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია შეჯიბრის დაწყებამდე - როგორ შეიცვლება სპორტსმენების ცხოვრება კორონავირუსის პირობებში

დღეს 600 000 ლარი თამაშდება!

რა ხდებოდა თბილისის მეტროში, რომელმაც ორთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა დღეს განაახლა