მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს 2018 წლის გაზაფხულიდან იკავებს.
ცნობისთვის, მანამდე 2012 წლიდან ცქიტიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, რა პერიოდშიც მისი ანაზღაურება განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა. კერძოდ, კითხვებს იწვევდა ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციის უფროსის შემოსავალი მთავრობის მეთაურის, პრემიერ-მინისტრის შემოსავალსაც კი აჭარბებდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორ შეიცვალა მაია ცქიტიშვილის ქონება, მინისტრად დანიშვნის შემდეგ.
2019 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მინისტრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ შეცვლილა. კერძოდ, ცქიტიშვილი კვლავ ფლობს: 182,80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ამავე მისამართზე მდებარე 14 კვ. მეტრის ავტოფარეხს; 1 528 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს კოჯორში; 407 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ამავე მისამართზე და კოჯორში მდებარე 2 686 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.
როგორც მიმდინარე წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, მის საკუთრებაში აღარ არის მსუბუქი ავტომობილი Mitsubishi Pajero, რომელიც 2014 წელს ჩუქებით ჰქონდა მიღებული. თუმცა, დეკლარაციაში არ არის დაკონკრეტებული, გაყიდა ეს ავტომობილი თუ ვინმეს გადასცა საჩუქრის სახით. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის. დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე მას 303,13 გირვანქა სტერლინგი ჰქონდა, მაშინ როცა 2018 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის მიხედვით ეს თანხა - 582,17 გირვანქა სტერლინგი იყო. წაიკითხეთ სრულად