პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უთანხმოება სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებს შორის - რატომ დატოვეს კარვები აქციის მონაწილეებმა
უთანხმოება სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებს შორის - რატომ დატოვეს კარვები აქციის მონაწილეებმა

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ გან­თავ­სე­ბულ კარ­ვებ­ში ზაზა სა­რა­ლი­ძის მხარ­დამ­ჭერ­თა ნა­წი­ლი აღარ იმ­ყო­ფე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი ზაზა სა­რა­ლი­ძი­სა და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რებს შო­რის მომ­ხდა­რი გარ­კვე­უ­ლი უთან­ხმო­ე­ბაა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით Ambebi.ge აქ­ცი­ის ერთ-ერთ მო­ნა­წი­ლეს, გი­ორ­გი მა­თი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა. ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მამა, ზაზა სა­რა­ლი­ძე­მაც, თუმ­ცა მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის კარ­ვე­ბი­დან წა­მოს­ვლის ფაქ­ტი არ უარ­ყო.

შე­კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ აღარ ჩანს პარ­ლა­მენ­ტის წინ აქ­ცი­ა­ზე თა­ვად ზაზა სა­რა­ლი­ძე, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი, მო­ზარ­დებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბი­სას მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მამა აღ­ნიშ­ნულს მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას უკავ­ში­რებს.

"პარ­ლა­მენ­ტთან ვართ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, უბ­რა­ლოდ ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ მაქვს პრობ­ლე­მე­ბი, ვმკურ­ნა­ლობ და ეს ყვე­ლა­ფე­რი მიშ­ლის ხელს. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩემს გვერ­დით არი­ან, თუ რა­ტომ აღარ იმ­ყო­ფე­ბი­ან კარ­ვებ­ში, ამ კი­თხვის პა­სუ­ხის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ", - გა­ნუ­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ Ambebi.ge-ს.

რაც შე­ე­ხე­ბა მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ ერთი კა­რა­ვი შე­საძ­ლოა, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან დად­გან, სა­რა­ლი­ძის თქმით, ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რებს.

"მე ვიბ­რძვი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის. პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან წა­ვალ თუ სად წა­ვალ, ეგ არა­ვინ იცის, მე კონ­კრე­ტუ­ლად არა­ფერს ვა­დას­ტუ­რებ", - აღ­ნიშ­ნა სა­რა­ლი­ძემ.

თა­ვის მხრივ, ზაზა სა­რა­ლი­ძეს­თან რა­ი­მე ტი­პის უთან­ხმო­ე­ბას უარ­ყოფს მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი. რო­გორც Ambebi.ge-ს გარ­დაც­ვლილ თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მა­მამ გა­ნუ­ცხა­და, მას­სა და ზაზა სა­რა­ლი­ძეს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა არ მომ­ხდა­რა და ორი­ვე ერ­თად აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის­თვის.

"ჩემ­სა და ზაზა სა­რა­ლი­ძეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა არ მომ­ხდა­რა და არას­დროს არ მოხ­დე­ბა! ჩემ­სა და ზა­ზას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა იქ­ნე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის სირ­ცხვი­ლი. მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და ამას არც და­ვუშ­ვებთ არც მე და არც ზაზა", - აღ­ნიშ­ნა მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა.

ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს აქ­ცი­ის კი­დევ ერთი მო­ნა­წი­ლე, გი­ორ­გი ოლ­ქი­ე­ვი. Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ოლ­ქი­ე­ვი აღ­ნიშ­ნავს, რომ ის ად­გილ­ზე არ იმ­ყო­ფე­ბა და უთან­ხმო­ე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი სმე­ნია, თუმ­ცა არ უარ­ყოფს, რომ აქ­ცი­ას იმ ადა­მი­ან­თა ნა­წი­ლი გა­მო­აკ­ლდა, რო­მე­ლე­ბიც ზაზა სა­რა­ლი­ძის გვერ­დით პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­მოჩ­დნენ და რო­მელ­თა ნაწ­ლიც, აქ­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხებ­სა და სა­რა­ლი­ძის უსაფრ­თხო­ე­ბას კუ­რი­რებ­და.

"არა­ფე­რი არ ვიცი, ად­გილ­ზე არ ვყო­ფილ­ვარ. რა­ტომ წა­ვი­და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წი­ლი, არც ეს ვიცი. და­პი­რის­პი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა", - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი ოლ­ქი­ე­ვი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, უთან­ხმო­ე­ბა აქ­ცი­ის სხვა მო­ნა­წი­ლე­ებ­თან სწო­რედ გი­ორ­გი ოლ­ქი­ევს მო­უ­ვი­და, თუმ­ცა უთან­ხმო­ე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.

