პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპარლამენტო უმცირესობა რომ არ დაიშალოს, "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო", შესაძლოა, გაერთიანდეს
საპარლამენტო უმცირესობა რომ არ დაიშალოს, "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო", შესაძლოა, გაერთიანდეს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის დაშ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო", შე­საძ­ლოა, უმ­ცი­რე­სო­ბის ფორ­მატ­ში გა­ერ­თი­ან­დეს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში უმ­ცი­რე­სო­ბა 26 დე­პუ­ტა­ტით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ის დაშ­ლის საფრ­თხეს გა­და­ურ­ჩე­ბა.

რო­გორც ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, რო­მან გო­ცი­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ამ ეტაპ­ზე მათ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი არ ჰქო­ნი­ათ, თუმ­ცა თუკი უმ­რავ­ლე­სო­ბას კი­დევ სამი დე­პუ­ტა­ტი გა­მო­აკ­ლდე­ბა და ამის შე­დე­გად უმ­ცი­რე­სო­ბა დაშ­ლის წი­ნა­შე დად­გე­ბა, ამ თე­მა­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა.

“ჯერ­ჯე­რო­ბით უმ­ცი­რე­სო­ბას დაშ­ლა არ ემუქ­რე­ბა, რად­გან ამის­თვის სა­ჭი­როა, რომ კი­დევ სამ­მა ადა­მი­ან­მა და­ტო­ვოს უმ­რავ­ლე­სო­ბა. თუ სამი დე­პუ­ტა­ტი და­ტო­ვებს უმ­რავ­ლე­სო­ბას, ბუ­ნებ­რი­ვია, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ წი­ნას­წა­რი გეგ­მა გვაქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან კი­დევ სამი დე­პუ­ტა­ტის გას­ვლა, “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ უმ­ცი­რე­სო­ბის დაშ­ლას იწ­ვევს. უმ­ცი­რე­სო­ბა კი იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა შე­ნარ­ჩუნ­დეს, თუკი “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და ფრაქ­ცია “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უმ­ცი­რე­სო­ბის ფორ­მატ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბას მო­ა­ხერ­ხე­ბენ.

პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ფორ­მი­რე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­რეთ მყო­ფი დე­პუ­ტა­ტე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით ხდე­ბა.

მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში უმ­ცი­რე­სო­ბა 20 დე­პუ­ტა­ტით შემ­დგა­რი „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რე­ბით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

უმ­რავ­ლე­სო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან დე­პუ­ტა­ტე­ბის გას­ვლამ­დე, უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბის გა­რეთ სულ 14 დე­პუ­ტა­ტი იყო. მათ რი­გებს ეკა ბე­სე­ლია, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და ბექა ნაც­ვლიშ­ვი­ლი შე­ე­მა­ტა. ამას­თან, უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან გას­ვლა კი­დევ რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატ­მა და­ა­ა­ნონ­სა. ამ­დაგ­ვა­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა კი, არ­სე­ბუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის დაშ­ლას იწ­ვევს.

ავტორი:

საპარლამენტო უმცირესობა რომ არ დაიშალოს, "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო", შესაძლოა, გაერთიანდეს

საპარლამენტო უმცირესობა რომ არ დაიშალოს, "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო", შესაძლოა, გაერთიანდეს

საპარლამენტო უმცირესობის დაშლის თავიდან აცილების მიზნით, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", შესაძლოა, უმცირესობის ფორმატში გაერთიანდეს. ასეთ შემთხვევაში უმცირესობა 26 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი და ის დაშლის საფრთხეს გადაურჩება.

როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე მათ კონსულტაციები არ ჰქონიათ, თუმცა თუკი უმრავლესობას კიდევ სამი დეპუტატი გამოაკლდება და ამის შედეგად უმცირესობა დაშლის წინაშე დადგება, ამ თემაზე კონსულტაციები გაიმართება.

“ჯერჯერობით უმცირესობას დაშლა არ ემუქრება, რადგან ამისთვის საჭიროა, რომ კიდევ სამმა ადამიანმა დატოვოს უმრავლესობა. თუ სამი დეპუტატი დატოვებს უმრავლესობას, ბუნებრივია, კონსულტაციები გვექნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინასწარი გეგმა გვაქვს შემუშავებული", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან კიდევ სამი დეპუტატის გასვლა, “ევროპული საქართველოს“ უმცირესობის დაშლას იწვევს. უმცირესობა კი იმ შემთხვევაში შეიძლება შენარჩუნდეს, თუკი “ევროპული საქართველო“ და ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობის ფორმატში გაერთიანებას მოახერხებენ.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმცირესობის ფორმირება უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტის გაერთიანებით ხდება.

მე-9 მოწვევის პარლამენტში უმცირესობა 20 დეპუტატით შემდგარი „ევროპული საქართველოს“ წევრებით არის წარმოდგენილი.

უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლამდე, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ სულ 14 დეპუტატი იყო. მათ რიგებს ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ბექა ნაცვლიშვილი შეემატა. ამასთან, უმრავლესობიდან გასვლა კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დააანონსა. ამდაგვარი გადაადგილება კი, არსებული უმცირესობის დაშლას იწვევს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები