Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გედევან ფოფხაძე - ვიცი, რომ ირაკლი კობახიძე მივიდა ბიძინა ივანიშვილთან და უთხრა, გედის გარიცხვაზე თანხმობა მომეციო
გედევან ფოფხაძე - ვიცი, რომ ირაკლი კობახიძე მივიდა ბიძინა ივანიშვილთან და უთხრა, გედის გარიცხვაზე თანხმობა მომეციო

"ვიცი, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე მი­ვი­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და უთხრა, გედი ფო­ფხა­ძის გა­რი­ცხვა­ზე თან­ხმო­ბა მო­მე­ციო", - ამის შე­სა­ხებ დე­პუ­ტატ­მა გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ფო­ფხა­ძემ გან­მარ­ტა, აღ­ნიშ­ნულ ფაქტს ად­გი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჰქონ­და, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ში ნი­ნია კა­კა­ბა­ძის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მან გუნ­დის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა. მი­სი­ვე თქმით, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მას­თან ერ­თად კი­დევ 5 დე­პუ­ტა­ტის გა­რი­ცხვა სთხო­ვა. კერ­ძოდ ვისი, ფო­ფხა­ძემ არ და­ა­კონ­კრე­ტა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ სი­ა­ში ეკა ბე­სე­ლი­ას გვა­რი მა­შინ არ ყო­ფი­ლა.

"მა­შინ უკვე ვი­ცო­დი, რომ პრინ­ცი­პუ­ლად ჩვენ ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ჩემი მე­გობ­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ ებ­რძო­ლათ ამ სივ­რცე­ში, ჩავ­თვა­ლე, რომ მე შე­იძ­ლე­ბა მათ­თვის სა­სარ­გებ­ლოდ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სა­ერ­თოდ ში­და­პარ­ტი­ულ ბრძო­ლას არ უნდა გა­ექ­ცე. თუ არის რამე რე­სურ­სი, რომ შეც­ვა­ლო ვი­თა­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ, სჯობს ეს რე­სურ­სი გა­მო­ი­ყე­ნო. მედ­რო­ვე­ებს, კა­რი­ე­რის­ტებს, ან­გა­რე­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ეტ­მას­ნე­ბი­ან პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი სივ­რცე უბ­რძოლ­ვე­ლად არ უნდა და­უთ­მო", - გა­ნა­ცხა­და ფო­ფხა­ძემ.

დე­პუ­ტატ­მა აქვე დას­ძი­ნა, რომ ნი­ნია კა­კა­ბა­ძის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მისი გა­მოს­ვლე­ბი "ვი­ღა­ცებს ყელ­ზე და­ად­გათ". თუმ­ცა, დი­რექ­ტი­ვა, რომ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი არ გა­მო­ეთ­ქვათ, მხო­ლოდ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაჟ­ღერ­და.

"მა­ში­ნაც ვთქვი, რომ თუ სამ­თავ­რო­ბო პარ­ტი­ის შიგ­ნით არ არის დე­მოკ­რა­ტია და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებს პა­სუ­ხი მოს­თხო­ვონ, მა­შინ ქვე­ყა­ნა­შიც დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რის­ხი შემ­ცირ­დე­ბა. მე მი­მაჩ­ნდა, რომ მა­შინ სა­ჭი­რო იყო ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი დაგ­ვეც­ვა, რა­ღაც გა­მო­ვი­და, რა­ღაც - არა. ახლა კი უკვე პირ­და­პირ და­ის­ვა სა­კი­თხი, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბაო და ეს შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან გა­რი­ცხვის სა­ფუძ­ვე­ლიო. მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი აბ­სურ­დი და კო­მუ­ნის­ტურ-საბ­ჭო­უ­რი სტან­დარ­ტი", - გა­ნა­ცხა­და გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ.

00:00 / 00:00
ავტორი:

გედევან ფოფხაძე - ვიცი, რომ ირაკლი კობახიძე მივიდა ბიძინა ივანიშვილთან და უთხრა, გედის გარიცხვაზე თანხმობა მომეციო

გედევან ფოფხაძე - ვიცი, რომ ირაკლი კობახიძე მივიდა ბიძინა ივანიშვილთან და უთხრა, გედის გარიცხვაზე თანხმობა მომეციო

"ვიცი, რომ ირაკლი კობახიძე მივიდა ბიძინა ივანიშვილთან და უთხრა, გედი ფოფხაძის გარიცხვაზე თანხმობა მომეციო", - ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

როგორც ფოფხაძემ განმარტა, აღნიშნულ ფაქტს ადგილი რამდენიმე თვის წინ ჰქონდა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით მან გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს მასთან ერთად კიდევ 5 დეპუტატის გარიცხვა სთხოვა. კერძოდ ვისი, ფოფხაძემ არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ სიაში ეკა ბესელიას გვარი მაშინ არ ყოფილა.

"მაშინ უკვე ვიცოდი, რომ პრინციპულად ჩვენ ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ ვინაიდან ჩემი მეგობრები ცდილობდნენ ებრძოლათ ამ სივრცეში, ჩავთვალე, რომ მე შეიძლება მათთვის სასარგებლოდ ვყოფილიყავი. საერთოდ შიდაპარტიულ ბრძოლას არ უნდა გაექცე. თუ არის რამე რესურსი, რომ შეცვალო ვითარება უკეთესობისკენ, სჯობს ეს რესურსი გამოიყენო. მედროვეებს, კარიერისტებს, ანგარებიან ადამიანებს, რომლებიც ეტმასნებიან პოლიტიკურ პროცესებს, აღნიშნული სივრცე უბრძოლველად არ უნდა დაუთმო", - განაცხადა ფოფხაძემ.

დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ ნინია კაკაბაძის საკითხთან დაკავშირებით მისი გამოსვლები "ვიღაცებს ყელზე დაადგათ". თუმცა, დირექტივა, რომ საჯარო სივრცეში განსხვავებული აზრი არ გამოეთქვათ, მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერდა.

"მაშინაც ვთქვი, რომ თუ სამთავრობო პარტიის შიგნით არ არის დემოკრატია და განსხვავებული აზრის გამო შეიძლება ადამიანებს პასუხი მოსთხოვონ, მაშინ ქვეყანაშიც დემოკრატიის ხარისხი შემცირდება. მე მიმაჩნდა, რომ მაშინ საჭირო იყო ჩვენი პოზიციები დაგვეცვა, რაღაც გამოვიდა, რაღაც - არა. ახლა კი უკვე პირდაპირ დაისვა საკითხი, საჯარო სივრცეში საკითხების განხილვა არაფრით არ შეიძლებაო და ეს შეიძლება გახდეს პოლიტიკური ორგანიზაციიდან გარიცხვის საფუძველიო. მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტური აბსურდი და კომუნისტურ-საბჭოური სტანდარტი", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

"გიორგი ვაშაძემ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ შეხვედრაზე კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე იყო საუბარი" - ირაკლი კობახიძე

"მისი მინისტრობისას ბიუჯეტიდან ასი მილიონი დაიკარგა, მან კი ხმა არ ამოიღო..." - რატომ ითხოვენ ივანე მაჭავარიანის დაკითხვას დეპუტატები?

გიორგი ვაშაძე ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების ახალ დეტალებს ამხელს