ავტორი:

"სულ ტირის, მომკალითო გვეხვეწება, ამ ტანჯვას ვეღარ ვუძლებო" - საბათლოელ უსინათლო ბებოს ჩვენი დახმარება სჭირდება

"სულ ტირის, მომკალითო გვეხვეწება, ამ ტანჯვას ვეღარ ვუძლებო" - საბათლოელ უსინათლო ბებოს ჩვენი დახმარება სჭირდება

აკა სინჯიკაშვილმა, რომელიც "ფეისბუქ" საზოგადოებაში საქველმოქმედო აქტივობით არის ცნობილი, სოფელ საბათლოს მკვიდრი უსინათლო მოხუცის შესახებ წერს, რომელსაც დამარება სჭირდება:

"სასწრაფოდ წაიკითხეთ რა. ანა ბებო შიმშილით და ავადმყოფობით მართლა სიკვდილის პირამდე დაგხვდა მისული. ამწამს ჩამოვედით სოფელ საბათლოში, ბოლო ქართული სოფელია დედოფლისწყაროში აზერბაიჯანის საზღვართან. მოხუცი არის უსინათლო, რაღაც დაავადება აქვს თავზე, კი ჩანს ფოტოზე, რა დღეშია და ძლივს ახერხებს გადაადგილებას ნახევრად დაშლილ სახლში ასევე ასაკოვან შვილთან ერთად არის. სოციალური მოხსნილი აქვთ ორი წელია, სოფელიც ღარიბია რა ქნან, აღარც ნისიას გვაძლევენო მაღაზიაში და ორივე დიდი ხნის მშიერი დაგხვდა სულ ტირის, მომკალითო გვეხვეწება, ამ ტანჯვას ვეღარ ვუძლებო, ცუდად გავხდი მართლა... ხშირად ეს ერთი ნათურაც არ უნთიათ, ვერ იხდიან თუ ვინმე მადლიანი არ ჩაურთავს ხოლმე ძალიან სასწრაფოდ სჭირდება ბებოს საჭმელი, ექიმი, წამლები, შეშა, ტანსაცმელი, დენის გადახდა და მკურნალობა. იქნებ ოთახიც მოვუწესრიგოთ ცოტა, მართლა ჯოჯოხეთს გავს ყველა დღე აქ. აქ დავრჩებით, სანამ ყველაფერს არ გავუკეთებთ, რასაც შევძლებთ, ჩვენც გვაქვს ცოტა ფული და მოგვეხმარეთ რა, ესე როგორ ვუყუროთ, როგორ ებრძვის სიკვდილს ადამიანი აბა ჩვენ ვიცით. ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე".

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი GE90TB7603845061100016 აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით Akaki Sinjikashvili.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს