Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მუშაობენ სახელისუფლებო ტროლები მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ
როგორ მუშაობენ სახელისუფლებო ტროლები მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ

"მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა" (MDF) ვრცე­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში "თი­ბი­სი ბან­კის" და მისი დამ­ფუძ­ნებ­ლის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

MDF-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "თი­ბი­სი ბან­კის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი პოს­ტე­ბი "ფე­ის­ბუკ­ზე" სამ ტალ­ღად გა­მოჩ­ნდა:

1. პირ­ვე­ლი ტალ­ღა 2019 წლის 9 იან­ვარს და­ი­წყო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ თი­ბი­სი ბანკთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის, ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და

2. მე­ო­რე ტალ­ღა უკავ­შირ­დე­ბა 2019 წლის 14 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­თხოვ­ნას, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­სა და მის მო­ად­გი­ლეს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.

3. მე­სა­მე ტალ­ღა 2019 წლის 21 თე­ბერ­ვალს და­ი­წყო, რო­დე­საც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და რამ­დე­ნი­მე ტენ­დენ­ცია. გა­ირ­კვა რომ, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თუ­ლი 9 გვერ­დი­დან - რვა 2018 წელ­საა შექ­მნი­ლი. აღ­ნიშ­ნულ გვერ­დებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ხა­ზა­რა­ძის მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი პოს­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა მემე/კა­რი­კა­ტუ­რაა.

ამას­თან, 9-დან ოთხი გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი ფე­ის­ბუკ მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ავ­თან­დილ კე­რე­სე­ლი­ძეა", რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ტრო­ლია და ერე­ვან­ში მცხოვ­რე­ბი Karo Manukyan-ის პრო­ფილ­ზე გან­თავ­სე­ბულ ფო­ტო­ებს იყე­ნებს. ის "ფე­ის­ბუკ­ში" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ გზავ­ნი­ლებს ავ­რცე­ლებს;

მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად გა­ირ­კვა რომ, "ავ­თან­დილ კე­რე­სე­ლი­ძე" პრო-სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ტრო­ლია და ძი­რი­თა­დად კახა კა­ლა­ძის, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძი­სა და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მხარ­დამ­ჭერ პოს­ტებს პი­რა­დი პრო­ფი­ლის, მის მიერ შექ­მნი­ლი გვერ­დე­ბი­სა და ჯგუ­ფე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, "ავ­თან­დილ კე­რე­სე­ლი­ძის" მარ­თუ­ლი გვერ­დე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­ბის ქვეშ, რომ­ლე­ბიც ხა­ზა­რა­ძის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი, კო­მენ­ტა­რებს ერთი და იგი­ვე ყალ­ბი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ტო­ვებ­დნენ;

მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და 9 გვერ­დი, რომ­ლე­ბიც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი ში­ნა­არ­სის პოს­ტებს სის­ტე­მა­ტუ­რად ავ­რცე­ლებ­დნენ. ეს გვერ­დე­ბია:

  • ორი გვარ­მი უნ­დათ
  • იყა­ვი და გა­გე­კე­თე­ბი­ნა
  • პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ნაგ­ვე
  • კაი გვერ­დი
  • ჩვენ­თვის არა­ვი­ნაა
  • პო­ლი­ტი­კუ­რი იუ­მო­რი
  • მოვ­კვდე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის
  • სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა - ხალ­ხის ხმა
  • სტოკ­ჰოლ­მის სინ­დრო­მი

Avtandil Kereselidze - რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა თუ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ტრო­ლი?

ავ­თან­დილ კე­რე­სე­ლი­ძის ფე­ის­ბუქ ან­გა­რი­შის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ის ყალ­ბი ან­გა­რი­შია და რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა არ არის.

კლა­სი­კუ­რი ტრო­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით ავ­თან­დილ კე­რე­სე­ლი­ძის პრო­ფი­ლი არა­ერთ პი­რად ფო­ტოს მო­ი­ცავს, რაც ქმნის გან­ცდას, რომ ის რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბაა. მისი თა­იმ­ლა­ი­ნი­დან ჩანს აქ­ტი­ვო­ბე­ბი და მისი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად ე.წ. ჩექ-ინე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში, პოს­ტე­ბი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. მისი ფო­ტო­ებს ასე­ვე ახ­ლავს აღ­წე­რე­ბი. ერთ-ერთი ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც კე­რე­სე­ლი­ძეს პი­რად ფო­ტო­ებ­ში აქვს ატ­ვირ­თუ­ლი, ჩანს წარ­წე­რა Schüco, რაც ფან­ჯრე­ბი­სა და კა­რე­ბის სის­ტე­მე­ბის გერ­მა­ნულ კომ­პა­ნი­ას წარ­მო­ად­გენს.

კე­რე­სე­ლი­ძის მიერ ატ­ვირ­თუ­ლი სხვა ფო­ტო­ე­ბის yandex.people-ში გა­და­მოწ­მე­ბით, სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მამ იდენ­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი სხვა­დას­ხვა რუ­სულ გაც­ნო­ბით პლატ­ფორ­მებ­ზე იპოვ­ნა. ერთ-ერთ პლატ­ფორ­მა­ზე კი მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ ფო­ტო­მომ­ხმა­რე­ბელს Karo Manukyan-ს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც ერე­ვან­ში ცხოვ­რობს.

ამის შემ­დეგ Karo Manukyan-ის პრო­ფი­ლი ფე­ის­ბუქ­ში მო­ვი­ძი­ეთ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­საც ტრო­ლი ავ­თან­დილ კე­რე­სე­ლი­ძე თა­ვი­სად ასა­ღებ­და, კარო მა­ნუ­კი­ანს ეკუთ­ვნის. მის შე­სა­ხებ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში კი კარო მა­ნუ­კი­ანს მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს, რომ გერ­მა­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში "Schüco" ტექ­ნი­კურ კონ­სულ­ტან­ტად და სპე­ცი­ა­ლის­ტად მუ­შა­ობს.

ფე­ის­ბუ­ქის მომ­ხა­რე­ბე­ლი Avtandil Kereselidze ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი 9 გვერ­დი­დან 4-ის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რია. ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან 2 გვერდს, კე­რე­სე­ლი­ძე კი­დევ ორ მომ­ხმა­რე­ბელ­თან Temo Davitadze-სა და ოლე­გი გე­ბო­ნი­ას­თან ერ­თად მარ­თავს. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ორი­ვე მომ­ხმა­რე­ბე­ლიც ტრო­ლია და ისი­ნი რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბე­ბი არ არი­ან.

წყა­რო: მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი (MDF)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

როგორ მუშაობენ სახელისუფლებო ტროლები მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ

როგორ მუშაობენ სახელისუფლებო ტროლები მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ

"მედიის განვითარების ფონდმა" (MDF) ვრცელი მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც სოციალურ ქსელებში "თიბისი ბანკის" და მისი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის იდენტიფიცირების მიზნით განახორციელა.

MDF-ის ინფორმაციით, "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მადისკრედიტირებელი პოსტები "ფეისბუკზე" სამ ტალღად გამოჩნდა:

1. პირველი ტალღა 2019 წლის 9 იანვარს დაიწყო, როდესაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თიბისი ბანკთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ე.წ. ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარეობდა

2. მეორე ტალღა უკავშირდება 2019 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომ მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს თანამდებობა დაეტოვებინათ.

3. მესამე ტალღა 2019 წლის 21 თებერვალს დაიწყო, როდესაც მამუკა ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლის შესახებ განაცხადა.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე ტენდენცია. გაირკვა რომ, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართული 9 გვერდიდან - რვა 2018 წელსაა შექმნილი. აღნიშნულ გვერდებზე განთავსებული ხაზარაძის მადისკრედიტირებელი პოსტების უმეტესობა მემე/კარიკატურაა.

ამასთან, 9-დან ოთხი გვერდის ადმინისტრატორი ფეისბუკ მომხმარებელი "ავთანდილ კერესელიძეა", რომელიც რეალურად ტროლია და ერევანში მცხოვრები Karo Manukyan-ის პროფილზე განთავსებულ ფოტოებს იყენებს. ის "ფეისბუკში" ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებს;

მონიტორინგის შედეგად გაირკვა რომ, "ავთანდილ კერესელიძე" პრო-სახელისუფლებო ტროლია და ძირითადად კახა კალაძის, მამუკა ბახტაძისა და გიორგი გახარიას მხარდამჭერ პოსტებს პირადი პროფილის, მის მიერ შექმნილი გვერდებისა და ჯგუფების მეშვეობით ავრცელებს.

ამასთან, "ავთანდილ კერესელიძის" მართული გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების ქვეშ, რომლებიც ხაზარაძის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული, კომენტარებს ერთი და იგივე ყალბი მომხმარებლები ტოვებდნენ;

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა 9 გვერდი, რომლებიც მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტებს სისტემატურად ავრცელებდნენ. ეს გვერდებია:

  • ორი გვარმი უნდათ
  • იყავი და გაგეკეთებინა
  • პოლიტიკური სანაგვე
  • კაი გვერდი
  • ჩვენთვის არავინაა
  • პოლიტიკური იუმორი
  • მოვკვდები საქართველოსთვის
  • სამოქალაქო გაერთიანება - ხალხის ხმა
  • სტოკჰოლმის სინდრომი

Avtandil Kereselidze - რეალური პიროვნება თუ სახელისუფლებო ტროლი?

ავთანდილ კერესელიძის ფეისბუქ ანგარიშის მახასიათებლები ადასტურებს, რომ ის ყალბი ანგარიშია და რეალური პიროვნება არ არის.

კლასიკური ტროლისგან განსხვავებით ავთანდილ კერესელიძის პროფილი არაერთ პირად ფოტოს მოიცავს, რაც ქმნის განცდას, რომ ის რეალური პიროვნებაა. მისი თაიმლაინიდან ჩანს აქტივობები და მისი პირადი ინტერესები, როგორიცაა მაგალითად ე.წ. ჩექ-ინები გერმანიაში, პოსტები შთაბეჭდილებების შესახებ. მისი ფოტოებს ასევე ახლავს აღწერები. ერთ-ერთი ფოტოზე, რომელიც კერესელიძეს პირად ფოტოებში აქვს ატვირთული, ჩანს წარწერა Schüco, რაც ფანჯრებისა და კარების სისტემების გერმანულ კომპანიას წარმოადგენს.

კერესელიძის მიერ ატვირთული სხვა ფოტოების yandex.people-ში გადამოწმებით, საძიებო სისტემამ იდენტური ფოტოები სხვადასხვა რუსულ გაცნობით პლატფორმებზე იპოვნა. ერთ-ერთ პლატფორმაზე კი მითითებული იყო, რომ ფოტომომხმარებელს Karo Manukyan-ს ეკუთვნის, რომელიც ერევანში ცხოვრობს.

ამის შემდეგ Karo Manukyan-ის პროფილი ფეისბუქში მოვიძიეთ. აღმოჩნდა, რომ ფოტოები, რომლებსაც ტროლი ავთანდილ კერესელიძე თავისად ასაღებდა, კარო მანუკიანს ეკუთვნის. მის შესახებ განყოფილებაში კი კარო მანუკიანს მითითებული აქვს, რომ გერმანულ კომპანიაში "Schüco" ტექნიკურ კონსულტანტად და სპეციალისტად მუშაობს.

ფეისბუქის მომხარებელი Avtandil Kereselidze ზემოთ ჩამოთვლილი 9 გვერდიდან 4-ის ადმინისტრატორია. ჩამოთვლილთაგან 2 გვერდს, კერესელიძე კიდევ ორ მომხმარებელთან Temo Davitadze-სა და ოლეგი გებონიასთან ერთად მართავს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ორივე მომხმარებელიც ტროლია და ისინი რეალური პიროვნებები არ არიან.

წყარო: მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საკრებულოში ლევან ხაბეიშვილი და გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ისე გამომრიცხეს გუნდიდან, რომ არავინ შემხვედრია, არადა, მაღალი სიმაღლეებიდან ზარი იყო ჩემთან -  დატოვებს თუ არა საკრებულოს დეპუტატის მანდატს  ერეკლე კუხიანიძე

გიორგი კვირიკაშვილი თუ დააპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, ჩვენ მას დაველაპარაკებით - მამუკა ხაზარაძე