"შვილ­მოკ­ლუ­ლი მა­მე­ბის აქ­ცია" პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ, 2018 წლის 10 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო. ზაზა სა­რა­ლი­ძი­სა და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა, მათი შვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მის ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნაა. პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის შემ­დგომ უკვე ექ­ვსი თვეა კარ­ვე­ბია გაშ­ლი­ლი.

ავტორი:

უთანხმოება სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებს შორის - რატომ დატოვეს კარვები აქციის მონაწილეებმა

უთანხმოება სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებს შორის - რატომ დატოვეს კარვები აქციის მონაწილეებმა

პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ კარვებში ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა ნაწილი აღარ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებს შორის მომხდარი გარკვეული უთანხმოებაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით Ambebi.ge აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, გიორგი მათიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძემაც, თუმცა მისი მხარდამჭერების კარვებიდან წამოსვლის ფაქტი არ უარყო.

შეკითხვაზე, თუ რატომ აღარ ჩანს პარლამენტის წინ აქციაზე თავად ზაზა სარალიძე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი, მოზარდებს შორის დაპირისპირებისას მოკლული დავით სარალიძის მამა აღნიშნულს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებს.

"პარლამენტთან ვართ ჩვეულებრივად, უბრალოდ ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები, ვმკურნალობ და ეს ყველაფერი მიშლის ხელს. რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც ჩემს გვერდით არიან, თუ რატომ აღარ იმყოფებიან კარვებში, ამ კითხვის პასუხისგან თავს შევიკავებ", - განუცხადა ზაზა სარალიძემ Ambebi.ge-ს.

რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებას, რომ ერთი კარავი შესაძლოა, მთავარ პროკურატურასთან დადგან, სარალიძის თქმით, ინფორმაციას არ ადასტურებს.

"მე ვიბრძვი სამართლიანობისთვის. პროკურატურასთან წავალ თუ სად წავალ, ეგ არავინ იცის, მე კონკრეტულად არაფერს ვადასტურებ", - აღნიშნა სარალიძემ.

თავის მხრივ, ზაზა სარალიძესთან რაიმე ტიპის უთანხმოებას უარყოფს მალხაზ მაჩალიკაშვილი. როგორც Ambebi.ge-ს გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განუცხადა, მასსა და ზაზა სარალიძეს შორის უთანხმოება არ მომხდარა და ორივე ერთად აგრძელებს ბრძოლას სამართლიანობის აღდგენისთვის.

"ჩემსა და ზაზა სარალიძეს შორის დაპირისპირება არ მომხდარა და არასდროს არ მოხდება! ჩემსა და ზაზას შორის დაპირისპირება იქნება მთელი ქვეყნის სირცხვილი. მსგავსი არაფერი მომხდარა და ამას არც დავუშვებთ არც მე და არც ზაზა", - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, გიორგი ოლქიევი. Ambebi.ge-სთან საუბრისას ოლქიევი აღნიშნავს, რომ ის ადგილზე არ იმყოფება და უთანხმოების შესახებ არაფერი სმენია, თუმცა არ უარყოფს, რომ აქციას იმ ადამიანთა ნაწილი გამოაკლდა, რომელებიც ზაზა სარალიძის გვერდით პირველივე დღეებში გამოჩდნენ და რომელთა ნაწლიც, აქციის საორგანიზაციო საკითხებსა და სარალიძის უსაფრთხოებას კურირებდა.

"არაფერი არ ვიცი, ადგილზე არ ვყოფილვარ. რატომ წავიდა აქციის მონაწილეთა ნაწილი, არც ეს ვიცი. დაპირისპირება არ ყოფილა", - აღნიშნავს გიორგი ოლქიევი.

არსებული ინფორმაციით კი, უთანხმოება აქციის სხვა მონაწილეებთან სწორედ გიორგი ოლქიევს მოუვიდა, თუმცა უთანხმოების გამომწვევი მიზეზი უცნობია.

"შვილმოკლული მამების აქცია" პარლამენტის შენობის წინ, 2018 წლის 10 სექტემბერს დაიწყო. ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მთავარი მოთხოვნა, მათი შვილების მკვლელობის საქმის ობიექტური გამოძიება და სამართლიანობის აღდგენაა. პარლამენტის შენობის წინ, აქციის მონაწილეთა არაერთი მცდელობის შემდგომ უკვე ექვსი თვეა კარვებია გაშლილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