პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გასათვალისწინებელი რჩევები „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებლისგან
გასათვალისწინებელი რჩევები „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებლისგან

სა­ქარ­თვე­ლო­ში ტო­ი­ო­ტას მარ­კის პირ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, 1997 წელს გა­მოჩ­ნდა, იმ დროს, როცა ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან უჭირ­და და მა­ინც, ეს ავ­ტო­მოყ­ვა­რულ­თათ­ვის იყო მოვ­ლე­ნა, რო­მელ­მაც გა­დაჩ­რდი­ლა უშუ­ქო­ბაც და გა­ჭირ­ვე­ბაც. და, მთა­ვა­რი: იმ დროს „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ას“ მხო­ლოდ რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის ბა­ზა­რი ჰქონ­და მეტ-ნაკ­ლე­ბად ათ­ვი­სე­ბუ­ლი, კავ­კა­სი­ა­ში კი ამ მსოფ­ლიო ბრენ­დის ავ­ტო­მან­ქა­ნამ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, პირ­ვე­ლად თბი­ლის­ში გა­ი­ა­რა. რა­ტომ თბი­ლის­ში? საქ­მე ისაა, რომ ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს ჩვენს მე­ზობ­ლად, აზერ­ბა­ი­ჯან­ში ტო­ი­ო­ტას მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, რო­მელ­საც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მომ­სა­ხუ­რე­ბას ვე­რა­ვინ უწევ­და ერთი „უბ­რა­ლო“ მი­ზე­ზით - ტო­ი­ო­ტას მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრი კავ­კა­სი­ა­ში არ არ­სე­ბობ­და.

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ 1997 წელს და­ვა­ფუძ­ნე. ეს იყო „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ის“ პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მთლი­ა­ნად კავ­კა­სი­ა­ში. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში სრუ­ლი ყა­მი­რია არა მხო­ლოდ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბიზ­ნეს­ში, არა­მედ ზო­გა­დად, ბიზ­ნეს­ში. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ახა­ლი დაშ­ლი­ლია, ომე­ბი ახა­ლი გა­და­ტა­ნი­ლია. მე დიდი ავ­ტო­მო­ბი­ლის­ტი არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ და­ვი­ნა­ხე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ მერ­სე­დე­სის და BMW-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გარ­და სხვა მარ­კე­ბის მო­დე­ლე­ბის შე­სა­ხებ თით­ქმის არა­ფე­რი იცო­და. მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია პრე­სი­დან და ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან, რომ „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცია“ იყო გი­გან­ტუ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დი და გა­დავ­წყვი­ტე მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა. მარ­ტი­ვად, გა­ვაგ­ზავ­ნე წე­რი­ლი DHL-ით და, სხვა­თა შო­რის, ორ თვე­ში მათ­გან პა­სუ­ხი მი­ვი­ღე - რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, კორ­პო­რა­ცია თა­ვა­დაც ხე­დავ­და კავ­კა­სი­ა­ში ტო­ი­ო­ტას ცენ­ტრის გახ­სნის სა­ჭი­რო­ე­ბას“, - ასე იხ­სე­ნებს პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ირაკ­ლი გურ­ჩი­ა­ნი.

სწო­რედ ეს წე­რი­ლი გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ კორ­პო­რა­ცი­ამ გა­და­წყვი­ტა, რად­გან კავ­კა­სი­ა­ში, კერ­ძოდ კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ცენ­ტრის გახ­სნის მსურ­ვე­ლი, და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა მისი მო­თხოვ­ნა.

„გად­მო­მე­ცა ერ­თწ­ლი­ა­ნი ვადა და დრო­ე­ბი­თი დი­ლე­რის სერ­თი­ფი­კა­ტი. ამ ერთ წე­ლი­წად­ში ტო­ი­ო­ტას სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად უნდა გა­მე­მარ­თა სერ­ვის­ცენ­ტრი და უნდა და­მეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა კორ­პო­რა­ცი­ის ყვე­ლა პი­რო­ბა, რისი გა­კე­თე­ბა ჩემს გუნდთან ერ­თად შევ­ძე­ლი. ერთი წლის შემ­დეგ ტო­ი­ო­ტას ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რის სერ­თი­ფი­კა­ტი მი­ვი­ღე, 1998 წლის 1 ნო­ემ­ბერს კი უკვე „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ გავ­ხსე­ნით იქ, სა­დაც დღე­საც მდე­ბა­რე­ობს (და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვა­ნი, მე-20 კმ). „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის“ და­ფუძ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა იყო კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის­თვის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იმ დროს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უმ­სხვი­ლე­სი კორ­პო­რა­ცია, ტო­ი­ო­ტა შე­მო­ვი­და. მას­ზე დიდი უცხო­უ­რი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მე­სა­მეა სი­დი­დით მსოფ­ლი­ო­ში, ჯერ არ შე­მო­სუ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ცენ­ტრის გახ­სნა­ზე „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ის“ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი იყო ჩა­მო­სუ­ლი სა­კუ­თა­რი ბო­ინ­გით. მა­შინ „შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლა­სი“ იყო სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­რო თბი­ლის­ში და პრეს­კონ­ფე­რენ­ცია სწო­რედ „შე­რა­ტონ­ში“ მო­ვა­წყვეთ“, - გვიყ­ვე­ბა გან­ვლი­ლი გზის შე­სა­ხებ „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი გუ­ჩი­ა­ნი.

ეს იყო ზუს­ტად ის, რა­საც ჩვენ­ში გა­მარ­თლე­ბა ჰქვია. მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო თუ არა? დიახ, მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს რე­აქ­ცია, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, იმ­ხა­ნად, ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო არ არ­სე­ბობ­და.

მოხ­და სას­წა­უ­ლი და მი­ვი­ღე მათ­გან პა­სუ­ხი. მათ ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე ვერ მო­ვი­ძევ­დით ვერც ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერს ან რა­ი­მე სხვა სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ას, მი­თი­თე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ PO-ბოქ­სი. დღე­საც რომ მო­ინ­დო­მოთ იფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, ვერ მო­ი­პო­ვებთ, დღე­საც ისევ PO-ბოქსზე თუ გა­აგ­ზავ­ნით წე­რილს. ვცა­დე, გავ­გზავ­ნე და გახ­სნა ვი­ღა­ცამ ეს PO-ბოქ­სი და წა­ი­კი­თხა ჩემი წე­რი­ლი. ვთვლი, რომ გა­მი­მარ­თლა და ჩემი შე­თა­ვა­ზე­ბა კორ­პო­რა­ცი­ის იმ­დრო­ინ­დელ სა­ჭი­რო­ე­ბებს და­ემ­თხვა. ტო­ი­ო­ტა კორ­პო­რა­ცი­ამ „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლისს“ არა­ერ­თი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერ­ში - პრო­ექ­ტი­რე­ბა­ში, მშე­ნებ­ლო­ბა­ში, ტექ­ნი­კო­სე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა­ში. მი­ვი­ღეთ ყო­ველ­მხრი­ვი დახ­მა­რე­ბა იმ მიზ­ნით, რომ „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლისს“, რო­გორც ტო­ი­ო­ტას ოფი­ცი­ა­ლურ დი­ლერს, სრულ­ყო­ფი­ლად და გა­მარ­თუ­ლად ემუ­შა­ვა იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რაც მსოფ­ლი­ო­ში ტო­ი­ო­ტას მი­ე­რაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. ჩვენ ამ პრინ­ციპს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს ვგუ­ლის­ხმობთ, ზედ­მი­წევ­ნით ვი­ცავთ.

მოდი, შე­ვა­და­როთ ძვე­ლი და ახა­ლი „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ - რა არის თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი?

მუ­შა­ო­ბა რომ და­ვი­წყეთ, მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, პო­პუ­ლა­რუ­ლი გაგ­ვე­ხა­და ის ბრენ­დი, რო­მელ­საც წარ­მო­ვად­გენ­დით. 22-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია ის, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და კავ­კა­სი­ა­ში ტო­ი­ო­ტა ნო­მერ პირ­ვე­ლი ბრენ­დია. რა თქმა უნდა, მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში ია­პო­ნე­ლე­ბი გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. შე­დე­გად, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“, რო­მე­ლიც ტო­ი­ო­ტას ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რია მთელ კავ­კა­სი­ა­ში, შე­უძ­ლია მომ­ხმა­რე­ბელს გა­უ­წი­ოს სა­ერ­თა­შორ­სიო სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა. რაც მთა­ვა­რია, მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ ტო­ი­ო­ტას ორი­გი­ნალ ნა­წი­ლებს, ისე­თი­ვეს, რო­გორ­საც ტო­ი­ო­ტა თა­ვის მომ­ხმა­რე­ბელს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით აწ­ვდის, და ცხა­დია, მომ­ხმა­რე­ბელს უახ­ლე­სი მო­დე­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლებს ვთა­ვა­ზობთ.

ესე იგი, ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი მო­დე­ლი შე­იძ­ლე­ბა თქვენ­თან შე­ი­ძი­ნოს მსურ­ველ­მა?

ნე­ბის­მი­ე­რი - არა, რა თქმა უნდა. მო­დე­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ბაზ­რის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან იყი­დე­ბა, მა­გა­ლი­თად Land Cruiser 200, ევ­რო­პა­ში არ იყი­დე­ბა სა­ერ­თოდ. მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ მხო­ლოდ იმ მო­დე­ლებს, რო­მე­ლიც ტო­ი­ო­ტა კორ­პო­რა­ცი­ის მიერ ჩვე­ნი ბაზ­რის­თვი­საა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

ვფიქ­რობთ, ამ ბიზ­ნეს­ში სერ­ვის­ცენ­ტრის მუ­შა­ო­ბა არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ კომ­პლექ­სუ­რი ცენ­ტრია - ეს იმ­თა­ვით­ვე იყო ტო­ი­ო­ტა კორ­პო­რა­ცი­ის მო­თხოვ­ნა. 22 წე­ლია სერ­ვის­ცენ­ტრი მუ­შა­ობს. ჩვე­ნი ტექ­ნი­კო­სე­ბი და­არ­სე­ბი­დან აქ მუ­შა­ო­ბენ და თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, ყვე­ლა ტექ­ნი­კოსს წე­ლი­წად­ში ორ-სამ­ჯერ ტრე­ნინ­გი უტარ­დე­ბა. ვთქვთ, ახა­ლი მო­დე­ლი გა­მო­ვი­და, აუ­ცი­ლებ­ლად გა­დი­ან ტრე­ნინგს. ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს მა­ღა­ლი კლა­სის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი უწე­ვენ ტექ­ნი­კურ მომ­სა­ხუ­რე­ბას - ყვე­ლამ, ვინც ერთხელ მა­ინც ყო­ფი­ლა ჩვენს ცენ­ტრში და უსარ­გებ­ლია სერ­ვი­სე­ბით, ეს იცის. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბიც, რო­დე­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ცდი­ლობს თავი აა­რი­დოს ოფი­ცი­ა­ლურ ცენ­ტრში მის­ვლას და ია­ფ­ფა­სი­ან ხე­ლოს­ნებს მი­მარ­თავს, მაგ­რამ ავ­ტო­მო­ბი­ლის პრობ­ლე­მას მა­ინც ვერ აგ­ვა­რებს, რად­გან სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ვერ კეთ­დე­ბა და ბო­ლოს ისევ „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­ში“ მი­დის, სა­დაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ხე­ლო­სა­ნი ეხ­მა­რე­ბა პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ავ­ტო­მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლი მა­ინც ზა­რალ­დე­ბა, რად­გან ის ჩვენ­თან დაგ­ვი­ა­ნე­ბით მო­დის - ამ­დე­ნი რომ არ ევლო, გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებს და­ხარ­ჯავ­და დრო­საც და თან­ხა­საც.

რა არის „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის“ უპი­რა­ტე­სო­ბა კონ­კუ­რენ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში?

2012 წლამ­დე ჩვენ ბაზ­რის 55%-ს ვფა­რავ­დით. შემ­დეგ ტო­ი­ო­ტას კი­დევ ერთი დი­ლე­რი გაჩ­ნდა ბა­ზარ­ზე და ასე­ვე, Lexus-ის გა­მო­ყო­ფა მოხ­და, ანუ მოხ­და ერ­თგვა­რი დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია. ამ­ჟა­მად, ბაზ­რის 30%-ს ვფა­რავთ. ჩვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი ორი­გი­ნა­ლი პრო­დუქ­ცი­ი­სა და ფა­სის კარ­გი თა­ნა­ფარ­დო­ბაა და ისიც, რომ გვაქვს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა, გვყავს მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ტექ­ნი­კო­სე­ბი და მომ­ხმა­რე­ბელს ვუ­წევთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მის მომ­სა­ხუ­რე­ბას. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ გვყავს ჩვე­ნი ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა - არას­დროს მოგ­ვი­ტყუ­ე­ბია მომ­ხმა­რე­ბე­ლი, არ მიგ­ვი­წო­დე­ბია მის­თვის უხა­რის­ხო და არა­ო­რი­გი­ნა­ლი ნა­წი­ლი, რად­გან ჩვე­ნი პრინ­ცი­პია, ყო­ველ­თვის და­ცუ­ლი იყოს ტო­ი­ო­ტა კორ­პო­რა­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბი და პი­რო­ბე­ბი. ასე რომ, ნე­ბის­მი­ე­რი ავ­ტო­ნა­წი­ლი, რო­მელ­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლის­ში“ შე­ი­ძენს, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად ორი­გი­ნა­ლი წარ­მო­ე­ბი­საა. ხა­რის­ხის სტან­დარ­ტის დაც­ვა ჩვე­ნი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა. გვაქვს სა­ხე­ლი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბით და არც მომ­ხმა­რებ­ლის ნაკ­ლე­ბო­ბას გან­ვიც­დით. მთა­ვა­რია, მომ­ხმა­რე­ბელს თა­ვად უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, რომ ისევ და ისევ ჩვენ მოგ­ვმარ­თოს.

ხში­რად გაგ­ვი­გია, და ეს არც არის და­სა­მა­ლი, რომ „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლის­ში“ ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის შე­ძე­ნა, ძვი­რი ჯდე­ბა.

კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლის­ში“ შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ორი­გი­ნა­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის შე­ძე­ნა. ეს ნა­წი­ლე­ბი კუს­ტა­რუ­ლად კი არ მზად­დე­ბა, არა­მედ ტო­ი­ო­ტას ქარ­ხა­ნა­ში იწარ­მო­ე­ბა, სა­ი­და­ნაც ჩვენ ვმა­რაგ­დე­ბით. ორი­გი­ნა­ლი ნა­წი­ლი, არა მხო­ლოდ ტო­ი­ო­ტა­სი, არა­მედ სხვა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დე­ბი­საც ყო­ველ­თვის უფრო ძვი­რია, ვიდ­რე არა­ო­რი­გი­ნა­ლი ნა­წი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ად­გი­ლი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩი­ნუ­რი, თურ­ქუ­ლი და სხვა წარ­მო­ე­ბის ნა­წი­ლე­ბის ია­ფად შე­ძე­ნა. აი, ავი­ღოთ ორი­გი­ნა­ლი წარ­მო­ე­ბის სა­მუხ­რუ­ჭე ხუნ­დი, რო­მე­ლიც, პი­რო­ბი­თად, ღირს 100 აშშ დო­ლა­რი. ვი­ზუ­ა­ლუ­რად და შე­ფუთ­ვით ზუს­ტად ისე­თი­ვე შე­მო­დის ჩი­ნე­თი­დან და ღირს, პი­რო­ბი­თად 15-20 დო­ლა­რი. მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ამ ორ ფასს შო­რის დიდი სხვა­ო­ბაა. მაგ­რამ, ჩი­ნუ­რი ასე იაფი ჯდე­ბა იმი­ტომ, რომ დამ­ზა­დე­ბუ­ლია აზ­ბეს­ტის­გან, ორი­გი­ნა­ლი სა­მუხ­რუ­ჭე ხუნ­დი კი არის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა და მუ­შა­ო­ბის დროს არ ახ­დენს მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნას გა­რე­მო­სა და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. აზ­ბეს­ტის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ხუნ­დი ხა­ხუ­ნის პრო­ცეს­ში იშ­ლე­ბა უწ­ვრი­ლეს ნა­წი­ლა­კე­ბად და ხან­გრძლი­ვად, თით­ქმის 1,5 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე ნის­ლის სქელ ფე­ნად „დგე­ბა“ გზის პირ­ზე. ადა­მი­ა­ნე­ბი ვსუნ­თქავთ დაშ­ლილ აზ­ბესტს და ეს სა­წამ­ლა­ვი გვე­ლე­ქე­ბა ფილ­ტვებ­ში. ყვე­ლამ ვი­ცით, რამ­დე­ნად მავ­ნეა აზ­ბეს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ვი­ცით, რომ აზ­ბეს­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია მთელ მსოფ­ლი­ო­ში, რომ აზ­ბეს­ტი იწ­ვევს კი­ბოს და სხვა და­ა­ვა­დე­ბებს.

ძა­ლი­ან სა­ში­შია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვე­ბიც. არა­და, სა­ქარ­თვე­ლო მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვე­ბის ქვეყ­ნად იქცა! რაც ევ­რო­პა­ში გა­და­იყ­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­აქვთ. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, 50%-იანი ცვე­თის შემ­დეგ აი, რა ემარ­თე­ბა სა­ბუ­რავს თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე: სა­ბუ­რა­ვის გარე ფენა, რო­მე­ლიც კა­უ­ჩუ­კი­სა და რე­ზი­ნის ნა­ერ­თია, ცვე­თი­სას დაბ­ლა ილე­ქე­ბა და სიმ­ძი­მის გამო ჰა­ერ­ში არ ტრი­ა­ლებს. გარე ფენა რომ გაცვდე­ბა, ჩნდე­ბა შიდა ფენა, რო­მე­ლიც შე­მად­გენ­ლო­ბით გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი ხა­რის­ხის რე­ზი­ნის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ცვე­თის შე­დე­გად მტვრად იქ­ცე­ვა და ჰა­ერ­ში ტრი­ა­ლებს. ჩვენ ამ ჰა­ერს ვსუნ­თქავთ!

ავი­ღოთ ჰა­ე­რის ფილტრე­ბი - ია­ფ­ფა­სი­ა­ნი არა­ო­რი­გი­ნა­ლი ფილტრი, ცხა­დია, სა­თა­ნა­დოდ ვერ ფილტრავს ჰა­ერს და ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ლონ­ში და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი შე­მო­აქვს. რამ­დე­ნი ერთი გი­თხრათ - სპექ­ტო­მეტ­რით რომ გა­ხე­დოთ გზებს, თით­ქმის მეტრნა­ხევ­რის სი­მაღ­ლე­ზე დგას სმო­გი, და ამ გზე­ბის პი­რას პა­ტა­რებს ვა­სე­ირ­ნებთ, ბავ­შვებს ეტ­ლე­ბით ვა­ტა­რებთ! სა­ში­შია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ტყვი­ის მზარ­დი შემ­ცვე­ლო­ბა ჰა­ერ­ში, რაც უხა­რის­ხო საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ამ პრობ­ლე­მას გა­დაჭ­რის საწ­ვავ­ზე „ევრო 5“ სტან­დარ­ტის და­წე­სე­ბა. ზო­გა­დად, „ევრო 5“ სტან­დარ­ტის ამოქ­მე­დე­ბა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის საწ­ვა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბის მხრივ, ასე­ვე იმი­თაც, რომ „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ას“ სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე „ევრო 5“ სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი საწ­ვა­ვის სი­ტე­მის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­მო­იყ­ვა­ნოს.

გთხოვთ, და­ა­კონ­კრე­ტოთ, რას გუ­ლის­ხმობთ?

წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, რე­გუ­ლა­რუ­ლად, ია­პო­ნი­ი­დან ჩა­მო­დის „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ის“ წარ­მო­მად­გენლ­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი­დან იღებს სხვა­დას­ხვა ტი­პის საწ­ვა­ვის სინ­ჯებს, უტა­რებს ანა­ლიზს და აკე­თებს დას­კვნას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის „ევრო 4“ ან „ევრო 5“-ის სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი საწ­ვა­ვი, არა­მედ მოხ­მა­რე­ბუ­ლი საწ­ვა­ვი შე­ე­სა­ბა­მე­ბა გა­ცი­ლე­ბით და­ბალ სტან­დარტს - „ევრო 1“-ს ან „ევრო 2“-ს, იშ­ვი­ა­თად - „ევრო 3“-ს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კორ­პო­რა­ცია არ გვაწ­ვდის „ევრო 5“ სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი საწ­ვა­ვის სი­ტე­მე­ბის ძრა­ვის მქო­ნე ავ­ტო­მან­ქა­ნებს, რად­გან უხა­რის­ხო საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბის შემ­დეგ ამ ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ძრა­ვებს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბა. სწო­რედ ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს ია­პო­ნუ­რი მხა­რე, არ იღებს რისკს სა­კუ­თარ თავ­ზე და გვა­მა­რა­გებს უფრო და­ბა­ლი, „ევრო 1“ და „ევრო 2“ სტან­დარ­ტის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით. არა­და, ევ­რო­პა­ში უკვე „ევრო 6“ სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი საწ­ვა­ვი და ამ სის­ტე­მე­ბის ძრა­ვის მქო­ნე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბია.

ეს არის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზულ ზი­ანს აყე­ნებს გა­რე­მოს, საფრ­თხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას და ეს პრო­ცე­სე­ბი შე­უქ­ცე­ვა­დი რომ არ გახ­დეს, სა­ჭი­როა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. ჩვენ კარ­გად გვაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი ეს საფრ­თხე­ე­ბი, ამი­ტომ, არც მო­მა­ვალ­ში მო­ვა­ტყუ­ებთ ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს და არც ჩვენს პრინ­ცი­პებს ვუ­ღა­ლა­ტებთ. „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ ყო­ველ­თვის იმუ­შა­ვებს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ორი­გი­ნა­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის მი­წო­დე­ბა­ზე.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

გასათვალისწინებელი რჩევები „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებლისგან

გასათვალისწინებელი რჩევები „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებლისგან

საქართველოში ტოიოტას მარკის პირველი ავტომობილი, ოფიციალურად, 1997 წელს გამოჩნდა, იმ დროს, როცა ქვეყანას ძალიან უჭირდა და მაინც, ეს ავტომოყვარულთათვის იყო მოვლენა, რომელმაც გადაჩრდილა უშუქობაც და გაჭირვებაც. და, მთავარი: იმ დროს „ტოიოტა მოტორ კორპორაციას“ მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის ბაზარი ჰქონდა მეტ-ნაკლებად ათვისებული, კავკასიაში კი ამ მსოფლიო ბრენდის ავტომანქანამ, ოფიციალურად, პირველად თბილისში გაიარა. რატომ თბილისში? საქმე ისაა, რომ ამერიკის საელჩოს ჩვენს მეზობლად, აზერბაიჯანში ტოიოტას მარკის ავტომანქანები ემსახურებოდა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მომსახურებას ვერავინ უწევდა ერთი „უბრალო“ მიზეზით - ტოიოტას მომსახურების ცენტრი კავკასიაში არ არსებობდა.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ 1997 წელს დავაფუძნე. ეს იყო „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში და მთლიანად კავკასიაში. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში სრული ყამირია არა მხოლოდ საავტომობილო ბიზნესში, არამედ ზოგადად, ბიზნესში. საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილია, ომები ახალი გადატანილია. მე დიდი ავტომობილისტი არ ვიყავი, მაგრამ დავინახე, რომ საქართველოში მოსახლეობამ მერსედესის და BMW-ს მარკის ავტომობილების გარდა სხვა მარკების მოდელების შესახებ თითქმის არაფერი იცოდა. მქონდა ინფორმაცია პრესიდან და ტელევიზიიდან, რომ „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ იყო გიგანტური საავტომობილო ბრენდი და გადავწყვიტე მათთან დაკავშირება. მარტივად, გავაგზავნე წერილი DHL-ით და, სხვათა შორის, ორ თვეში მათგან პასუხი მივიღე - როგორც აღმოჩნდა, კორპორაცია თავადაც ხედავდა კავკასიაში ტოიოტას ცენტრის გახსნის საჭიროებას“, - ასე იხსენებს პირველ ნაბიჯებს ირაკლი გურჩიანი.

