პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მადურო რუსეთის მძევალია? - რას ამბობენ რუსი და ევროპელი ექსპერტები ვენესუელაში რუსეთის ინტერესებზე
მადურო რუსეთის მძევალია? - რას ამბობენ რუსი და ევროპელი ექსპერტები ვენესუელაში რუსეთის ინტერესებზე

ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში სი­ტუ­ა­ცია კვლავ უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლია. ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ნე­სუ­ე­ლას პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, ხუან გუ­ა­ი­დოს ინი­ცი­ა­ტი­ვით, ქვე­ყა­ნა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის შე­ტა­ნას ვე­ნე­სუ­ე­ლას მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლას მა­დუ­რო და­უ­პი­რის­პირ­და. მან თა­ვის მომ­ხრე­ებ­თან ერ­თად ამე­რი­კა­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მი­ღე­ბულ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვა, შე­დე­გად კი, ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ვე­ნე­სუ­ე­ლა-ბრა­ზი­ლი­ი­სა და ვე­ნე­სუ­ე­ლა-კო­ლუმ­ბი­ის სა­ზღვა­რებ­თან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის და დე­მონ­სტრან­ტე­ბის შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბი; და­შა­ვე­ბუ­ლია 335 ადა­მი­ა­ნი.

"ამე­რი­კის ხმის" ცნო­ბით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მაიკ პომ­პეო აცხა­დებს, რომ მა­დუ­როს დიდი დრო არ დარ­ჩა. "ზუს­ტი თა­რი­ღის თქმა ძნე­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვე­ნე­სუ­ე­ლას ხალ­ხი უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ მა­დუ­როს დღე­ე­ბი დათ­ვლი­ლი იყოს" - გა­ნა­ცხა­და პომ­პე­ომ.

ვე­ნე­სუ­ე­ლას პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ხუან გუ­ა­ი­დო

23 თე­ბერ­ვალს ნი­კო­ლას მა­დუ­როს მხარ­დამ­ჭერ­მა ძა­ლებ­მა ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ცრემლსა­დე­ნი გაზი და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­დუ­რო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თის შე­მო­ტა­ნას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, ოპო­ზი­ცია შე­ე­ცა­და სა­ბარ­გო მან­ქა­ნე­ბი­დან ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი გად­მო­ე­ზი­და და და­ე­რი­გე­ბი­ნა. თუმ­ცა, უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა მან­ქა­ნებს ცე­ცხლი მო­უ­კი­დეს.

ქვეყ­ნის გარ­და­მა­ვალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ხუან გუ­ა­ი­დომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ აპი­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თოს, ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ და ქვეყ­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყონ... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა მაიკ პენ­სმა გა­ნა­ცხა­და, რომ ის ხუან გუ­ა­ი­დოს­თან შეხ­ვედ­რას გეგ­მავს. შე­საძ­ლოა, პენ­სმა ვე­ნე­სუ­ე­ლას მი­მართ ახა­ლი სან­ქცი­ე­ბის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა.

რუ­სუ­ლი მე­დია და ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი ხაზს უს­ვამს რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რას იმ ფონ­ზე, როცა აშშ სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის ზღვარ­ზე მყოფ ქვე­ყა­ნას ახა­ლი სან­ქცი­ე­ბით ემუქ­რე­ბა, "და­სავ­ლუ­რი მე­დია კი ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში "Вагнер"-ის მო­ხა­ლი­სე­ე­ბის ყოფ­ნა­ზე სა­უბ­რობს..."

პუ­ტი­ნი რუ­სეთ­ში მყოფ მა­დუ­როს გა­დას­ცემს წიგნს უგო ჩა­ვე­სის შე­სა­ხებ

თუმ­ცა, რუსი ექ­სპერ­ტე­ბის კი­დევ ერთი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს არის რუ­სე­თის კი­დევ ერთი შეც­დო­მა და რო­დე­საც იქ "ვაგ­ნე­რის" მე­ომ­რე­ბის ყოფ­ნა­ზე და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი, ნიშ­ნავს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­მარ­თლის­გან შორს არ არის, რად­გან რუ­სე­თი ამ შანსს ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვებ­და.

"20-მდე ევ­რო­პულ­მა ქვე­ყა­ნამ, მათ შო­რის: ბრი­ტა­ნეთ­მა, გერ­მა­ნი­ამ, საფ­რან­გეთ­მა, ეს­პა­ნეთ­მა, პორ­ტუ­გა­ლი­ამ, პო­ლო­ნეთ­მა და სხვებ­მა, გუ­ა­ი­დო გარ­და­მა­ვალ პრე­ზი­დენ­ტად აღი­ა­რეს, რუ­სეთ­მა და ჩი­ნეთ­მა დიქ­ტა­ტორ მა­დუ­როს და­უ­ჭი­რეს მხა­რი. ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია...”- წერს infox.ru.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ის, რომ რუ­სე­თის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა კარ­გად მუ­შა­ობს, რუსი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­დუ­როს მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­და­ნაც კარ­გად ჩანს - 57% მას გულ­შე­მატ­კივ­რობს და მი­აჩ­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უნდა დაბ­რუნ­დეს.

Эхо Москвы-სთვის მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ა­ში ექ­სპერ­ტი ივან ჩუ­მა­კო­ვი ამ­ბობს, რომ რუ­სე­თის ვე­ნე­სუ­ე­ლას სა­ში­ნაო სა­კი­თხებ­ში ჩა­რე­ვა ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის რე­ი­ტინგს და­არ­ტყამს.

"გა­სა­გე­ბია, რომ ხალ­ხის­თვის ცნო­ბი­ლია ფრა­ზა - "პუ­ტი­ნი თა­ვი­სი­ა­ნებს არ ტო­ვებს", თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მას სიფრ­თხი­ლე მარ­თებს, რად­გან რო­გორც კი მა­დუ­რო პუ­ტი­ნის მხარ­და­ჭე­რა­ზე ხმა­მაღ­ლა ალა­პა­რაკ­და, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის რე­ი­ტინ­გი მყი­სი­ე­რად და­ვარ­და.

მით უფრო, რომ ბოლო 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი რე­ი­ტინ­გი ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუმ­ზე დაბ­ლაა. ახლა ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში ვი­თა­რე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უფრო და უფრო მძიმ­დე­ბა, ამი­ტომ ახლა, ამ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მის­თვის სამ­ხედ­რო გზით მხარ­და­ჭე­რა, პუ­ტი­ნის­თვის ფაქ­ტი­უ­რად, პო­ლი­ტი­კუ­რი კრა­ხის ტოლ­ფა­სია..." - წერს ჩუ­მა­კო­ვი.

RT-ის ცნო­ბით, პო­ლო­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი ეჟი ტარ­გალ­სკის თქმით, მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გუ­ა­ი­დოს აღი­ა­რებს ვე­ნე­სუ­ე­ლას პრე­ზი­დენ­ტად. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ მა­დუ­როს მხა­რეს არის რუ­სე­თი, ჩი­ნე­თი და კუბა.

"ამ რე­ა­ლო­ბა­ში რუ­სე­თი აქ­ტი­უ­რობს და თუ ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში ამ ქვეყ­ნის ინ­ვეს­ტი­ცი­ებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მა­დუ­რო რუ­სე­თის მძე­ვა­ლია. არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ რუ­სეთ­მა იგი­ვე სცე­ნა­რით წარ­მარ­თოს სი­ტუ­ა­ცია, რო­გორც სი­რი­ა­ში - ვგუ­ლის­ხმობ ქა­ოსს. რუ­სეთს ვე­ნე­სუ­ე­ლა სხვა­დას­ხვა რა­მის გამო სჭირ­დე­ბა, მათ შო­რის ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი, ასე­ვე ნარ­კო­ტი­კე­ბის ბა­ზა­რი", - აცხა­დებს პო­ლო­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი.

ავტორი:

მადურო რუსეთის მძევალია? - რას ამბობენ რუსი და ევროპელი ექსპერტები ვენესუელაში რუსეთის ინტერესებზე

მადურო რუსეთის მძევალია? - რას ამბობენ რუსი და ევროპელი ექსპერტები ვენესუელაში რუსეთის ინტერესებზე

ვენესუელაში სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაძაბულია. ბოლო დღეების განმავლობაში ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ხუან გუაიდოს ინიციატივით, ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ვენესუელას მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დაუპირისპირდა. მან თავის მომხრეებთან ერთად ამერიკასა და სხვა ქვეყნებიდან მიღებულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე კატეგორიული უარი თქვა, შედეგად კი, ასობით ადამიანი დაშავდა.

დასავლური მედიის ცნობით, ვენესუელა-ბრაზილიისა და ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარებთან სამართალდამცავი ორგანოების და დემონსტრანტების შეტაკების შედეგად არიან დაღუპულები; დაშავებულია 335 ადამიანი.

"ამერიკის ხმის" ცნობით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ მადუროს დიდი დრო არ დარჩა. "ზუსტი თარიღის თქმა ძნელია. დარწმუნებული ვარ, ვენესუელას ხალხი უზრუნველყოფს, რომ მადუროს დღეები დათვლილი იყოს" - განაცხადა პომპეომ.

ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ხუან გუაიდო

23 თებერვალს ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა ძალებმა ოპოზიციის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ მადურო ჰუმანიტარული ტვირთის შემოტანას ეწინააღმდეგებოდა, ოპოზიცია შეეცადა საბარგო მანქანებიდან ჰუმანიტარული ტვირთი გადმოეზიდა და დაერიგებინა. თუმცა, უსაფრთხოების ძალებმა მანქანებს ცეცხლი მოუკიდეს.

ქვეყნის გარდამავალმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აპირებს საერთაშორისო საზოგადოებას მიმართოს, ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ და ქვეყნის გათავისუფლება უზრუნველყონ... მოგვიანებით, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ის ხუან გუაიდოსთან შეხვედრას გეგმავს. შესაძლოა, პენსმა ვენესუელას მიმართ ახალი სანქციების შესახებ გააკეთოს განცხადება.

რუსული მედია და ექსპერტების ნაწილი ხაზს უსვამს რუსეთის მხარდაჭერას იმ ფონზე, როცა აშშ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მყოფ ქვეყანას ახალი სანქციებით ემუქრება, "დასავლური მედია კი ვენესუელაში "Вагнер"-ის მოხალისეების ყოფნაზე საუბრობს..."

პუტინი რუსეთში მყოფ მადუროს გადასცემს წიგნს უგო ჩავესის შესახებ

თუმცა, რუსი ექსპერტების კიდევ ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის რუსეთის კიდევ ერთი შეცდომა და როდესაც იქ "ვაგნერის" მეომრების ყოფნაზე დაიწყეს საუბარი, ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი სიმართლისგან შორს არ არის, რადგან რუსეთი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა.

"20-მდე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის: ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, პორტუგალიამ, პოლონეთმა და სხვებმა, გუაიდო გარდამავალ პრეზიდენტად აღიარეს, რუსეთმა და ჩინეთმა დიქტატორ მადუროს დაუჭირეს მხარი. ალბათ ყველაფერი ნათელია...”- წერს infox.ru.

გამოცემის ცნობით, ის, რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა კარგად მუშაობს, რუსი საზოგადოების მადუროს მიმართ დამოკიდებულებიდანაც კარგად ჩანს - 57% მას გულშემატკივრობს და მიაჩნია, რომ ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს.

Эхо Москвы-სთვის მომზადებულ სტატიაში ექსპერტი ივან ჩუმაკოვი ამბობს, რომ რუსეთის ვენესუელას საშინაო საკითხებში ჩარევა ვლადიმირ პუტინის რეიტინგს დაარტყამს.

"გასაგებია, რომ ხალხისთვის ცნობილია ფრაზა - "პუტინი თავისიანებს არ ტოვებს", თუმცა, ამ შემთხვევაში მას სიფრთხილე მართებს, რადგან როგორც კი მადურო პუტინის მხარდაჭერაზე ხმამაღლა ალაპარაკდა, რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი მყისიერად დავარდა.

მით უფრო, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში მისი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზე დაბლაა. ახლა ვენესუელაში ვითარება სოციალური ფონის გათვალისწინებით, უფრო და უფრო მძიმდება, ამიტომ ახლა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში მისთვის სამხედრო გზით მხარდაჭერა, პუტინისთვის ფაქტიურად, პოლიტიკური კრახის ტოლფასია..." - წერს ჩუმაკოვი.

RT-ის ცნობით, პოლონელი პოლიტოლოგი ეჟი ტარგალსკის თქმით, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა გუაიდოს აღიარებს ვენესუელას პრეზიდენტად. ნიშანდობლივია, რომ მადუროს მხარეს არის რუსეთი, ჩინეთი და კუბა.

"ამ რეალობაში რუსეთი აქტიურობს და თუ ვენესუელაში ამ ქვეყნის ინვესტიციებს გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, მადურო რუსეთის მძევალია. არც ის არის გამორიცხული, რომ რუსეთმა იგივე სცენარით წარმართოს სიტუაცია, როგორც სირიაში - ვგულისხმობ ქაოსს. რუსეთს ვენესუელა სხვადასხვა რამის გამო სჭირდება, მათ შორის ბუნებრივი რესურსები, ასევე ნარკოტიკების ბაზარი", - აცხადებს პოლონელი პოლიტოლოგი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე