პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წამალი საერთოდ არ მიმიღია, არც ექიმთან ვყოფილვარ" - გაიცანით იოგათი გატაცებული 88 წლის ქართველი მხატვარი
"წამალი საერთოდ არ მიმიღია, არც ექიმთან ვყოფილვარ" - გაიცანით იოგათი გატაცებული 88 წლის ქართველი მხატვარი

არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა, რომ ზოგ­ჯერ ერთ კონ­კრე­ტულ თე­მა­ზე რეს­პონ­დენ­ტთან სა­სა­უბ­როდ მი­სუ­ლი, რამ­დე­ნი­მე ისეთ თე­მას "წა­ა­წყდე­ბი", რომ გვერდს ვერ აუვ­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და. 88 წლის მხატ­ვა­რი, ალექ­სან­დრე (შურა) ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი სა­ლა­მურ­ზე უკ­რავს, მღე­რის, დიდი ხა­ნია, იო­გა­თია და­კა­ვე­ბუ­ლი, მოგ­ზა­უ­რობს... როცა ვკი­თხე, - რო­გორ ახერ­ხებთ, ამ ასაკ­ში ასე­თი აქ­ტი­უ­რი იყოთ? ბო­ლოს მა­ღალ­მა წნე­ვამ რო­დის შე­გა­წუ­ხათ-მეთ­ქი? ღი­მი­ლით მი­პა­სუ­ხა: ეგ რა არის, სა­ერ­თოდ არ ვი­ციო. მოკ­ლედ, მისი პერ­სო­ნა ნამ­დვი­ლად სა­ყუ­რა­დღე­ბოა.

- ბა­ტო­ნო ალექ­სან­დრე, პირ­ველ რიგ­ში ცხოვ­რე­ბის სტილ­ზე მი­ამ­ბეთ. აქ­ტი­უ­რი ხართ 88 წლის ასაკ­ში. ბევ­რს და­დი­ხართ, ხა­ტავთ და ამავდრო­უ­ლად, იო­გა­თი ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი წე­ლია, ვარ­ჯი­შობთ?

- ხატ­ვა ისე გი­ტა­ცებს, ვერ გრძნობ, რო­გორ გა­დის სა­ა­თე­ბი და ვერ ხვდე­ბი, რომ უნდა ადგე და შე­ის­ვე­ნო. ხში­რად დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე შე­უს­ვე­ნებ­ლად მი­ხა­ტია და ზოგ­ჯერ სა­დი­ლო­ბაც არ გამ­ხსე­ნე­ბია. რამ­დე­ნი­მე სა­ათს გა­უნ­ძრევ­ლად ჯდო­მი­სას, ხერ­ხე­მა­ლი და წელი იტ­ვირ­თე­ბო­და, არას­წო­რი კვე­ბი­სა და ძი­ლის რე­ჟი­მის გამო, 3-სა­ა­თი­ა­ნი ხატ­ვის შემ­დეგ, ხატ­ვას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ­დი. მა­შინ 40 წლი­საც არ ვი­ყა­ვი და მივ­ხვდი, რა­ღაც უნდა შე­მეც­ვა­ლა, მე­მოქ­მე­და. მა­ნამ­დე ვარ­ჯი­შით კი ვვარ­ჯი­შობ­დი, მაგ­რამ როცა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად უდ­გე­ბი ამ საქ­მეს, სა­სურ­ველ შე­დეგს ვერ აღ­წევ. მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა არას­წო­რი ვარ­ჯი­ში ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი გახ­დეს. ერთ დღეს რუს­თავ­ში ტბას­თან ვის­ვე­ნებ­დი, ვი­ცუ­რა­ვე და იქვე ნა­პირ­ზე 2 ფურ­ცე­ლი ვი­პო­ვე, სა­დაც იო­გის სის­ტე­მის შე­სა­ხებ რუ­სულ ენა­ზე ფო­ტო­ე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია იყო და­ბეჭ­დი­ლი. მა­შინ­ვე და­ვინ­ტე­რეს­დი და თავ­ზე დგო­მა ვცა­დე, მაგ­რამ ეს სწო­რი არ იყო. გა­დავ­წყვი­ტე, დე­ტა­ლუ­რად გა­მერ­კვია ყვე­ლა­ფე­რი. მოს­კოვ­ში, ლე­ნინ­გრად­ში, ყველ­გან ვე­ძებ­დი შე­სა­ბა­მის ლი­ტე­რა­ტუ­რას და ბო­ლოს ერთ პა­ტა­რა ბრო­შუ­რას მი­ვა­გე­ნი. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს იო­გის სის­ტე­მით ვარ­ჯი­ში და ზო­გა­დად, ამ თე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი იყო რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სი­თა და მე­დი­ტა­ცი­ის გამო, თუმ­ცა, ეტა­პობ­რი­ვად მა­ინც და­ვი­წყე ბრო­შუ­რის მი­ხედ­ვით ვარ­ჯი­ში. რამ­დენ­ჯერ­მე მი­ვა­ტო­ვე და ისევ მი­ვუბ­რუნ­დი. ბო­ლოს, აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში და ნელ-ნელა შე­დე­გიც მი­ვი­ღე. ვიგ­რძე­ნი სი­ლა­ღე, ხატ­ვის დროს ტკი­ვი­ლე­ბი მო­მეხ­სნა. დღეს შე­მიძ­ლია ვიტ­რა­ბა­ხო: ჩემი ასა­კის ხალ­ხს უჭირთ სი­ა­რუ­ლი, ნა­წი­ლი დიდი ხა­ნია, ამ ქვეყ­ნა­დაც აღარ არის. წა­მა­ლი სა­ერ­თოდ არ მი­მი­ღია და არც ექიმ­თან ვყო­ფილ­ვარ. შე­მიძ­ლია, ყინ­ვა­ში წყალ­ში ჩავ­ხტე და ამო­ვი­დე, არ გავ­ცივ­დე­ბი.

- რო­გორც ვიცი, მხო­ლოდ ვარ­ჯი­ში არ არის მთა­ვა­რი, კვე­ბი­თაც ხელ­შე­წყო­ბაა სა­ჭი­რო...

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლია. ვარ­ჯიშს არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ ექ­ნე­ბა, თუ კვე­ბი­სა და ძი­ლის რე­ჟი­მიც არ იქ­ნე­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. არას­წო­რი კვე­ბის შე­დე­გად ხდე­ბა ადა­მი­ა­ნი ავად. ზო­მი­ე­რე­ბა უნდა და­ვიც­ვათ. ავად­მყო­ფო­ბა მგე­ლი არ არის, რომ შე­მო­გი­ვარ­დეს, მას ჩვენ ვუ­წყობთ ხელს და შეგ­ვიძ­ლია თა­ვის გან­კურ­ნე­ბაც. ამ ასაკ­ში შე­მიძ­ლია წა­ვი­დე მთა­ში, წა­ვი­ღო წყა­ლი და ეს საკ­მა­რი­სია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე ვიცი ჩემი კვე­ბის რა­ცი­ო­ნის ზომა-წონა, ასეთ ცხოვ­რე­ბას ეჩ­ვე­ვი და ფაქ­ტობ­რი­ვად, შენი ორ­გა­ნიზ­მის მბრძა­ნე­ბე­ლი ხდე­ბი. დღეს რომ ვხა­ტავ, ვე­რა­ნა­ირ დაღ­ლას ვერ ვგრძნობ, პი­რი­ქით, მე­დი­ტა­ცი­ას გან­ვიც­დი (იღი­მის). ზოგ­ჯერ ქე­ი­ფიც მი­წევს და ნა­ბა­ხუ­სებ­ზე არ ვვარ­ჯი­შობ, ორ­გა­ნიზმს 2-3 დღე ვას­ვე­ნებ, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია და მერე ისევ ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ვდგე­ბი.

ალექ­სან­დრე (შურა) ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ვა­ნი­სუ­ბან­ში და­ი­ბა­და. დედა კარ­გად ქარ­გავ­და, მღე­რო­და, ხა­ტავ­და, მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი ჰქონ­და მა­მა­საც - სა­ლა­მურ­სა და დოლ­ზე უკ­რავ­და. ოჯა­ხის მეშ­ვი­დე შვილ­მა, ალექ­სან­დრემ ხატ­ვის ნიჭი ბავ­შვო­ბი­დან გა­მო­ავ­ლი­ნა. ზოგ­ჯერ არც ქა­ღალ­დი ჰქონ­და და არც ფან­ქა­რი, მაგ­რამ როცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მო­და, ხა­ტავ­და ყვე­ლა­ფერს, რა­საც ხე­დავ­და. თვლის, რომ თუ მხატ­ვა­რი გქვია, ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა უნდა შე­გეძ­ლოს - ილუსტრა­ცია იქ­ნე­ბა ეს თუ პორ­ტრე­ტე­ბი. ქარ­თუ­ლი მი­თო­ლო­გია და ბერ­ძნუ­ლი ერ­თნა­ი­რად იტა­ცებს და ამის სა­წყი­სი ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში სოფ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი წიგ­ნე­ბი იყო. მას შემ­დეგ ამ თე­მა­ზე ბევ­რს კი­თხუ­ლობს და პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობს ილუსტრა­ცი­ებ­ზე, რაც მის­თვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნოა.ია­კობ ნი­კო­ლა­ძის სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბე­ლი, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია, არა­ერ­თი სა­მუ­შაო ად­გი­ლი, გა­მო­ფე­ნე­ბი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის არა­ერთ ქა­ლაქ­სა და სა­ზღვარ­გა­რეთ, უამ­რა­ვი ტილო და სი­უ­ჟე­ტი. მის ნა­მუ­შევ­რებს დღე­საც ემა­ტე­ბა ახალ-ახა­ლი თე­მე­ბი. ბევ­რი დი­ა­ფილ­მი­სა და წიგ­ნის ილუსტრა­ცი­ის ავ­ტო­რია. მათ შო­რი­საა ოტია იო­სე­ლი­ა­ნის "და­ჩის ზღაპ­რე­ბი".

- ალ­ბათ ავ­ტო­რებს ხვდე­ბო­დით და მათ­თან შე­თან­ხმე­ბით მუ­შა­ობ­დით ამა თუ იმ წიგ­ნის ილუსტრა­ცი­ებ­ზე. ოტია იო­სე­ლი­ან­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ?

- რა თქმა უნდა, ავ­ტო­რებს ვხვდე­ბო­დი. რაც შე­ე­ხე­ბა ოტი­ას, შინ ვა­კე­თებ­დი "და­ჩის ზღაპ­რე­ბის" ილუსტრა­ცი­ებს. ოტია პირ­და­პი­რი კაცი იყო. იშ­ვი­ა­თად მოს­წონ­და რამე. რომ გა­ი­გო, ილუსტრა­ცი­ებს ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი აკე­თებ­სო, რე­დაქ­ტორს მი­სა­მარ­თი ჰკი­თხა და და­ჩის­თან ერ­თად ჩემ­თან მო­ვი­და. მი­ყუ­რებ­და, რო­გორ ვხა­ტავ­დი და ბო­ლოს თქვა: "ა, ბოვ­ში! დე­მი­ხა­ტა­ვენ იმის­თა­ნას რომე, ბოვ­შე­ბი ვერ უყუ­რე­ბენ და ხე­ვენ, მე ხომ სა­ერ­თოდ არ მომ­წონს, კაცო!" მისი შე­ფა­სე­ბა მე­სი­ა­მოვ­ნა. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი რომ მო­ე­წო­ნა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"წამალი საერთოდ არ მიმიღია, არც ექიმთან ვყოფილვარ" - გაიცანით იოგათი გატაცებული 88 წლის ქართველი მხატვარი

"წამალი საერთოდ არ მიმიღია, არც ექიმთან ვყოფილვარ" - გაიცანით იოგათი გატაცებული 88 წლის ქართველი მხატვარი

არაერთხელ მომხდარა, რომ ზოგჯერ ერთ კონკრეტულ თემაზე რესპონდენტთან სასაუბროდ მისული, რამდენიმე ისეთ თემას "წააწყდები", რომ გვერდს ვერ აუვლი. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. 88 წლის მხატვარი, ალექსანდრე (შურა) ციხელაშვილი სალამურზე უკრავს, მღერის, დიდი ხანია, იოგათია დაკავებული, მოგზაურობს... როცა ვკითხე, - როგორ ახერხებთ, ამ ასაკში ასეთი აქტიური იყოთ? ბოლოს მაღალმა წნევამ როდის შეგაწუხათ-მეთქი? ღიმილით მიპასუხა: ეგ რა არის, საერთოდ არ ვიციო. მოკლედ, მისი პერსონა ნამდვილად საყურადღებოა.

- ბატონო ალექსანდრე, პირველ რიგში ცხოვრების სტილზე მიამბეთ. აქტიური ხართ 88 წლის ასაკში. ბევრს დადიხართ, ხატავთ და ამავდროულად, იოგათი ხართ დაკავებული. რამდენი წელია, ვარჯიშობთ?

- ხატვა ისე გიტაცებს, ვერ გრძნობ, როგორ გადის საათები და ვერ ხვდები, რომ უნდა ადგე და შეისვენო. ხშირად დილიდან საღამომდე შეუსვენებლად მიხატია და ზოგჯერ სადილობაც არ გამხსენებია. რამდენიმე საათს გაუნძრევლად ჯდომისას, ხერხემალი და წელი იტვირთებოდა, არასწორი კვებისა და ძილის რეჟიმის გამო, 3-საათიანი ხატვის შემდეგ, ხატვას ვეღარ ვახერხებდი. მაშინ 40 წლისაც არ ვიყავი და მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა, მემოქმედა. მანამდე ვარჯიშით კი ვვარჯიშობდი, მაგრამ როცა არაპროფესიონალურად უდგები ამ საქმეს, სასურველ შედეგს ვერ აღწევ. მეტიც, შეიძლება არასწორი ვარჯიში ზიანის მომტანი გახდეს. ერთ დღეს რუსთავში ტბასთან ვისვენებდი, ვიცურავე და იქვე ნაპირზე 2 ფურცელი ვიპოვე, სადაც იოგის სისტემის შესახებ რუსულ ენაზე ფოტოები და ინფორმაცია იყო დაბეჭდილი. მაშინვე დავინტერესდი და თავზე დგომა ვცადე, მაგრამ ეს სწორი არ იყო. გადავწყვიტე, დეტალურად გამერკვია ყველაფერი. მოსკოვში, ლენინგრადში, ყველგან ვეძებდი შესაბამის ლიტერატურას და ბოლოს ერთ პატარა ბროშურას მივაგენი. საბჭოთა კავშირის დროს იოგის სისტემით ვარჯიში და ზოგადად, ამ თემით დაინტერესება აკრძალული იყო რელიგიური თვალსაზრისითა და მედიტაციის გამო, თუმცა, ეტაპობრივად მაინც დავიწყე ბროშურის მიხედვით ვარჯიში. რამდენჯერმე მივატოვე და ისევ მივუბრუნდი. ბოლოს, აქტიურად დავიწყე ვარჯიში და ნელ-ნელა შედეგიც მივიღე. ვიგრძენი სილაღე, ხატვის დროს ტკივილები მომეხსნა. დღეს შემიძლია ვიტრაბახო: ჩემი ასაკის ხალხს უჭირთ სიარული, ნაწილი დიდი ხანია, ამ ქვეყნადაც აღარ არის. წამალი საერთოდ არ მიმიღია და არც ექიმთან ვყოფილვარ. შემიძლია, ყინვაში წყალში ჩავხტე და ამოვიდე, არ გავცივდები.

- როგორც ვიცი, მხოლოდ ვარჯიში არ არის მთავარი, კვებითაც ხელშეწყობაა საჭირო...

- აბსოლუტურად მართალია. ვარჯიშს არანაირი შედეგი არ ექნება, თუ კვებისა და ძილის რეჟიმიც არ იქნება მოწესრიგებული. არასწორი კვების შედეგად ხდება ადამიანი ავად. ზომიერება უნდა დავიცვათ. ავადმყოფობა მგელი არ არის, რომ შემოგივარდეს, მას ჩვენ ვუწყობთ ხელს და შეგვიძლია თავის განკურნებაც. ამ ასაკში შემიძლია წავიდე მთაში, წავიღო წყალი და ეს საკმარისია. წლების განმავლობაში უკვე ვიცი ჩემი კვების რაციონის ზომა-წონა, ასეთ ცხოვრებას ეჩვევი და ფაქტობრივად, შენი ორგანიზმის მბრძანებელი ხდები. დღეს რომ ვხატავ, ვერანაირ დაღლას ვერ ვგრძნობ, პირიქით, მედიტაციას განვიცდი (იღიმის). ზოგჯერ ქეიფიც მიწევს და ნაბახუსებზე არ ვვარჯიშობ, ორგანიზმს 2-3 დღე ვასვენებ, ეს აუცილებელია და მერე ისევ ჩვეულ რეჟიმში ვდგები.

ალექსანდრე (შურა) ციხელაშვილი ხაშურის რაიონის სოფელ სავანისუბანში დაიბადა. დედა კარგად ქარგავდა, მღეროდა, ხატავდა, მუსიკალური ნიჭი ჰქონდა მამასაც - სალამურსა და დოლზე უკრავდა. ოჯახის მეშვიდე შვილმა, ალექსანდრემ ხატვის ნიჭი ბავშვობიდან გამოავლინა. ზოგჯერ არც ქაღალდი ჰქონდა და არც ფანქარი, მაგრამ როცა ამის საშუალება მიეცემოდა, ხატავდა ყველაფერს, რასაც ხედავდა. თვლის, რომ თუ მხატვარი გქვია, ნებისმიერ თემაზე მუშაობა უნდა შეგეძლოს - ილუსტრაცია იქნება ეს თუ პორტრეტები. ქართული მითოლოგია და ბერძნული ერთნაირად იტაცებს და ამის საწყისი ჯერ კიდევ ბავშვობაში სოფლის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი წიგნები იყო. მას შემდეგ ამ თემაზე ბევრს კითხულობს და პარალელურად მუშაობს ილუსტრაციებზე, რაც მისთვისაც განსაკუთრებით სასიამოვნოა.იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი, სამხატვრო აკადემია, არაერთი სამუშაო ადგილი, გამოფენები ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთ ქალაქსა და საზღვარგარეთ, უამრავი ტილო და სიუჟეტი. მის ნამუშევრებს დღესაც ემატება ახალ-ახალი თემები. ბევრი დიაფილმისა და წიგნის ილუსტრაციის ავტორია. მათ შორისაა ოტია იოსელიანის "დაჩის ზღაპრები".

- ალბათ ავტორებს ხვდებოდით და მათთან შეთანხმებით მუშაობდით ამა თუ იმ წიგნის ილუსტრაციებზე. ოტია იოსელიანთან თანამშრომლობას როგორ გაიხსენებთ?

- რა თქმა უნდა, ავტორებს ვხვდებოდი. რაც შეეხება ოტიას, შინ ვაკეთებდი "დაჩის ზღაპრების" ილუსტრაციებს. ოტია პირდაპირი კაცი იყო. იშვიათად მოსწონდა რამე. რომ გაიგო, ილუსტრაციებს ციხელაშვილი აკეთებსო, რედაქტორს მისამართი ჰკითხა და დაჩისთან ერთად ჩემთან მოვიდა. მიყურებდა, როგორ ვხატავდი და ბოლოს თქვა: "ა, ბოვში! დემიხატავენ იმისთანას რომე, ბოვშები ვერ უყურებენ და ხევენ, მე ხომ საერთოდ არ მომწონს, კაცო!" მისი შეფასება მესიამოვნა. ძალიან გამიხარდა, ჩემი ნამუშევრები რომ მოეწონა...წაიკითხეთ სრულად

საქართველოში კორონავირუსისგან 50 ადამიანია გამოჯანმრთელებული

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

„აქსის თაუერსმა“ მერიას 1000 ოჯახისთვის დამზადებული სასურსათე კალათა გადასცა