სწორედ ეს წერილი გახდა საფუძველი იმისა, რომ კორპორაციამ გადაწყვიტა, რადგან კავკასიაში, კერძოდ კი, საქართველოში იყო ცენტრის გახსნის მსურველი, დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა.

„გადმომეცა ერთწლიანი ვადა და დროებითი დილერის სერთიფიკატი. ამ ერთ წელიწადში ტოიოტას სტანდარტის შესაბამისად უნდა გამემართა სერვისცენტრი და უნდა დამეკმაყოფილებინა კორპორაციის ყველა პირობა, რისი გაკეთება ჩემს გუნდთან ერთად შევძელი. ერთი წლის შემდეგ ტოიოტას ოფიციალური დილერის სერთიფიკატი მივიღე, 1998 წლის 1 ნოემბერს კი უკვე „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ გავხსენით იქ, სადაც დღესაც მდებარეობს (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ). „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დაფუძნება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო კავკასიის რეგიონისთვის. წარმოიდგინეთ, იმ დროს ჩვენს ქვეყანაში უმსხვილესი კორპორაცია, ტოიოტა შემოვიდა. მასზე დიდი უცხოური კომპანია, რომელიც მესამეა სიდიდით მსოფლიოში, ჯერ არ შემოსულა საქართველოში. ცენტრის გახსნაზე „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო ჩამოსული საკუთარი ბოინგით. მაშინ „შერატონ მეტეხი პალასი“ იყო საუკეთესო სასტუმრო თბილისში და პრესკონფერენცია სწორედ „შერატონში“ მოვაწყვეთ“, - გვიყვება განვლილი გზის შესახებ „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი გუჩიანი.

ეს იყო ზუსტად ის, რასაც ჩვენში გამართლება ჰქვია. მოულოდნელი იყო თუ არა? დიახ, მოულოდნელი იყო ეს რეაქცია, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში, იმხანად, ბიზნესის განვითარებისთვის შესაბამისი გარემო არ არსებობდა.

მოხდა სასწაული და მივიღე მათგან პასუხი. მათ ინტერნეტგვერდზე ვერ მოვიძევდით ვერც ტელეფონის ნომერს ან რაიმე სხვა საკონტაქტო ინფორმაციას, მითითებული იყო მხოლოდ PO-ბოქსი. დღესაც რომ მოინდომოთ იფორმაციის მოძიება, ვერ მოიპოვებთ, დღესაც ისევ PO-ბოქსზე თუ გააგზავნით წერილს. ვცადე, გავგზავნე და გახსნა ვიღაცამ ეს PO-ბოქსი და წაიკითხა ჩემი წერილი. ვთვლი, რომ გამიმართლა და ჩემი შეთავაზება კორპორაციის იმდროინდელ საჭიროებებს დაემთხვა. ტოიოტა კორპორაციამ „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ არაერთი დახმარება გაუწია, აბსოლუტურად ყველაფერში - პროექტირებაში, მშენებლობაში, ტექნიკოსების გადამზადებაში. მივიღეთ ყოველმხრივი დახმარება იმ მიზნით, რომ „ტოიოტა ცენტრი თბილისს“, როგორც ტოიოტას ოფიციალურ დილერს, სრულყოფილად და გამართულად ემუშავა იმ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც მსოფლიოში ტოიოტას მიერაა აღიარებული. ჩვენ ამ პრინციპს, საერთაშორისო სტანდარტებს ვგულისხმობთ, ზედმიწევნით ვიცავთ.

მოდი, შევადაროთ ძველი და ახალი „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ - რა არის თქვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები?

მუშაობა რომ დავიწყეთ, მთავარი მიზანი იყო, პოპულარული გაგვეხადა ის ბრენდი, რომელსაც წარმოვადგენდით. 22-წლიანი მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოში და კავკასიაში ტოიოტა ნომერ პირველი ბრენდია. რა თქმა უნდა, მიზნის მიღწევაში იაპონელები გვეხმარებოდნენ. შედეგად, დღეს საქართველოში აბსოლუტურად გამართულად ფუნქციონირებს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, რომელიც ტოიოტას ოფიციალური დილერია მთელ კავკასიაში, შეუძლია მომხმარებელს გაუწიოს საერთაშორსიო სტანდარტის შესაბამისი ნებისმიერი სახის ტექნიკური მომსახურება. რაც მთავარია, მომხმარებელს ვთავაზობთ ტოიოტას ორიგინალ ნაწილებს, ისეთივეს, როგორსაც ტოიოტა თავის მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბით აწვდის, და ცხადია, მომხმარებელს უახლესი მოდელის ავტომობილებს ვთავაზობთ.

ესე იგი, ნებისმიერი ახალი მოდელი შეიძლება თქვენთან შეიძინოს მსურველმა?

ნებისმიერი - არა, რა თქმა უნდა. მოდელები სხვადასხვა ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ავტომობილი, რომელიც ჩვენთან იყიდება, მაგალითად Land Cruiser 200, ევროპაში არ იყიდება საერთოდ. მომხმარებელს ვთავაზობთ მხოლოდ იმ მოდელებს, რომელიც ტოიოტა კორპორაციის მიერ ჩვენი ბაზრისთვისაა გათვალისწინებული.

ვფიქრობთ, ამ ბიზნესში სერვისცენტრის მუშაობა არანაკლებ მნიშვნელოვანია.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ კომპლექსური ცენტრია - ეს იმთავითვე იყო ტოიოტა კორპორაციის მოთხოვნა. 22 წელია სერვისცენტრი მუშაობს. ჩვენი ტექნიკოსები დაარსებიდან აქ მუშაობენ და თავისი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ, ყველა ტექნიკოსს წელიწადში ორ-სამჯერ ტრენინგი უტარდება. ვთქვთ, ახალი მოდელი გამოვიდა, აუცილებლად გადიან ტრენინგს. ჩვენს მომხმარებელს მაღალი კლასის პროფესიონალები უწევენ ტექნიკურ მომსახურებას - ყველამ, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ჩვენს ცენტრში და უსარგებლია სერვისებით, ეს იცის. ხშირია შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებელი ცდილობს თავი აარიდოს ოფიციალურ ცენტრში მისვლას და იაფფასიან ხელოსნებს მიმართავს, მაგრამ ავტომობილის პრობლემას მაინც ვერ აგვარებს, რადგან სწორი დიაგნოსტირება ვერ კეთდება და ბოლოს ისევ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მიდის, სადაც პროფესიონალი ხელოსანი ეხმარება პრობლემების მოგვარებაში. თუმცა, საბოლოო ჯამში, ავტომანქანის მფლობელი მაინც ზარალდება, რადგან ის ჩვენთან დაგვიანებით მოდის - ამდენი რომ არ ევლო, გაცილებით ნაკლებს დახარჯავდა დროსაც და თანხასაც.

რა არის „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ უპირატესობა კონკურენტებთან მიმართებაში?

2012 წლამდე ჩვენ ბაზრის 55%-ს ვფარავდით. შემდეგ ტოიოტას კიდევ ერთი დილერი გაჩნდა ბაზარზე და ასევე, Lexus-ის გამოყოფა მოხდა, ანუ მოხდა ერთგვარი დივერსიფიკაცია. ამჟამად, ბაზრის 30%-ს ვფარავთ. ჩვენი უპირატესობა მაღალხარისხიანი ორიგინალი პროდუქციისა და ფასის კარგი თანაფარდობაა და ისიც, რომ გვაქვს დიდი გამოცდილება, გვყავს მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები და მომხმარებელს ვუწევთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მომსახურებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გვყავს ჩვენი ერთგული მომხმარებელი, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება - არასდროს მოგვიტყუებია მომხმარებელი, არ მიგვიწოდებია მისთვის უხარისხო და არაორიგინალი ნაწილი, რადგან ჩვენი პრინციპია, ყოველთვის დაცული იყოს ტოიოტა კორპორაციის მოთხოვნები და პირობები. ასე რომ, ნებისმიერი ავტონაწილი, რომელსაც მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრი თბილისში“ შეიძენს, გარანტირებულად ორიგინალი წარმოებისაა. ხარისხის სტანდარტის დაცვა ჩვენი მთავარი ღირებულებაა. გვაქვს სახელი, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით და არც მომხმარებლის ნაკლებობას განვიცდით. მთავარია, მომხმარებელს თავად უჩნდება სურვილი, რომ ისევ და ისევ ჩვენ მოგვმართოს.

ხშირად გაგვიგია, და ეს არც არის დასამალი, რომ „ტოიოტა ცენტრი თბილისში“ ავტონაწილების შეძენა, ძვირი ჯდება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, „ტოიოტა ცენტრი თბილისში“ შესაძლებელია მხოლოდ ორიგინალი ავტონაწილების შეძენა. ეს ნაწილები კუსტარულად კი არ მზადდება, არამედ ტოიოტას ქარხანაში იწარმოება, საიდანაც ჩვენ ვმარაგდებით. ორიგინალი ნაწილი, არა მხოლოდ ტოიოტასი, არამედ სხვა საავტომობილო ბრენდებისაც ყოველთვის უფრო ძვირია, ვიდრე არაორიგინალი ნაწილი. საქართველოში არსებობს უამრავი ადგილი, სადაც შესაძლებელია ჩინური, თურქული და სხვა წარმოების ნაწილების იაფად შეძენა. აი, ავიღოთ ორიგინალი წარმოების სამუხრუჭე ხუნდი, რომელიც, პირობითად, ღირს 100 აშშ დოლარი. ვიზუალურად და შეფუთვით ზუსტად ისეთივე შემოდის ჩინეთიდან და ღირს, პირობითად 15-20 დოლარი. მომხმარებლისთვის ამ ორ ფასს შორის დიდი სხვაობაა. მაგრამ, ჩინური ასე იაფი ჯდება იმიტომ, რომ დამზადებულია აზბესტისგან, ორიგინალი სამუხრუჭე ხუნდი კი არის მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და მუშაობის დროს არ ახდენს მავნე ზეგავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. აზბესტისგან დამზადებული ხუნდი ხახუნის პროცესში იშლება უწვრილეს ნაწილაკებად და ხანგრძლივად, თითქმის 1,5 მეტრის სიმაღლეზე ნისლის სქელ ფენად „დგება“ გზის პირზე. ადამიანები ვსუნთქავთ დაშლილ აზბესტს და ეს საწამლავი გველექება ფილტვებში. ყველამ ვიცით, რამდენად მავნეა აზბესტი ჯანმრთელობისთვის, ვიცით, რომ აზბესტის გამოყენება აკრძალულია მთელ მსოფლიოში, რომ აზბესტი იწვევს კიბოს და სხვა დაავადებებს.

ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის მეორადი საბურავებიც. არადა, საქართველო მეორადი საბურავების ქვეყნად იქცა! რაც ევროპაში გადაიყრება, საქართველოში შემოაქვთ. სინამდვილეში კი, 50%-იანი ცვეთის შემდეგ აი, რა ემართება საბურავს თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე: საბურავის გარე ფენა, რომელიც კაუჩუკისა და რეზინის ნაერთია, ცვეთისას დაბლა ილექება და სიმძიმის გამო ჰაერში არ ტრიალებს. გარე ფენა რომ გაცვდება, ჩნდება შიდა ფენა, რომელიც შემადგენლობით გაცილებით დაბალი ხარისხის რეზინისგანაა დამზადებული, რომელიც ცვეთის შედეგად მტვრად იქცევა და ჰაერში ტრიალებს. ჩვენ ამ ჰაერს ვსუნთქავთ!

ავიღოთ ჰაერის ფილტრები - იაფფასიანი არაორიგინალი ფილტრი, ცხადია, სათანადოდ ვერ ფილტრავს ჰაერს და ავტომანქანის სალონში დაბინძურებული ჰაერი შემოაქვს. რამდენი ერთი გითხრათ - სპექტომეტრით რომ გახედოთ გზებს, თითქმის მეტრნახევრის სიმაღლეზე დგას სმოგი, და ამ გზების პირას პატარებს ვასეირნებთ, ბავშვებს ეტლებით ვატარებთ! საშიშია ჯანმრთელობისთვის ტყვიის მზარდი შემცველობა ჰაერში, რაც უხარისხო საწვავის მოხმარებითაა გამოწვეული. ამ პრობლემას გადაჭრის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის დაწესება. ზოგადად, „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მაღალი ხარისხის საწვავის გამოყენების მხრივ, ასევე იმითაც, რომ „ტოიოტა მოტორ კორპორაციას“ საშუალება მიეცემა, საქართველოს ბაზარზე „ევრო 5“ სტანდარტის შესაბამისი საწვავის სიტემის მქონე ავტომობილები შემოიყვანოს.

გთხოვთ, დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?

წელიწადში ორჯერ, რეგულარულად, იაპონიიდან ჩამოდის „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ წარმომადგენლთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს მასშტაბით, ბენზინგასამართი სადგურებიდან იღებს სხვადასხვა ტიპის საწვავის სინჯებს, უტარებს ანალიზს და აკეთებს დასკვნას, რომ საქართველოში არ არის „ევრო 4“ ან „ევრო 5“-ის სტანდარტის შესაბამისი საწვავი, არამედ მოხმარებული საწვავი შეესაბამება გაცილებით დაბალ სტანდარტს - „ევრო 1“-ს ან „ევრო 2“-ს, იშვიათად - „ევრო 3“-ს. აქედან გამომდინარე, კორპორაცია არ გვაწვდის „ევრო 5“ სტანდარტის შესაბამისი საწვავის სიტემების ძრავის მქონე ავტომანქანებს, რადგან უხარისხო საწვავის მოხმარების შემდეგ ამ ავტომანქანების ძრავებს სერიოზული პრობლემები ექმნება. სწორედ ამას ითვალისწინებს იაპონური მხარე, არ იღებს რისკს საკუთარ თავზე და გვამარაგებს უფრო დაბალი, „ევრო 1“ და „ევრო 2“ სტანდარტის ავტომობილებით. არადა, ევროპაში უკვე „ევრო 6“ სტანდარტის შესაბამისი საწვავი და ამ სისტემების ძრავის მქონე ავტომანქანებია.

ეს არის ძირითადი პრობლემები, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და ეს პროცესები შეუქცევადი რომ არ გახდეს, საჭიროა რეგულაციები სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული ეს საფრთხეები, ამიტომ, არც მომავალში მოვატყუებთ ჩვენს მომხმარებელს და არც ჩვენს პრინციპებს ვუღალატებთ. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ყოველთვის იმუშავებს მაღალი ხარისხის ორიგინალი ავტონაწილების მიწოდებაზე.

NS

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი